ჩართეთ ბავშვი საოჯახო საზრუნავში
გააზიარე:
ყველა მშობელს სურს, შვილს ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა შეუქმნას, გაანებივროს და ყოველგვარ უსიამოვნებას აარიდოს, მაგრამ გადაჭარბებული მზრნველობით შვილებს დათვურ სამსახურს ვუწევთ. 7-8 წლის გოგონები და ბიჭუნები ხშირად ისე არიან დამოკიდებულნი მშობლებზე, რომ საკუთარი ხელით ჭამასა და ჩაცმასაც კი ვერ ახერხებენ. არადა, ბავშვთა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს სწორედ ის ასაკია, როცა პატარები არათუ საკუთარ თავზე ზრუნვას, საოჯახო საქმიანობასაც კი უნდა მივაჩვიოთ. ვიდრე ბავშვს საქმით დავტვირთავდეთ, მოდი, განვსაზღვროთ, რას უნდა ველოდეთ მისგან და, საერთოდ, რა საჭიროა, საოჯახო საქმიანობაში დავიხმაროთ.
როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, საოჯახო საქმეებში შვილების ჩართვით მხოლოდ მშობლებს კი არ უმსუბუქდებათ ყოველდღიური საზრუნავი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ბავშვებს უყალიბდებათ ის უნარები და ჩვევები, რომელთა გარეშეც ზრდასრულ ასაკში სოციალური ადაპტაცია ძალიან გაუჭირდებათ.
საოჯახო საქმეებში მონაწილეობით პატარები:
. სწავლობენ დროის განაწილებას სწავლას, თამაშსა და სხვა ვალდებულებებს შორის;
. აცნობიერებენ, რომ ცხოვრობენ არა დახურულ სივრცეში, სადაც ყველა ვალდებულია, მხოლოდ მათ ემსახუროს, არამედ საზოგადოებაში, სადაც მათაც აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა;
. სწავლობენ სხვებზე ზრუნვას და წვლილის შეტანას ოჯახურ ცხოვრებაში;
. ცდილობენ ისწავლონ სიამოვნების მიღება თუნდაც ყველაზე მოსაწყენი საზრუნავისგან;
. აცნობიერებენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრები არიან, რაც დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე;
. სწავლობენ საკუთარ ვალდებულებათა ხარისხობრივ სტრუქტურიზაციას იმის მიხედვით, რა უფრო მნიშვნელოვანია, რა – ნაკლებმნიშვნელოვანი, რა უნდა გაკეთდეს უპირველესად და ა.შ.
რა ევალებათ ბავშვებს?
ალბათ ელით, რომ ამ თავში ბავშვის ვალდებულებათა მკაცრად გაწერილ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. იმედი უნდა გაგიცრუოთ – ასეთი სია არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია, ესე იგი ინდივიდუალური მიდრეკილებები, სურვილები და შესაძლებლობები აქვს. თქვენზე უკეთ თქვენს შვილს არავინ იცნობს, ამიტომ მისი საოჯახო მოვალეობებიც თავად უნდა განსაზღვროთ.
აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ყველა ის საქმე, რომლის გაკეთებასაც, თქვენი აზრით, შეძლებს თქვენი შვილი: პურის ყიდვა, ნაგვის გატანა, შემოსასვლელში დაგებული ნოხის დაფერთხვა, ყვავილების მორწყვა, ძაღლის გასეირნება, ჭურჭლის გარეცხვა, მშრალი სარეცხის ჩამოხსნა, სახლში მოტანილი სურსათის ამოლაგება, ავეჯიდან მტვრის გადაწმენდა, მტვერსასრუტის მოსმა, საწოლის ალაგება, სუფრის გაშლა, ავტომობილის გარეცხვაში მამის დახმარება, უმცროსი დის ან ძმის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, უწესრიგოდ მიმოფანტული საკანცელარიო ნივთების ერთ ადგილას თავმოყრა, საკუთარი ტანსაცმლის დაკეცვა და კარადაში შეწყობა, საკუთარი ფეხსაცმლის გაწმენდა და ა.შ.
