კანეფრონი უნო #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კანეფრონუნო
შემოგარსული ტაბლეტები
აქტიური სუბსტანცია: ასისთავას ბალახი; ცისკარას ფესვი; როზმარინის ფოთოლი
გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან
მედიკამენტისგამოყენებამდეყურადღებითწაიკითხეთმთელიესინსტრუქცია, რადგანისშეიცავსთქვენთვისმნიშვნელოვანინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გჭრიდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენ ფარმაცევტს.
თუ თავი იჩინა რაიმე გვერდითმა მოვლენამ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გაესაუბრეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ ან გაუარესდებათ მდგომარეობა.
რასშეიცავსწინამდებარეინსტუქცია:
1. რა არის კანეფრონ უნო და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ კანეფრონ უნოს მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ კანეფრონ უნო
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ კანეფრონ უნო
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კანეფრონუნო დარისთვისგამოიყენებაის
კანეფრონ უნო არის ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება
დამხმარე მკურნალობისთვის და როგორც დამხმარე საშუალება სპეციფიური ზომების მიმართ მსუბუქი ჩივილების შემთხვევაში (როგორიცაა ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს და შარდვის მომატებული სურვილი) გამოწვეული საშარდე გზების ანთებითი დაავადებებით;
საშარდე გზების გამორეცხვისთვის, თირკმლის კენჭების დეპონირების შესამცირებლად.
პროდუქტი არის ტრადიციული მცენარეული წამალი სპეციფიკური ჩვენებებისთვის, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებაზე.
მომხმარებელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ან კვალიფიციურ სამედიცინო პრაქტიკოსთან, თუ სიმპტომები შენარჩუნებულია სამკურნალო პროდუქტის გამოყენების დროს ან თუ განვითარდება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული შეფუთვის ჩანართში.
2. რაუნდაიცოდეთ კანეფრონუნოს მიღებამდე
არგამოიყენოთ კანეფრონუნო:
თუ ალერგიული ხართ პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან Apiaceae-ს ოჯახის სხვა მცენარის მიმართ (ქოლგოსანთა ოჯახი, მაგ. ანისი, კამა), ანეთოლის (ეთერზეთების კომპონენტი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია 6 ნაწილში).
თუ გაქვთ პეპტიური წყლული.
გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის გამო შეშუპების შემთხვევაში და/ან თუ ექიმის მიერ იყო რეკომენდებული სითხის შემცირებული მიღება.
გაფრთხილება დასიფრთხილისზომები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება მუდმივი ცხელება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სპაზმი, სისხლი შარდში, შარდვის დარღვევა და შარდის მწვავე შეკავება.
ბავშვები
ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის საკმარისი მონაცემები. ბავშვებში საშარდე გზებზე მოქმედი დარღვევები საჭიროებს სამედიცინო დახმარებას (მათ უნდა დაუსვან დიაგნოზი, მკურნალობა და მეთვალყურეობა ექიმის მიერ). ამიტომ კანეფრონ უნო არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვამედიკამენტებიდა კანეფრონუნო
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით/იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღემდე არ არის ცნობილი. კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობადაძუძუთიკვებადა ნაყოფიერება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ შვილის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კანეფრონ უნოს გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს ორსულობის დროს, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
უცნობია გამოიყოფა თუ არა კანეფრონ უნო ან მისი აქტიური ნივთიერებები/მეტაბოლიტები ადამიანის რძეში. კანეფრონ უნო არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
არ არსებობს მონაცემები ადამიანების ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ.
მანქანისმართვადადანადგარებისგამოყენება
არ ჩატარებულა კვლევები კანეფრონ უნოსთან სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ
კანეფრონუნოშეიცავსშაქარსგლუკოზას, საქაროზასდალაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დიაბეტითდაავადებულთასაყურადღებოდ:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს საშუალოდ 0,3 გ ნახშირწყლებს.
3. როგორუნდამიიღოთ კანეფრონუნო
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებულიდოზაა:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები
კანეფრონ უნო არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ არის საკმარისი მონაცემები თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის სპეციფიკური რეკომენდაციებისთვის.
მიღებისწესი:
კანეფრონ უნოს ერთჯერადი დოზა უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ (დილა, შუადღე, საღამო).
კანეფრონ უნო გადაიყლაპება მთლიანად (დაღეჭვის გარეშე) და უმჯობესია მიიღოთ სითხესთან ერთად მაგ. ჭიქა წყალთან ერთად.
მკურნალობის ფაზაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება ხელს უწყობს თერაპიას.
თუ სიმპტომები გამწვავდება ან 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან კვალიფიცირებულ ჯანდაცვის სპეციალისტს. თვითმკურნალობისას პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუთქვენმიიღეთ იმაზემეტკანეფრონუნო, ვიდრესაჭიროა
თუ მიიღეთ კანეფრონ უნოს საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი მიიღებს ყველა საჭირო ზომას. შესაძლოა, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები უფრო ინტენსიური იყოს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები დღემდე არ დაფიქსირებულა.
თუდაგავიწყდათკანეფრონუნოსმიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
4. შესაძლოგვერდითიმოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად კანეფრონ უნოც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არ ვლინდება ყველა შემთხვევაში.
ხშირი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგ. გულისრევა, ღებინება, დიარეა).
უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია შეაფასოს სიმძიმე და გადაწყვიტოს შემდგომი ზომები, რაც შეიძლება საჭირო გახდეს.
ინფორმაციისმიწოდებაგვერდითმოვლენებზე
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
5. როგორ უნდაშეინახოთ კანეფრონუნო
არ შეინახოთ 30 ° C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთბავშვებისათვისმიუწვდომელადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე (ბლისტერზე). ვარგისიანობის ვადა ეხება მითიეთებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამალი გამდინარე წყალში (მაგალითად ტალეტის ან ნიჟარის მეშვეობით) ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვისშემადგენლობადასხვაინფორმაცია
რას შეიცავს კანეფრონ უნო
აქტიური სუბსტანციებია:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
Centaurium erythraea Rafn s.l., ბალახი (ასისთავას ბალახი) 36 მგ; Levisticum officinale Koch., ფესვი (ცისკარას ფესვი) 36 მგ; Rosmarinus officinalis L., ფოთოლი (როზმარინის ფოთოლი) 36 მგ
სხვა შემადგენელი ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული]; სიმინდის სახამებელი; პოვიდონი K 25; კოლოიდური უწყლო სილიციუმი
გარსი:კალციუმის კარბონატი; ხელუხლებელი აბუსალათინის ზეთი; რკინის (III) ოქსიდი (E172); სიმინდის სახამებელი; დექსტრინი (სიმინდის სახამებლისგან); სპრეით გამხმარი გლუკოზის სიროფი; მონტანგლიკოლის ცვილი; პოვიდონი K 30; საქაროზა; შელაკი (ცვილის გარეშე ტალკი); რიბოფლავინი (E101); ტიტანის დიოქსიდი (E171);
როგორგამოიყურებაკანეფრონუნოდაშეფუთვისშემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი გლუვი ზედაპირით. შემოგარსული ტაბლეტის დიამეტრია 10,2-10,6 მმ, რომელიც მოთავსებულია 30, 60 და 90 შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში.
შესაძლოა ბაზარზე არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა ხელმისაწვდომი.
გაცემისწესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე










