ეუთიროქსი 25მკგ#50ტ(თურქ)

ეუთიროქსი 25მკგ#50ტ(თურქ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოთიროქსინი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97880
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

ეუთიროქსი 25მკგ

EUTHYROX

 

1. EUTHYROX და მისი გამოყენება 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მკგ ლევოთიროქსინს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჟელატინი (თევზის ჟელატინი), უწყლო ლიმონმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.    

ტაბლეტის ცალ მხარეს აღნიშნულია წარწერა „EM 25“ და წარმოდგენილია 50 აბიან ბლისტერებში. 

 

EUTHYROX-ის შემცველობაში არსებული აქტიური ნივთიერება ლევოთიროქსინი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და დარღვევების სამკურნალოდ გამოსაყენებელ ფარისებრი ჯირკვლის სინთეზურ ჰორმონს. მისი ეფექტი იგივეა, რაც ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ბუნებრივი ჰორმონები.

 

EUTHYROX გამოიყენება:

-         ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციების მქონე პაციენტების მიერ კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობის დროს.

-         ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩიყვის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

-         ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისად მუშაობისას ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონების ფუნქციების შესასრულებლად.

-         ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში სიმსივნის ზრდის თავიდან ასაცილებლად.

 

ანტითირეოიდული პრეპარატებით ჰორმონების ჭარბად გამომუშავების მკურნალობის დროს, თიროიდული ჰორმონის დონეების დასარეგულირებლად გამოსაყენებელი EUTHYROX გამოიყენება 25 მიკროგრამიანი, 50 მიკროგრამიანი, 75 მიკროგრამიანი და 100 მიკროგრამიანი დოზებით.

 

2. EUTHYROX-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EUTHYROX -ის მოხმარება დაუშვებელია: 

-         თუ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის შემცველობაში არსებული აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჰიპერმგრძნობელობა).

-         არანამკურნალევი თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის ან თიროიდული ჰორმონების ჭარბად გამომუშავების (თიროტოქსიკოზის) შემთხვევაში.

-         გულის მწვავე დაავადების (გულის შეტევის ან გულის ანთების) შემთხვევაში.

ორსულობის დროს EUTHYROX-თან ერთად ანტითირეოიდული პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდირებული (იხილეთ თავი „ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება“).

 

EUTHYROX-ის მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

EUTHYROX-ის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ქვემოთ აღნიშნული რომელიმე გულის დაავადება:

-         გულის სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი მიმოქცევა (სტენოკარდია).

-         გულის უკმარისობა.

-         გულისცემის რითმის აჩქარება ან დარღვევა.

-         მაღალი არტერიული წნევა.

-         არტერიებში ცხიმების დაგროვების შემთხვევაში პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი  ყურადღების გამოჩენა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

 

EUTHYROX-ის მიღების დაწყებამდე ან ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე აუცილებელია სამედიცინო შემოწმების ჩატარება. EUTHYROX-ის მიღების დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონტროლი. თუ არ ხართ დარწმუნებული ამ დაავადების არსებობაში ან ამ დაავადების არსებობისას არ იტარებთ მკურნალობას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

მკურნალი ექიმი პირველ რიგში დაადგენს, გაქვთ თუ არა თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა ან ჰორმონების არაკონტროლირებადი გამომუშავება, ან ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე გააკონტროლებს ამ დაავადებებს.

ნაადრევად დაბადებული დაბალწონიანი ახალშობილებისათვის  ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე ლევოთიროქსინის მიცემის დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა), ამიტომ საჭიროა არტერიული წნევის რეგულარულად შემოწმება.  

თუ თქვენ გესაჭიროებათ პრეპარატის ლევოთიროქსინის შემცველი სხვა პრეპარატით შეცვლა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის დარღვევა. პრეპარატის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. აუცილებელია გულმოდგინე მეთვალყურეობის (კლინიკური და ბიოლოგიური) ჩატარება. რაიმე გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს პაციენტისთვის დოზის გაზრდის ან შემცირების საკითხი.

 

რჩევითვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი სიმპტომის წარმოქმნის შემთხვევაში:

-         მენოპაუზის ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ყოფნის, ოსტეოპოროზის რისკის არსებობის გამო; მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს პაციენტის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები.

-         ორლისტატის (სიმსუქნის სამკურნალოდ გამოსაყენებელი პრეპარატი) მიღების დაწყებამდე, მკურნალობის მეთოდის შეცვლამდე ან მკურნალობის დასრულებამდე შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ან პაციენტის მიერ მისაღები EUTHYROX-ის დოზის დარეგულირება.

-         რაიმე ფსიქიკური დაავადების არსებობის შემთხვევაში (ფსიქიკური დარღვევების სიმპტომების არსებობის, ინტროვერსიის მდგომარეობის არსებობის, აზროვნების დარღვევის, არაადეკვატური ქცევების და არარეალური საგნების აღქმის მდგომარეობის, არარეალური ფაქტების აღქმის და გაგონების, სუნის ან გემოს შეგრძნების შემთხვევაში), შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ან EUTHYROX-ის დოზის დარეგულირება.

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არ გამოიყენება წონაში დასაკლებად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სათანადო დონის არსებობის შემთხვევაში, თიროიდული პრეპარატები არ დაგეხმარებათ წონის კლებაში. ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური შედეგების მქონე გვერდითი მოვლენები. სერიოზული ან ფატალური შედეგების მქონე გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკის არსებობის გამო, წონაში დასაკლებად თიროიდული ჰორმონების ამფეპრამონთან, კატინთან და ფენილპროპანოლამინთან ერთად დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდირებული.

 

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

EUTHYROX-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

თუ თქვენ ღებულობთ სოიოს შემცველ საკვებს სხვადასხვა რაოდენობით, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს. ვინაიდან სოიოს შემცველი საკვები ხელს უწყობს ნაწლავებში EUTHYROX-ის აბსორბაციის შემცირებას, საჭიროა პრეპარატის დოზის დარეგულირება.

 

ორსულობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს საჭიროა EUTHYROX-ის მიღების გაგრძელება. ორსულობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. ორსულმა ქალებმა ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის (TSH) ანალიზი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონეების ზრდა შეიძლება დარეგულირდეს EUTHYROX-ის დოზის გაზრდით. მშობიარობის შემდეგ ორსულობამდე მიღებული EUTHYROX-ის დოზის მიღება დაუშვებელია. ორსულობის შემდეგ მე-6-8 კვირაში მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის (TSH) დონე. ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდირებული დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ჩატარებული ცდებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დედის მუცელში მყოფ ნაყოფზე ან ახალშობილზე პრეპარატის მავნე ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი.

მიუხედავად ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ორსულობის დროს EUTHYROX-ის მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან ახალშობილს.

ორსულობის დროს თიროიდული ჰორმონის ჭარბად გამომუშავების მკურნალობის მიზნით ანტითირეოიდული პრეპარატების EUTHYROX-თან ერთად მიღება დაუშვებელია. ამ პრეპარატების ერთად მიღების დროს საჭიროა ანტითირეოიდული პრეპარატების მაღალი დოზით მიღება, ცნობილია, რომ მაღალ დოზაში არსებული ანტითირეოიდული პრეპარატი აღწევს პლაცენტაში და ამცირებს ნაყოფის თიროიდული ჰორმონის სტრუქტურას. აღნიშნული პრეპარატების ერთად მიღების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ორსულობის დროს EUTHYROX-ის მიღების დროებით შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებების დროს დიაგნოზის დასასმელად ანალიზების ჩატარებისას რადიოაქტიური ნივთიერებების ორსულობის დროს გამოყენება დაუშვებელია, ამიტომ, ორსულობის დროს ამ ანალიზების ჩატარება არ არის რეკომენდირებული.

თუ პრეპარატის მიღების დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების დროს EUTHYROX-ის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შემთხვევაში, დანიშნული დოზა გავლენას არ მოახდენს ბავშვზე.

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და ხელსაწყოების გამოყენებაზე

რეპარატის გავლენა ავტომობილის მართვასა და ხელსაწყოების მოხმარების უნარზე არ არის დადგენილი. ამასთან, ვინაიდან ლევოთიროქსინი წარმოადგენს ბუნებრივ თიროიდულ ჰორმონს, EUTHYROX-მა არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ავტომობილის მართვასა და ხელსაწყოს მოხმარების უნარზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EUTHYROX-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი  დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

არ შეიცავს რაიმე საშიშ ნივთიერებებს.

 

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს EUTHYROX-ის  ეფექტის შემცირება.

 

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ  მკურნალ ექიმს. EUTHYROX-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

-         ანტიდიაბეტური პრეპარატები (სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატები):  ვინაიდან EUTHYROX-მა შეიძლება შეამციროს ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტი, EUTHYROX-ის მიღების დაწყებამდე საჭიროა სისხლში შაქრის დონის  შემოწმება. EUTHYROX-ის მიღების დროს საჭიროა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის დარეგულირება.

-         კუმარინები (სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოსაყენებელი პრეპარატები). ვინაიდან EUTHYROX-მა შეიძლება გაზარდოს ასეთი პრეპარატების ეფექტი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. EUTHYROX-ის მიღების დაწყებისას და მიღების პერიოდში საჭიროა სისხლის შედედების შემოწმება. EUTHYROX-ის მიღების დროს საჭიროა კუმარინის დოზის დარეგულირება.

 

თუ  გესაჭიროებათ ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატი, აუცილებელია გარკვეული პერიოდით მათი მიღების შეწყვეტა:

-         ნაღვლის მჟავების მარეგულირებელი და ქოლესტერინის მაღალი დონის დამწევი პრეპარატები (მაგალითად, ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი).

ვინაიდან ასეთი პრეპარატები აფერხებენ ლევოთიროქსინის ნაწლავებში შეღწევას, EUTHYROX უნდა მიიღოთ ამ პრეპარატებზე 4-5 საათით ადრე.

-         ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების ანტაციდებთან (მჟავიანობის შემამცირებელი პრეპარატები), ალუმინის, მაგნიუმის, სიმეტიკონის, კალციუმის კარბონატის, კაიექსელატის, ორლისტატის, რკინის და სუკრალფატის (კუჭ-ნაწლავის წყლულისათვის) შემცველ ნივთიერებებთან ერთად მიღების შემთხვევაში,  შეიძლება ადგილი ჰქონდეს აბსორბაციის დარღვევას (ასეთმა პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს EUTHYROX-ის ეფექტი). ორი პრეპარატი უნდა მიიღოთ სულ მცირე 2 საათის გასვლის შემდეგ.

-         ორლისტატის (სიმსუქნის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) მიღების დაწყებამდე, მკურნალობის მეთოდის შეცვლამდე ან მკურნალობის დასრულებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და EUTHYROX-ის დოზის დარეგულირება. ორლისტატი და ლევოთიროქსინი უნდა მიიღოთ სულ მცირე 2 საათიანი შუალედით.

 

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. EUTHYROX-ის ეფექტი შეიძლება შეამციროა ამ პრეპარატებმა:

-         პროპილთიოურაცილი (ანტითირეოიდული პრეპარატი).

-         გულკოკორტიკოიდები (ალერგიის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ბეტა-ბლოკატორები (არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, იმავდროულად გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).

-         სერტრალინი (დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი).

-         ქლოროქინი ან პროგუალინი (გამოიყენება მალარიის თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ).

-         ბარბიტურატების ან კარბამაზეპინის  (ანტიეპილეფსიური პრეპარატები, რომელიც აგრეთვე გამოიყენება არაადეკვატური ქცევების გასაკონტროლებლად და ზოგიერთი სახის ტკივილების შესამსუბუქებლად) რიგის ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი პრეპარატები (დამამშვიდებელიდა საძილე საშუალებები).

-         მენოპაუზის ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისათვის ან ორსულობის დასაცავად გამოსაყენებელი ესტროგენის შემცველი პრეპარატები.

-          სეველამერი (ფოსფატის შემკვრელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ).

-         თიროზინ-კინაზის ინჰიბიტორები (კიბოს სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

 

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს; EUTHYROX-ის ეფექტი შეიძლება გაზარდოს შემდეგმა პრეპარატებმა:

-         სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები).

-         დიკუმაროლი (სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული პრეპარატები).

-         250 მგ-ზე მაღალი დოზით ფუროსემიდი (შარდმდენი პრეპარატი).

-         კლოფიბრატი (სისხლში ლიპიდების შემამცირებელი პრეპარატი).

 

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს; EUTHYROX-ის ეფექტი შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატებმა:

-         რიტონავირი, ინდინავირი, ლოპინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორი, აივ-ინფექციის აგენტი).

-         ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი).

 

საჭიროა რეგულარულად აკონტროლოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. აგრეთვე  რეკომენდებული EUTHYROX-ის დოზის ხელახლა დადგენა.

 

ამიოდარონის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და აქტიურობაზე.

 

დიაგნოზის დასმის მიზნით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებით ტესტირების ან სკანირების ჩატარების შემთხვევაში, მკურნალ ექიმს აცნობეთ EUTHYROX-ის მიღების შესახებ, რომელმაც შეიძლება  ინექცია შეიყვანოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ასამუშავებლად.

რეცეპტით გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

3. EUTHYROX-ის გამოყენების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ

პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

მკურნალი ექიმი გამოკვლევების და ანალიზების შედეგების საფუძველზე დაგინიშნავთ საჭირო დოზას. ძირითადად საჭიროა პრეპარატის მცირე დოზით მიღების დაწყება და მთლიანი დოზის მიღწევამდე 2-დან 4 კვირის განმავლობაში დოზის გაზრდა. პრეპარატის მიღების პირველივე კვირაში დოზის დასარეგულირებლად საჭიროა ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება.

 EUTHYROX-ის გამოყენება

რეკომენდებული დღიური დოზა

ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობის დროს

75-200 მიკროგრამი

ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩიყვის რეციდივის თავიდან აცილების დროს

75-200 მიკროგრამი

ფარისებრი ჯირკვლის საკმარისად მუშაობის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონების ჩასანაცვლებელი ფუნქციის უზრუნველყოფა

  • საწყისი დოზა
  • შემანარჩუნებელი დოზა

მოზარდები

ბავშვები

 

 

 

 

 

25-50 მიკროგრამი

100-200 მიკროგრამი

 

 

 

12.5-50 მიკროგრამი

100-150 მიკროგრამი/მ2 სხეულის მოცულობა

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში სიმსივნის ზრდის შეფერხება

150-300 მიკროგრამი

ანტითირეოიდული პრეპარატებით ჰორმონების ჭარბად გამომუშავების მკურნალობის დროს, თიროიდული ჰორმონის დონეების დარეგულირება

50-100 მიკროგრამი

 

მკურნალობის ვადა:

მკურნალობის ვადა შეიძლება შეიცვალოს EUTHYROX-ის გამოყენების მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ პრეპარატის მიღების ვადასთან დაკავშირებით რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ძირითადად პაციენტები ამ პრეპარატს მუდმივად ღებულობენ.

 

გამოყენების წესი და მეთოდი

EUTHYROX წარმოადგენს ორალური გზით მისაღებ პრეპარატს. ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ დილით (საუზმემდე სულ მცირე ნახევარი საათით ადრე) უზმოზე, სასურველია დააყოლოთ სითხის გარკვეული რაოდენობა (მაგალითად, ნახევარი ჭიქა წყალი).

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები  

ბავშვები

თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს უფრო მაღალი დოზის დაწყება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ჩანაცვლება.

ჩვილი ბავშვებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადად მიღება დღის პირველ კვებამდე ნახევარი საათით ადრე. მიღებამდე ტაბლეტი წვრილად უნდა დაფხვნათ, შეურიოთ წყალში და მიიღება წყლის გარკვეული რაოდენობით. ხსნარი ყოველთვის მიიღება მომზადების შემდეგ.  

 

ხანდაზმულები

ხანდაზმულმა პაციენტებმა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღების დაწყების შემდეგ უნდა გამოიჩინონ დიდი ყურადღება და მკურნალობა უნდა დაიწყონ მცირე დოზით (მაგალითად, 12.5 მიკროგრამი/დღეში), საჭიროა ყურადღება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მდგომარეობის მიმართ. უფრო ხშირად უნდა აკონტროლონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მდგომარეობა და ნელ-ნელა გაზარდონ დოზა (მაგალითად, 2 კვირაში დოზა უნდა გაიზარდოს დღეში 12.5 მიკროგრამით).

ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იდეალურ დოზაზე ნაკლები დოზა ვერ უზრუნველყოფს TSH ჰორმონის დონის მთლიანად დარეგულირებას.

 

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები

ჩვეულებრივი დოზის შუალედები მოცემულია ზემოთ აღნიშნულ ცხრილში.

შეიძლება საკმარისი გახდეს  EUTHYROX-ის უფრო დაბალი დოზა ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში:

-         თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი.

-         თუ გაქვთ გულის პრობლემები.  

-         თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული ან ხანგრძლივი დარღვევა.

-         თუ ხართ გამხდარი ან გაქვთ დიდი ზომის ჩიყვი.

 

EUTHYROX-ის საჭიროზე დიდი დოზით მიღება

პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პულსის აჩქარება, შფოთვა, მოუსვენრობა და არაადეკვატური მოძრაობები. ნერვულ სისტემაზე მოქმედი დარღვევების მქონე პაციენტებს გამონაკლისის სახით შეიძლება წარმოექმნათ ეპილეფსიის მსგავსი შეტევები. ფსიქიკური დაავადების (მაგალითად, ფსიქიკური მოშლილობის) რისკის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას აზროვნების დარღვევის, არაადეკვატური ქცევების და ჰალუცინაციების მსგავსი მოვლენები. ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

EUTHYROX-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ EUTHYROX-ის მიღება

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

EUTHYROX-ის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

EUTHYROX-ის მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები

თანდაყოლილი ჰიპოთიროიდის დროებით განკურნებამდე EUTHYROX-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, კვლავ შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოთიროიდიზმის სიმპტომები. დროებით განკურნვის გამო პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, რაიმე გვერდითი მოვლენების წარმოქმნა არ არის მოსალოდნელი.  

 

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

ისევე, როგორც ყველა წამალი, EUTHYROX-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ EUTHYROX-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას

-         გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

-         სახის ან ყელის დასიება (ანგიონევროზული შეშუპება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის დასიება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები).

ზემოაღნიშნული მოვლენები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია EUTHYROX-ის მიმართ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა. ასეთი გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია.

სხვა გვერდითი მოვლენები იყოფა ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებად:

  • ძალიან ხშირი: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს.
  • ხშირი: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
  • არახშირი: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
  • იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ  10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს. 
  • ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.  
  • უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.  

 

მაღალი ტოლერანტობის არსებობის ან პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების, განსაკუთრებით, მკურნალობის დაწყების დროს, პრეპარატის დოზის სწრაფად გაზრდის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის ცნობილი.

უცნობი:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის საჭიროზე მეტად გამომუშავება (ჰიპერთიროიზმი).
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
  • თავის ტკივილი.
  • ქალასშიდა წნევა (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე).
  • კანკალი.
  • შფოთვა.
  • ძილის დარღვევა.
  • გულისცემის რითმის დარღვევა.
  • არითმია.
  • გულისცემა.
  • გულისცემის რითმის აჩქარება.
  • გულის კომპრესია.
  • ტკივილი გულმკერდის არეში.
  • ფაღარათი.
  • ღებინება.
  • ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
  • კუნთების სისუსტე.
  • კრუნჩხვები.
  • ცხელება.
  • სიცხე.
  • წონაში კლება.

ზემოაღნიშნული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე დღით პრეპარატის მიღების შეჩერება ან გვერდითი მოვლენის შეწყვეტამდე შეგიმციროთ წამლის დოზა.

ნებისმიერი ზემოაღნიშნული მოვლენის გამწვავების ან წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით შეტყობინება შეგიძლიათ  დააფიქსიროთ www.titck.gov.tr ვებ-გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ბმულზე დაწკაპუნებით ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების შესახებ  შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

5. EUTHYROX-ის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. ტენიანობისგან და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

პრეპარატი უნდა მიიღოთ მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.

პრეპარატის მოხმარების ბოლო დღე ნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

 

ლიცენზიის მფლობელი

სს „მერექ ილაჩ ეჯზა ვე ქიმია“  

Merek İlaç Ecza ve Kimya A.Ş.

ატაშეჰირი - სტამბოლი.