ათპუნქტიანი შეთანხმება
თუ სია უკვე შეადგინეთ, აჩვენეთ ის თქვენს შვილს და შესთავაზეთ, აირჩიოს ათი პუნქტი, რომელთა შესრულებაც ყველაზე მეტად ეხალისება. არ დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ შერჩეული პუნქტების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. თუ რომელიმე მათგანი არ შეასრულა, პასუხს მოსთხოვენ; თუ ყველაფერი კარგად გააკეთა, ესეც დაუფასდება. გარდა ამისა, ნუ წაართმევთ არჩეულ მოვალეობებში ცვლილებათა შეტანის უფლებას. შესაძლოა, ერთი კვირის განმავლობაში მას სხვა საქმეების კეთება ეხალისებოდეს, მეორე კვირას კი სხვა საზრუნავი იტვირთოს. ასევე, მიეცით უფლება, თავად ჩამოწეროს საკუთარ მოვალეობათა ათპუნქტიანი სია და თავადვე აირჩიოს საოჯახო საქმე თავისი მიდრეკილებებისა და ინტერესების მიხედვით. აუცილებლად შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვი ყველა გაკეთებული საქმისთვის. აღნიშნეთ, რომ მისი დახმარება ძალიან გიმსუბუქებთ საოჯახო საზრუნავს და ამაყობთ, რომ შვილი გეხმარებათ. წახალისება პატარებზე დადებითად მოქმედებს და თითქმის ყველა მათგანს აძლევს უფრო მეტის კეთების სურვილს. თუმცა ზომიერება ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ნუ გააუბრალოებთ ქებას. არ არის საჭირო საქებარი სიტყვების თქმა მაშინაც კი, როდესაც ბავშვი საპირფარეშოში შესვლის შემდეგ ხელებს დაიბანს.
პირველად დედასთან ერთად
ნუ ელით, რომ ბავშვი ერთბაშად გააკეთებს ყველაფერს, რაც დაავალეთ ან რისი გაკეთებაც თავად ისურვა. ასე არ ხდება. გირჩევთ, თავდაპირველად დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაში დახმარება და მეთვალყურეობა თავად გაუწიოთ. ფანჯრის რაფიდან მტვერია გადასაწმენდი? მიუთითეთ, სად დევს ტილო და აჩვენეთ, როგორ უნდა გააკეთოს ეს. არც იმის სწავლება დაგავიწყდეთ, რომ მტვრის გადაწმენდის შემდეგ ტილო უნდა დაიფერთხოს. ნუ გეგონებათ, რომ ბავშვი ამას თავად მიხვდება. გაითვალისწინეთ, პირველი ჯერი ყოველთვის რთულია, დაეხმარეთ პატარას ამ სირთულების გადალახვაში.
მოემზადეთ იმისათვის, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში სისტემატურად მოგიწევთ ბავშვისთვის მის მოვალეობათა შეხსენება. მოიკრიბეთ მოთმინება, არ გამოტოვოთ არც ერთი დღე და არ გააკეთოთ მისი გასაკეთებელი საქმე თავად. შეახსენეთ მშვიდი და გაწონასწორებული კილოთი – ბავშვებზე ეს უფრო მოქმედებს, ვიდრე ყვირილი და საყვედურები. ყოველდღიური შეხსენებით იმას მიაღწევთ, რომ პატარას ჩვევად ექცევა საოჯახო მოვალეობათა შესრულება: საკუთარი ლოგინის გასწორება, სკოლიდან მოსვლის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა და მილაგება, მშობლების დახმარება...
სრულყოფილებამდე ჯერ შორია
ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვი ყველაფერს იდეალურად გააკეთებს. ის რობოტი არ არის. თქვენც ხომ გრჩებათ დასარეცხი ჭურჭელი, გადაუწმენდავი მტვერი, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი, თქვენც ხომ ყიდულობთ ზოგჯერ ნახევარფაბრიკატებს, რათა კერძის მოსაწყენი მოვალეობა შეისუბუქოთ. ამიტომ შვილსაც უნდა აპატიოთ პატარ-პატარა ჩავარდნები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის გასაკეთებელი საქმე თქვენ აკეთოთ. უმჯობესია, ერთად შეეჭიდოთ მას, რის გაკეთებაც ბავშვმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო.
თამაშ-თამაშით
თუ ბავშვს ვერ იმორჩილებთ და, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერაფრით აჩვევთ საოჯახო საქმიანობას, მიმართეთ საქმის თამაშ-თამაშით კეთების მეთოდს, აქციეთ ის მხიარულ შეჯიბრებად. მაგალითად, უთხარით პატარას: “მე ჩემს ლოგინს ავალაგებ, შენ შენი აალაგე, აბა ვინ მოასწრებს?” ან კიდევ: “მე ჭურჭელს დავრეცხავ, შენ შენი ოთახი მიალაგე, თუ მომასწრებ, სასეირნოდ წაგიყვან”.
ასეთი მიდგომა თითქმის ყოველთვის ამართლებს და ბავშვი ვერც კი ამჩნევს, როგორ ეჩვევა საოჯახო საქმიანობას.
სტატიის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ფსიქოლოგ თამარ იაძეს