ფლუნილი 20მგ #30კაფს

ფლუნილი 20მგ #30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუოქსეტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 9800
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფლუნილ-20




საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
: ფლუოქსეტინის კაფსულები USP 20 მგ

ზოგადი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ

ფლუნილ-20 (ფლუოქსეტინი) არის ახალი კლასის ანტიდეპრესანტი (SSRI), რომელიც ასევე ნაჩვენებია ობსესიური კომპულსიური დარღვევისა და ნეიროგენული ბულიმიის სამკურნალოდ.

შემადგენლობა:
ყოველი მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი USP  20მგ
20მგ ფლუოქსეტინის ექვივალენტი.

კლინიკური ფარმაკოლოგია:
ფლუოქსეტინი აუმჯობესებს სეროტონერგიულ ნეიროტრანსმისიას სეროტონინის (5-HT) ნეირონალური ხელახალი დაგროვების ძლიერი და სელექციური ინჰიბირების გზით. მისი მთავარი მეტაბოლიტი დესმეთილ ფლუოქსეტინი (ნორფლუოქსეტინი) ასევე სელექციურად ახდენს სეროტონინის ხელახალი დაგროვების ინჰიბირებას. აღნიშნული ეფექტი არის პასუხისმგებელი ფლუოქსეტინის ანტიდეპრესანტულ მოქმედებაზე. ფლუოქსეტინი კარგად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ საკვების არსებობის მიუხედავად. პალაზმაში უმაღლესი კონცენტრაციები მიიღწევა პერორალური დოზის მიღებიდან 6-8 საათის განმავლობაში. პლაზმაში მყარი კონცენტრაციები მიიღწევა 2-4 კვირის შემდეგ. ფლუოქსეტინი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. პლაზმაში პროტეინს ეკვრის 94%. პრეპარტი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტ დესმეთილფლუოქსეტინად (ნორფლუოქსეტინი). ფლუოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდია 2-3 დღე, ხოლო ნორფლუოქსეტინის 7-9 დღე. ფლუოქსეტინი შარდში გამოიყოფა უპირატესად არაქტიურ მეტაბოლიტებად. თირკმლის უკმარისობა არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიურია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.

ჩვენებები:

1. დეპრესიული დაავადების მკურნალობა განსაკუთრებით, როდესაც  სედაცია არ არის საჭირო.
2. ობსესიური კომპულსიური დარღვევა.
3. ნეიროგენული ბულიმია.

დოზირება და მიღების წესი:
მხოლოდ პერორალური მიღებისათვის მოზრდილებში.
დეპრესია – მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია დღეში 20მგ.
ობსესიური კომპულსიური დარღვევა: დღეში 20-60მგ. დღეში 20მგ დოზა რეკომენდებულია, როგორც საწყისი დოზა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი, დოზის გაზრდა დასაშვებია რამდენიმე კვირის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა არავითარი რეაქცია.

ნეიროგენული ბულიმია  - მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდებულია დღეში 60მგ დოზა.
პრეპარატის ხანგრძლივი ნახევარპერიოდის გამო, რამდენიმე კვირა არის საჭირო ახალი მყარი მდგომარეობის დასადგენად, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის კორექციისას.


უკუჩვენებები:
ფლუნილი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც ავლენენ ჰიპერმგრძნობელობას ამ მედიკამენტის მიმართ. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფლუნილი გამოიყენება სიფრთხილით და შემცირებული დოზებით.  ფლუნილი ასევე სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიითა და დიაბეტით დაავადებულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდან ეპილეფსია. ფლუნილმა შეიძლება გამოიწვიოს წონაში დაკლება, რაც შესაძლოა არასასურველი იყოს მცირეწონიან და დეპრესიულ პაციენტებში. კანზე გამონაყარის ან სხვა ალერგიული რეაქციების ან შეტრევების გამოვლენის შემთხვევაში, ფლუნილის მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ფლუნილის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის დადგენილი. ამდენად, უნდა მოერიდოთ ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კლინიკურად მნიშვნელოვანი პრეპარატის ურთიერთქმედებები ვლინდება მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ტრიპტოფანთან, ტრიციკლურ და მსგავს ანტიდეპრესანტებტან, კარბამაზეპინტთან, ზოგიერთ ანტიფსიქოტურ საშუალებებთან (ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზინები) და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ აქტიურ პრეპარატებთან, მათ შორის ლითიუმთან.

არასასურველი ეფექტები:
ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგი სახის გევრდითი ეფექტები: გულისრევა, აღგზნება, უძილობა, რომლებიც ჩვეულებრივ ზომიერი ხასიათისაა და იშვიათად საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. ნაკლებად ხშირად ვლინდება თავისტკივილი, პირის სიმშრალე, ოფლიანობა, დიარეა, ძილიანობა.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, პირღებინება და ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება. იშვიათად აღინიშნება სიკვდილიანობა. ჭარბი დოზის მიღებისას მკურნალობა გულისხმობს ემეზისის გამოწვევას ან კუჭის ამორეცხვას, რასაც მოსდევს სიმპტომატური თერაპია. არ არსებობს ფლუოქსეტინის ანტიდოტი.

შეფუთვა:
ფლუნილი 20 კაფსულები წარმოდგენილია 10 კაფსულიან ბლისტერებში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ფირფიტა (3 X 10C).

მწარმოებლის მისამართი:
ადმინისტრაციული ოფისი:
ჩინუბაის ცენტრი, ნერუ ბრიჯი, აშრამ როუდი, აჰმედაბადი: 380 009 ინდოეთი.
ტელ: 91-79-26576655, 26576747; ფაქსი: 91-79-26578862, ვებგვერდი: www.intaspharma.com