აბუსალათინის ზეთი 30მლ ფლ

აბუსალათინის ზეთი 30მლ ფლ

3.92 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ფიტოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აბუსალათინის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 979
გააზიარე:

აბუსალათინის ზეთი 30მლ

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება: აბუსალათინის ზეთი.

 

სამკურნალოფორმა: ზეთი.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

საფაღარათო საშუალება.


ფარმაკოლოგიურითვისებები

აბუსალათინის ზეთი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს. გამოყენებისას ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში იხლიჩება რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რაც იწვევს ნაწლავების რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექსურად აძლიერებს მის პერისტალტიკას.
საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. ნაწლავის დაცლის შემდეგ პერისტალტიკა დუნდება. პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთების რეფლექსური შეკუმშვა. 

 

ჩვენება

აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.

 

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია

-         ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინთური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას;

-         მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.);

-         კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს;

-         ორსულობის პერიოდში;

-         ხანდაზმულ პაციენტებში;

-         საშვილოსნოდან სისხლდენების დროს;

-         კახექსიის დროს.

-         პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

 

განსაკუთრებულიმითითებანი

აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.  

 

სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედება

რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

გამოყენებისმეთოდებიდადოზები

საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ.

მოზრდილებში მიიღება 15-30 გ;

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5 გრ (1 ჩაის კოვზი),

5-დან 10 წლამდე – 10 გ (1 დესერტის კოვზი),

10 წლის ზემოთ – 15 გ მიღებაზე.


ჭარბიდოზირებისდროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

 

გვერდითიმოვლენები

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

 

ვარგისობისვადა

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 5 წელი.

ნუ გამოიყენებთ აბუსალათინის ზეთს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

 

შენახვისპირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა

30 მლ ფლაკონი მოთავსებულია კოლოფში.

 

აფთიაქიდანგაცემისპირობები

რეცეპტის გარეშე.