ინდოვაზინის გელი 45გ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტითრომბოზული და სხვა პრეპ.
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ინდომეტაცინი+ტროქსერუტინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 987
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინდოვაზინი
Indovasin
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
Indovasin
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
1 გ. გელი შეიცავს 30 მგ ინდომეტაცინს და 20 მგ ტროქსერუთინს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, მაკროგოლ 400, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილის სპირიტ 96%.
წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანგიოპროტექტორული საშუალება. პრეპარატი ამცირებს კაპილარების გამტარიანობას. ბიოფლავიდონი. ATC კოდი: C05CA 54.
ინდოვაზინი კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის ინდომეტაცინი და ტროქსერუთინი.
ინდომეტაცინს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკური და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ტროქსერუთინი ამცირებს კაპილარების გამტარიანობას; გააჩნია ვენომატონიზირებელი მოქმედება.
ჩვენება:
ვენოზური უკმარისობი სიმპტომატური მკურნალობა:
• ვარიკოზული და ვარიკოზის წინა სინდრომი;
• ზედაპირული ტრომბოფლებიტი, ფლებიტი და ფლებიტის შემდგომი მდგომარეობა;
• ჰემოროიდული დაავადების კომპლექსური მკურნალობა;
• რბილი ქსოვილების რევმატიზმი: ტენდოვაგინიტი, ბურსიტის, ფიბროზიტი, პერიართრიტი;
• ქირურგიული ჩარევის შემდგომი შეშუპება, კონტუზია, ამოვარდნა, დაჭიმვა.
სამკურნაო საშუალების დაწყბამდე აუცილებელი ინფორმაცია
უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა მომქმედი ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
• ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (აასს).
გაფრთხილება მიღების დროს:
წაისვით მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. გელი არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე, ღია ჭრილობაში და თვალებში. თუკი მკურნალობის კურსი 10 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ჩატარებულ უნდა იქნეს ლეიკოციტარული და თრომბოციტარული ფორმულების ლაბორატორიული ანალიზი.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რეკომენდებული არ არის პრეპარატის მიღება კორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან ერთად, რადგან არსებობს მათი ულცეროგენული მოქმედების პოტენცირების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რეკომენდებული არ არის პრეპარატის დანიშვნა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტოზების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტთათვის, აგრეთვე ალერგიული რინიტისა და სხვა ატოპიების დროს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პრეპარატის ფეხმძიმობასა და ძუძუთი კვებაზე გავლენის შესახებ. მისი გამოყენება ნებადართUლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკზე მეტია. ტროქსევაზინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ინდოვაზინ გელი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს და პროპილენგლიკოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებებს, რამაც, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ინფორმაცია სწორი გამოყენების შესახებ
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
4-5 სმ გელი უნდა შეიზილოთ თხელ ფენად დაზიანებულ ადგილას დღეში 3-4-ჯერ. დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, 10 დღეს.
ჭარბი დოზა:
არ არსებობს რაიმე მონაცემი პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების ჭარბი დოზის შესახებ. ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) ყურადღება უნდა მივაქციოთ სისტემური ეფექტების გამოვლინებას – ძლიერი თავის ტკივილი, სისხლჩაქცევა. აუცილებელია ლეიკოციტარული და თრომბოციტარული ფორმულების მონიტორინგი. პრეპარატის პირში მოხვედრისას შესაძლოა წვა პირის ღრუში, ნერწყვის გამოყოფა, გულისრევა, ღებინება. ზომები, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს მსგავს შემთხვევაში, არის – კუჭისა და პირის ღრუს ამორეცხვა, საჭიროებისამებრ – სიმპტომატური მკურნალობა. პრეპარატის თვალებში, ლორწოვან გარსზე ან ღია ჭრილობაში მოხვედრისას, შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება – ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი.
სავალდებულო ზომები – დაზიანებული ადგილი უნდა გამოირეცხოს ჭარბი რაოდენობის დისთილირებული წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.
გვერდითი ეფექტები
ინდოვაზინის გამოყენების შემდეგ იშვიათად ვლინდება რეაქციები კანის გაღიზიანების სახით – სიწითლე, ქავილი, გამონაყარი. ეს რეაქციები სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა
2 (ორი) წელი.
დაუშვებელია გელის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
გელი – 45 გ მემბრანულ ალუმინის ტუბებში.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
ბალკანფარმა-ტროიანი ად, კრაირეჩნას ქ. #1, 5600 ტროიანი, ბულგარეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით