ატენტო 20მგ/5მგ #28ტ

ატენტო 20მგ/5მგ #28ტ

25.08 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბერლინ-ხემი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოლმესარტანი,ამლოდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97631
გააზიარე:

 ატენტო 20/5

 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი

ჩანართის შინაარსი:

1.    რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო და რისთვის გამოიყენება

2.    რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტოს მიღებამდე

3.    როგორ მიიღება პრეპარატი ატენტო

4.    შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.    პრეპარატ ატენტოს შენახვის პირობები

6.    შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ატენტო შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს და ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). ამ ორი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.

  • ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით

„ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.

  • ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი ხელს უშლის სისხლძარღვების კედელში

კალციუმის შეღწევას, რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას, შედეგად კი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

ორივე ნივთიერების მოქმედება ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ხელს უწყობს მათ მოდუნებას და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

პრეპარატი ატენტო გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების მიღწევა ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალ-ცალკე მიღებით.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტოს მიღებამდე პრეპარატი ატენტო უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან კალციუმის

არხების ბლოკერების გარკვეული ჯგუფის პრეპარატების, დიჰიდროპირიდინების, ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6). თუ      ფიქრობთ,       რომ       გაქვთ      ალერგია,       პრეპარატ      ატენტოს      მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (რეკომენდებული არ არის პრეპარატ ატენტოს მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხ. პარაგრაფი

„ორსულობა და ძუძუთი კვება“).

  • თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასევე, თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს ალისკირენის შემცველობით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება).
  • თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
    • თუ გაქვთ ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდება შემდეგი სიმპტომების არსებობით: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა (შოკი, კარდიოგენული შოკის ჩათვლით). კარდიოგენული შოკი წარმოადგენს შოკურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ.
    • გულიდან სისხლის გადინების შეფერხების დროს (მაგალითად, აორტის შევიწროების დროს (აორტის სტენოზი)).
    • გულის წუთმოცულობის შემცირებისას (შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან პერიფერიული შეშუპებით) გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ატენტოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, უნდა მიმართოთ ექიმს:

  • აგფ     ინჰიბიტორები     (მაგალითად,     ენალაპრილი,     ლიზინოპრილი,     რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები, გამოწვეული დიაბეტით;
    • ალისკირენი.

მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის კონტროლი.

ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფში „პრეპარატ ატენტოს მიღება არ შეიძლება“.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ მითითებულიდან ნებისმიერი დაავადება:

  • თირკმელების დაავადებები ან თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა.
  • ღვიძლის დაავადებები.
  • გულის უკმარისობა ან დარღვევები გულის სარქველების ან გულის კუნთის მხრივ;
  • მძიმე ღებინება, ფაღარათი, მკურნალობა „შარდმდენი საშუალებების“ (დიურეზულები) მაღალი დოზებით, ან იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.
    • სისხლში კალიუმის გაზრდილი დონე.
    • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელების თავზე განთავსებული შიდა სეკრეციის ჯირკვლები).

მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ხანგრძლივი, მძიმე ფაღარათი, რომელიც იწვევს წონის მნიშვნელოვან კარგვას. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება, მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი.

როგორც არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, გულის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ძლიერმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (ინფარქტი) ან ინსულტი. ასეთ შემთხვევებში, მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს თქვენი არტერიული წნევა.

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. პრეპარატ ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ასევე, მისი მიღება არ შეიძლება სამი თვიდან ორსულობისას, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ატენტო

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:

  • არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ერთდროულად გამოყენებისას

პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

შეიძლება    საჭირო    გახდეს    მკურნალი    ექიმის    მიერ    დოზის    კორექცია    ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღება:

თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში

„პრეპარატი ატენტო უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”).

  • კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები,

„შარდმდენი საშუალებები“ (დიურეზულები)  ან  ჰეპარინი  (სისხლის  გასათხელებლად და კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის). ამ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ ატენტოს კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება.

  • თუ იღებთ ლითიუმს (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერთი

ტიპის დეპრესიის დროს), პრეპარატ ატენტოსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება. თუ დაგენიშნათ ლითიუმის პრეპარატი, მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.

  • არასტეროიდული                 ანთების             საწინააღმდეგო                   საშუალებების                 (აასს,       სამკურნალო

საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტის დროს) პრეპარატ ატენტოსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება შესუსტდეს აასს-ის მიღებისას.

