მოქსიფლოქსაც400მგ/250მლ#1პ(თურქ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი 400 მგ /250 მლი.ვ. საინფუზიო ხსნარი
სტერილური
განკუთვნილიაინტრავენურიგამოყენებისთვის
- მოქმედინივთიერება: 250 მლ-იანი პარკი 436,8 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს (400 მგ მოქსიფლოქსაცინის ექვივალენტური რაოდენობით) შეიცავს.
- დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმაჟავა 1N, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 2N, საინექციო წყალი.
|
აღნიშნულიწამლისმიღებამდეგამოყენებისინსტრუქციაყურადღებითწაიკითხეთ, რადგანაცისთქვენთვისმნიშვნელოვანინფორმაციასშეიცავს.
|
გამოყენებისინსტრუქციაშეიცავსშემდეგისათაურებისმომცველმონაცემებს:
- რაარისდარისთვისგამოიყენებათურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი?
- თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინისგამოყენებამდე რასუნდამივაქციოთყურადღება?
- როგორგამოიყენებათურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი?
- რასახისშესაძლოგვერდითიეფექტებიშეიძლებაგამოვლინდეს?
- თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის შენახვა
1. რაარისდარისთვისგამოიყენებათურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი?
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია მზა ხსნარის ფორმის სახით, რომელიც განკუთვნილია ვენაში (ინტრავენური) წვეთოვანი სისტემით ინექცირებისთვის (ინფუზიისთვის). თითოეული წამლის პარკი 400 მგ მოქმედ ნივთიერებას (მოქსიფლოქსაცინს) შეიცავს.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მოქმედი ნივთიერება მოქსიფლოქსაცინი ფტორქინოლონების ჯგუფში შემავალი ანტიბიოტიკია, მისი მოქმედების ეფექტი ინფექციების გამომწვევი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიების განადგურებით ვლინდება.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 250 მილილიტრიან პოლიპროპილენის პარკში.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი, მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმებით (მიკრობები) გამოწვეული ქვემოთ მოცემული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:
- საავადმყოფოს გარეთ განვითარებული ფილტვების ინფექციები (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, რომლებსაც არ ახლავს სხვა მდგომარეობა (გაურთულებელი)
- აღნიშნული წამლის ჯგუფი (ფტორქინოლონები), თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავების (ფილტვებში არსებული ბრონქული მილების ლორწოვანის მუდმივი ჩირქოვანი ანთების მდგომარეობის განმეორებით გამწვავება) სამკურნალოდ ალტერნატიული მკურნალობის არსებობისას, სერიოზული არასასურველი ეფექტების რისკის არსებობის გამო არ უნდა იქნას გამოყენებული.
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი, მხოლოდ მგრძნობელობის მქონე ბაქტერიებით გამოწვეული და დამტკიცებული და ან ამ აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვის მქონე ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
2. თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინისგამოყენებამდე რასუნდამივაქციოთყურადღება?
აღნიშნული რეაქციებიდან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში, ავადმყოფთან თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და ფტორქინოლონების გამოყენებას უნდა მოერდოთ.
|
ფტორქინოლონების გამოყენება, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით დაკავშირებულია სხვადასხვა სიმახინჯეების და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლინებასთან. ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ძვალ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები (ტენდინიტი (მყესების ანთება) და მყესის (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილები) გახევა, მყესების შეშუპება და ან ანთება, დაბუჟება და ან ჩხვლეტის შეგრძნება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, კუნთების ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, სახსრების ტკივილი, სახსრების შესივების მსგავსი მდგომარეობები), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დაზიანება), ცენტრალური ნერვული სისტემისმიერი ეფექტები (ჰალუცინაციები-არ არსებული დანახვა, გაგონება, შეგრძნება), შფოთვა, დეპრესია, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ინსომნია (ძილის დარღვევები), ძლიერი თავის ტკივილი, კონფუზია (გონების უცებ არევა). (იხილეთ ნაწილი -4-,, შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). აღნიშნული გვერდითი ეფექტები, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დაწყებიდან შეიძლება საათების და ან კვირების შემდეგ გამოვლინდეს. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, წინასწარ რისკ ფაქტორების არ მქონე პირებშიც კი). ნებისმიერი გვერდითი ეფექტის პირველი გამოვლინების და ან გვერდითი ეფექტის ნიშნების გამოვლინებისას, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ფტორქინოლონებთან დაკავშირებული აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლინებისას, ავადმყოფებმა ფტორქინოლონების მიღებისგან, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით თავი უნდა შეიკავონ.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი, ქვემოთმოცემულიმდგომარეობებისდროსარგამოიყენოთ:
თუ,
- მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების და ან ამ წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,
- ორსულად ხართ,
- ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
- 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ,
- ანტიბიოტიკის ჯგუფის, ქინოლონებით მკურალობასთან დაკავშირებული მყესების (კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილი) დაზიანება გადაიტანეთ (იხილეთ ნაწილი ,,თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’ და ნაწილი-4-,,რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები?’’),
- თანდაყოლილი და ან შეძენილი გულის რითმის დარღვევებისას (კარდიოგრამაზე (ეკგ) ვლინდება),
- სისხლში მარილების (ნატრიუმის და კალიუმის) დეფიციტი გაქვთ (ელექტროლიტური დარღვევები და განსაკუთრებით არა კორეგირებული ჰიპოკალიემია),
- გულის ცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია) გაქვთ,
- გულის პრობლემები გაქვთ (გულის უკმარისობა)
- მანამდე გადატანილი გულის რითმის დარღვევები (სიმპტომური არითმია) გაქვთ .
- მოქსიფლოქსაცინს გულის რითმის დარაღვევაზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად პარალელურად ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-სხვა წამლებთან ერთად გამოყენება), ცნობილია, რომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს გული რითმის დარღვევა (ეკგ), QT ინტერვალის გახანგრძლივება. მაგ: ელექტრული სიგნალების დაგვიანებით გატარება.
- სერიოზული ღვიძლის დაავადება (Child Pugh C) გაქვთ და ან ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებელი (ტრანსამინაზები) ნორმის ზემო ზღვარზეა, 5-ჯერ მაღალია.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი, ქვემოთმოცემულიმდგომარეობებისდროსსიფრთხილითგამოიყენეთ:
- თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინს პირველად იყენებთ, გამოყენებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ,
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღებამ, განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულებში შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის ცვლილება, რაც ეკგ-ზე ვლინდება. თუ, ახლო პერიოდში კალიუმის დონის დაქვეითების მიზნით წამალი მიიღეთ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვნს ექიმს მიმართეთ. (იხილეთ ნაწილი-თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ და სხვა წამლებთან ერთად გამოყენება).
- თუ, ეპილეფსიით დაავადებული ხართ და ან ისეთ მდგომარეობაში ხართ რაც თქვენთან კრუნჩხვებს იწვევს, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- თუ, ფსიქიატრიული დაავადება გაქვთ და ან წარსულში გადაიტანეთ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმრთეთ.
- Myasthenia Gravis-მიასთენიაგრავისის (კუნთოვანისისუსტისგამომწვევიდაავადება) გამწვავება: თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მსგავსმა ფტორქინოლონებმა შეიძლება გამოიწვიოს მიასთენია გრავის დაავადების სიმპტომების, კუნთოვანი სისუსტის და სუნთქვის პრობლემების დამძიმება. თუ, მიასთენია გრავის სახელით წოდებული დაავადება გაქვთ, ამ წამლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.
- თუ, ოჯახში გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენეზას (სისხლში შაქრის) დეფიციტი გაქვთ ( იშვიათი მემკვიდრეობითი დავადება), ექიმი ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით და თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის თქვენთან გამოყენების შესაბამისობის საკითხს გადაწყვეტს.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი, მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, არტერიაში მისი ინფუზია არ უნდა მოხდეს.
- მკურნალობის პერიოდში გულის ფრიალის (პალპიტაცია) და ან გულისცემის რითმის დარღვევისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, გულისცემის რითმის განსაზღვრისთვის თქვენთან შეიძლება ეკგ კვლევას მოითხოვს.
- გულის პრობლემების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს ვენური ინფუზიის სიჩქარესა და დოზის მატებასთან.
