მუტანი 20მგ #14ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მუტანი
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. 1 შემოგარსული
ტაბლეტი შეიცავს ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს 20 მგ ფლუოქსეტინის
ექვივალენტს.
დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ძლიერ დეპრესიული სილიციუმის
დიქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის საფარი: მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171),
ტალკი, პოლიაკრილატის დისპრესია 30%.
აღწერა
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები თეთრი ფერის, მოგრძო გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებსაც ორივე მხარეს გააჩნია ნაჭდევი. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი. სეროტონინის უკუმიტაციების შერცევითი ინჰიბიტორები (SSRI).
ჩვენებები
მოზრდილები:
- ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
- ბულემია: მუტანი გამოიყენება- როგორც ფსიქოთერაპიის დანამატი
- ჭარბი კვების და თვითგამოწვეული ღებინების შესამცირებლად.
8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:
ზომიერი ან მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ მკურნალობას 4-დან 6 სეანსის შემდეგ. მუტანი უნდა მიეცეს მხოლოდ ბავშვს ან მოზარდს ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად, რომელსაც აქვს ზომიერი და მძიმე დეპრესიული აშლილობა.
მოქმედება
დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ბულემი დროს ადგილი აქვს სეროტონინის ნაკლებობას. მუტანი ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ხელს უწყობს ტვინში სეროტონინის დონის ამაღლებას.
უკუჩვენება
- ფლუოქსეტინის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგია. გამონაყარის ან სხვა ალერგიული რეაქციების (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი) შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მუტანის მიღება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.
- გულის უკმარისობა და ერთდროულად არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ მეტოპროლოლის მოხმარება, რადგან მატულობს გულისცემის ზედმეტად შენელების რისკი.
- შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა, რადგან შესაძლოა მოხდეს სერიოზული ან ფატალური რეაქციებიც კი. მუტანით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირის მანძილზე. არ შეიძლება შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება მუტანის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ მუტანი დანიშნული იყო უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, შესაძლოა ექიმის მიერ განხილული იქნას უფრო
დიდი ინტერვალის დაცვა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მუტანის მიღებისას
- თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ კრუნჩხვები (ეპილეფსია). აცნობეთ ექიმს
მკურნალობის დაწყებამდე. თუ კრუნჩხვები ხელახლა იწყება ან კრუნჩხვის სიხშირე იზრდება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. ის გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა წამლის გაგრძელება.
- მიმდინარე ელექტროკრუნჩხვითი თერაპიით.
- მანიაკალური მდგომარეობა (ამჟამად ან წარსულში). აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. თუ გაქვთ გადაჭარბებული აგზნებადობა (მანიაკალური ეპიზოდი) რამდენიმე დღის განმავლობაში, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა წამლით მკურნალობის გაგრძელება.
- ღვიძლის დაავადება. ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექტირება.
- გულის პრობლემები.
- დაბალი გულისცემა მოსვენების დროს და/ან მარილების ნაკლებობა ხანგრძლივი, მძიმე დიარეისა და ღებინების (გულისრევის) ან
შარდმდენების გამოყენების გამო.
- შარდმდენებით ერთდროული მკურნალობა ხანდაზმულებში.
- შაქრიანი დიაბეტი. ექიმს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.
- გლაუკომის დროს (თვალის წნევის მომატება).
- სისხლდენის დარღვევების ისტორია ან სისხლჩაქცევები ან
უჩვეულო სისხლდენა, ან ორსულობა (იხ. ნაწილი „ორსულობა,
ძუძუთი კვება“).
- სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მკურნალობა (იხ. „მუტანის მიღება
სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
- ტამოქსიფენით მკურნალობა (იხ. „მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
- მოუსვენრობის შეგრძნება და მშვიდად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა
(აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.
- ცხელება, კუნთების დაჭიმულობა ან კანკალი, ცნობიერების ცვლილებები,
როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და უკიდურესი აგზნება; მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათია, მას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს მუტანით მკურნალობის შეწყვეტა.
- გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი,
ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.
თავის მოკვლის აზრები (სუიციდის აზრები) და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:
დეპრესიას და/ან შფოთვით აშლილობას, ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს აზრები
საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან მოკვლის შესახებ. ეს შეძლება გაუარესდეს
ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს დრო სჭირდება მოქმედებისთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტი შესამჩნევია ორი კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება.
შესაძლოა უფრო მეტად განვითარდეს ეს აზრები,
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა საკუთარი თავის მოკვლაზე ან ზიანის მიყენებაზე ფიქრს.
- ზრდასრულ ახალგაზრდებში. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური
ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში და ფსიქიკური
აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
ნებისმიერ დროს თავის მოკვლის ან ზიანის მიყენების შესახებ აზრების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან დაუყონებლივ მიმართვა უახლოეს საავადმყოფოში.
შეიძლება სასარგებლო იყოს, ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრისთვის გაზიარება
დეპრესიული მდგომარეობის ან შფოთვითი აშლილობის შესახებ.
მედიკამენტებმა, როგორიცაა მუტანი (ე.წ.სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი
ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია. ზოგიერთ
შემთხვევაში, ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.
ბავშვები და მოზარდები
ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებს გააჩნიათ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი).
მუტანი გამოიყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მხოლოდ ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ (ფსიქოლოგიური მკურნალობის ღონისძიებებთან ერთად) და არა სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, შეზღუდულია ინფორმაცია მუტანის გრძელვადიანი გამოყენების
უსაფრთხოების შესახებ და ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, პუბერტატის, გონებრივი, ემოციური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. თუმცა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანი ფსიქოლოგიურ
მკურნალობასთან ერთად ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის
სამკურნალოდ, თუ ჩათვლის მის საჭიროებას.
აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე
განვითარდება ან გაუარესდება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ მუტანს.
მუტანი არ უნდა იქნეს გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ
მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ურთიერთქმედება შესაძლებელია შემდეგ მედიკამენტებთან:
- ცალკეული მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები), ზოგიერთი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული მუტანთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი).
ფლუოქსეტინით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაგ, ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან 2 კვირაზე ადრე. ანალოგიურად, ფლუოქსეტინით მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 კვირა უნდა გავიდეს შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების დაწყებამდე. თუ მუტანი დაინიშნა უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, ექიმი განიხილავს უფრო დიდ ინტერვალს.
თუმცა ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს გარკვეული შექცევადი A
ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაგ: მოკლობემიდი, ლინზოლიდი,
მეთილთიონიუმის ქლორიდი (მეთილენბლაუ)), თუ ერთდროული მიღების
თავიდან აცილება შესაძლებელია. ყველაფრის ყურადღებით გაკონტროლების ექიმს შეუძლია გამოიყენოს A ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზა.
- ლითიუმი, ტრამადოლი, ტრიპტანები, ტრიპტოფანი, სელეგილინი, სამკურნალო
ბალახები: ამ მედიკამენტების მუტანთან ერთად მიღებისას იზრდება სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. ექიმმა უნდა უზრუნველყოს უფრო ხშირი კონტროლი.
- ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): მუტანს შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში ამ მედიკამენტის დონეზე, უფრო მეტი სიფრთხილე და მონიტორინგია საჭირო ფენიტოინის დაწყებისას, თუ იგი მიიღება მუტანთან ერთად.
- მეტოპროლოლი (მედიკამენტი მაღალი წნევის დროს): გულის უკმარისობისას,
არ შეიძლება მეტოპროლოლის მიღება მუტანთან ერთად.
- წამლები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდინდეს გულის რიტმზე, მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ, ფენოთიაზინი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ,
სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, სპეციფიკური ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
- ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი (გამოიყენება გულის დაავადების
სამკურნალოდ), ატომოქსეტინი (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის
ჰიპერაქტიულობის დარღვევისთვის – ADHS), კარბამაზეპინი (გამოიყენება
ეპილეფსიისთვის), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რისპერიდონი
(ნეიროლეპტიკი): ვინაიდან მუტანს შეუძლია პოტენციურად შეცვალოს ამ
მედიკამენტების დონე სისხლში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ
მედიკამენტების უფრო დაბალი დოზის დანიშვნა მუტანთან მკურნალობის დროს.
- ტამოქსიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ): ვინაიდან მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ წამლის დონე სისხლში და გამორიცხული არ არის ტომოქსიფენის ეფექტის შემცირება, შესაძლოა ექიმმა განიხილოს სხვა ანტიდეპრესანტული საშუალება.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი) ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (ე.წ.პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები, აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით): მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების ზემოქმედება სისხლზე. მუტანით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტისას, ორალურიანტიკოაგულანტების გამოყენების პერიოდში საჭირო ხდება გარკვეული ტესტების ჩატარება, დოზის კორექტირება და ხშირი კონტროლი.
- მეკიტაზინი (ალერგიისთვის): ერთად მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
- ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის): ერთად მიღებისას ფლუოქსეტინი შეიძლება
ნაკლებად ეფექტური იყოს.
- მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითებას
(ჰიპონატრიემიას): ჰიპონატრიემია ფლუოქსეტინის არასასურველი გვერდითი
მოვლენაა. სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს
ჰიპონატრიემია (მაგ: დესმოპრესინი, კარბამაზეპინი, და ოქსკარბაზეპინი), შეიძლება გაიზარდოს ამ გვერდითი მოვლენების რისკი.
- კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები: კრუნჩხვები ფლუოქსეტინის
არასასურველი გვერდითი მოვლენაა. სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც
შეიძლება ამცირებდეს კრუნჩხვას (მაგ, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სხვა შერჩევითი ინჰიბიტორები ან ბუპროპიონი,მეფლოქინი ან ქლორიქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიროფენები ან ბუპროპიონი, ამ გვერდითი მოვლენის რისკი შეიძლება გაიზარდოს.
მუტანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მუტანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან დამოუკიდებლად, სურვილის მიხედვით.
მუტანით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
ორსულობის ან ძუძუთი კვების, ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში
ან ორსულობის გეგმის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ
ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
დაფიქსირდა რამდენიმე შეტყობინება ჩვილების შესახებ, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და აღენიშნებოდათ თანდაყოლილი დეფექტების რისკი, განსაკუთრებით გულზე.
ზოგადად, 100-დან 1 ბავშვი იბადება გულის მანკით. ეს პროპორცია იზრდება დაახლოებით 100 ჩვილიდან 2-მდე დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს.
ორსულობის დროს მუტანის მიღებამ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ახალშობილში შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულების და ფილტვის მუდმივი ჰიპერტენზიის რისკი. ამ გართულებისთვის დამახასიათებელია სუნთქვის აჩქარება და ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მოლურჯო ფერი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
უმჯობესია ეს მედიკამენტი არ იყოს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამიტომ, პაციენტმა და ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ უკეთესია ორსულობისას თანდათან შეწყდეს მუტანის მიღება. თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება ასევე საჭიროდ ჩათვალოს, რომ პაციენტისთვის უკეთესია მუტანის მიღების გაგრძელება.
ორსულობის დასრულებამდე მუტანის მიიღების შემთხვევაში, შეიძლება საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი გაიზარდოს ჩვილის დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტს ჰქონდა სისხლდენის დარღვევები.
სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით გვიან დაორსულების შემთხვევაში ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა: გაღიზიანება, კანკალი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი, ძუძუს წოვის გაძნელება და ძილის დარღვევა.
ლაქტაცია
ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ამიტომ ძუძუთი კვება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ძუძუთი კვების გაგრძელების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანის უფრო დაბალი დოზა.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. ამან თეორიულად შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე. თუმცა, ადამიანის ნაყოფიერებაზე ზემოქმედება დღემდე არ დაფიქსირებულა.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ამ მედიკამენტმა შეიძლება შეაფერხოს რეაქციის უნარი და მანქანის მართვის უნარი.
მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეტყობინება ფლუოქსეტინით მკურნალობის დროს რეაქტიულობის დარღვევის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მექანიზმების ან მანქანის მართვა გამართლებულია მაშინ, თუ ქმედითუნარიანობის დაქვეითებას ადგილი არ აქვს.
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას
შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო
შემოგარსული ტაბლეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან
თავისუფალია“.
მიღების წესი
მოზრდილები
- დეპრესიები
რეკომენდებული დოზაა 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი)
დღეში. ექიმი ნიშნავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და
საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაზარდოთ, რათა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. შეიძლება მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დეპრესიისთვის წამლის მიღებას დაიწყებთ. ეს ნორმალურია, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის
განმავლობაში.
