აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა - უმაღლესი ხარისხის გამოსახულება უპრეცედენტოდ მოკლე დროში
გააზიარე:
[დასპონსორებული კონტენტი]
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სადიაგნოსტიკო კვლევის მეთოდია, თუმცა პროცესი ხანგრძლივი დროით ერთ პოზიციაში და ნაწილობრივ დახურულ სივრცეში ყოფნას მოითხოვს, რაც პაციენტისთვის სტრესულ გარემოს ქმნის. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ დიაგნოსტიკის სრულიად ახალ სტანდარტს, სადაც უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, პაციენტისთვის მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში მიიღწევა.
რადიოლოგიის მსოფლიო ლიდერი
ბოჭორიშვილის კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი – Siemens Healthineers MAGNETOM Vida 3T, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური აპარატია. ის უნიკალურია იმით, რომ აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, უმაღლესი სიზუსტის ვიზუალიზაციას და პაციენტზე ორიენტირებულ თანამედროვე დიზაინს.
მაქსიმალური სიზუსტე
3 ტესლა ინდუქციის მქონე მაგნიტური ველი უზრუნველყოფს განსაკუთრებით დეტალურ, მაღალი გარჩევადობის, მკაფიო გამოსახულებას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად, როდესაც ცვლილებები შეუიარაღებელი თვალისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველია.
აპარატში ინტეგრირებული უახლესი ტექნოლოგიები რთულ კლინიკურ შემთხვევებშიც კი უნაკლო შედეგს იძლევა:
- · Compressed Sensing – მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვიზუალიზაციის ხარისხს და ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას.
- · Free-Breathing Imaging და TimTX TrueForm – მინიმუმამდე დაჰყავს მოძრაობით გამოწვეული ხარვეზები (არტეფაქტები) და უზრუნველყოფს სტაბილურ გამოსახულებას.
AI პაციენტის სამსახურში
MAGNETOM Vida 3T აღჭურვილია ჭკვიანი სისტემებით, რომლებიც ავტომატურად ერგება თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. სპეციალური BioMatrix ტექნოლოგია ზრდის გამოსახულების სტაბილურობას და ამცირებს განმეორებითი სკანირების საჭიროებას, რის გამოც განსაკუთრებით მოხერხებულია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს უჭირს უმოძრაოდ ერთ პოზიციაში გაჩერება (მაგალითად, ძლიერი ტკივილის გამო).
სრული კომფორტი
* აპარატის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ფართო გვირაბი (70 სმ) , რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დახურული სივრცის შეგრძნებას. ეს დიზაინი იდეალურია კლაუსტროფობიის მქონე პირებისთვის, ბავშვებისა და ჭარბწონიანი პაციენტებისთვის.
* ულტრათანამედროვე აჩქარება (HyperBand) საშუალოდ 50 - 70%-ით ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას.
* თავისუფალი სუნთქვის რეჟიმი – ზოგ შემთხვევაში კვლევა ტარდება სუნთქვის შეკავების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.
* Quiet Suite ტექნოლოგია გამოსახულების ხარისხის დაუზიანებლად მკვეთრად ამცირებს აკუსტიკურ ხმაურს. კვლევა მშვიდ და ნაკლებად სტრესულ გარემოში მიმდინარეობს.
გამოყენების ფართო სპექტრი
MAGNETOM Vida 3T ეფექტურად გამოიყენება ყველაზე რთული და მრავალფეროვანი კვლევების დროს:
- ნევროლოგიაში – ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის სიღრმისეული შეფასებისთვის:
- ონკოლოგიაში – სიმსივნური პროცესების ადრეული დიაგნოსტიკისა და დეტალური შეფასებისთვის;
- კარდიოლოგიაში – გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასებისთვის;
- ორთოპედიაში – სახსრებისა და რბილი ქსოვილების დეტალური შეფასებისთვის;
- სისხლძარღვოვანი სისტემის დეტალური შეფასებისთვის.
Siemens MAGNETOM Vida 3T უზრუნველყოფს თანამედროვე, სწრაფი, ზუსტი და პაციენტზე მორგებული დიაგნოსტიკის მაღალ სტანდარტს.
ანდე შენი ჯანმრთელობა პროფესიონალებსა და მსოფლიო დონის ტექნოლოგიებს.











