ოპტინოლი 0.21%10მლ ექსპ.თვ/წვ

ოპტინოლი 0.21%10მლ ექსპ.თვ/წვ

35.80 ლარი 30.43 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა: ხორვატია
მწარმოებელი: იადრანი გალენსკი ხორვატია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97624
გააზიარე:

ოპტინოლი ექსპრესი თვალის წვეთები 10მლ

გამოყენების ჩვენებები:

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება;
სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;
„მშრალი თვალის“ სინდრომის განვითარების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი:

გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. თვალის ზედაპირზე წვეთების თანაბრად გადანაწილების მიზნით დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.