საშარდე გზების ინფექცია: როდის მივმართოთ ექიმს

გააზიარე:

[დასპონსორებული კონტენტი]

საშარდე გზების ინფექცია ორივე სქესის პაციენტებში გავრცელებული პრობლემაა. სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა უროლოგის კონსულტაცია, რადგან ინფექცია შესაძლოა მოიცავდეს შარდსადენს, შარდის ბუშტს, შედარებით რთულ შემთხვევებში - თირკმელებსაც. დროული შეფასება აადვილებს მიზეზის დადგენას და სათანადო მკურნალობის შერჩევას.

საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: შარდვის ხშირი სურვილი; წვის ან დისკომფორტის შეგრძნება შარდვის დროს; მცირე ულუფებით შარდვა; ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ შემთხვევაში იცვლება შარდის ფერი ან სუნი. თუ ინფექციამ ზედა საშარდე გზებს მიაღწია, შესაძლოა, უკვე ჩამოთვლილ სიმპტომებს დაერთოს ტემპერატურა, შემცივნება, საერთო სისუსტე ან ტკივილი წელისა და გვერდის არეში.

ამ დროს თვითმკურნალობაზე დაყრდნობა რეკომენდებული არ არის. საშარდე გზების სხვადასხვა დაავადება შესაძლოა ერთნაირი ნიშნებით გამოვლინდეს, ამიტომ სწორი მკურნალობის შერსაჩევად აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, საჭიროებისამებრ, დამატებითი ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული კვლევებიც. მკურნალობის ტაქტიკა მათი შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ავადმყოფობას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი, სისხლი შარდში, მდგომარეობა თანდათან უარესდება ან ჩივილები ხშირად მეორდება. დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია ორსულობის დროს განვითარებული სიმპტომების შემთხვევაშიც.

"ავერსის კლინიკაში" პაციენტს შეუძლია, მიიღოს უროლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროს საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები ერთ სივრცეში. ექიმთან დროულად მისვლა ხელს უწყობს ინფექციის სწორ მართვას და ამცირებს გართულებების რისკს.

გააზიარე: