ფლუმეტოლი 5მლ თ/წვეთები
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფლუმეტოლი
თვალის წვეთები
ჩვენებები:
ფლუმეტოლი ნაჩვენებია თვალის წინა სეგმენტისა და დანამატების ყველა ანთებითი დაავადებების, კონიუქტივიტის, ბლეფარო-კონიუქტივიტის, კერატიტის და კერატო-კონიუქტივიტის, ეპიკორნეასკლერიტის, ქალაზიონის, პტერიგიუმის, დაკრიოცისტიტის, პოსტ-ოპერაციული რეაქციების დროს.
უკუჩვენებები:
თვალის ჰიპერტენზია
მწვავე ზედაპირული სიმპლექსი, მარტივი ჰერპესი და რქოვანას ვირუსული დაავადებების უმეტესობა მწვავე წყლულოვან ფაზაში; კონიუქტივიტი წყლულოვან კერატიტთან საწყის ფაზაშიც კი (ფლუორესცეინის დადებითი ტესტი); მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰერპესული ვირუსული კერატიტის დროს ოკულისტის მკაცრი კონტროლის გარეშე.
თვალის მიკოზი; თვალის ტუბერკულოზი, მწვავე ჩირქოვანი ოფთალმიები, ჩირქოვანი კონიუქტივიტი და ჰერპესული და ჩირქოვანი ბლეფარიტი, რომელიც შეიძლება შეინიღბოს ან გაუარესდეს კორტიკოსტეროიდებით.
მომატებული მგრძნობელობა ფლუმეტოლის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებანი:
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, რასაც მოჰყვება ოპტიკური ნერვის დაზიანება, მხედველობის ველის დეფექტები, მხედველობის დაქვეითება, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტას განვითარება, ან ხელი შეუწყოს თვალის ქსოვილის მიერ გამოყოფილი პათოგენებით გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციის სტაბილიზაციას.
მონიტორინგი უფრო გულმოდგინე უნდა იყოს იმ დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გასქელებას და მხედველობაშია მისაღები სტეროიდების შესაძლო უარყოფითი რეაქცია (აღინიშნებოდა რქოვანას პერფორაციის შემთხვევები).
ადგილობრივი სტეროიდებით, ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის ჯერ საბოლოოდ დადგენილი.
სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რქოვანას სოკოვანი ინფექციები; რქოვანას წყლულის ყველა ტიპის დროს, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ან გამოიყენება სტეროიდი მხედველობაშია მისაღები ეს შესაძლებლობა. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ფლუმეტოლის თვალის წვეთები გამოიყენება კონტეინერის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობის დროს:
ადგილობრივი სტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.
ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში ფლუმეტოლის თვალის წვეთები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება საშიშროებას.
გვერდითი მოვლენები:
წვის შეგრძნება, გაღიზიანება, ადგილობრივად, პრეპარატის მიმართ შეიძლება განვითარდეს ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის სხვადასხვა ტიპები. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
შენახვის წესი
აკონტროლეთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადა. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ ბოთლს რეკომენდებული პირობებში შენახვისას.
შეინახეთ < 28°C ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი
ფარმილა – თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.