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
რეკომენდებული დოზაა 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
ექიმი ნიშნავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში არ არის მდგომარეობის
გაუმჯობესება, მუტანით მკურნალობა საფიქრებელია.
- კვებითი აშლილობა (ბულემია)
რეკომენდებული დოზაა 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
გამოყენება დეპრესიის მქონე 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში
- მკურნალობა უნდა დაიწყოს და კონტროლდებოდეს სპეციალისტის
მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ ფლუოქსეტინი დღეში. ერთიდან ორ
კვირამდე ექიმმა შეიძლება გაზარდოს ფლუოქსეტინის დოზა 20 მგ-მდე დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაიზარდოს, რათა ყველაზე დაბალი ეფექტური
დოზა იქნას მიღებული. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზა. ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ იქნება მკურნალობაზე ადეკვატური პასუხი. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გამოჯანმრთელება არ მიიღწევა, მკურნალობის კურსის გადახედვა ინდა მოხდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას მხოლოდ
განსაკუთრებული სიფრთხილით. ყოველდღიური დოზა ჩვეულებრივ არ უნდა
აღემატებოდეს 2 შემოგარსულ ტაბლეტს (40 მგ ფლუოქსეტინი). მაქსიმალური
რეკომენდებული დოზაა 3 შემოგარსული ტაბლეტი (60 მგ ფლუოქსეტინი)
დღეში.
ღვიძლის დარღვევის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება მუტანთან,
მკურნალი ექიმი განიხილავს უფრო დაბალ დოზას ან უფრო ხანგრძლივი
ინტერვალებით მიღებას (მაგ: 20 მგ ფლუოქსეტინი ყოველ მეორე დღეს).
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად. გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. მისი მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის გარეშე. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
გამოყენების ხანგრძლივობა
არ შეცვალოთ დანიშნული დოზა დამოუკიდებლად ან არ შეწყვიტოთ
მოულოდნელად ამ პრეპარატის გამოყენება (იხილეთ ქვემოთ „თუ შეწყვეტთ მუტანის მიღებას“).
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ ფიქრობთ, რომ წამალი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
საჭირო დოზაზე მეტი რაოდენოვბის მუტანის მიღებუსას, რეკომედებულია
- ძალიან ბევრი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას ან დაუყონებლივ აცნობოს ექიმს.
- თუ შესაძლებელია, პაციენტმა თან უნდა წაიღოს მუტანის შეფუთვა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულის არითმიიდან გულის გაჩერებამდე), ფილტვების ფუნქციის დარღვევა და ცნობიერების ცვლილებები, აგზნებიდან კომამდე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო რეკომენდაციები მოცემულია ამ
ინსტრუქციის ბოლოს.
დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დააავიწყდა დოზის მიღება, მეორე დღეს უნდა მიიღოს ჩვეული დოზა ჩვეულ დროს. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზრაურებლად.
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს მუტანის მიღება, ექიმთან შეთანხმების გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობს. მნიშვნელივანია, რომ გააგრძელოს წამლის მიღება.
მოხსნის სიმპტომები
მუტანის მიღების შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები (მოხსნის სიმპტომები): თავბრუსხვევა, ჩხვლეტა, ნემსისებურად; ძილის დარღვევა (ოცნებები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობა ან მღელვარება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შიშის გრძნობები; გულისრევა/ღებინება; კანკალი; თავის ტკივილი.
ადამიანის უმეტესობისთვის, მუტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად ქრება რამდენიმე კვირაში. მკურნალობის
შეწყვეტის შემდეგ დისკომფორტის შემთხვევაში უმჯობესია პაციენტმა მიმართოს ექიმს. ექიმის გადაწყვეტილება - ერთიდან ორ კვირის მანძილზე თანდათან მოხდეს დოზის შემცირება, ეხმარება პაციენტს მოხსნის სიმპტომების
შესაძლებლობის შემცირებაში.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებიშ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატით მკურნალობაც შეიძლება იწვევდეს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
- თუ პაციენტს ნებისმიერ დროს გაუჩნდება აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენებაზე ან მოკვლაზე, დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
- თუ პაციენტს აქვს გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი,
შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს
შემოგარსული ტაბლეტების მიღება ან აცნობოს ექიმს.
- თუ პაციენტი მოუსვენრად გრძნობს თავს და უჭირს ჯდომა ან დგომა, შეიძლება ჰქონდეს მოუსვენრობა (აკათიზია); მუტანის დოზის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება თავი იგრძნოს ცუდად, ასეთ შემთხვევებში უნდა მიმართოს ექიმს.
- პაციენტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ექიმს, კანი გაწითლების, კანის
სხვა რეაქციის განვითარების, კერძოდ, კანის აქერცვლისა ან ბუშტუკების შემთხვევაში. ეს ძალიან იშვიათია.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენებია (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- უძილობა;
- თავის ტკივილი;
- დიარეა;
- გულისრევა;
- დაღლილობა ან სისუსტე;
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა
- სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილია, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის აუხსნელი ცხელება, აჩქარებული სუნთქვით და გულისცემის გახშირებით, ოფლიანობა, კუნთების სიმტკიცე ან ტრემორი, დაბნეულობა, უკიდურესი აგზნება ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);
- სისუსტის, თავბრუსხვევის ან დაბნეულობის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში და იმ (ხანდაზმულ) პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს;
- ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია;
- გაღიზიანება და ექსტრემალური მღელვარება;
- გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი და არარეგულარული გულისცემა,
სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის არანორმალურ ფუნქციონირებაზე.
თუ პაციენტს რომელიმე ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენა გაუჩნდება, დაუყონებლივ უნდა აცნობოს ექიმს.
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს) გვერდითი მოვლენებია:
- მადის დაქვეითება, მადის დაკარგვა, წონის დაკლება;
- ნერვიულობა, შფოთვა, მოუსვენრობა, დაძაბულობის შეგრძნება, ყურადღების
მიქცევის პრობლემები;
- დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური პრობლემები (იმპოტენცია, ერექციული დისფუნქცია, მათ შორის სექსუალური აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე);
- უძილობა, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, დაღლილობა და ძილიანობა;
- თავბრუსხვევა;
- უკონტროლო რყევითი მოძრაობები;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- სწრაფი და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება;
- გემოვნების დარღვევა;
- საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება;
- პირის სიმშრალე;
- კანის სიწითლე;
- გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი;
- ძლიერი ოფლიანობა;
- სახსრების ტკივილი;
- ხშირი შარდვა;
- უმიზეზო ვაგინალური სისხლდენა;
- შემცივნება;
- კანკალი;
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე) გვერდითი მოვლენები:
- უჩვეულო შეგრძნება, სისუსტე, არანორმალური შეგრძნება;
- სიცხის ან სიცივის შეგრძნება;
- არანორმალურად ამაღლებული განწყობა;
- უცნაური აზროვნება;
- მეხსიერების დაქვეითება;
- სუიციდის ან საკუთარი თავის ზიანის მიყენების აზრები;
- სექსუალური დისფუნქცია, მათ შორის ორგაზმის პრობლემები, რომელიც ზოგჯერ გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც;
- ზედმეტად აქტიური ქცევა, მოძრაობის ან კოორდინაციის დარღვევა, დისბალანსი, კუნთების კანკალი;
- თვალის გუგების გადიდება (გაფართოება);
- ყურებში ხმაური;
- დაბალი წნევა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ყლაპვის გაძნელება;
- კბილების ჭრიალი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენა;
- თმის ცვენა;
- სისხლჩაქცევების მომატებული ტენდენცია;
- ცივი ოფლი;
- შარდვის გაძნელება;
ძალიან იშვიათად (შეიძლება გავლენა იქონიოს 1.000-დან 1 ადამიანზე) გვერდითი მოვლენებია:
- სისხლში მარილის დაბალი დონე;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზრდის სისხლდენის ან
სისხლჩაქცევების რისკს), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
- იმუნური სისტემის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია, შრატისმიერი დაავადება);
- ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, რომელიც ეხმარება შარდს კონცენტრირებაში;
- ამაღლებული განწყობა და ენერგიის მომატება, ჰალუცინაციები, აგზნებადობა,
პანიკური შეტევები, დაბნეულობა, აგრესიულობა;
- გულის არითმიები;
- კრუნჩხვები, გადაადგილების შეზღუდვა, ღეჭვისა და ყლაპვის უმიზეზო მოძრაობები;
- სიმპტომების ერთობლიობა, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მომატებული პულსი,
ოფლიანობა, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების კრუნჩხები, რომელიც თუ მწვავეა შეიძლება იყოს ფატალური (სეროტონინის სინდრომი);
- კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება, კანის ან
ლორწოვანი გარსის მცირე ლაქოვანი ან მკვეთრი სისხლდენა, მზის სხივებისადმი
მგრძნობელობა, კანის ანთებითი დაავადებების სწრაფი დაწყება (ერითემა,
მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკული ეპიდერმული
ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი));
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), სისხლძარღვების გაფართოება;
- ღვიძლის ანთება;
- ტკივილი საყლაპავში;
- ყელის ტკივილი;
- ფილტვების პრობლემები (ქოშინი);
- კუნთების ტკივილი;
- შარდსასქესო ფუნქციის დარღვევები;
- სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოჟონვა, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება;
- მუდმივი მტკივნეული ერექცია;
- ღვიძლის ფუნქციის მომატება;
უცნობი (სიხშირე ხელმისაწვდომობის მიხედვით, მონაცემების შეფასება შეუძლებელია) გვერდითი მოვლენებია:
- ხელებისა და ფეხების სისხლძარღვთა დაავადება (ერითრომელალგია);
- მშობიარობიდან მალევე საშოდან მძიმე სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი
სისხლდენა), (იხ. ნაწილი 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“)
ამ გვერდითი ეფექტების უმეტესობა მოსალოდნელია მანამ, სანამ პაციენტი განაგრძობს ამ მედიკამენტის მიღებას.
მოტეხილობის რისკი
ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე)
გარდა ზემოთ მოცემული შესაძლო გვერდითი მოვლენებისა, მუტანმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სექსუალური განვითარება. სუიციდური ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობა ან თავის მოკვლის აზრები), მტრობა, მანიაკური ქცევები და ცხვირიდან სისხლდენა ხშირად აღინიშნება ბავშვებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ პაციენტი რაიმე გვერდით მოვლენას შეამჩნევს, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც მოცემული არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტებს შეუძლიათ დაეხმარონ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
ინფორმაცია ჯანდაცვის პერსონალისთვის
სიმპტომები
მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია. დოზის გადაჭარბების სიმპტომი მოიცავს გულისრევას, ღებინებას, კრუნჩხვებს, გულ-სისხლძარღვთა ანომალიებს, ასიმპტომური არითმიებიდან (კვანძოვანი არითმიების და პარკუჭოვანი არითმიების ჩათვლით) ან ეკგ ცვლილებები, რომლებიც მიუთითებენ QTc-ის ხანგრძლივობაზე, გულის უკმარისობას (ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), ფილტვის უკმარისობას და ცენტრალური ნერვული სიმპტომებს, აგზნებიდან კომამდე.
მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბებით სიკვდილი ძალიან იშვიათია.
თერაპია
ზოგად სიმპტომურ და დამხმარე ღონისძიებებთან ერთად რეკომენდებულია გულისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, ან გაცვლითი ტრანსფუზია ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარგებელს მოიტანს. გააქტივებული ნახშირი, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სორბიტოლთან ერთად, სავარაუდოდ ისეთივე ან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ღებინება ან კუჭის ამორეცხვა.
დოზის გადაჭარბების მკურნალობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე წამლის ჩართულობა. თუ პაციენტი იღებს ანტიდეპრესანტებს და ერთდროულად იღებს ფლუოქსეტინს ან ცოტა ხნის წინ მიიღო იგი, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო მონიტორინგი დიდი ხნის განმავლობაში.
შენახვის წესი
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ
ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ
დაეხმარებით გარემოს დაცვას.
ფორმა და შეფუთვა
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
შეფუთვის ტიპი: ბლისტერი.
20 მგ-იანი გარსით დაფარული 14 და 28 ტაბლეტი. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი. ავსტრია.