ნატურმილი-Ca+Mg #90ტ
გააზიარე:
ნატურმილი-კალციუმი+მაგნიუმი #90 ტაბლეტი, საკვები დანამატი
შემადგენლობა 1 ტაბლეტში: კალციუმი (კარბონატი) 340მგ, მაგნიუმი (კარბონატი) 170მგ.
თვისებები: წარმოადგენს აუცილებელი ნუტრიენტების, კალციუმისა და მაგნიუმის წყაროს მეცნიერულად დადასტურებული კომბინაციით 2:1. უზრუნველყოფს ჯანსაღ ძვლებს, კუნთებსა და კბილებს.
გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:
ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, ოსტეომალაცია, ჰიპოკალცემია (ასოცირებული შემდეგ სამედიცინო მდგომარეობებთან: ჰიპოპარათირეოზი, აქლორჰიდრია, ქრ. დიარეა, D ვიტამინის დეფიციტი, სტეატორეა, სპრუ, ორსულობა, ლაქტაცია, მენოპაუზა, პანკრეატიტი, თირკმლის უკმარისობა, ალკალოზი და ჰიპერფოსფატემია), მაგნიუმის დეფიციტი, ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი, გლუკოკორტიკოიდებით ინდუცირებული ოსტეოპოროზი, ანტიკონვულსანტებით ინდუცირებული ჰიპოკალცემია, ჰიპერფოსფატემია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პრეეკლამპსია.
მიღების წესი: მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.
არ შეიცავს შაქარს, სახამებელს, ლაქტოზას, გლუტენს.