ელიდელი 1% 30გ კრემი(თურქ)

ელიდელი 1% 30გ კრემი(თურქ)

42.55 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: მედა ფარმაცევტიკალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პიმეკროლიმუსი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97646
გააზიარე:

MEDA გამოყენების ინსტრუქცია

ელიდელი R 1% კრემი

განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის

  • · მოქმედი ნივთიერება: კრემის თითოეული გრამი 10 მგ პიმეკროლიმუსს შეიცავს
  • · დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ცეტოსტეარილის სულფატი, მონო- და დი-გლიცერიდი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, ოლეილის სპირტი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, გამოხდილი წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

• აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

• დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

• აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

• აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

• წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ელიდელი?

2. ელიდელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ელიდელი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ელიდელის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ელიდელი ?

ელიდელის 1% კრემი, მოთეთრო ფერის, უსუნო კრემია, რომელიც ლაქას არ ტოვებს და კანზე ადვილად გადანაწილდება. ერთი გრამი ელიდელი, 10 მგ მოქმედ ნივთიერებას (პიმეკროლიმუსს) შეიცავს.ანდა

ელიდელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 გრამიან ტუბებში.

ელიდელი, ტოპიკალური (ადგილობრივი) მოქმედების კრემია, რომელიც კალცინევრინის ინჰიბიტორების სახელით წოდებული წამლის ჯგუფში შედის, პრეპარატი სტეროიდს (კორტიზონი და მსგავსი ნივთიერებები) არ შეიცავს. ელიდელი, ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერების-კალცინევრინის მოქმედებას თრგუნავს და კანზე ზედაპირული გამოყენებით, კანის ანთებით პროცესს მკურნალობს. ელიდელი, კანის ანთების და ეგზემისთვის დამახასიათებელი სიწითლის და ქავილის გამომწვევ კანის უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენს.

ელიდელი, გამოიყენება 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში კანის ეგზემის (ატოპიური დერმატიტი) ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ. დაავადების ადრეული ნიშნების და სიმპტომების მკურნალობის მიზნით გამოყენებისას, დაავადების პროგრესირებას და გამწვავებას ხელს უშლის, ეს კი გამწვავების გარეშე პერიოდების უფრო მეტად გახანგრძლივებას უზურნველყოფს.

2. ელიდელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტოპიკალური (ზედაპირული) კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. იმის მიუხედავად, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არის დადასტურებული, ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების (ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი, კალცინევრინის სახელით წოდებული ნივთიერების დათრგუნვით, კანის ანთებად ზედაპირზე გარეგანი გამოყენების წამლის ჯგუფი) მომხმარებელი ავადმყოფებში, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდება კანის სიმსივნეების და ლიმფომის (სხეულის დამცველობითი სისტემის ერთი ნაწილის-ლიმფური ჯირკვლების სახელით წოდებული ქსოვილების ავთვისებიანი დაავადება) მსგავსი სიმსივნეების განვითარება. ამიტომ, ელიდელის ჩათვლით, კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივ ადგილობრივ გამოყენებას ყველა ასაკობრივ ჯჯგუფში მოერიდეთ. ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისთვის არ არის ნაჩვენები.

ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ,

  • · პიმეკროლიმუსის ანდა ელიდელის შემადგენელი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, პრეპარატი არ გამოიყენოთ.

ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

  • · კანის რომელიმე დაავადება გაქვთ.
  • · ნეტერტონის სინდრომი (კანის გენეტიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა, გამოშრობა, ბეწვის სტრუქტურის დარღვევა) ანდა გავრცელებული ერითროდერმიის (კანის ზედაპირზე სიწითლე ჩირქოვანი ანთებით) სახელით წოდებული კანის დაავადება გაქვთ- თუ, აღნიშნული დაავადება გაქვთ, ექიმს დავადების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული უნდა ჰქონდეს.
  • · თუ, გითხრეს, რომ დასუსტებული იმუნური სისტემა გაქვთ.
  • · თუ, ელიდელით მკურნალობის დროს ლიმფური ჯირკვლების შესივება გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
  • · ელიდელი, ხანგრძლივი დროით უწყვეტად არ გამოიყენოთ, რადგანაც ელიდელის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
  • · იშვიათ შემთხვევებში, ელიდელის ჩათვლით, სხვა ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორებით (წამლის ჯგუფი, რომელიც კანის ზედაპირზე გამოყენებით ანთებით პროცესის სამკურნალოდ გამოიყენება, წამლის ეფექტი ანთებითი პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი კალცინევრინის დათრგუნვით ვლინდება) მკურნალობისას ავადმყოფებში სიმსივნის (მაგ. კანის ანდა ლიმფომა) განვითარება ვლინდება. აღნიშნული ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების გამოყენებისას, მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
  • · ელიდელი, კანის სიმსივნის ალბათობის მქონე მონაკვეთებსა ანდა წარსულში გადატანილი სიმსივნის ლოკალურ მიდამოებში (კანის გარკვეული ნაწილები) არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
  • · ელიდელი, ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციის (მაგალითად: ჰერპესი) მიდამოებში არ გამოიყენოთ. კანზე ინფექციის განვითარების შემთხვევაში, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს, უპირველესად საჭიროა ინფექციის მკურნალობა.
  • · კანის, ხელოვნური ანდა ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. (აღნიშნული მოიცავს მზის ლამპებს, სოლარიუმს და ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას). თუ, ელიდელის კანზე გამოყენების შემდეგ ღია ცის ქვეშ დროს ატარებთ, მზის სხივებისგან დაცვის მიზნით მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ და მზისგან დამცავი თავისუფალი ტანისამოსი ატარეთ. ელიდელით მკურნალობის დროს, მზის სხივების ზემოქმედებას მოერიდეთ, თუნდაც კრემი არ გქონდეთ გამოყენებული. გარდა ამისა, მზისგან დაცვის მიზნით სხვა მეთოდების შესახებ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
  • · ელიდელი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პირის ღრუში, ცხვირის ღრუში და თვალის არეში არ გამოიყენოთ. თუ, შემთხვევით, აღნიშნულ მიდამოებში კრემის კონტაქტი დაფიქსირდება, კრემი მაქსიმალურად მოცილებული და სუფთა წყლით ჩამობანილი უნდა იქნას. წამლის გადაყლაპვის ანდა შემთხვევვით პირის ღრუში მოხვედრისგან თავიდან აცილებისთვის (მაგ, ხელის ზედაპირზე გამოყენებისას), სიფრთხილე გამოიჩინეთ.
  • · ელიდელი, შეიცავს ზოგიერთ ისეთ ნივთიერებას (მაგ.ცეტილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, სტეარილის სპირტი), რომელმაც შეიძლება კანის ლოკალური რეაქციები ანდა გაღიზიანება გამოიწვიოს. ელიდელის გამოყენებისას, კანის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება მსუბუქი და გარდამავალი რეაქციები (მაგ. სიმხურვალე და/ ანდა წვის შეგრძნება) ანდა კანის გაღიზიანება (მაგ. ქავილი და სიწითლე) გამოიწვიოს. თუ, მსგავსი ნიშნები გამოვლინდება და გამწვავედება, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
  • · ელიდელის შემადგენლობაში სპირტის არსებობის გამო, კანის დაზიანებულ ნაწილებში(იარებზე) შეიძლება გამაღიანებელი ეფექტი გამოვლინდეს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ელიდელის გამოყენება საკვებთან სასმელთან ერთად

ელიდელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგ.

ორსულობა :

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ელიდელით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება - ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ელიდელის და სხვა ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვზე ძუძუთი კვების პერიოდში, ელიდელი, მკერდის მიდამოში არ გამოიყენოთ.

ელიდელის კანის ზედაპირზე გამოყენების შემდეგ, მოქმედი ნივთიერების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ელიდელის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება უცნობია.

