პაპავერინი ჰ/ქლ2% 2მლ #10ა

პაპავერინი ჰ/ქლ2% 2მლ #10ა

2.98 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პაპავერინის ჰიდროქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9820
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პაპავერინის ჰიდროქლორიდი

სავაჭრო დასახელება : პაპავერინის ჰიდროქლორიდი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : Papaverine.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 20 მგ/მლ.

აღწერილობა: გამჭვირვალე სუსტი მოყვითალო შეფერილობით სითხე.

შემადგენლობა: ერთი ამპულა (2მლ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერება - პაპავერინის ჰიდროქლორიდი - 40 მგ; დამხმარე ნივთიერებები: DL-მეთიონინი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) ფუნქციური დარღვევების სამკურნალო საშუალებები. პაპავერინი და მისი წარმოებულები.

ათქ კოდი - A03AD01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკ დინამიკა

პაპავერინ ჰიდროქლორიდი ჰიპოტენზიურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას ავლენს.

მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პაპავერინ ჰიდროქლორიდის უნართან მოახდინოს IV ტიპის ფოსფოდიესთერაზას აქტივობის ბლოკირება. ფერმენტის ბლოკადა იწვევს cAMP -ს ჰიდროლიზის შეწყვეტას და მისი კონცეენტრაციის მომატებას სისხლძართვებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების უჯრედებში; cAMP ზღუდავს კალციუმის იონების გადასვლას კუნთოვან უჯრედებში და ახდენს მიოზინის მსუბუქი ჯაჭვების კინაზას (ცილა, რომელიც უზრუნველყოფს კუნთების შეკუმშვას) ინაქტივაციას .

პაპავერინ ჰიდროქლორიდი ამცირებს ტონუსს და ადუნებს შინაგანი ორგანოებისა (საჭმლის–მომნელებელი ტრაქტი, სასუნთქი გზები, შარდსასქესო სისტემა) და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს. პაპავერინ ჰიდროქლორიდი უპირატესად არტერიულ სისხლძარღვებს აფართოებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის, მათ შორის ცერებრალური სისხლის მიმოქცევის გაზრდას.

ფარმაკოკინეტიკა

კანქვეშ და კუნთში შეყვანის შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პრეპარატის თერაპიულად ეფექტური კონცენტრაციები პლაზმაში 0,2–2,0 მკგ/მლ–ს შეადგენს. პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

პლაზმის ცილებს 90%–ით უკავშირდება. ადვილად კვეთს ჰისტოჰემატურ ბარიერებს. ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში ქმნის დეპოებს. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პაპავერინ ჰიდროქლორიდის ნახევრად დაშლის პერიოდი (T1/2) 0,5–2,0 საათს შეადგენს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად, უმნიშვნელო რაოდენობა კი(< 0,5%) შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

- შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების გაფრთხილება და კუპირება ქოლეცისტიტის, სპატიკური კოლიტის, პილოროსპაზმის დროს;

- ნაღვლისა და თირკმლის კოლიკის პრევენცია;

- მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, თავის ტვინისა და კიდურების სისხლძარღვების სპაზმების მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები

- ბავშვთა ასაკი 1 წლამდე;

- სუნთქვის დათრგუნვა ან კომატოზური მდგომარეობა;

- ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადა;

- მომატებული მგრძნობელობა პაპავერინის ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- გლაუკომა;

- 75 წელზე უფროსი ასაკი (ჰიპერთერმიის რისკი);

- გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი (მწვავე და ცოტახნის წინ გადატანილი), გულის რითმის დარღვევები (ბრადიკარდია);

- ქალაშიდა ჰიპერტენზია;

- ღვიძლის დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება კანქვეშ, კუნთში და ვენაში.

კანქვეშ და კუნთში შეიყვანება მოზრდილებში და 14 წლის ასაკიდან ბავშვებში 0,5-2 მლ (10-40მგ) 20 მგ/მლ ხსნარი, ხოლო ვენაში შეიყვანება ძალიან ნელა, 3-5 მლ/წთ სიჩქარით, 1 მლ 20 მგ/მლ პაპავერინის ჰიდროქლორიდის ხსნარის (20 მგ) გაზავებით 10-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში. უფრო ეფექტურია ვენაში შეყვანა. ხანდაზმული პაციენტებისთვის მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ (0,5მლ 20მგ/მლ ხსნარი). მაქსიმალური დოზები მოზრდილებისთვის კანქვეშ ან კუნთში შეყვანისას: ერთჯერადი - 100 მგ (5მლ 20 მგ/მლ ხსნარი), სადღეღამისო - 300მგ (15მლ 20მგ/მლ ხსნარი); ვენაში შეყვანისას: ერთჯერადი - 20მგ (1 მლ 20მგ/მლ ხსნარი), სადღეღამისო - 120 მგ (6 მლ 20 მგ/მლ ხსნარი).

1 წლიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვბში პრეპარატი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,7-1 მგ/სხეულის წონის კგ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეადგენს (შეყვანის წესის მიუხედავად): 1-2 წლის ასაკში - 20მგ (1მლ 20 მგ/მლ ხსნარი), 3-4 წლის - 30მგ (1,5მლ 20 მგ/მლ ხსნარი), 5-6 წლის - 40მგ (2 მლ 20 მგ/მლ ხსნარი), 7-9 წლის - 60მგ (3 მლ 20 მგ/მლ ხსნარი), 10-14 წლის - 100მგ (5 მლ 20მგ/მლ ხსნარი).

გვერდითი მოქმედება

სიხშირე განისაზღვრება შემთხვევის გამოვლინებადობის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (<1/10 და ≥ 1/100); არახშირად (<1/100 და ≥ 1/1000); იშვიათად (<1/1000 და ≥ 1/10 000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - სუნთქვის სიღრმის გაზრდა, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, სედაციური ეფექტი, სისუსტე, ყურადღების დარღვევა, შეუძლოდ ყოფნა, მოთენთილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - გულის რითმის დარღვევა (განსაკუთრებით ვენაში სწრაფად შეყვანის ან დიდი დოზების შეყვანის დროს), AV-ბლოკადა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია ან წნევის აწევა.

კნტ-ის მხრივ: იშვიათად - ყაბზობა, ღებინება, დიარეა, ნაწლავის გაუვალობა, ანორექსია, გულისრევა.

კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: უცნობია - ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება: ჰეპატიტი და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

სხვა: იშვიათად - ზოგადი დისკომფორტი, სახის გაწითლება, ოფლიანობა, სიმშრალე პირის ღრუში; ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; უცნობია - თრომბოზი ინექციის ადგილას.

სიფრთხილის ზომები

ორსულობა და ლაქტაცია. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის.

გამოყენება პედიატრიაში. პაპავერინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ბავშვებში სიცოცხლის 1-ლ წელს რეკომენდებული არ არის ჰიპერთერმიის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით.

15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ვენაში შეყვანა რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული სიფრთხილე. საჭიროა გასანკუთრებული სიფრთხილის დაცვა და პაპავერინის ჰიდროქლორიდის მხოლოდ დაბალი დოზების გამოყენება პირებში ქალა-ტვინის ტრავმით, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, ჰიპოთირეოზით, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობით, ვინაიდან მათ უძლიერდებათ პაპავერინის ჰიდროქლორიდის ჰიპოტენზიური მოქმედება. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში პაპავერინის ჰიდროქლორიდის მაღალმა დოზებმა შეიძლება მოახდინოს შარდის მწვავე შეკავების განვითარების პროვოცირება.

ვენაში სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური არითმიისა და აპნოეს განვითარება. სასურველია ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი პარენტერალური მკურნალობის დაწყებამდე და მიმ დინარეობისას.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა გულის გამტარობის დარღვევების არსებობისას ანამნეზში ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების დეკომპენსაციისას გულის რითმის დარღვევების რისკის გამო.

ღვიძლში ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინებისას პაპავერინის ჰიდროქლორიდის შეყვანა უნდა შეწყდეს.

პაპავერინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში კნტ-ის დაქვეითებული მოტორიკით ამ პაციენტების საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევის მიმართ დიდი მიდრეკილების გამო.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექნიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაპავერინის ჰიდროქლორიდის მიღებისას გვერდითი ეფექტების, მაგალითად, ძილიანობისა და თავბრუსხვევის შესაძლო განვითარების გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთად მიღებისას პაპავერინის ჰიდროქლორიდი აპოტენცირებს ალკოჰოლის მოქმედებას, ასუსტებს მეთილდოპას ჰიპოტენზიურ ეფექტს.

მწეველ პირებში პაპავერინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმი დაჩქარებულია, ხოლო მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ფარმაკოლოგიური ეფექტები მცირდება.

ნიკოტინმა შესაძლოა შეამციროს ან მთლიანად არმოფხვრას პაპავერინის ჰიდროქლორიდი ვაზოდილატირების მოქმედება.

ერთად შეყვანისას ფენტოლამინი აპოტენცირებს პაპავერინის ჰიდროქლორიდის მოქმედებას სასქესო ორგანოს კავერნულ სხეულებზე.

დიფენჰიდრამინი (დიმედროლი), მეტამიზოლი (ანალგინი) და დიკლოფენაკი აპოტენცირებენ პაპავერინის ჰიდროქლორიდის სპაზმოლიზურ ეფექტს.

პაპავერინის ჰიდროქლორიდის ხსნარები ფარმაცევტულად არათავსებადია გლუკოზას ხსნარებთან (პაპავერინის ჰიდროქლორიდის ნაწილობრივი ინაქტივაცია).

პაპავერინის ჰიდროქლორიდს შეუძლია დაასუსტოს ლევოდოპის (პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები) თერაპიული ეფექტი.

პაპავერინის ჰიდროქლორიდს შეუძლია კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტის გაძლიერება.

ანტიარითმიულ და ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება.

პაპავერინის ჰიდროქლორიდს შეუძლია გააძლიეროს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედება და გამოავლინოს სინერგიზმი მორფინთან კომბინაციაში.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაციის სიმპტომები ვლინდება მაღალი დოზების შეყვანისას, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების პათოლოგიის ფონზე. დამახასიათებელია დიპლოპიის, სისუსტის, ძილიანობის, ჰიპოტენზიის, გულის არითმიისა და ტაქიკარდიის გამოვლინება.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დახმარების ზომები მოიცავს პრეპარატის მოხსნას, კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირით მკურნალობას, შემანარჩუნებელ და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას, რომელიც მიმართულია წარმოქმნილი დარღვევების აღრმოფხვრისათვის.

შეფუთვა

2 მლ შუშის ამპულებში. 10 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში (#10).

შენახვის პირობები

სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა“, ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ.ბორისოვი, ჩაპაევის ქ., 64, ტელ/ფაქსი: +375 (177) 735612, 731156.

თარგმანი სწორია: