სალბი (Salvia officinalis)
გააზიარე:
ამ მცენარის უნიკალურ თვისებებს უძველესი დროიდანვე აღიარებენ. იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებსაც სალბი კურნავს, საკმაოდ ვრცელია: ნაღვლის ბუშტის ანთება, ბუასილი, ფაღარათი, ენტეროკოლიტი, გასტრიტი, ენტერიტი, მეტეორიზმი, შარდის ბუშტის პათოლოგიები. სალბი წმენდს
სისხლს, დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, კანზე.
სალბისგან დამზადებული სავლები ეფექტურია ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ანთებისა და წყლულოვანი ცვლილებების დროს.
სავლები ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ სალბს დაასხით 250 გ მდუღარე წყალი და 10 წუთით დააყენეთ.
- სალბის სავლები მდიდარია ეთერზეთებით, დასალევ ნახარშში კი ისინი არ უნდა იყოს, ამიტომ მისი მომზადებისას ბალახი ხუთ წუთს მაინც უნდა ადუღოთ, მერე კი აუცილებლად გაფილტროთ.
- სალბის ნახარშის მიღება რეკომენდებულია დღეში ორი ჭიქის ოდენობით, მცირე ყლუპებით.
- გინეკოლოგიური დაავადებების დროს ეფექტურია სალბის თბილი დასაჯდომი აბაზანები.
- მწერის ნაკბენის დროს მტკივან ადგილას სალბის ფოთლის საფენის დადებაა რეკომენდებული.
- ბრონქიტის დროს აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი, ჩაასხით ერთი ჭიქა რძე, ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დაახურეთ თავსახური და რამდენიმე წუთით შედგით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გაფილტრეთ. სვით თბილ-თბილი.
- კოლიტის დროს აიღეთ 2 ჩაის კოვზი სალბის ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 20 წუთით და გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
სალბის ნახარშის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულთათვის. ასევე დაუშვებელია სალბისგან დამზადებული სამკურნალო საშუალებების დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენება.
ასე რომ, ფრთხილად!
კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რაც ხელში მოგხვდებათ, ყველაფერს სახეზე ნუ წაისვამთო. სამკურნალო, თუნდაც ბუნებრივი საშუალება ინდივიდუალურად, კანის ტიპის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
აი, რა ზიანი მოაქვს თვითნებურ კოსმეტიკურ პროცედურებს:
*თაფლი, მარწყვი და ციტრუსი კანზე ალერგიულ გამონაყარს აჩენს.
*დაჭყლეტილი ნივრის ნიღაბმა შესაძლოა კანი დაგვწვას.
*კიტრის წვენისა და კვერცხის ცილის ნიღაბი კანს ჭიმავს და ქერცლავს.
*სქელი წებოვანი თაფლი ტუჩებზე წასმისას არცთუ იშვიათად მიკროტრავმების მიზეზად იქცევა.
*გახეხილი ჭარხლისა და სტაფილოს ნიღბები კანს სტაფილოსფერ ელფერს აძლევს, რომლის მოცილებაც არცთუ იოლია.