ელიდელის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :

ელიდელი, ცეტილის სპირტის და სტეარილის სპირტის სახელით წოდებულ ნივთიერებებს შეიცავს. ეს ნივთიერებები, კანის ლოკალური გაღიზიანების (მაგ.დერმატიტის სახელით წოდებული კანის დაავადება) მიზეზი შეიძლება გახდეს.

ელიდელი, პროპილენ გლიკოლის სახელით წოდებულ ნივთიერებას შეიცავს. აღნიშნულმა ნივთიერებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ახლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ, აცრის მიდამოში კანზე არსებული სიწითლის და/ ანდა შესივების ალაგებამდე ელიდელი არ გამოიყენოთ.

ელიდელი, კანზე შერჩევით ეფექტს ავლენს, ამიტომ წამლის მცირე ნაწილი სისხლის მიმოქცევაში ხვდება (სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ძირითადად აქ ხდება). ამიტომ, ელიდელსა და პირის გზით მიღებულ წამლებს შორის დაბალი ურთიერთქმედების ალბათობა არსებობს.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ელიდელი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

ელიდელის გამოყენების დროს, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ. თუ, შეკითხვევბი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელიდელის გამოყენება შესაძლებელია თავის, სახის, კისრის და კანის ნაკეცების მიდამოებში, მთლიანად კანის ზედაპირზე. ელიდელი, კანის მხოლოდ ეგზემით დაზიანებულ მონაკვეთებში გამოიყენეთ.

თუ, ელიდელით მკურნალობის შემდეგ ეგზემის სიმპტომები კვლავ განვითარდება, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

კრემი, დილით და საღამოს, დღეში ორჯერ უნდა იქნას გამოყენებული. ელიდელის კანის ზედაპიზე გამოყენებისთანავე შეიძლება დამატენიანებელი კრემის (კანის დამარბილებელი) გამოყენება. თუ, აბაზანა ანდა შხაპი მიიღეთ, დამატენიანებელი (კანის დამარბილებელი) კრემი ელიდელის გამოყენებამდე წაიცხეთ.

თუ, 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ზოგჯერ, კანის სხვა დაავადება ეგზემაში ეშლებათ.

კრემი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის შესაბამისად გამოიყენეთ.

ეგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას, ელიდელის გამოყენება დაავადების სიმპტომების და ნიშნების (ქავილი, სიწითლე) პირველი შემჩნევისას დაიწყეთ. აღნიშნული, დაავადების გართულებას და გამწვავევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ელიდელი, დაავადების სიმპტომების და ნიშნების გამოვლინების განმავლობაში გამოიყენეთ. თუ, დაავადების სიმპტომები და ნიშნები კვლავ გამოვლინდება, მკურნალობა განმეორებით უნდა დაიწყოთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კრემი, ქვემოთ მოცემული ფორმით გამოიყენეთ:

  • · ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.
  • · კრემის ტუბი გახსენით (კრემის პირველად გამოყენებამდე, ტუბის სახურავის საპირისპირო მხარეს არსებული ბასრი ნაწილით გახვრიტეთ).
  • · კრემის გარკვეული მასა თითით აიღეთ.
  • · ელიდელი, თხელი ფენის სახით, კანის დაავადებული ნაწილში სრულად წაიცხეთ.
  • · კრემი, დაზიანებული კანის მონაკვეთში მსუბუქად დაიზილეთ, შეწოვამდე.
  • · ტუბის სახურავი დაახურეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში (2-11 წელი) და მოზარდებში (12-17 წელი) კრემის დოზირება, ზრდასრულთა დოზირების ანალოგიურია.

ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ეგზემა, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში იშვიათად ვლინდება. 65 წლის ანდა მეტი ასაკის პირებში ელიდელის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზების რეგულირება საჭირო არ არის.

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებები გაითალისწინეთ.

ექიმი, ელიდელით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ელიდელით მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.

თუ, ფიქრობთ, რომ ელიდელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:

თუ, შემთხვევვით კანზე რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით კრემს გამოიყენებთ, კრემის მოცილება საკმარისია, აღნიშნულს თქვენზე მავნე ზემოქმედება არ ექნება.

თუ, შემთხვევით თქვენ ანდა სხვა ელიდელის კრემს გადაყლაპავს, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, ელიდელის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კრემის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, უმოკლეს დროში კრემი დაზიანებული კანის არეში გამოიყენეთ, შემდეგი დოზების გამოყენება ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

მოვლენები, რომელიც ელიდელით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ელიდელით მკურნალობის შეჩერება, დაავადების გამწვავებას და გაუარესებას გამოიწვევს.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ელიდელით მკურნალობა არ შეაჩეროთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ელიდელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ელიდელის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

  • · შეშუპება და ტკივილი, კანზე გამონაყარი ანდა ურტიკარია (ალერგიული რეაქციის ნიშნები).
  • · უეცრად განვიტარებული ხიხინი და მკერდის არეში ტკივილი ანდა სუნთქვის გაძნელება, თვალის ქუთუთოების, სახის ანდა ტუჩების შესივება (ანაფილაქსიური რეაქციის სახელით წოდებული სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები).

ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ელიდელის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.

ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან გავრცელებული (≥ 1/10); გავრცელებული (≥1/100 -დან ≤1/10); ნაკლებად გავრცელებული (≥1/1.000 -დან ≤1/100); იშვიათი (≥1/10.000 -დან ≤1/1.000); ძალიან იშვიათი (≤1/10.000); უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია).

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

  • · იშვიათ შემთხვევებში, ელიდელით მკურნალობის დროს ავადმყოფებში დაფიქსირებულია სიმსივნის (მაგალითად, კანის ანდა ლიმფომა) გამოვლინება. თუმცა, ელიდელით მკურნალობასთან მიზეზობრივი კავშირი არ დადასტურებულა.

ყველა აღნიშნული, სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთთან ვლინდება):

  • · კრემის გამოყენების ადგილას სიმხურვალე და/ანდა წვის შეგრძნება

გავრცეელბული (10 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):

  • · კრემის გამოყენების ადგილას გაღიზიანება, ქავილი და სიმხურვალე
  • · კანის ინფექციები (მაგალითად, ბეწვის ფესვების ანთება)

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):

  • · მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობის გაუარესება
  • · ბაქტერიებით გამოწვეული (იმპეტიგო: კანიდან გამონადენის, ქერქების განვითრების გამომწვევი კანის გადამდები დაავადება) და ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციები (მეჭეჭები და მსგავსი გადამდები კანის დაავადება- კონტაგიოზური მოლუსკი)
  • · მარტივი ჰერპესის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული დაზიანება და ანთებითი პროცესი (ჰერპესული ეგზემა)
  • · კანის გამონაყარი, ტკივილი, გამოყენების ადგილას ჩხვლეტის შეგრძნება, მსუბუქი აქერცვლა, სიმშრალე და შეშუპება
  • · მეჭეჭები
  • · ბეწვის ფესვების და ირგვლივი ქსოვილების ინფექცია

იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):

  • · ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახის სიმხურვალე ანდა კანის გაღიზიანება (მაგალითად; გამონაყარი, წვა, ქავილი ანდა შეშუპება)
  • · კანის ფერის ცვლილება (ირგვლივ მდებარე კანისგან უფრო მუქი ანდა უფრო ღია ფერით შეცვლა)

ყველა აღნიშნული, ელიდელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. ელიდელის შენახვა

ელიდელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ, <250C ოთახის ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ.

ტუბის სახურავი, მჭიდროდ მორგებული სახით შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიდელი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ელიდელი არ გამოიყენოთ.

ტუბი, გახსნის შემდეგ 1 წლის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. მედა ფარმა ილაჩ სან ვე თიჯ

ორთაქოი/ბეშიქთაში/ სტამბოლი

წარმოების ადგილი: Meda Manufacturing Merignac Cedex/ საფრანგეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 16.01.2012-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი