გუნა-კოლაგენი 2მლ #10ა

გუნა-კოლაგენი 2მლ #10ა

265.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: გუნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰომეოპათიური
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97890
გააზიარე:

გუნა-კოლაგენი 2მლ #10

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება – კოლაგენი 6X

იწარმოება ევროპული ფარმაკოპეისა და ოფიციალური  ჰომეოპათიური ფარმაკოპეაში მითითებული პროცედურების შესაბამისად.

არააქტიური ნივთიერება: სტერილური იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.

 

თვისებები

კოლაგენი წარმოადგენს ცილას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში  ქსოვილების სტრუქტურის შენებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ის გვხვდება ძირითად სტრუქტურულ ცილად უჯრედშორის სივრცეში, შემაერთებელ ქსოვილში. ორგანიზმში ცილების  25-35 %-ს  კოლაგენი წარმოადგენს. კოლაგენი შედის ბოჭკოვანი ქსოვილის შემადგენლობაში, მყესებში, იოგებში, კანში, რქოვანაში, ხრტილში, ძვლებში, სისხლძარღვებში, მალთაშორის დისკოებში და კუნთებში. ის კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ეხმარება ორგანიზმს მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებაში

 

ჩვენება

  • ოსტეოართროზი
  • ოსტეოპოროზი
  • სახსრების ანთებითი პათოლოგიები
  • კანის ელასტიურობის დაქვეითება

 

უკუჩვენება

GUNA®-COLLAGEN-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა არ დაფიქსირებულა, თუმცა პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, წინასწარ უნდა გამოიყენონ ინექცია (0.1 მლ)  და დააკვირდნენ ნებისმიერ რეაქციას 1 საათის განმავლობაში.

 

დოზირებადამიღებისწესი

 ინექციური გამოიყენება კანქვეშ, ინტრადერმალურ ან ინტრამუსკულური შეყვანისთვის.

1-3 ჯერ კვირაში სიმძიმისა და კლინიკური მიმდინარეობის შესაბამისად.

 

გამოშვებისფორმა

2მლ საინექციო ხსნარი (შუშის ფლაკონი).