- ძალიან იშვიათად და ზოგჯერ პირველი ინფუზიის შემდეგ, შეიძლება უცებ გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) რეაქციები, მკერდში მოჭერის შეგრძნება, გაბრუება, ავად და ან სუსტად ყოფნის შეგრძნება, ფეხზე წამოდგომისას თავბრუსხვევა და მსგავსი ნიშნები. ასეთი მდგომარეობის დროს თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ ექიმს უნდა აცნობოთ.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამომწვევი ღვიძლის უკმარისობა, სწრაფი და მძიმე ღვიძლის ანთება (სასიკვდილო შემთხვევების ჩათვლით, იხილეთ ნაწილი 4-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). თუ, თავს უცებ ცუდად იგრძნობთ და/და ან გულისრევა გექნებათ, პარალელურად თვალის სკლერები გაყვითლდება, შარდი მუქი ფერის გახდება, კანის ქავილი, სისხლდენისკენ მიდრეკილება გამოვლინდება და ან ღვიძლისმიერი თავის ტვინის დაავადება (ღვიძლის ფუნქციების დაქვეითების და ან მძიმე ღვიძლის ანთების ნიშნები) აღინიშნება, გთხოვთ, სხვა ტაბლეტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
- თუ, კანის რეაქცია და ან კანზე ბუშტუკები/აშრევებადა/და ან ლორწოვანის რეაქციები (იხილეთ ნაწილი-4,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’) გამოვლინდება, მკურნალობის გაგრძელებამდე სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
- ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩვები. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს: ხელებსა და ფეხებში, კიდურებში ტკივილი, წვის შეგრძნება, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და/ ან ძალის დაკარგვის მსგავსი ნერვების დაზიანება (ნეიროპათია), აღნიშნული მდგომარეობის გამოვლინებისას, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის გაგრძელებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.
- ფტორქინოლონების ანტიბიოტიკების მიღებისას, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით, თუნდაც პირველად ღებულობდეთ, შეიძლება განაპირობოს გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლინება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და ან თვითმკვლელობის ფიქრები, თვითმკვლელობის მცდელობა, თვითდაზიანების სურვილის განვითარება. (იხილეთ ნაწილი-4-,, შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). თუ, მსგავსი რეაქციები გამოვლინდება, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ.
- ანტიბიოტიკების გამოყენების დროს და ან გამოყენების შემდეგ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით შეიძლება გამოვლინდეს დიარეა. თუ, ეს მდგომარეობა სერიოზული და გახანგრძლივებული იქნება და ან განავალში სისხლი და ან ლორწო გამოვლინდება, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღება სასწრაფოდ შეაჩერეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ნაწლავთა მოქმედების შემაჩერებელი და ან შემანელებელი წამლები არ მიიღოთ.
- თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს მყესების ტკივლი და ანთება, ეს მდგომარეობა თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. თუ, ხანდაზმული ხართ და ან პარალელურად კორტიკოსტეროიდებსაც ღებულობთ, მყესების ანთების და გახევის რისკი მატულობს. ნებისმიერი სახის ტკივილის და ან ანთების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღება შეწყვიტეთ, მტკივნეული სახსარი დაასვენეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს მიმართეთ. მყესის გახევის რისკის ზრდის გამო არასაჭირო ვარჯიშებისგან თავი შეიკავეთ (იხილეთ ნაწილი-4-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’ და ,,თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’).
- თუ, ხანდაზმული ხართ და თირკმლების პრობლემები გაქვთ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღების დროს სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება გაითვალისწინეთ, რადგანაც დეჰიდრატაციის დროს (სითხის დაკარგვა) თირკმელბის უკმარისობის რისკი მატულობს.
- თუ, მხედველობის პრობლემები გამოვლინდება და ან თვალთან დაკავშირებით სხვა პრობლემა გამოვლინდება, სასწრაფოდ თვალის ექიმს მიმართეთ (იხილეთ ნაწილი- ,,ავტომობილის და მექანიზმების მართვა და ნაწილი -4,, შესაძლო გვერდითი ეფექტები’’). წამლის მიღება მაშინვე შეაჩერეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
- ნაწლავთა მოქმედების შემაჩერებელი და ან შემანელებელი წამლები არ მიიღოთ.
- ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევები, მომატება (ჰიპერგლიკემია) და ან სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია). თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს სისხლში შაქრის დონის დაცემა უფრო ხშირად ვლინდება სისხლში შაქრის დონის დარღვევების მქონე იმ ავადმყოფებში, რომლებიც პარალელურ რეჟიმში ღებულობენ სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ ანტიდიაბეტურ წამლებს (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ან ინსულინს. თუ, დიაბეტი გაქვთ, სისხლში შაქრის დონე უნდა გაკონტროლდეს უფრო ხშირად. (იხილეთ ნაწილი-4,, შესაძლო გვერდითი ეფექტები’’).
- ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას, შეიძლება გამოვლინდსე კანის მზის სხივების და ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება. თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიღების დროს მუდმივად, ხანგრძლივი დროით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრას უნდა მოერიდოთ, ასევე სოლარიუმი და ან სხვა ულტრაიისფერის სხივების განათება არ უნდა გამოიყენოთ.
- საავადმყოფოს გარე შეძენილი ფილტვების ანეთების (პნევმონიის) მკურნალობისას, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის თანმიმდევრული ინტრავენური/ორალური გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.
- ძლიერი დამწვრობის, კანის ღრმა ინფექციების, ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ინფექცია) და თანმხლები დიაბეტური ტერფის ინფექციის მკურნალობისას თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა არ დაზუსტებულა.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი, ქვემოთ მოცემულიმდგომარეობებისდროსსიფრთხილითგამოიყენეთ:
- თუ, ვენების გაგანიერების და ან შესივების (აორტის ანევრიზმა და ან ვენების პერიფერიული ანერიზმა) დიაგნოზი გაქვთ დასმული,
- თუ, წარსულში აორტის დისექციის შეტევა გადაიტანეთ (აორტის კედლის გახევა),
- თუ, ოჯახურ ანამნეზში აორტის ანევრიზმა და ან აორტის დისექცია და ან სხვა რისკ ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობები აღინიშნება (მაგ.მარფანის სინდრომი და ან ვასკულარული ეჰლეს-დანლოსის სინდრომის მსგავსი შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები და ან ტაკაიასუს ერტერიიტი, გიგანტურ უჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეთის დაავადების მსგავსი დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა და ან ცნობილი ათეროსკლეროზი).
თუ, მუცელში, მკერდში და ან ზურგში უეცარ და მწვავე ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმერ დროს თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის გამოყენებასაკვებთანდასასმელთანერთად
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინს, რძის პროდუქტების ჩათვლით საკვებთან ურთიერთქმედება არ აქვს.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი არ უნდა გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
ძუძუთიკვება-ლაქტაცია
ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი არ უნდა გამოიყენოთ.
ავტომობილისადამექანიზმებისმართვისუნარზეზემოქმედება
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება თავბრუსხევვა და ან გაბრუება, ასევე უეცრად გამოვლენილი მხედველობის დაკარგვა და ან მუდმივად გონების დაკარგვის მსგავსი მდგომარეობა გამოიწვიოს. თუ, მსგავსი მდგომარეობები თქვენთან ვლინდება და თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინით მკურნალობას გადიხართ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის შემადგენლობაშიარსებულიზოგიერთიდამხმარენივთიერებებისშესახებმნიშვნელოვანიინფორმაცია
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ერთი პარკი (250მლ), 787 მგ (დაახლოებით 34 მმოლ) ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალიწინებული უნდა იქნას.
სხვამედიკამენტებთანერთადგამოყენება
თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის პარალელურად სხვა წამლებსაც ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
- თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინს გულზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად ღებულობთ, შეიძლება გულისცემის რითმის მომატების რისკი გაიზარდოს, ამიტომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ:
- ანტიარითმული ჯგუფის წამლები (მაგ.ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი),
- ანტიფსიქოზური წამლები (მაგ. ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი),
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ. იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, კლომიპრამინი, ნიტრიპტილინი, ოპიპრამოლი, ამოქსაპინი, თიანეპტინი),
- ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგ.: საკუნავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, ანტიმალარიული თვისების მქონე ჰალოფანტრინი),
- ზოგიერთი ანტიჰისტამინი (მაგ.ტერფენადინი, ასტემიზოლი, მუზოლასტინი)
- სხვა წამლები“ (მაგ.სისაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
- თუ, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითების და ან გულის რითმის სიჩქარის დაქვეითების მიზნით სხვა წამლებსაც ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ (მაგ.ზოგიერთი დიურეტიკი, ზოგიერთი საფაღარათო და ოყნა (დიდი დოზებით) და ან კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო წამლები), ამფოტერიცინ-ბ), რადგანაც თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს გულისცემის რითმის დარღვევის რისკი მატულობს.
