GAMMA KNIFE ESPRIT - რადიოქირურგია თავის ტვინის მეტასტაზების სამკურნალოდ
გააზიარე:
[დასპონსორებული კონტენტი]
თავის ტვინის მეტასტაზები არის სიმსივნური უჯრედები, რომლებიც ტვინში სხეულის სხვა ნაწილებიდან ვრცელდება. მათი განვითარება ყველაზე ხშირად უკავშირდება ფილტვის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს, მელანომას და სხვა ავთვისებიან დაავადებებს.
მეტასტაზების მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა და დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე, ზომაზე, მდებარეობაზე, სიმსივნის ტიპსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
თავის ტვინის ერთეული თუ მრავლობითი მეტასტაზის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საშუალება გამა ნაიფი - GAMMA KNIFE რადიოქირურგიაა. მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც მეტასტაზი ძნელად მისადგომ ადგილას მდებარეობს, ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილი არ არის ან მკურნალობისთვის მაქსიმალური სიზუსტეა საჭირო.
რა არის GAMMA KNIFE?
GAMMA KNIFE არის თავის ტვინის რადიოქირურგიული მკურნალობა განაკვეთის გარეშე. ეს არის არაინვაზიური, უსისხლო და უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც თავის ტვინის მეტასტაზების, სიმსივნეების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
პროცედურა GAMMA KNIFE ESPRIT აპარატით ტარდება. მკურნალობის დროს 192 გამა სხივი სხვადასხვა მხრიდან სამიზნე კერისკენ მიემართება, იქ ერთ წერტილში იკრიბება და უშუალოდ დაზიანებულ უბანზე ქმნის საჭირო სამკურნალო დოზას, რის შედეგადაც ტვინის ჯანმრთელი ქსოვილი მაქსიმალურად არის დაცული.
GAMMA KNIFE ტექნოლოგიით შესაძლებელია როგორც ცალკეული, ისე რამდენიმე მეტასტაზის მკურნალობა ერთ სესიაზე. პროცედურა არ მოითხოვს განაკვეთს, წინასწარ მომზადებასა და რეაბილიტაციას. პაციენტი, წესისამებრ, იმავე დღეს ბრუნდება შინ.
GAMMA KNIFE „ავერსის კლინიკაში”
„ავერსის კლინიკაში” GAMMA KNIFE ESPRIT ტექნოლოგია ერთ წელზე მეტია დანერგილია. ამ ხნის განმავლობაში GAMMA KNIFE რადიოქირურგიული მკურნალობა 500-მდე პაციენტს ჩაუტარდა.
ტექნოლოგია პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, მაღალი სიზუსტის რადიოქირურგიული მკურნალობა საზღვარგარეთ წასვლის გარეშე, საქართველოში ჩაიტარონ.











