ვადგენთ წონით კატეგორიას

გააზიარე:

ექიმები ყველაზე ხშირად სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით იწყებენ. ეს სხეულის წონაა (კგ-ში) გაყოფილი თქვენივე სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში). მიღებული ინდექსი ცხრილში მოძებნეთ და დაადგენთ რომელ წონით კატეგორიაში შედიხართ.

 სხეულის მასის ინდექსი

 

 18,5-ზე ნაკლები

 ნაკლები წონა

 18,5-24,9

 ჯანსაღი წონა

 25-29,9

 ჭარბი წონა

 30 და მეტი

 გაცხიმოვნება (სიმსუქნე)

თუმცა ყველანაირი სიმსუქნე ერთნაირი როდი ყოფილა. ბოლო წლებში დამტკიცდა რომ ცხიმის გადანაწილებასაც აქვს მნიშვნელობა. ასე მაგალითად, თუ ქონები სხეულზე და მუცელზე გიგროვდებათ, ზემოთნახსენები დაავადებების რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში როცა ცხიმები თეძოებსა და დუნდულებზე იყრის თავს. დადგენა კი ძალიან მარტივია: წელის გარშემოწერილობა თეძოსაზე გაყავით. თუ მაჩვენებელი ქალებში 0,81-ს, კაცებში კი ერთს აღემატება შეშფოთების მიზეზი აშკარად მეტი გაქვთ. გაითვალისწინეთ ეს ფორმულები მხოლოდ ზოგადი ორიენტირებია. მთავარია საკუთარ იდეალურ წონას მიაგნოთ. თუ თქვენი სხეული ძლიერი და ჯანმრთელია, ეს ყოფილა თქვენთვის ოპტიმალური, თუნდაც ცხრილები და ფორმულები ერთხმად ჭარბ ორიოდე კილოგრამზე მეტყველებდნენ. გახდომა ხომ ჩვენ ჯანმრთელობის, გუნება-განწყობილების, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გვინდა და არა დროებითი კოსმეტიკური მიზნებისთვის!

გააზიარე: