ჭარბი წონისგან გამოწვეული უსიამოვნებები
გააზიარე:
ჭარბი წონა არამხოლოდ ესთეტიური, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა. ამ სტატიაში აღვწერთ თუ რა პრობლემებს გვიქმნის ჭარბი წონა და რა ხერხებით შეიძლება შევებრძლოთ მას.
ექიმების დასკვნით ჭარბი წონა საშიშ სნეულებებს უკავშირდება: შაქრიან დიაბეტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, ონკოლოგიურ პათოლოგიებს, არტერიული ჰიპერტენზიას... ჭარბი წონა აზიანებს სისხლძარღვებს რამაც ასევე შესაძლოა ადამიანი ინფარქტამდე მიიყვანოს. გულ-სისხლძარღვთა პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ზედმეტ კილოგრამებთან.
სანამ უფრო დეტალურად აღვწერთ ჭარბი წონისაგან გამოწვეულ პრობლემებს, გთავაზობთ ფორმულას თუ როგორ უნდა გამოითვალოთ რამდენი ზედმეტი კილოგრამი გაქვთ.
საამისოდ უნდა განვსაზღვროთ სხეულის მასის ინდექსი (სმი):
სმი = წონა (კილოგრამებში): სიმაღლე (მეტრებში) აყვანილი კვადრატში. იხილეთ ლინკი: https://aversiclinic.ge/44/skheulis-masis-indeqsi
როდესაც სმი 18-25-ია, ეს ნორმად ითვლება და არავითარ ჩარევას არ მოითხოვს, 25-ზე მეტი ჭარბ წონაზე მიუთითებს, 30-ზე მეტი კი სიმსუქნეს აღნიშნავს.
ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზები:
ჭარბი წონის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკვებისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ნარკოტიკების მომხმარებლებს-ნარკოტიკების, ხოლო ალკოჰოლიკებს-სპირტიანი სასმელების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დროდადრო ჭამის დაუძლეველი მანიაკური სურვილი იპყრობთ. ეს თავისთავად იწვევს წონის პრობლემებს.
ჰორმონების ბრალია?
ჰორმონალური დარღვევა ჭარბი წონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თავად დისბალანსის მიზეზი კი არაერთია.
ჭარბი წონა ზრდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:
- დიაბეტი
- ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე
- მაღალი წნევა
- ძილის აპნოე
- ლიპიდების ცვლის დარღვევა
- ინსულინის მიმართ რეზისტენტობა
- მეტაბოლური სინდრომი
როგორ შევებრძოლოთ ჭარბ წონას?
არსებობს ჭარბ წონასთან ბრძოლის არასწორი მეთოდები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში.
1 ადამიანები ყოველთვის მარტივ და საუკეთესო ხერხს ვეძებთ. გვსურს, ყველაფერს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მივაღწიოთ, ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი. ბევრი ღიპს პრესის ვარჯიშით ებრძვის მათ გარჯას კი შედეგი თითქმის არ მოაქვს, რადგან ამ ვარჯიშის მთავარი მიზანი კუნთების განვითარებაა, კუნთი კი, რაც უნდა ძლიერი და გამოკვეთილი იყოს, თუ ცხიმის ფენაშია ჩამალული, ვერავინ დაინახავს.
2 ბევრი ლიპოსაქციას წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს სხეულის ყველა იმ უბანზე, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე...
3 არასწორი კვება ფართო ცნებაა. არ შეიძლება, ყველას ერთი და იმავე კრიტერიუმებით მიუდგეთ. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც აუცილებელია კალორიების შემცირება და წონის კლება, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც ეს ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს.
რაც შეეხება რეჟიმს უკიდურესობაში არც ამ შემთხვევაში არ უნდა გადავეშვათ. შეუძლებელია მთელი ცხოვრება რაღაც რეჟიმით იცხოვრო, მაგრამ შესაძლებელია აიღო ზოგადი პრინციპები, რომლითაც ჩამოაყალიბებ საკუთარ ცხოვრების წესს.
ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, „გასახდომი: მედიკამენტები... ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს.
სიმსუქნის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აუცილებელია სწორი დამოკიდებულება შევიქმნათ წონის კლებასთან დაკავშირებით. სწორად კვების მოწესრიგებაა პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ჭარბწონიანმა ადამიანმა, მაგრამ აუცილებელია მანამდე მივმართოთ სპეციალისტს. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პრიგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს.