- თუ, ბოლო პერიოდში ორალური ანტი-კოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) (მაგ.ვარფარინი) მიიღეთ, ექიმი შეიძლება სისხლის შედედების გაკონტროლებისთვის ანალიზებს მოითხოვს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებათურქთიფსანმოქსიფლოქსაცინი?
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
ექიმი და ან პროფესიონალი სპეციალისტი თქვენი დაავადების შესაბამის დოზას განსაზღვრავს და განახორციელებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა მკურნალობა შეიძლება მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტირებული ფორმით დაიწყოს.
შეყვანისგზადამეთოდი:
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი, 60 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიით კეთდება (ვენაში წვეთოვანის ინექციის სახით). ზრდასრულთათვის რეკომენდირებული დღიური დოზა ერთი პარკია.
სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები:
ბავშვებშიგამოყენება: თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დამტკიცებული, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული. (იხილეთ ნაწილი-,,თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოოყენოთ’’).
ხანდაზმულებშიგამოყენება: ხანდაზმულებში თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის დოზის რეგულირება საჭირო არ არის,
გამოყენებისგანსაკუთრებულიმდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა: ხანდაზმულ და თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება, რადგანაც დეჰიდრატაციის დროს თირკმლის უკმარისობის რისკი მატულობს.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
თუ,ფიქრობთ, რომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის საჭიროზემეტიდოზამიიღეთ:
თუ ფიქრობთ, რომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმცევტს გაესაუბრეთ.
თუ, თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის მიღებადაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, ფიქრობთ რომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის დოზა გამოტოვეთ, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს მიმათეთ.
მოვლენები, რომელიცთურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის მკურნალობისდასრულებისასშეიძლებაგამოვლინდეს:
აღნიშნული წამლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, არსებული ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს. თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით და ან მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტირებული ფორმით მკურნალობის დროზე ადრე შეჩერება გსურთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, ამ წამლების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
4. რაშეიძლებაიყოსშესაძლოგვერდითიეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ამ წამლის მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველასთან არა.
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
ძალიანგავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებადგავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიანიშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთჩამოთვლილთაგანრომელიმეგამოვლინდება, თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინისგამოყენებაშეაჩერეთდასასწრაფოდთქვენსექიმსაცნობეთდაანთქვენთანყველაზეახლოსაავადმყოფოსემერჯენსისგანყოფილებასმიმართეთ:
- გულის რითმის ანორმალობა (იშვიათი გევრდითი ეფექტი),
- უეცრად თავის ცუდად შეგრძნება და ან თვალის სკლერების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისკენ მიდრეკილება და ან ფიქრების დარღვევა და ან უძილობა (აღნიშნული ნიშნები პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში, ღვძლის ფუნქციების უეცარი დარღვევით, უეცრად განვითარებული ანთების მაჩვენებელი შეიძლება იყოს) .(ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები, დაფიქსირებულია სასიკვდილო შემთხვევები).
- პირის ღრუში/ცხვირის ღრუში და ან პენისზე/საშოში მტკივნეული ბუშტუკების მსგავსი კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანებები ( სტევენს-ჯონსონის სინდრომი და ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში).
