მაჟეზიკი-სანოველი100მგ#15ტ(თურ

მაჟეზიკი-სანოველი100მგ#15ტ(თურ

9.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოველი ილაჩ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუბიპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97604
გააზიარე:

მაჟეზიკი-სანოველი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები

MAJEZIK-SANOVEL 100 mg Film Coated Tablets

 

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება:100 მგ ფლურბიპროფენი

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 4000,

FD&C Blue No:2 (E132).

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავსთქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას. 
  • თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული პირობები. არ გამოიყენოთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზები ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

რას შეიცავს ინსტრუქცია:

  1. რა არის მაჟეზიკი-სანოველი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ მაჟეზიკი-სანოველის მიღებამდე
  3. მაჟეზიკი-სანოველის მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. მაჟეზიკი-სანოველის შენახვის პირობები

1. რა არის მაჟეზიკი-სანოველი და რისთვის გამოიყენება

მაჟეზიკი-სანოველი წარმოადგენს ლურჯი ფერის, მოგრძო ფორმის შემოგარსულ ტაბლეტებს ორმხრივი გამყოფი ხაზით. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ფლურბუპროფენს და წარმოდგენილია 15 და 30 შემოგარსული ტაბლეტის სახით ბლისტერებზე.

მაჟეზიკი-სანოველი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ.

მაჟეზიკი-სანოველი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას)
  • ოსტეოართრიტი (დაავადება, გამოწვეული სახსრების ცვეთით, ცნობილი ასევე როგორც ართრიტი)
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი  (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას)
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილი
  • მწვავე პოდაგრული ართრიტი
  • დისმენორეა (ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს)

2. მაჟეზიკი-სანოველის მიღების წინ

არ მიიღოთ მაჟეზიკი-სანოველი თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მაჟეზიკი-სანოველის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასთმა, ჭინჭრის ციება ან გქონიათ სხვა სახის ალერგიული რეაქცია ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ, ტკივილი კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციის წინ ან შემდეგ, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონიათ პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან, ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (მე-6 თვიდან).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მაჟეზიკი-სანოველის მიღებისას

  • თუ გაქვთ დადასტურებული გულის და სისხლძარღვების (კარდიოვასკულარული) დაავადება, ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის დანიშვნას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე არ გქონიათ სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ამ რისკების მიმართ.
  • თუ გაქვთ ჰიპერტენზია ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის მიმდინარეობისას.
  • თუ გაქვთ სითხის შეკავება ან შეშუპება
  • თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება, მნიშვნელოვანი დაავადება ჰეპატოსპლენომეგიით გამოწვეული მანამდე არსებული გულის უკმარისობით.
  • თუ გაქვთ სისხლდენა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
  • თუ ხართ ხანდაზმული, გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება და იმავდროულად იღებთ ასპირინს ან გაქვთ წყლულოვანი დაავადება და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
  • თუ ადრე გქონდათ ასთმა,
  • თუ გაქვთ ანემია ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები,
  • თუ გეგმავთ ორსულებას,
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან თირკმლის მძიმე დაავადება, ექიმი დაგინიშნავთ ფლურბიპროფენის უფრო დაბალ დოზას.
  • თუ გაქვთ კანზე გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დაზიანებები ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა სიმპტომი. ასეთ შემთხვევაში, ექიმი შეწყვეტს თქვენს მკურნალობას.
  • თუ გაქვთ ჩივილები თვალებთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ გამოიყენოთ სხვა ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად.

შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რასაც თან ახლავს კანის და თვალების შეშუპება, სიწითლე და ბუშტუკები და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამ სიმპტომების განვითარების რისკი უფრო მაღალია მკურნალობის დაწყებისას და უმეტეს შემთხვევაში, ვითარდება მკურნალობის პირველ თვეს.

თუ გაქვთ ან გქონიათ ამგვარი რეაქციები, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მაჟეზიკი-სანოველი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მე-6 თვიდან). რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს გამოყენება, გარდა ექიმის რეკომენდაციისა. თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება, ვინაიდან პრეპარატი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და ნაყოფს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

მაჟეზიკი-სანოველმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კანკალი და ძილიანობა. აღნიშნული ეფექტების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაჟეზიკი-სანოველის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ); გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის მასში შემავალი ნატრიუმის რაოდენობის გათვალისწინებით.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, ვინაიდან ეს პრეპარატები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ მაჟეზიკი-სანოველთან:

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), ასპირინი (ტკივილგამაყუჩებელი, სისხლის გამათხელებელი), ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები), ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები), დიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ალერგიის და ჰორმონ-ჩამანაცვლებელი თერაპიის დროს), ზიდოვუდინი, ტიკლოპიდინი, ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციისას), ლითიუმი ან სელექციური სეროტონინის ხელახალი ათვისების ინჰიბიტორები (ფსიქიატრიული პრეპარატები), მეთოტრექსატი (გამოიყენება კიბოს თერაპიის დროს), დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ), პერორალურიჰიპოგლიკემიუირი საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ), ანტითრომბოციტული საშუალებები (გამოიყენება თრომბოზის სამკურნალოდ), ციმეტიდინი, რანიტიდინი, ანტაციდები (გამოიყენება ზოგიერთი სახეობის კუჭის დარღვევების სამკურნალოდ).

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

3. მაჟეზიკი-სანოველის მიღების წესი

ინსტრუქციები დოზირების და მიღების წესის შესახებ

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-200 მგ-ს. შესაძლოა დოზის გაზრდა 300 მგ-მდე დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

რევმატოიდული ართრიტის (სახსრებისა და ზოგჯერ სხვა ქსოვილების ანთება) და ოსტეოართრიტის (არაანთებითი დაავადება ტრავმით, ტკივილი და დაჭიმულობა) ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ მაჟეზიკი-სანოველის რეკომენდებული დოზა არის 200-300 მგ და ის მიღებული უნდა იყოს დოზის ორად დაყოფით.

დისმენორეის დროს 100 მგ (1 ტაბლეტი) მიიღება მკურნალობის დასაწყისში. შემდეგ შეიძლება 50 ან 100 მგ-ს მიღება 4-6 საათიანი ინტერვალებით.

მაქსიმალური რეკომენდებული ერთჯერადი დოზა მრავალდოზიანი მიღების რეჟიმისას არის 100 მგ.

მიღების წესი

ტაბლეტები უნდა მიიღოთ სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (ერთი ჭიქა წყალი) საკვების მიღების შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

რეკომენდებული არ არის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, ვინაიდან იმყოფებიან გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის ქვეშ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

გრძელვადიანმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, ამიტომ, მისი გამოყენება არ შეიძლება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

გარდა ამისა, ეს პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თუ არსებობს თირკმლის დაზიანების რაიმე ნიშანი, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

თუ ფიქრობთ, რომ მაჟეზიკი-სანოველის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი მაჟეზიკი-სანოველი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზის მიღებისას, როგორც წესი, ვითარდება ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ მაჟეზიკი-სანოველის მიღება, ტაბლეტები მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ დამატებითი დოზა, არამედ გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით მკურნალობა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით, ვინაიდან შეიძლება მოხდეს ჭარბი დოზის მიღება.

გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, თუ დაგავიწყდათ 1-ზე მეტი დოზის მიღება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მაჟეზიკი-სანოველმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფქტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ მაჟეზიკი-სანოველის მიღება და დაუყოვნებივ მიმართეთ თქვენს ექიმის ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას.

ძალიან ხშირი                      : 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ხშირი                                     : 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში

არახშირი                              : 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

 იშვიათი                               :1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათი                  :10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობი                                  : შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

ხშირი: რინიტი, საშარდე ტრაქტის ინფექცია, სხეულის წონის ცვლილება, აგზნებადობა, დეპრესია, უძილობა, გაღიზიანება, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რეფლექსების მომატება, ძილიანობა, მხედველობის ცვლილებები, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი კანზე, სისუსტე (ასთენია), ორგანიზმში სითხის დაგროვება, მაგ. კოჭების შეშუპება, დაღლილობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება.

არახშირი: ანემია (რკინა-დეფიციტური ანემია), ჰიპერურიკემია, სითხის შეკავება, გონების დაბინდვა, კუნთების კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია), ტვინში სისხლის ნაკადის შემცირება (ცერებროვასკულარული იშემია), ძილიანობა (პარესთეზია), ყნოსვის შეგრძნებს დაქვეითება (პაროსმია), თვალის ანთება (კონიუნქტივიტი), გულის უკმარისობა, სისხლძარღვების დაავადებები, სისხლძარღვების გაფართოვება (ვაზოდილატაცია), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ასთმა, სხვირიდან სისხლდენა, ბროქნოსპაზმი, სისხლიანი დიარეა, საყლაპავის დაავადებები, კუჭის ანთება (გასტრიტი), სისხლიანი ღებინება, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის დისფუნქცია, ალერგიული რეაქციები (ანგიოშეშუპება), ეგზემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, კრუნჩხვა, ჰემატურია, თირკმლის უკმარისობა, ცხელება, ცვლილებები ლაბორატორიულ მონაცემებში (ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება).

იშვიათი: სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსური რეაქციები), გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პერფორაცია, თირკმლის ანთება (გლომერულონეფრიტი), თირკმლის პაპილარული ნეკროზი, თირკმლის ძალიან მცირე ნაწილის ნეფრონის სტრუქტურული დეფორმაცია.

უცნობი: თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. მაჟეზიკი-სანოველის შენახვის პირობები

შეინახეთ მაჟეზიკი-სანოველი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი :

სანოველ ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ.   

34460 ისტინიე-სტამბული/თურქეთი

საწარმო:

სანოველ ილაჩ. ვე თიჯ. ა.შ. 

34580 სილივრი-სტამბული/თურქეთი