ტეტრაკაინი თვ/წვ 0.5% 10მლ ფლ

ტეტრაკაინი თვ/წვ 0.5% 10მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტეტრაკაინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9828
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტეტრაკაინი
თვალის წვეთები 0,5%


სავაჭრო დასახელება:  ტეტრაკაინი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:
ტეტრაკაინი

აღწერილობა;
უფერო ან მოყვითალო ელფერით გამჭვირვალე სითხე.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ტეტრაკაინ ჰიდროქლორიდი – 0,05 გრ ან 0,1 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 0,081 გრ ან 0,072 გრ. ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0,0005 გრ, საინიექციო წყალი – 10 მლ-მდე.

სამკურნალო ფორმა:
თვალის წვეთები 0,5% და 1%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
კოდი ATC– S1HA03

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ტერმინალური ანესთეზიისათვის. აბლოკირებს ვოლტაჟ-დამოკიდებულ ნატრიუმის არხებს, რაც ხელს უშლის მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებში იმპულსების გენერაციასა და ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარებას.
ანესთეზია დგება ლორწოვანი გარსის ზედაპირზე დადებიდან 0,5-1,5 წუთის შემდეგ და 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა
ადვილად და სრულად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან (აბსორბციის სიჩქარე დამოკიდებულია შეყვანის ადგილსა და დოზაზე). პლაზმის ცილებთან შეკავშირება მაღალია. სრულად ჰიდროლიზირდება, უპირატესად პლაზმაში, ქოლინესტერაზით 1-2 საათის განმავლობაში პარაამინომჟავა-შემცველი ნაერთების წარმოქმნით და ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლებით და ნაღველთან ერთად, ამასთან ერთად ნაწილობრივად ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას განიცდის. 

ჩვენებები
ადგილობრივი ანესთეზია ხანმოკლე ოპერაციებისა და მანიპულაციების დროს ოფტალმოლოგიურ პრაქტიკაში.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ოპერაციულ ჩარევამდე პრეპარატს კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთის ოდენობით აწვეთებენ (არა უმეტეს 2-3 წვეთისა), საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის დროს დამატებით 1-2 წვეთს აწვეთებენ.

გვერდითი მოვლენები
ფოტოფობია, ცრემლდენა, კონიუქტივის ქემოზი, ოფტალმოტონუსის მომატება. ხანგრძლივი გამოყენებისას – კერატიტი, რქოვანას მდგრადი გამუქება, რქოვანაზე სპაიკების განვითარება მხედველობის სიმახვილის დაკარგვით, შენელებული ეპითელიზაცია.
შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ეთერების ჯგუფის სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან პარაამინობენზოის მჟავას და მისი მწარმოებლების მიმართ) ლორწოვანი გარსების დაზიანება ან ანთება,  კარგად  ვასკუალიზირებულ ადგილებში, ბავშვთა ასაკი (10 წლამდე).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუ, ასთენია, ციანოზი, აღგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი, კრუნჩხვები, სუნთქვის დარღვევა, კოლაფსი, გულისრევა, ღებინება, კომა, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, მეტჰემოგლობინემია.
მკურნალობა. კანისა და ლორწოვანი გარსებიდან მოცილება, კუჭის გამორეცხვა (ზონდის მეშვეობით) აქტივირებული ნახშირით, მარილოვანი საფაღარათოები; სუნთქვის დათრგუნვისას – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, კოლაფსის დროს - ვენაში სისხლის შემავსებლების შეყვანა (მარილის ხსნარები, ჰემოდეზი, დექსტრანის პრეპარატები), ვაზოკონსტრიქტორები (უმჯობესია, მიოკარდიუმის მასტიმულირებელის), კრუნჩხვების დროს – ვენაში დიაზეპამი, მეტჰემოგლობინემიის დროს – ვენაში 1-2 მგ/კგ ლურჯი მეთილენის ან 100-200 მგ ასკორბინის მჟავას შეყვანა.

განსაკუთრებული მითითებანი
ნუ გამოიყენებთ ხანგრძლივად ან ხშირად ოფტალმოლოგიაში (რქოვანას დაზიანების საშიშროება).
ინსტრუმენტები და შპრიცები, რომელთაც კონტაქტი აქვთ ტეტრაკაინთან არ უნდა შეიცავდნენ ტუტის ნარჩენებს (ვითარდება უხსნადი ფუძე).

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება
გამოიყენება სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამცირებს სულფანილამიდების ანტიმიკრობულ აქტივობას.
სისხლძარღვების შემავიწროვებელი სამკურნალო საშუალებები ახანგრძლივებენ ეფექტს.
ქოლინესთერაზას მაინჰიბირებელი პრეპარატები (ანტიმიასთენური, ციკლოფოსფამიდი, ინსექტიციდები, თიოთეპა) ამცირებენ ტეტრაკაინის მეტაბოლიზმს და ზრდიან მის ტოქსიურობას.
ანტიკოაგულანტები (დალტეპარინი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) ზრდიან სისხლდენების განვითარების საშიშროებას.
საძილე და სედაციურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ტეტრაკაინის დანიშვნისას შესაძლებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების საშიშროება.
აძლიერებს და ახანგრძლივებს მიორელაქსაციური პრეპარატების ეფექტს.
ბეტა-ადრენობლოკატორები ანელებენ ტეტრაკაინის მეტაბოლიზმს.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას +8°Cდან +25°Cმდე ტემპერატურის პირობებში. 

ვარგისიანობა
2 წელი. ნუ  გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ ფლაკონის შემცველობა გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

შეფუთვა
პოლიეთილენის ფლაკონ-წვეთოვანებში, 10 მლ.
10 ფლაკონ-წვეთოვანი მუყაოს კოლოფში.

ს/ს “ლიქვორი”, სასომხეთი
375078, ერევანი, მარქარიანის 6
ტელ/ფაქსი: 37410 34 49 53
ელ. ფოსტა: [email protected]
www.liqvor.com