გრიპის ვირუსი

გააზიარე:

ლემუდორი საუკეთესო არჩევანია გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატი ეფექტურია არა მარტო A და B ტიპის გრიპის ვირუსის (მათ შორის  H1N1 ე.წ. ღორის გრიპი), არამედ სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გამომწვევის (ადენოვირუსი,რესპირატორულ–სინციტიური ვირუსის, კორონოვირუსის) მიმართ.

 ლემუდორის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ვირუსის უჯრედში შეღწევის დათრგუნვასთან, ინტერფერონის სინთეზის სტიმულაციასთან და მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის ზრდასთან. 

 ლემუდორის მიღების შედეგად:

–მცირდება  დაავადების სიმპტომების  (ცხელება, ინტოქსიკაცია,ხველება,ცხვირ–ხახის კატარი,სპაზმური ლარინგო–ტრაქეიტი) ინტენსივობა.

–მცირდება დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა 2–3 დღემდე.

–მცირდება გართულებების განვითარების რისკი.

–მცირდება გრიპით დაავადებულთან კონტაქტის დროს ვირუსის გადაცემის ალბათობა.

 

მაქსიმალური ეფექტისათვის სასურველია ლემუდორი დაინიშნოს დაავადების დაწყებიდან პირველი 48 სთ–ის განმავლობაში.

ლემუდორის საპროფილაქტიკო დაზაა  2 ტაბ.(200მგ) ერთხელ დღეში 10–14 დღე.

ლემუდორის სამკურნალო დოზა 2 ტაბ. 3–4 ჯერ დღეში    3–5 დღე

პრეპარატის უკუჩვენება: ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გააზიარე: