სოლპადეინი #12კაფს

სოლპადეინი #12კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოდეინი+პარაცეტამოლი+კოფეინი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 9903
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სოლპადეინი
(SOLPADEINE)

სავაჭრო დაპატენტებული დასახელება: სოლპადეინი

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები

პრეპარატის შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი 500 მგ, კოდეინ ფოსფატი 8 მგ, კოფეინი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი ხსნადი, სიმინდის სახემებელი, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი გასუფთავებული, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ეთანოლი (95%), დემინერალიზირებული წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კარმაზინი E122.

აღწერილობა: კაფსულის ფორმის წაგრძელებული თეთრი ტაბლეტები. ტაბლეტის ერთ მხარეს წითელი მარკირება “Solpadeine”.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება.

კოდი ATC: N02B E51.

ფარმაკოლოგიური თვისებები: “სოლპადეინი” შეიცავს სამი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, კოდეინი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, კოფეინი ავლენს ზოგადმატონიზირებელ მოქმედებას და აძლიერებს დანარჩენი ორი ინგრედიენტის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რაც დაავადების სიმპტომების ამტანობას აუმჯობესებს.

ჩვენებები:
“სოლპადეინი” ინიშნება ტკივილის სინდრომის დროს: თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ტკივილები რადიკულიტის დროს, ნევრალგიები, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, დაჭიმულობები, მტკივნეული მენსტრუაცია, სინუსიტები და ყელის ტკივილი.
“სოლპადეინი” ასევე გამოიყენება მომატებული ტემპერატურის დასაწევად და გაციებისა და გრიპის სიმპტომატური მკურნალობისათვის.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოდეინის, კოფეინისა და პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების ერთდროული გამოყენება;
- ღვიძლისა და თირკმლების გამოხატული დარღვევები;
- სისხლის დაავადებები (ტრომბოციტოპენია, ანემია);
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა;
- გლაუკომა;
- სუნთქვითი უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, მომატებული ქალაშიდა წნევა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი (12 წლამდე)

სიფრთხილით – ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციონალური ჰიპერბილირუბინემია), თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიისა (დაბინ-ჯონსონის და როტორი) და ბრონქული ასთმის დროს, ხანდაზმულ ასაკში.

გამოყენების მეთოდები და დოზები:
უფროსები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით. მიღებებს შორის ინტერვალი – სულ მცირე 4 საათი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მიღება (2 ტაბლეტი) შეიძლება არა უმეტეს 4 ჯერისა 24 საათის განმავლობაში (მაქსიმალური დღიური დოზა 8 ტაბლეტი).

ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუცებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სიმპტომების შენარჩუნებისას მიმართეთ ექიმს.
ნუ მიიღებთ მითითებულ დოზაზე მეტს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება.
შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილისა და ქვინკეს შეშუპების სახით.
ძალიან იშვიათად – ანემია, ტრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.
იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს გახშირებული გულისცემა, შეკრულობა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუ. კოდეინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, შეკრულობა, თავბრუ, ძილიანობა; კოფეინი – გულისეცამ და ძილის დარღვევა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას იმ დოზებში, რომლებიც საგრძნობლად აღემატება რეკომენდებულ დოზებს, მატულობს ღვიძლისა და თირკმლების დარღვევის საშიშროება, რის გამოც აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.
პრეპარატის ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე, ტაქიკარდია.
მსუბუქი ინტოქსიკაციების დროს – ხმაური ყურებში; მძიმე ინტოქსიკაცია – დაბინდული ცნობიერება, ძილიანობა, კოლაფსი, კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, გაძნელებული სუნთქვა.
მოწამვლაზე ეჭვის დროს აუცილებელია მივმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის. დაზარალებულს უნდა გამოურეცხოთ კუჭი, დაუნიშნოთ ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი) და მივმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენების განვითარების საშიშროებას.
ღვიძლში მიკროსომალური ჟანგვის სტიმულატორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, ფლუმეცინოლი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი, ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც ჭარბი დოზირებისას მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების შესაძლებლობას განაპირობებს. მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოქსიური მოქმედების განვითარების საშიშროებას.
მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს.
ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების ეფექტურობას. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას. კოდეინი აძლიერებს საძილე, ანალგეზიური და სედატიური საშუალებების მოქმედებას.
ეტანოლი ზრდის პარაცეტამოლის ნახევრად დაშლის პერიოდს, რითაც მატულობს ჰეპატოტოქიური მოქმედების საშიშროება.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ:
• თქვენ გაქვთ ასთმა ან სასუნთქი სისტემის სხვა დაავადება;
• თქვენ ღებულობთ ანტიდეპრესანტებს, გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე პრეპარატებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებენ.

პრეპარატის მიღების დროს არ არის რეკომენდებული ჩაისა და ყავის ჭარბი მოხმარება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს აღგზნებადობა, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის არითმია.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიენაბის თავიდან აცილების მიზნით პარაცეტამოლის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე პირებში, რომლებიც ქრონიკულად ღებულობენ ალკოჰოლს.