არექსი-დექსკეტოპროფენ25მგ#20ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
არექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის .
- · აქტიური ნივთიერება(ები): თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 36.9 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რომელიც 25 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურია, როგორც აქტიური ინგრედიენტი.
- · დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გლიცეროლის დისტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 6000.
|
სანამ ამ მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებთ , ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
|
რა წერია ამ ფურცელში :
1. რა არის არექსი და რისთვის გამოიყენება ?
2. რა უნდა იცოდეთ არექს ის გამოყენებამდე ?
3. როგორ გამოიყენება არექსი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება არექსი?
1. რა არის არექსი და რისთვის გამოიყენება ?
არექსი არის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჯგუფიდან სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ნაჩვენებია: ოსტეოართრიტის (სახსრების დესტრუქცია და კალციფიკაცია), რევმატოიდული ართრიტის (სახსრის ანთებითი დაავადება) და მაანკილოზებელი სპონდილიტის (მტკივნეული პროგრესირებადი რევმატიზმი, ძირითადად ხერხემლის სახსრების სიმტკიცე), მწვავე პოდაგრული ართრიტის (სახსრების მტკივნეული ანთება პოდაგრით), მწვავე კუნთოვანი ტკივილის (მაგ., წელის ტკივილი), პოსტოპერაციული ტკივილის და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუალური პერიოდები) ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ.
არექსი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს (როგორც დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი) და ხელმისაწვდომია 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვაში.
2. რა უნდა იცოდეთ არექსი ს გამოყენებამდე !
არ გამოიყენოთ არექსი
- · თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ან არექსის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- · თუ ალერგიული ხართ ასპირინზე ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
- · თუ გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდით ალერგიის გამო), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით სიმკვრივეები ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდში ხიხინი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შედეგად;
- · თუ კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) ან ფიბრატების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის შესამცირებლად) გამოყენებისას გაწუხებთ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციები (სიწითლის და/ან კანის ბუშტუკების სიმპტომები მზის სხივების ზემოქმედების შედეგად);
- · თუ გაქვთ პეპტიური წყლული (კუჭ-ნაწლავის წყლული), კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა, ან თუ გაქვთ ქრონიკული საჭმლის მომნელებელი პრობლემები (მაგ. საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა) ან თუ ადრე გქონიათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა, წყლული (კუჭ-ნაწლავის წყლული) ან პერფორაცია;
- · თუ გაქვთ ქრონიკული საჭმლის მომნელებელი პრობლემები (მაგ., საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);
- · თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, ტკივილის დროს გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების წინა გამოყენების გამო;
- · თუ გაქვთ ნაწლავის დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
- · თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების საშუალო ან სერიოზული პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
- · თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლის შედედების დარღვევა;
- · თუ ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (დაკარგეთ დიდი რაოდენობით სითხე ორგანიზმიდან);
- · თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ;
- · თუ ჩაგიტარდათ კორონარული არტერიის ოპერაცია (კორონარული არტერიის შუნტირება), არ გამოიყენოთ ოპერაციის წინ, დროს და შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- · თუ გაქვთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიის პრობლემები წარსულში;
- · თუ გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ეს პრობლემა;
- · თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს ან გაწუხებთ სითხის დეფიციტი და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ. გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);
- · ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მკურნალობის შესახებ, თუ გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გადატანილი ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეს ამ მდგომარეობების განვითარების რისკი (მაგ., თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი, ან ხართ მწეველი). ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა არექსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ოდნავ გაზრდილ რისკთან ("მიოკარდიუმის ინფარქტი") ან ინსულტთან. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
- · თუ ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მაღალი იყოს გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა. თუ რომელიმე ეს მოვლენა აღინიშნა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს;
- · თუ გაქვთ ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები (არექსმა შეიძლება დაარღვიოს თქვენი ფერტილობა, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გეგმავთ დაორსულებას ან იტარებთ ნაყოფიერების ტესტებს);
- · თუ ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
- · თუ გაქვთ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა;
- · თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის ფართო აქერცვლით) ან შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე);
- · თუ წარსულში გქონიათ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
- · თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადება;
- · თუ გაქვთ ჩუტყვავილა, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება განსაკუთრებით გაზარდოს ინფექცია;
- · არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებ იწვევენ სერიოზულ კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება ან პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომით ან მის გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი.
- · თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ. პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების ტიპის პრეპარატები (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევით იინჰიბიტორები), აგენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში, არექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კუჭის დამცავი მედიკამენტების მიღება (მაგ. მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ კუჭის მჟავას გამომუშავებას).
- · თუ გაწუხებთ ასთმა ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირის პოლიპებით, რადგან თქვენ გაქვთ ასპირინზე ან სხვა არასტეროიდულ საშუალებებზე ალერგიის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
არექსი საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მიიღეთ ტაბლეტები საკვებთან ერთად, რადგან ხელს შეუწყობს კუჭის ან ნაწლავის გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებას. თუმცა, თუ გაქვთ მწვავე ტკივილი, მიიღეთ ტაბლეტები ცარიელ კუჭზე, ანუ ჭამამდე 30 წუთით ადრე მაინც, რადგან ეს ხელს უწყობს პრეპარატის მოქმედებას ოდნავ უფრო სწრაფად.
ორსულობა
ამპრეპარატისმიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენსექიმსანფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ არექსი ორსულობის მესამე ტრიმესტრში. თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, უმჯობესია არ გამოიყენოთ არექსი ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში. აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ. თუ გეგმავთ დაორსულებას, არექსი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.
დაუყოვნებლივმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს, თუაღმოაჩენთ,რომორსულადხართმკურნალობისდროს.
ძუძუთი კვება
ამპრეპარატისმიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენსექიმსანფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ არექსი, თუ ძუძუთი კვებავთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არექსმა შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, როგორც მკურნალობის გვერდითი ეფექტი. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არექსი ს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.
სხვა მედიკამენტები და არექსი
თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს არექსის გარდა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს. შეიძლება საჭირო იყოს ზოგიერთი მედიკამენტის კომბინაციაში გამოყენება ან დოზის კორექტირება ერთად გამოყენებისას.
არასასურველი კომბინაციები:
- · აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები (კორტიზონი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
- · ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
- · ლითიუმი, რომელიც გამოიყენება გუნება-განწყობის ზოგიერთი დარღვევის სამკურნალოდ
- · მეტოტრექსატი, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (უწყვეტი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და დეფორმაციას) და კიბოს სამკურნალოდ
- · ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს
- · სულფამეთოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (ანთებითი მიკრობული დაავადებები)
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:
- · აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა ბლოკატორები და ანგიოტენზინ 11 ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს
- · პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების (ვენების წყლულების) სამკურნალოდ.
- · ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ
- · ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (გენტამიცინი, ამიკაცინი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
- · დიაბეტის დროს გამოყენებული ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებით განხილვას:
- · ქინოლონის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი)
- · ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს
- · სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, მაგ. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების დასაშლელად
- · პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ
- · დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ
- · მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად
- · ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები
- · თრომბოციტების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის (სისხლის თრომბოციტების დაგროვების) და სისხლის შედედების წარმოქმნის შესამცირებლად
თუ ამჟამად იღებდით ან ახლახან მიიღეთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოგ გასაცემი პრეპარატი, წამალი, ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება არექსი?
ინსტრუქცია გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის მიიღეთ არექსი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არექსის დოზა, რომელიც გჭირდებათ, დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში და რამდენი ხანი.
ტკივილის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ არის 75 მგ (25 მგ ყოველ 8 საათში). მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ.
მიღების წესი და მეთოდი:
მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი და გჭირდებათ უფრო სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ ტაბლეტი ცარიელ კუჭზე (მინიმუმ ჭამამდე 30 წუთით ადრე), რადგან ის უფრო ადვილად შეიწოვება (იხ. პუნქტი 2 "არექსი საკვებთან და სასმელთან ერთად").
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხანდაზმული ხართ, მკურნალობა უნდა დაიწყოთ ჯამური დღიური დოზით არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (50 მგ).
ხანდაზმულ პაციენტებში ეს საწყისი დოზა მოგვიანებით შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულამდე (75 მგ), თუ არექსი კარგად გადაიტანება.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, მკურნალობა უნდა დაიწყოთ 2 ტაბლეტის (50 მგ) დღიური დოზით.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ იმაზე მეტ არექსს, ვიდრე საჭიროა:
თუ იყენებთ იმაზე მეტ არექსს, ვიდრე საჭიროა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ თან წაიღოთ ამ პრეპარატის შეფუთვა ან ეს ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ არექსის გამოყენება:
მიიღეთ შემდეგი მორიგი დოზა დანიშნულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, არექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ასევე ყველას არ უვითარდება
არექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან მისი ინგრედიენტების მიმართ. შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა მათი განვითარება. ამ ცხრილში მოცემულია, თუ რამდენ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ეს გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილი იყო შემდეგი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ არექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
- · ანაფილაქსიური რეაქცია, როგორიცაა ჭინჭრის ციება (გამონაყარი), ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას (ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია ალერგენებზე, უეცარი ჰიპერმგრძნობელობა)
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია.
თუ განვითარდა ერთ-ერთი აღნიშნული მოვლენა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია არექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ხშირი
- · გულისრევა და/ან ღებინება;
- · კუჭის ტკივილი
- · დიარეა
- · საჭმლის მომნელებელი პრობლემები (მონელების დარღვევა)
არახშირი
- · ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- · თავბრუსხვევა
- · ძილიანობა
- · ძილის დარღვევა
- · ნერვოზულობა
- · თავის ტკივილი
- · პალპიტაციები
- · კუჭის პრობლემები
- · ყაბზობა
- · პირის სიმშრალე
- · მეტეორიზმი
- · გამონაყარი კანზე
- · დაღლილობა
- · ტკივილი
- · სიცხის შეგრძნება და კანკალი
- · ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (სისუსტე)
იშვიათი
- · პეპტიური წყლული
- · პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც გამოიხატება სისხლის ღებინებითან შავი განავლით
- · დაღლილობა
- · მაღალი არტერიული წნევა
- · ძალიან ნელი სუნთქვა
- · წყლის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგ., ტერფის შეშუპება)
- · მადის დაკარგვა (ანორექსია)
- · არანორმალური შეგრძნება
- · ხორხის შეშუპება
- · თირკმლის მწვავე დარღვევა
- · ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი)
- · გამონაყარი ქავილით
- · აკნე
- · გაძლიერებული ოფლიანობა
- · Ზურგის ტკივილი
- · ხშირი შარდვა
- · მენსტრუაციის დარღვევა
- · პროსტატის პრობლემები
- · ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტები (სისხლის ანალიზები)
ძალიან იშვიათი
- · ქოშინი
- · სწრაფი გულისცემა
- · დაბალი არტერიული წნევა
- · პანკრეასის ანთება
- · ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი)
- · ბუნდოვანი ხედვა
- · ყურებში შუილი (ტინიტუსი)
- · მგრძნობიარე კანი
- · სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- · ქავილი
- · თირკმელების პრობლემები
- · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში (თრომბოციტოპენია)
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის რაიმე გვერდითი მოვლენას (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონდათ მსგავსი გვერდითი მოვლენები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო, და განსაკუთრებით, თუ ხანდაზმული ხართ.
შეწყვიტეთ არექსის გამოყენება, როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის, ან პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების რაიმე სახის დაზიანებას ან ალერგიის რაიმე ნიშანს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა არექსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ("მიოკარდიუმის ინფარქტი") ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან.
იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.
თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება არექსი?
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ არექსი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის რაიმე დეფექტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Lilyum Ilaç ve Kimya Sanayi Ticaret Limited Şirketi
Fatih Sultan Mehmet Mah. Poligon Cad.
No: 8C/1 Űmraniye/Istanbul-Türkiye
+90 850 885 21 99 (Pbx)
+90 850 885 21 99 (ფაქსი)
მწარმოებელი:
Berko Ilaç ve Kimya Sanayi A.Ş.
Adil Mah. Yörükler Sok. No: 2 Sultanbeyli/Istanbul-Türkiye
+90 216 592 33 00 (Pbx)
+90 216 592 00 62 (ფაქსი)
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 30/06/2021