  • კოლესეველამის   ჰიდროქლორიდი,   სამკურნალო   საშუალება,   რომელიც   აქვეითებს

სისხლში    ქოლესტერინის    დონეს,    ვინაიდან    შესაძლებელია    პრეპარატ    ატენტოს

მოქმედების შესუსტება. მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ, შეწყვიტოთ პრეპარატ ატენტოს მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.

  • ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან

პრეპარატ ატენტოს მოქმედება შეიძლება მცირედით შესუსტდეს.

  • პრეპარატები,    რომლებიც    გამოიყენება    აივ/შიდსის    სამკურნალოდ    (მაგალითად, რიტონავირი,  ინდინავირი,  ნელფინავირი)  ან  სოკოვანი  ინფექციების  სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი).
  • დილთიაზემი,   ვერაპამილი   (სამკურნალო    საშუალებები,    რომლებიც    გამოიყენება გულის რიტმის დარღვევებისას და მომატებული არტერიული წნევის დროს).
  • რიფამპიცინი,    ერითრომიცინი,   კლარითრომიცინი    (ანტიბიოტიკები),    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.
  • კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება.
    • დანტროლენი     (ინფუზია,      რომელიც      გამოიყენება      სხეულის      ტემპერატურის რეგულაციის მძიმე დარღვევების დროს).
    • სიმვასტატინი,    პრეპარატი,    რომელიც    ამცირებს    სისხლში    ქოლესტერინისა    და ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონეს.
    • ტაკროლიმუსი,  სიროლიმუსი,  ტემსიროლიმუსი,  ევეროლიმუსი  და  ციკლოსპორინი, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის კონტროლისთვის, გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

პრეპარატ ატენტოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ ატენტოს მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.

თუ იღებთ პრეპარატ ატენტოს, არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი. იმის გამო, რომ გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი ხელს უწყობს სისხლში მოქმედი ნივთიერების ამლოდიპინის შემცველობის გაზრდას, ეს შეიძლება იწვევდეს პრეპარატ ატენტოს ჰიპოტენზიური მოქმედების არაპროგნოზირებულ გაძლიერებას.

ხანდაზმული პაციენტები

თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა პრეპარატის ნებისმიერი დოზით გაზრდის შემთხვევაში.

შავკანიანი პაციენტები

როგორც სხვა ანალოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შავკანიან პაციენტებში პრეპარატ ატენტოს გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ ატენტოს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ ატენტოს ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.

პრეპარატ ატენტოთი მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს. ცნობილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. რეკომენდებული არ არის ატენტოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების შემთხვევაში, და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ძილიანობას, გულისრევას ან თავის ტკივილს. ამ შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა სიმპტომების გაქრობამდე. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს

1    მმოლზე    (23    მგ)    ნაკლებ    ნატრიუმს,    შეიძლება    ჩავთვალოთ,    რომ    პრეპარატი

„პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.

3. როგორ მიიღება პრეპარატი ატენტო

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პრეპარატ ატენტოს რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.
  • მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტებს არ უნდა მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი.

თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ატენტოს საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ატენტოს მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით, ჩვეულებრივ, მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტოს მიღება

მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ პრეპარატ ატენტოს მიღება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას.

თუ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი ხასიათის და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.

მიუხედავად  იმისა,  რომ  შემდეგი  ორი  გვერდითი  მოქმედება  არ  გვხვდება  ხშირად,  ის შეიძლება იყოს სერიოზული:

პრეპარატ ატენტოთი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულზე და ვლინდება სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების)   შეშუპებით   და   თან   ახლავს   ქავილი   და   გამონაყარი.   აღნიშნული  რეაქციის გამოვლენის   შემთხვევაში   დაუყოვნებლივ   შეწყვიტეთ   პრეპარატ   ატენტოს   მიღება   და მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატ ატენტოს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის ძალიან გამოხატული დაქვეითება ამ რეაქციის მიმართ მგრძნობიარე პირებში, ან ალერგიული რეაქციის შედეგად. ეს შეიძლება იწვევდეს გულის წასვლის მძიმე წინა მდგომარეობას ან გულის წასვლას.  ასეთი  რეაქციის  გამოვლენის  შემთხვევაში  დაუყოვნებლივ  შეწყვიტეთ  პრეპარატ ატენტოს    მიღება,    შეატყობინეთ    მკურნალ    ექიმს    და    მიიღეთ    ჰორიზონტალური მდგომარეობა.

პრეპარატ ატენტოს სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კოჭების, ტერფების, ფეხების, ხელის მტევნების ან ხელების შეშუპება, დაღლილობა.

ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავბრუსხვევა ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; ძალის დაკარგვა; ხელის მტევნებში ან ფეხის ტერფებში ჩხვლეტა ან დაბუჟება; ვერტიგო; გულისცემის შეგრძნება; გახშირებული გულისცემა; არტერიული წნევის დაქვეითება ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა; სუნთქვის გაძნელება; ხველა; გულისრევა; ღებინება; საჭმლის მონელების დარღვევა; ფაღარათი;

ყაბზობა; სიმშრალე პირის ღრუში; ტკივილი მუცლის ზედა არეში; კანზე გამონაყარი; კრუნჩხვა; ტკივილი ხელებსა და ფეხებში; ტკივილი ზურგის არეში; გახშირებული შარდვა; სქესობრივი აქტივობის დაქვეითება; ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა; სისუსტე

ასევე აღინიშნა სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები, რაც ითვალისწინებს შემდეგს:

სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება ან შემცირება, სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება (გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონე).

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ; გულის წასვლა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების შეგრძნება; კანის ზედაპირზე ამოწეული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); სახის შეშუპება.

გვერდითი     მოქმედება,     რომელიც     ცნობილია     ოლმესარტანის     მედოქსომილის     ან ამლოდიპინის  ცალ-ცალკე  გამოყენებისას,  მაგრამ  არ  არის  ცნობილი  პრეპარატ  ატენტოს გამოყენებისას ან მისი გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალია:

ოლმესარტანის მედოქსომილი

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ბრონქიტი; ყელის ტკივილი; სურდო ან ცხვირის „გაჭედვა“; ხველა; ტკივილი მუცლის არეში; კუჭის გრიპი; ფაღარათი; საჭმლის მონელების დარღვევა; გულისრევა; სახსრების ან ძვლების    ტკივილი;    ტკივილი    ზურგის    არეში;    სისხლი    შარდში;    საშარდე    გზების ინფექციები; ტკივილი გულ-მკერდის არეში; გრიპის მსგავსი სიმპტომები; ტკივილი. სისხლის      ანალიზის      მაჩვენებლების      შეცვლა:      ლიპიდების      დონის      მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია),   სისხლში    შარდოვანას    ან    შარდმჟავას    დონის    მომატება, ღვიძლის და კუნთების ფუნქციური მაჩვენებლის მომატება.

ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ცნობილია, როგორც თრომბოციტები, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მთლიანად ორგანიზმზე და იწვევდეს სუნთქვის დარღვევას, ასევე არტერიული წნევის სწრაფი დაცემა, რომელიც შეიძლება იწვევდეს გულის წასვლას (ანაფილაქსიური რეაქციები); სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის

შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რომელიც ცნობილია, როგორც სტენოკარდია); ქავილი; კანზე გამონაყარი; კანზე ალერგიული გამონაყარი; ჭინჭრის ციება; სახის შეშუპება; კუნთების ტკივილი; ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება; თირკმელების მწვავე უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა; ლეთარგია.

ამლოდიპინი

ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

შეშუპება (სითხის შეკავება)

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ტკივილი მუცლის არეში; გულისრევა; კოჭების შეშუპება; ძილიანობის შეგრძნება; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების შეგრძნება; მხედველობის დარღვევა (მათ შორის, თვალებში გაორება და არამკვეთრი მხედველობა), გულისცემის შეგრძნება, ფაღარათი, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, კრუნჩხვა, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება.

ზოგჯერ (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ცუდი ძილი; ძილის დარღვევა; გუნება-განწყობის ლაბილურობა, მათ შორის შფოთვის შეგრძნება; დეპრესია; გაღიზიანებადობა; კანკალი; გემოს აღქმის შეცვლა; გულის წასვლა; ხმაური ყურებში (ტინიტუსი); მდგომარეობის გაუარესება სტენოკარდიის დროს (გულ- მკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება); არარეგულარული გულისცემა; სურდო ან ცხვირის „გაჭედვა“; თმის ცვენა; მეწამული ლაქები ან ბალთები კანზე მცირე ზომის სისხლჩაქცევების გამო (პურპურა); კანის ფერის შეცვლა; მომატებული ოფლიანობა; კანზე გამონაყარი; ქავილი; კანის ზედაპირზე ამოწეული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); სახსრების ან კუნთების ტკივილი; შარდვის გაძნელება; ღამით შარდვის მოთხოვნილება; შარდვის გაძლიერებული მოთხოვნილება; მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება; ტკივილი გულ-მკერდის არეში; ტკივილი; შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; წონის მომატება ან შემცირება.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ცნობიერების არევა;

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს; სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ცნობილია, როგორც თრომბოციტები, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის დროის გახანგრძლივებას; სისხლში გლუკოზის დონის მომატება; კუნთების ტონუსის მომატება ან პასიური მოძრაობების შესრულების წინააღმდეგობის გაზრდა (ჰიპერტონუსი); ხელის მტევნების ან ტერფების ჩხვლეტა ან დაბუჟება; გულის შეტევა; სისხლძარღვების ანთება; ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება; ღრძილების გასქელება; ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; კანის და თვალების გაყვითლება; სინათლის მიმართ კანის მგრძნობელობის მომატება; ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება ქავილისა და გამონაყარის თანხლებით, მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, რომლებიც ითვალისწინებს გამოხატულ გამონაყარს კანზე, ჭინჭრის ციებას, კანის გაწითლებას მთელ სხეულზე, მძიმე ქავილს, ბუშტუკების წარმოქმნას, კანის აქერცვლას და შეშუპების განვითარებას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):  კანკალი, დაძაბული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, მოძრაობის შენელება და არამყარი ნაბიჯები.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5. პრეპარატ ატენტოს შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია პრეპარატ ატენტოს შემადგენლობა

-     მოქმედ      ნივთიერებებს      წარმოადგენს      ოლმესარტანის      მედოქსომილი      და ამლოდიპინი (ბესილატის სახით).

ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).

ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).

ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის მედოქსომილს და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).

-     სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის        ბირთვი:        სიმინდის         სახამებელი         პრეჟელატინიზებული, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის  გარსი:  პოლივინილის   სპირტი,   მაკროგოლი   3350,   ტალკი,   ტიტანის

დიოქსიდი (E171), რკინის (III) ოქსიდი (E172) (მხოლოდ პრეპარატ ატენტოს 40 მგ/5 მგ და 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში) და რკინის (III) ოქსიდი წითელი (E172) (მხოლოდ პრეპარატ ატენტოს 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში).

პრეპარატ ატენტოს აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი ატენტო 20 მგ/5 მგ წარმოადგენს თეთრი ფერის მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით „C73” ერთ მხარეს.

პრეპარატი ატენტო 40 მგ/5 მგ წარმოადგენს კრემისფერ მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით „C75“ ერთ მხარეს.

პრეპარატი ატენტო 40 მგ/10 მგ წარმოადგენს მოყავისფრო-წითელი ფერის მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, გრავირებით “C77“ ერთ მხარეს.

პრეპარატი ატენტო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოდის ბლისტერული შეფუთვით.               პირველადი               შეფუთვა               შედგება               ლამინირებული პოლიამიდის/ალუმინის/პოლივინილქლორიდის/ალუმინისგან.

პრეპარატი ატენტო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ოპა/ალუმინის/პვქ/ალუმინის ბლისტერებში და გამოდის შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 14, 28, 30, 56, 90, 98 და 10x28, 10x30 ტაბლეტით, და შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 10x1, 50x1 და 500x1 ტაბლეტით პერფორირებულ ბლისტერებში, გაყოფილი ერთჯერად დოზებზე.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა. დე ლა გარეს გამზირი 1,

1611 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი

მწარმოებელი ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია ან

ლაბორატორიოს მენარინი ს.ა. ალფონსო XII-ს ქუჩა, 587 08918 ბადალონა (ბარსელონა) ესპანეთი

თბილისი (141 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-10-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-11-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-11-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-10-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-11-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-11-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2027-11-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-11-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2027-11-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-10-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2027-11-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-11-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-10-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2027-11-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-11-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-11-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-11-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2027-11-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2027-11-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-10-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2027-11-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-10-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-11-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-11-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2027-11-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-11-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-11-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-11-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2027-11-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-11-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-11-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-11-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2031-10-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-11-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-11-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-11-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-11-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-10-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-11-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-10-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-11-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-11-01
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის N3
ვადა: 2027-11-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-11-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-11-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-10-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2027-11-01
ავერსი 57
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2027-11-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2027-11-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2027-11-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2027-11-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-11-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-11-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-11-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-11-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-11-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2027-11-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2027-11-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-11-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-11-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-11-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2027-11-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-11-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2027-11-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2027-11-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2027-11-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2027-11-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-10-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-11-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-11-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-11-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-11-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-11-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-11-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-11-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-11-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-11-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-11-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-11-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-11-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-11-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-11-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2027-11-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-10-01

რეგიონი (180 აფთიაქი)

ახმეტა
(+995 349) 22-28-83
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2027-11-01
ახმეტა 2
0322 506506 (3456)
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-11-01
გურჯაანი 1 (24სთ)
33-71
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-11-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-11-01
გურჯაანი 3
2-506-506 (3373)
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-11-01
კაჭრეთი
0322506506 (3386)
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-11-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2027-11-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-11-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-11-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-11-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-11-01
ყარაჯალა-1
0322506506 (3208)
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2027-11-01
იორმუღანლო
2-506-506 (3458)
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-10-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-10-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
(+995 354) 22-39-00
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-11-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-10-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-10-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-11-01
ყვარელი 3
0322 900 800 (3243)
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-11-01
ახალსოფელი
0322 506 506(3247)
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-11-01
ყვარელი 4
0322506506 (3244)
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2027-11-01
კაზრეთი-1
2-506-506 (3801)
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-11-01
ბოლნისი 1 (24სთ)
0322 506 506(3511)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-11-01
ბოლნისი 2
2-506-506 (3516)
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-11-01
გარდაბანი
(+995 372) 22-34-36
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-11-01
დმანისი
(+995 360) 22 23 15
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-11-01
გამარჯვება 1
2-506-506 (3519)
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-11-01
წალკა 1
2-506-506(3524)
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-11-01
თეთრიწყარო 1
2-506-506 (3481)
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-11-01
კრწანისი
2-506-506 (3207)
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2027-11-01
მარნეული 1 (24სთ)
5049
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-11-01
მარნეული 2 (24სთ)
0322 506 506(3502)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-11-01
მარნეული 3
(+995 357) 22-24-05
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2027-11-01
მარნეული 4
(0322)506-506 (3504)
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 1
(+995 341) 22-12-03
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 2 (24სთ)
(+995 341) 24-16-90
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 4
577 00 67 38
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 6
2-506-506 (3256)
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 7
0322 506 506 (3257)
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-11-01
მარტყოფი 1
(3393)
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-11-01
რუსთავი 8
(3258)
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2027-11-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-11-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2027-11-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2027-11-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-11-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2027-11-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-11-01
თერჯოლა-2
0322506506 (3469)
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-11-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2027-11-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2027-11-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-11-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2027-11-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2027-11-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 7 (24სთ)
577006757
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 22
577 38-60-52
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-11-01
ქუთაისი 26
0322506506 (3726)
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2027-11-01
ხარაგაული
0322506506 (3276)
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-11-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2027-11-01
წყალტუბო 2
0322506506 (3269)
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2027-11-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2027-11-01
ჭიათურა 2 (24სთ)
0322506506 (3262)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-11-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2027-11-01
ჭიათურა 4
(+995 479) 25–28–51
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2027-11-01
ხონი
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-11-01
ჩაქვი
2-506-506 (3427)
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-10-01
ხულო
0322506506 (3441)
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 2
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 4
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 6
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 8
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 10
577 00 67 14 (3410)
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2027-11-01
ბათუმი N17
2-506-506 (3417)
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2027-11-01
ბათუმი N18
2-506-506 (3418)
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 20
0322 506506 (3420)
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 21
0322506506 (3444)
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2027-11-01
ბათუმი 22
(3445)
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-10-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-11-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2026-10-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-11-01
ბანძა
2-506-506 (3467)
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 1
2-506-506 (33-01)
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-11-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
2506506 (3307)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-11-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-11-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-11-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-11-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2027-11-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2027-11-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-11-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2027-11-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-11-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-11-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2027-11-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-11-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2027-11-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-11-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2027-11-01