ბავშვთა რეაბილიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა

გააზიარე:

[დასპონსორებული კონტენტი]

გვესაუბრება ლევან გელაშვილი, ავერსის რეაბილიტაციის ცენტრის ფიზიკური თერაპევტი.

ბავშვი პლასტიკური, ცოცხალი სისტემაა, რომელიც ვითარდება იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ, უფროსები მივცემთ. ასე იყო მედიცინის დასაბამიდან და ასეა დღემდე, და ამ პროცესში დრო ყოველთვის ჩვენს მხარეს არ არის. როგორც ფიზიოთერაპევტი, ყოველდღე ვხედავ იმ შედეგებს, რომლებსაც "გაიზრდება და გამოსწორდებას" მოლოდინი იწვევს.

ილუზია, რომელიც ძვირად გვიჯდება

ბევრ მშობელს იმედი აქვს, რომ ხერხემლის მცირე ასიმეტრია ან ტერფის არასწორი დადგმა ასაკის მატებასთან ერთად "გაივლის", კლინიკური პრაქტიკა კი საპირისპიროს გვიჩვენებს: სკოლიოზი, კიფოზი თუ ტერფმრუდობა თავისთავად არ ქრება. პირიქით, ზრდის პროცესში არასწორი დატვირთვა დეფორმაციის კატალიზატორი ხდება. პრობლემა, რომელიც დღეს მხოლოდ გარეგნობის ცვლილებით გამოვლინდება, წლების შემდეგ შესაძლოა ქრონიკულ ტკივილში გადაიზარდოს, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

ადრეული ჩარევა გადამწყვეტია

ბავშვთა რეაბილიტაცია არ გულისხმობს მასაჟების ან ვარჯიშების ერთჯერად კურსს. რეაბილიტაცია სრულფასოვანი ბიომექანიკური აღზრდაა. მისი მიზანია, სწორად წარმართოს ბავშვის კინეტიკური ჯაჭვი — სხეულის ურთიერთდაკავშირებული მოძრავი ნაწილების ერთიანი სისტემა, სადაც ერთი ნაწილის პრობლემა ავტომატურად აზიანებს მეორეს.

ხერხემალი: სკოლიოზი და კიფოზი გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოზაზე, არამედ შინაგან ორგანოებზეც. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ძლიერი კუნთოვანი კორსეტი, რომელიც ხერხემალს სწორ პოზიციაში დაიჭერს.

ტერფი: ეს ჩვენი სხეულის საძირკველია. როცა საძირკველი არასწორად არის ჩაყრილი, მუხლები, მენჯ-ბარძაყი და ხერხემალი იძულებული ხდებიან, კომპენსატორულად გადაიხარონ, რასაც წლების შემდეგ სერიოზულ ცვლილებებსა და ტრავმებთან მივყავართ.

რატომ ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი?

ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვისას კომპრომისი დაუშვებელია. ჩვენი მუშაობის პრინციპი სამ მთავარ სვეტს ეყრდნობა:

1. მულტიდისციპლინურ მიდგომას. ჩვენი ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ფიზიოთერაპევტები და რეაბილიტოლოგები შეთანხმებულად მუშაობენ. ჩვენ ვადგენთ და მივყვებით ერთიან სტრატეგიას, სადაც ზუსტი დიაგნოზი ეფექტურ ფიზიოთერაპიულ მკურნალობად გარდაიქმნება.

2. ინდივიდუალურ პროტოკოლებს. ჩვენ არ ვმკურნალობთ შაბლონით. თითოეული ბავშვის ანატომია, კუნთოვანი ტონუსი და განვითარების ტემპი უნიკალურია. ჩვენთან ყოველი ვარჯიში მეცნიერულად არის დასაბუთებული და მორგებულია პაციენტის პირად საჭიროებებს.

3. თანამედროვე ბაზას და სტრესისგან თავისუფალ გარემოს. მაღალტექნოლოგიური აპარატურა პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეში რეაბილიტაცია მიმდინარეობს თამაშის ფორმით, ყოველგვარი სტრესისა და შიშის გარეშე.

რისკენ მოვუწოდებ მშობლებს

ნუ დაელოდებით, სანამ სპეციალისტთან ტკივილი ან თვალსაჩინო დეფორმაცია მიგიყვანთ. პროფილაქტიკა გაცილებით ეფექტური, იაფი და უმტკივნეულოა, ვიდრე მკურნალობა.

მოიყვანეთ შვილი ავერსის რეაბილიტაციის ცენტრში. ყველაზე ღირებული მემკვიდრეობა, რაც შეგიძლიათ მას დაუტოვოთ, ჯანმრთელი სხეულია, რათა მთელი სიცოცხლე თავდაჯერებულად და ლაღად იაროს.

ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი — თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავლის სადარაჯოზე.

გააზიარე: