დავამარცხოთ გრიპი

გააზიარე:

უბრალო გაციების თუ გრიპის მიღმა შეიძლება სხვა დაავადება იმალებოდეს. საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასასმელად კი ჟურნალში ჩახედვა მოგიწევთ. აქ კი სიმპტომების დამარცხების გზები განვიხილოთ. ეს მთავარია, რაც გაციებისას შეგვიძლია გავაკეთოთ (დასვენებისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღების გარდა). რამდენიმე დღეში ორგანიზმი ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულებს თვითონვე გამოიმუშავებს და მავნე მიკრობებს 

 ორგანიზმიდან განდევნის. შეგახსენებთ: ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია საჭირო და მაშინაც აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
 სიცხე თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ვირუსების განადგურებას უწყობს ხელს, ამიტომ წამალს მანამდე ნუ დალევთ, ვიდრე ტემპერატურა 38.5°C-ს (მცირე ასაკის ბავშვებში – 38°C-ს) არ გადააჭარბებს. სიცხის დასაწევად გამოგადგებათ პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი... ამ უკანასკნელს ნუ მისცემთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს – მოსალოდნელია იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება რეიეს სინდრომი (ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება).
 სურდო. ვირუსული ანთება ლორწოვანი უჯრედების შეშუპებასა და გააქტიურებას იწვევს. სისხლძარღვების შემავიწოებელი პრეპარატები ამ მოვლენებთან გამკლავებაში გვეხმარება. ისინი ცხვირის წვეთების, აეროზოლებისა და აბების სახით გამოდის. გახსოვდეთ: აეროზოლისა და წვეთების ხანგრძლივი გამოყენება ლორწოვანის კვებას არღვევს და შესაძლოა, ქრონიკული რინიტი გამოიწვიოს.
◊ ყელის ტკივილთან ბრძოლა სავლებითაც შეიძლება. მაგალითად, თბილი მარილიანი ან სოდიანი წყლით, სამკურნალო მცენარეების (სალბის, გვირილის, ევკალიპტის) ნაყენებით. თუ ტკივილი ყლაპვის დროს გაწუხებთ, მკურნალობის ეს მეთოდი შვებას მოგგვრით. ხმის ჩახლეჩისა და ხველისას ანთებითი პროცესი ანატომიურად უფრო ქვემოთ არის განლაგებული, სავლები მას ვერ მისწვდება. მედიკამენტური საწუწნი აბები (მაგალითად ლივ-ანგინი) აცხრობს ანთებას, აყუჩებს ტკივილს, აუვნებლებს მიკრობებს და ამით მეორეული ბაქტერიული გართულებების ალბათობას ამცირებს.
 ხველა, თუმცაღა შემაწუხებელი და ნერვების მომშლელია, საჭირო, აუცილებელი რეფლექსი გახლავთ, ამიტომაც ნუ აჰყვებით ცდუნებას, მაშინვე დათრგუნოთ. ხველის დამთრგუნველი პრეპარატები მხოლოდ მშრალი ხველის დროს უნდა დალიოთ (უმჯობესია, ექიმთან შეთანხმებით), გაციებისას კი ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი საშუალებები უფრო უპრიანია. ასეთია, მაგალითად, ლიზლიმელონიეხინასალი.
   გამოგადგებათ კომბინირებული პრეპარატებიც, მაგალითად, ეფექტი ფლუპიროსალი. მათ ერთდროულად აქვთ სიცხის დამწევი, ლორწოვანი გამონადენის შემამცირებელი და მატონიზებელი ეფექტი.

გააზიარე: