პაპავერინი რ/სუპ.0.02გ#10(ნიჟფ
გააზიარე:
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ
შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0,02გ, ფუძე სანთლებისათვის.
აღწერილობა:
სანთლები თეთრი, მოთეთრო-მოყვითელო ფერის ან კრემის ფერის, ტორპედოსმაგვარი ფორმის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება
ფორმა:
სანთლები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას. მას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება. დიდი დოზებით იგი ამცირებს გულის კუნთის აგზნებას, ანელებს გულის შიდა გამტარობას.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სისხლძარღვების სპაზმების დროს (ჰიპერტონია, სტენოკარდია, შაკიკი), გლუვი მუსკულატურის და მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმების, (ქოლეცისტიტი, სპაზმური კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები), ბრონქული ასთმის შემთხვევაში.
წინააღმდეგჩვენება:
მსხვილი ნაწლავის ქვემო ნაწილის ანთებითი პროცესი.
დოზირება და მიღების წესი:
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 2-3 ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ოფლიანობა.
შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
10 ცალი სანთელი
მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