ასე ხდებიან ჩეხეთში

გააზიარე:

ბევრისთვის დიეტა უბრალოდ შიმშილია, თუმცა ამ დარგის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ წონის დაკლება ყოველგვარი გასტრონომიული აკრძალვის გარეშეც შეიძლება. გთავაზობთ ჩეხი დიეტოლოგის მიერ შემუშავებულ დიეტას, რომლის მეშვეობითაც ერთი კვირის განმავლობაში იოლად, გემრიელად და, რაც მთავარია, მაძღრად დაიკლებთ 5 კილოგრამს.

დღე პირველი (თუმცა არა უკანასკნელი!)
საუზმე – მაგრად მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა, ორცხობილა
ლანჩი – 100 გ ვაშლი  
სადილი – ძროხის 130 გ მოხარშული მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, 200 გ ბოსტნეულის სალათა, ყავა, მინერალური წყალი
სამხარი – ჩაი, 100 გ ხილი
ვახშამი – 80 გ მოხარშული ნაკლებცხიმიანი ლორი, მოხარშული კვერცხი, 100 გ ხილი, 10 გ ნაღების კარაქი, წვენი

მეორე დღე
საუზმე – მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ თაფლი, ორცხობილა
ლანჩი – 200 გ მცენარეული ზეთით შეკაზმული სტაფილოს სალათა
სადილი – 50 გ მოშუშული ძროხის ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, გაზგასული მინერალური წყალი
სამხარი – რძიანი ყავა ან ხილის წვენი
ვახშამი – 150 გ ჰაერღუმელში შემწვარი თევზის ფილე, 150 გ ისპანახი, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი

მესამე დღე
საუზმე – 30 გ მჭლე ლორი, 20 გ ორცხობილა, ჩაი
ლანჩი – 150 გ გრეიპფრუტი ან 100 მლ გრეიპფრუტის წვენი
სადილი – 150 გ მოხარშული ხორცი 200 გ სტაფილოთი ან კარტოფილით
სამხარი – ერთი ჭიქა ტომატის წვენი და ორცხობილა
ვახშამი – 100 გ მოხარშული კარტოფილი 50 გ ხაჭოსთან ერთად, 1 ჩ/კ თაფლი, გაზგასული მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი

მეოთხე დღე
საუზმე – 50 გ მდნარი ყველი, 30 გ პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი
ლანჩი – ერთი ფორთოხალი ან მოზრდილი მანდარინი
სადილი – 150 გ ქათმის ფილე, მინერალური წყალი, 100 გ კარტოფილი, 150 გ კიტრის სალათა
სამხარი – 150 გ ვაშლი
ვახშამი – მცენარეულ ზეთზე მომზადებული ლორიანი ომლეტი (2 კვერცხი, 30 გ ლორი), 150 გ პომიდვრის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი

მეხუთე დღე
საუზმე – 100 გ უცხიმო ხაჭო, 30 გ უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი
ლანჩი – 100 გ კენკრა ან ნაკლებად ტკბილი ხილი
სადილი – 150 გ მჭლე ხორცი, 100 გ კარტოფილი, ჩირის კომპოტი
სამხარი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან 150 გ ვაშლი (შეიძლება მსხალიც)
ვახშამი – მცენარეული ზეთით შეკაზმული ბოსტნეულის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი

მეექვსე დღე
საუზმე – ერთი მოზრდილი ვაშლი ან მსხალი
ლანჩი – მცენარეული ზეთით შეკაზმული 200 გ სტაფილოს სალათა
სადილი –100 გ ხბოს ხორცი სოუსით, 100 გ კარტოფილი, 50 გ კომბოსტოს სალათა
სამხარი – 50 გ ბოლოკი
ვახშამი – 100 გ ქამა სოკო კვერცხით, მცენარეული ზეთითა და ლიმონის წვენით შეკაზმული კიტრის სალათა, გაზგასული მინერალური წყალი

მეშვიდე დღე
საუზმე – 50 გ უცხიმო ხაჭო, 20 გ ორცხობილა, 1 ჩ/კ თაფლი, ჩაი
ლანჩი – ერთი ჭიქა რძე
სადილი – ღორის 150 გ შემწვარი მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, მცენარეული ზეთით შეკაზმული 100 გ ბოსტნელის სალათა ოხრახუშით
სამხარი – რძიანი ყავა, 200 გ მოშუშული პარკი ლობიო, მინერალური წყალი
ვახშამი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი კრეკერით ან ორცხობილათი.

     დედას და ბებიას მეტისმეტად დაფერთხილი და ფერმკრთალი ეჩვენები, მეგობრები კი სულ იმას გიჩიჩინებენ, ერთი-ორი კილოგრამის დაკლება არ გაწყენდაო. მაინც რაშია საქმე? ვის უნდა ენდო? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – საკუთარ თავს. ჰოდა, თუკი მიიჩნევ, რომ დიეტაზე უნდა გადახვიდე, შიმშილობის სეზონის გახსნამდე დააზუსტე, მართლა გჭირდება თუ არა “ეს საძულველი, მაგრამ საჭირო” დიეტა, ამისთვის კი საკუთარი სხეულის მასის ინდექსი (სმი) გამოთვალე:
     სმი=წონა(კგ)/სიმაღლე(მ) კვადრატში.
     მაგალითად, თუ თქვენი წონა 68 კგ-ია, სიმაღლე კი 1,58 მ, სმი იქნება 68/(1,58×1,58)=27. სპეციალისტთა 
აზრით, ნორმა 20-დან 24,9-მდეა, კოეფიციენტი 25-დან 30-მდე ჭარბი წონის მანიშნებელია, ხოლო 31-ზე მეტი სიმსუქნეზე მეტყველებს. 158 სმ სიმაღლის ქალისთვის იდეალური სმი 21-ია, ასე რომ, დიეტა მართლაც საჭირო ყოფილა.

გააზიარე: