ფუროსემიდი 1%/2მლ#5ა(თურქ)

ფუროსემიდი 1%/2მლ#5ა(თურქ)

3.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ტურკტიპსანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფუროსემიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97186
გააზიარე:

ტურქტიპსან ფუროსემიდი 20 მგ/ 2 მლ საინექციო და საინფუზიო ხსნარი

ინტრამუსკულარული/ინტრავენური გამოყენებისთვის

შემადგენლობა

მოქმედინივთიერება: თითოეული ამპულა (2 მლ) შეიცავს 20 მგ ფუროსემიდს.

დამხმარე ნივთიერებები:ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

 

ტურქტიპსან ფუროსემიდის დახასიათება და გამოყენება

ტურქტიპსან ფუროსემიდი წარმოდგენილია 2 მლ ამპულის სახით, რომელიც შეიცავს 20 მგ მოქმედ ნივთიერებას ფუროსემიდს, რომელიც შეიყვანება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. იგი ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 5 ამპულას.

ტურქტიპსან ფუროსემიდი შეიცავს ფუროსემიდს, რომელიც მიეკუთვნება დიურეზულ (შარდმდენ) საშუალებებს. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს და ასევე იწვევს წყლისა და მარილის კარგვას. იგი გამოიყენება ჭარბი სითხის რაოდენობის შესამცირებლად და ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად. ტურქტიპსან ფუროსემიდი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა.

ტურქტიპსან ფუროსემიდი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზეზის გამო:

  • სუნთქვის უკმარისობა გულის მიმდინარე უკმარისობის გამო, შეშუპება, ორგანიზმში ჭარბი სითხის შეკავება, ღვიძლის გადიდებით გამოწვეული ზედმეტი სითხის გამოდევნის შეუძლებლობის გამო;
  • ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში ჭარბი სითხის გამოდევნის შეუძლებლობის გამო, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების მიმდინარე უკმარისობასთან;
  • სითხის გამოყოფის გაგრძელება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, მათ შორის ორსულობისა და დამწვრობის გამო;
  • ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში სითხის გამოდევნის შეუძლებლობის გამო, რომელიც უკავშირდება თირკმელებში არსებულ ნიშნებს და სიმპტომებს (თუ საჭიროა დიურეზული თერაპია);
  • ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული ჭარბი სითხის გამოდევნის შეუძლებლობის გამო (თუ საჭიროა ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობა);
  • ჰიპერტენზია;
  • მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა (როგორც დამხმარე ღონისძიება);
  • იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ორგანიზმიდან შარდის გამოყოფის გაძლიერება (მაგ. მოწამვლა), როგორც დამხმარე საშუალება.

 

უკუჩვენებები

ტურქტიპსან ფუროსემიდი  არ გამოიყენება  შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია ფუროსემიდის მიმართ, რომელიც წარმოადგენს პრეპარატში შემავალ მოქმედ ნივთიერებას, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ;
  • ალერგია სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების და სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების მიმართ, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
  • ძალიან ბევრი სითხის დაკარგვისას (ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო);
  • აშლილობისას, რომელიც იწვევს ორგანიზმის სითხეების (მათ შორის სისხლის) მოცულობის ზედმეტ შემცირებას;
  • თირკმლის უკმარისობისას, რომელიც იწვევს ორგანიზმში შარდის გამომუშავების უუნარობას და ეს მდგომარეობა არ რეაგირებს ტურქტიპსან ფუროსემიდი გამოყენებაზე;
  • სისხლში კალიუმის დონის უკიდურესად შემცირებისას;
  • სისხლში ნატრიუმის დონე უკიდურესად შემცირებისას;
  • კომის მსგავსი მდგომარეობისას ტვინის დისფუნქციის გამო, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის მძიმე დაავადებით;
  • ძუძუთი კვებისას.

 

ტურქტიპსან ფუროსემიდი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში

  • ისეთი დარღვევები, როგორიცაა შარდის ბუშტის დაცლა, რომელიც იწვევს შარდის გამოყოფის ნაწილობრივ ობსტრუქციას, პროსტატის გადიდებას, საშარდე გზების შევიწროვებას (განსაკუთრებით ტურქტიპსან ფუროსემიდით მკურნალობის დასაწყისში, ექიმი  ყურადღებით აკვირდება შარდის გამოყოფის უზრუნველსაყოფად).

ექიმი რეგულარულად აკვირდება შემდეგ მდგომარეობების არსებობისას:

  • დაბალი არტერიული წნევა;
  • დაავადებები, სადაც დაბალი არტერიული წნევა წარმოადგენს რისკს: გულის სისხლძარღვების ან თავის ტვინს მომმარაგებელი სისხლძარღვების მნიშვნელოვანი შევიწროება ან ბლოკირება;
  • უსიმპტომო ან აშკარა დიაბეტი;
  • პოდაგრის (ნიკრისის ქარი) დაავადება;
  • თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაავადებებას (ჰეპატორენალური სინდრომი);
  • დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლში ცილის დონის შემცირებას (მაგალითად, შეიძლება აღინიშნოს თირკმლის სერიოზული დაავადება, რომელსაც ეწოდება ნეფროზული სინდრომი; ექიმი სიფრთხილით დააკორექტირებს გამოსაყენებელი მედიკამენტის დოზას);
  • თუ საჭიროა მისი გამოყენება დღენაკლულ ბავშვებში (ექიმი ყურადღებით დააკვირდება თირკმელების ფუნქციებს და ჩაატარებს ულტრაბგერით გამოკვლევას თირკმელებში ქვების ან კალციფიკაციის კერების წარმოქმნის რისკის შესაფასებლად).

ტურქტიპსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს  ექიმი აკონტროლებს ელექტროლიტების ნატრიუმის, კალიუმის და კრეატინინის დონე სისხლში. მონიტორინგი აუცილებელია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის განვითარების მაღალი რისკის ან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ღებინებით, დიარეით ან ჭარბი ოფლიანობით.

 

გამოყენება რისპერიდონთან ერთად (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული დაავადების და დემენციის სამკურნალოდ)

რისპერიდონისა და ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება დემენციის მქონე პაციენტებში; შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სიკვდილი. ამიტომ, ექიმი ახორციელებს აუცილებელ კონტროლს იმ შემთხვევებში, როდესაც რისპერიდონი და ტურქტიპსან ფუროსემიდი გამოიყენება ერთად და ადგენს მკურნალობის მეთოდს კომბინირებული გამოყენებისას მიღებული სარგებლის მაჩვენებლის და მისი გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანის მიხედვით.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატს არ აქვს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მისი მიღების მეთოდის გამო.

 

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არ არსებობს მტკიცე სამედიცინო მიზეზები, არ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ფუროსემიდი ორსულობის დროს. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ორსულობის სტატუსი. თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაიწყოს მკურნალობა სხვა ჯგუფის წამლით, ან გაგაგრძენებინოთ ამ პრეპარატით მკურნალობა საშვილოსნოში თქვენი ბავშვის განვითარების საგულდაგულო მონიტორინგით.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.

 

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ფუროსემიდი ბავშვისძუძუთი კვების დროს. თუ გჭირდებათ მკურნალობა ტურქტიპსან ფუროსემიდით, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი იმ პრეპარატისგან, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში.

 

სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამექანიზმებისგამოყენება

ტურქტიპსან ფუროსემიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება, კონცენტრაციის გაძნელება და რეაქციის უნარის დაქვეითება. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების და დანადგარების გამოყენებისას.

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ, რომელსაც შეიცავს ტურქტიპსან ფუროსემიდი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში. არსებითად შეიძლება ჩაითვალოს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება/გამოყენება

მედიკამენტები, რომლებიც არ არის რეკომენდებული კომბინირებული გამოყენებისთვის:

-        ქლორალჰიდრატი, სედატიური და ლეთარგიული ნივთიერება;

-        ამინოგლიკოზიდები და სხვა ოტოტოქსიური პრეპარატები (სმენაზე მავნე ზემოქმედების მქონე პრეპარატები).

მედიკამენტები, რომლებსაც სჭირდებათ სიფრთხილის დაცვა ერთობლივი გამოყენებისას:

-        ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

-        ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ),

-        აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ),

-        რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებებისა და დემენციის სამკურნალოდ).

მედიკამენტები, რომელთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე:

-        ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), მათ შორის ასპირინი,

-        ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

-        კორტიკოსტეროიდები, კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას),

-        ფუტკარას პრეპარატები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ),

-        პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს),

-        მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

-        მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ,

-        ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი (არტერიული წნევის მომატების თვისებების გამო),

-        კურარეს ტიპის მიორელაქსანტები,

-        თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ),

-        ზოგიერთი ცეფალოსპორინი,

-         ციკლოსპორინი A (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს),

-        კონტრასტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს ორგანოების ხილვადობის გასაზრდელად.

თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ

ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი ავადმყოფობის მიხედვით და უზრუნველყოფს მის შეყვანას.

შეყვანის  წესი და მეთოდი

ტურქტიპსან ფუროსემიდის ამპულის ფორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პერორალურად მიღება შეუძლებელია ან არაეფექტურია (მაგ. ნაწლავური შეწოვის დარღვევისას) ან თუ საჭიროა სწრაფი ეფექტი ინტრავენური შეყვანით. თუ გამოიყენება ინტრავენური თერაპია, რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე გადასვლა პერორალურ თერაპიაზე.

ტურქტიპსან ფუროსემიდი, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას განზავებული სახით. ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი შესაფერისი გამხსნელია.

 

ამპულის გახსნა

 

   

 

-        დაიჭირეთ წვერით ზემოთ მიმართული;

-        დააჭირეთ წვერის თავს ქვემოთ ისრის მიმართულებით;

-        არ არის საჭირო ხერხის გამოყენება.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას და მიღების მეთოდს ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და დაავადების გათვალისწინებით.

 

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებში და ცუდი ზოგადი მდგომარეობის მქონე პაციენტებში, ექიმი დაარეგულირებს დოზას თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით.

 

სპეციალური გამოყენების შემთხვევები

თირკმლი/ღვიძლის უკმარისობა

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი ავადმყოფობისა და თირკმელების/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის მიხედვით.

 

სხვა

გულის უკმარისობის, მწვავე მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში, ექიმი სიფრთხილით განსაზღვრავს პაციენტისთვის გამოსაყენებელ დოზას, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ გრძნობთ, რომ ტურქტიპსან ფუროსემიდიმოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუგამოიყენეთ ტურქტიპსან ფუროსემიდის რეკომენდებულ დოზაზე მეტი

ვინაიდან ტურქტიპსან ფუროსემიდიამპულა გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიიღება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა.

 

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტურქტიპსან ფუროსემიდი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება

ვინაიდან ტურქტიპსან ფუროსემიდის ამპულა გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიიღება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

არ გამოიყენოთორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

 

ეფექტები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ტურქტიპსან ფუროსემიდით მკურნალობის შეწყვეტისას

თუ შეწყვეტთ ტურქტიპსან ფუროსემიდის მიღებას ექიმის თანხმობის გარეშე, შესაძლოა არტერიული წნევა კვლავ გაიზარდოს ან ორგანიზმში კვლავ მოხდეს სითხის ჭარბი შეკავება.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ტურქტიპსან ფუროსემიდის ინგრედიენტების მიმართ.

შეწყვიტეთ ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობები:

  • ქავილი, ჭინჭრის ციება, სხვა გამონაყარი, ბუშტუკები, ჩვეულებრივ, სპონტანური გამონაყარი ხელებზე, სახეზე და ტერფებზე, რომელიც წააგავს მაქმანებს, მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობა;
  • კანის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ პროგრესირებს წყლით სავსე ბუშტუკებით ხელებისა და ფეხების კანზე;
  • კანის ანთებითი ტიპის დაავადება (ექსფოლიაციური დერმატიტი) აქერცვლასთან ერთად;
  • ქინძისთავის ფორმის წითელი სისხლჩაქცევები (პურპურა), მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
  • სპონტანური მომატებული მგრძნობელობის რეაქცია;
  • სისხლძარღვების ანთება, შეშუპება და სიწითლე კანზე და  თვალების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
  • სერიოზული დაავადება სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით კანზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
  • სისხლის შედედება (ტკივილი, შეშუპება ან მგრძნობელობა ფეხებში).

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნებათ ამ გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ტურქტიპსან ფუროსემიდზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: 10-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 100-დან ერთზე მეტი პაციენტი.

არახშირი: 100-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტი პაციენტი.

იშვიათი: 1000-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტი პაციენტი.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება.

 

ალიან ხშირი:

  • სისხლში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილებები (ელექტროლიტური დარღვევები);
  • სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში;
  • სისხლში კრეატინინის და სისხლის ცხიმების რაოდენობის გაზრდა, რომელსაც ეწოდება ტრიგლიცერიდები;
  • დაბალი არტერიული წნევა (მათ შორის დაბალი არტერიული წნევა, რომელიც ვლინდება მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას).

 

ხშირი:

  • ჰემოკონცენტრაცია (სისხლის კონცენტრაციის მომატება სითხის შემცირების გამო);
  • სისხლში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის კონცენტრაციების შემცირება, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას შემცველობის მომატება;
  • პოდაგრის შეტევები (დაავადება, რომელიც ხასიათდება შარდმჟავას მომატებით, რაც იწვევს სახსრების ანთებას და ტკივილს);
  • ღვიძლის ენცეფალოპათია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის უკმარისობის გამო);
  • შარდის რაოდენობის გაზრდა.

 

არახშირი:

  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჩვეული სისხლდენა ან სისხლჩაქცევები);
  • შაქრის მიმართ მგრძნობელობის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტიან პაციენტებში;
  • სმენის დარღვევა და ზოგჯერ შეუქცევადი სიყრუე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში ცილის რაოდენობის პათოლოგიური შემცირება, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების მძიმე დაზიანებით;
  • გულისრევა;
  • ქავილი, გამონაყარი.

 

იშვიათი:

  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
  • სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედის ტიპი) რაოდენობის ზრდა;
  • დაბუჟება;
  • ტინიტუსი;
  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
  • ღებინება, დიარეა;
  • თირკმლის ანთება;
  • ცხელება.

 

ძალიან იშვიათი:

  • აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), აპლასტიკური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება), ანემიის ტიპი (ჰემოლიზური ანემია);
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშანი;
  • ნაღვლის დინების შენელება ან შეწყვეტა ინტრაჰეპატური მიზეზის გამო, ღვიძლისმიერი ფერმენტის მომატება.

 

უცნობი:

  • სისხლში კალციუმის და მაგნიუმის დონის შემცირება, შარდოვანას მომატება, პირის სიმშრალე მეტაბოლური ალკალოზის გამო, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები, დაბალი არტერიული წნევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  • ფსევდო-ბარტერის სინდრომი ხანგრძლივი გამოყენებისას (გამოიხატება ღებინებით, შარდვის შეუძლებლობით და დაბნეულობით);
  • შარდში ნატრიუმის და ქლორიდის დონის მომატება, შარდვის შეუძლებლობა;
  • თირკმელებში კალციუმის მარილების დაგროვება, თირკმლისმიერი კენჭის წარმოქმნა, რაც ხშირად იწვევს თირკმელების შეუქცევად დაზიანებას;
  •  „ღია არტერიული სადინარის“ (ნაპრალი ორ დიდ არტერიას შორის, რომელიც გამოდის გულიდან და არ იხურება დაბადების შემდეგ) გახანგრძლივების გაზრდილი რისკი, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი სახეობაა ნაადრევად შობილ ჩვილებში, თუ პრეპარატი შეყვანილია სიცოცხლის პირველ კვირაში;
  • ტკივილი ინექციის ადგილზე.

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ აღნიშნული არ არის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შეტყობინებაგვერდითიმოვლენებისშესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი მოვლენის შესახებ დამატებით, ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით  ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია იმ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ.

 

ტურქტიპსან ფუროსემიდიშენახვის პირობები

შეინახეთეს პრეპარატიბავშვებისთვისმიუწვდომელ ადგილასდათავის შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბლა და ორიგინალი შეფუთვით. დაიცავით სინათლისგან.

განზავებული ხსნარების გამოყენება რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გადაყარეთ გამოუყენებელი პორცია.

 

არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ფუროსემიდი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაზე.

 

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

 

არგადაყაროთვადაგასულიანგამოუყენებელიმედიკამენტები! გადაეცითისინიმედიკამენტებისშეგროვებისსისტემას, რომელსაცგანსაზღვრავსგარემოსადაურბანულიდაგეგმარებისსამინისტრო.

 

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.

(ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)

აკიურთი/ანკარა.

ტელეფონი: 0 312 844 15 08

ელ.ფოსტა: [email protected]  

 

მწარმოებელი

TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.

(ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)

აკიურთი/ანკარა

ტელეფონი: 0 312 844 15 08

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (48 აფთიაქი)

ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-03-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2024-12-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-02-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-03-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-03-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-02-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2024-12-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2024-12-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2024-12-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2024-12-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-02-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-03-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-03-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2024-12-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-02-01

რეგიონი (60 აფთიაქი)

თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-03-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-04-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-03-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-03-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-03-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-03-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-03-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2024-12-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-03-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-03-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-03-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-02-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-03-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-03-01