ქაცვი (Hippophae rhamnoides)
გააზიარე:
ქაცვის კენკროვან ნაყოფს დიდი ხანია იცნობენ. გარდა იმისა, რომ მისგან ძალზე გემრიელი სასმელი მზადდება, იგი ძლიერ სასარგებლოცაა. ქაცვი
მდიდარია C, B1, B2, B6, P ვიტამინებით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალიუმით, კალციუმითა და სხვა მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, ფლავინოიდებით.
ქაცვი წარმატებით გამოიყენება კანის სხვადასხვა სნეულების, წყლულოვანი დაავადების, C ვიტამინის ნაკლებობის, ქრონიკული დაღლილობის სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყოფს მკვებავი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და ბიომასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ქაცვი ძალზე პოპულარულია კოსმეტიკაში – იგი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას და დანაოჭებისგან იცავს.
ორგანიზმის მოსაძლიერებლად და ძალების აღსადგენად კარგია ქაცვისგან მომზადებული სასმელები.
გთავაზობთ სამ რეცეპტს:
. დაჭერით 5 ვაშლი, ჩაყარეთ 4 ჭიქა ადუღებულ წყალში, 2 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. გახეხეთ და გაწურეთ 2 სტაფილო და წვენი ვაშლის ნახარშს შეურიეთ, ბოლოს კი 2-3 ს.კ. ქაცვის წვენიც დაუმატეთ.
. აიღეთ 3 ს.კ. გამომშრალი ასკილის ნაყოფი და 1 ს.კ. მოცვი, დაასხით 5 ჭიქა მდუღარე წყალი და 20-30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 4 ს.კ. ქაცვის წვენი და 3 ს.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ, გააგრილეთ და დალიეთ.
. ქაცვის ნაყოფი ფენა-ფენად ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და ფენებადვე მოაყარეთ შაქარი (შეფარდებით 1:1). ქილა უთუოდ მუქი უნდა იყოს – სინათლის ზემოქმედებით ვიტამინები იშლება. ასე დაშაქრული ქაცვი დიდხანს ინახება ყოველი. შაქრით გაჯერებული წვენი და რბილობი წყლით განაზავეთ და ისე მიირთვით. შეგიძლიათ, კისელიც მოამზადოთ. გამოყენების შემდეგ ქაცვს ხელახლა მოაყარეთ შაქარი და ისე შეინახეთ.