დიეტები
არსებობს დაავადებები, როდესაც სპეციფიკური დიეტა აუცილებელია. ამ შემთხვევაში დიეტოთერაპია დაავადების სრულფასოვან მართვას ემსახურება.
დიეტები არაერთგვარია:
1 დიეტები რომელთა დროსაც იცვლება საკვების ფორმა, მაგალითად, მყარი საკვები ხდება თხევადი ან ნახევრად თხევადი. ეს დიეტა ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტი ვერ იღებს მყარ საკვებს.
2 დიეტები, რომლებიც ცალკეულ ნივთიერებათა შეზღუდვას ითვალისწინებს. ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე და ინდივიდუალურია.
3 დიეტები, რომლებიც ითვალისწინებს კვებითი დანამატების ჩართვას. კვებითი დანამატი კი ინიშნება იმის მიხედვით თუ რა საჭიროება აქვს კონკრეტულ პიროვნებას და რას ითხოვს მისი ორგანიზმი.
ფიზიკური აქტივობა
არსებობს ვარჯიშები, რომლებიც ჭარბ ცხიმს ეფექტურად ადნობს. ცხიმის დასაწვავად აერობული დატვირთვა გამოგადგებათ. აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ვარჯიშები. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინტერნეტ სივრცეში არსებული ვარჯიშები, ასევე სპორტ დარბაზებში პროფესიონალი ტრენერი. თუმცა შეეცადეთ ფიზიკური დატვირთვა გახადოთ თქვენი ცხოვრების ნაწილი. მთელი ცხოვრება თითქმის ვერავინ ახერხებს იაროს სპორტდარბაზში, ამიტომ შესაძლებელია სხვა ტიპის პიზიკური დატვირთვა მიიღოთ. ისეირნოთ ფეხით ერთი საათის მანძილზე. იაროთ ლაშქრობებში ან უბრალოდ ბუნებაში ქალაქგარეთ. შეეცადეთ მაქსიმალურად ნაკლები იაროთ ტრანსპორტით და მაქსიმალურად გაზარდოთ ფეხით გავლილი მაძილის რაოდენობა.
ქირურგია ჭარბი წონის წინააღმდეგ
ოპერაციები გახდომის მიზნით- ასე განიმარტება ტერმინი „ბარიატრიული ქირურგია“. ამ ოპერაციათა ისტორია გასულ საუკუნესი დაიწყო. მედიცინამ პათოლოგიურო სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ქირურგიულ ჩარევათა მთელი გამა შეიმუშავა. დღეს მსოფლიოში მიღებული ერთ-ერთი ბარიაქტრიული ოპერაციაა კუჭის ვერტიკალური რეზექცია- ე.ჭ. სლივ გასტრექტომია. ამ ოპერაციას კახაბერ ხაჭაპურიძე „ავერსის კლინიკაში“ 2011წლიდან ატარებს.
არსებობს ორი ტიპის კუჭის რეზექცია: რესტრიქციული და მალაბსორბციული. პირველ შემთხვევასი მცირდება კუჭის ზომა, რაც ადამიანს აიძულებს მცირე ოდენობის საკვებს დასჯერდეს, მხოლოდ იმ ნაწილს რასაც მისი კუჭი მთლიანად შეიწოვს. მეორე ტიპის ოპერაციისას ხდება ნაწლავის ნაჭილის დათიშვა, რაც იწვევს იმას, რომ ორგანიზმი აღარ ირგებს საკვებს სრულად და ეს იწვევს კლებას.
გასახდომი ოპერაციები კეტდება მხოლოდ იმ შემთხვევასი, როდესაც პაციენტი ფსიქიკურად და ფიზიკურად მზად არის ამისთვის. პირველ რიგსი ადამიანი იცავს არაერთ დიეტას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რატა ექიმი დარწმუნდეს, რომ ის ვერ იკლებს დიეტით ან იკლებს, მაგრამ ვერ ინარჩუნებს წონას. შემდეგ უკვე კეთდება ოპერაცია.
ჭარბ წონასთან ბრძოლის ძალიან ბევრი სასუალება არსებობს, მთავარია სწორად შევხედოთ ამ პრობლემას და სწორად გადავჭრათ ის. მიმართეთ სპეციალისტს მოუხმეთ მოთმინებასა და ძალიასხმევას და მიხვდებიტ, რომ შეუძლებელი არაფერია.