- სისხლძარღების ანთება (აღნიშნულის ნიშნები შეიძლება იყოს კანზე, ძირითდად ქვემო კიდურებზე წითელი ლაქები და ან სახსრების ტკივილი (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- ძალიან იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიში შოკის მდგომარეობაც შეიძლება განვითარდეს: ძლიერი, უეცარი, გენერალიზებული (გავრცელებული) ალერგიული რეაქციები (მაგ. სუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება).( იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- სასუნთქი გზების შეშუპება, ზოგადად შეშუპება (იშვიათი გვერდითი ეფექტი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა)
- გულყრები (კონვულსიები) (იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- ტკივილი, წვა, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და მსგავსი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და/ და ან კიდურების სისუსტე (იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- დეპრესია (ძალიან იშვიათად თვითმკვლელობის ფიქრები და ან თვითმკვლელობის მცდელობა, თვითდაზიანების გამომწვევი მდგომარეობა). (იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- სიგიჟე (პოტენციურად თვითმკვლელობის ფიქრები და ან თვითმკვლელობის მცდელობა, თვითდაზიანების გამომწვევი მდგომარეობა). (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- სისხლიანი და ან ლორწოს შემცველი მძიმე დიარეა (ანტიბიოტიკთან დაკავშირებული კოლიტის ჩათვლით ფსევდომემბრანოზული კოლიტი) ძალიან იშვიათად სიცოცხლისთვის საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. (იშვიათი გვერდითი ეფექტი)
- მყესების ტკივილი და შესივება (ტენდინიტი) (იშვიათი გვერდითი ეფექტი) და ან მყესის გახევა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)
დამატებით, თუ მხედველობის გარდამავალი დარღვევა გამოვლინდება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი), მაშინვე თვალის ექიმს მიმართეთ.
თუ, სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევა-მომატება (Torsade de Pointes) და ან თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს გულის გაჩერება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) გადაიტანეთ, მაშინვე მკურნალ ექიმს უთხარით რომ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინს ღებულობთ და მკურნალობა კვლავ არ განაახლოთ.
ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს მიასთენია გრავის (კუნთოვანი სისუსტის გამოწმვევი დაავადება) ნიშნების დამძიმება. თუ, აღნიშნული მდგომარეობა თქვენთან გამოვლიდნება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და სისხლში შაქრის დონის მომატებას და ან შემცირებას გრძნობთ (იშვიათი და ან ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი), მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, თირკმელბის პრობლემები გაქვთ, ხანდაზმული ხართ და შარდის გამოყოფა შემცირებულია, ფეხების შეშუპება ვლინდება, კოჭების არეში სისუსტეს გრძნობთ, გულისრევა, დაბუჟება, სუნთქვის გაძნელება და ან გონების არევა გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწარაფო სამედიცინო დახმარების მიღება და ან საავადმყოფოში დაწოლაც.
თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინისშესაძლოსხვაგვერდითიეფექტებიგამოვლინებისსიხშირისმიხედვით ქვემოთაამოცემული:
გავრცელებული:
- გულისრევა
- დიარეა
- თავბრუსხვევა
- კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი
- ღებინება
- თავის ტკივილი
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ტრანსამინაზების) მომატება
- რეზისტენტული ბაქტერიებით და ან სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ინფექციების, მაგ: კანდიდას სოკოთი გამოწვეული ორალური და ან ვაგინალური ინფექციები
- ინექციის ადგილას ტკივილი და ან ანთება (ინფლამაცია)
- ავადმყოფებში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალემია), კარდიოგრამაზე ცვლილებები
ნაკლებად გავრცელებული :
- სიწითლე
- კუჭის პრობლემები (დისპეფსიური მოვლენები/კუჭში მჟავიანობის მომატება)
- გემოს შეგრძნების დარღვევები (იშვიათად გემოს შეგრძნების სრული დაკარგვა)
- ძილის დარღვევები( ძირითადად უძილობა)
- სისხლში ღვძლის ფერმენტის რაოდენობის მომატება (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა და/ და ან ტუტე ფოსფატაზა)
- სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოციტები, ნეიტროფილები)
- ყაბზობა (კონსტიპაცია)
- ქავილი
- თავბრუსხვევის შეგრძნება ( ტრიალი და ან დაცემა)
- ძილიანობა
- აირების დაგროვება
- კარდიოგრაფიაზე ცვლილებები (ეკგ)
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (სისხლში LDH მომატების ჩათვლით)
- მადის და კვების შემცირება
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა
- ზურგის, მკერდის, მენჯის და ხელ-ფეხის (კიდურების), სხეულის ტკივილი
- სისხლის შედედებისთვის საჭირო სპეციალური სისხლის უჯრდების რაოდენობის მომატება
- ოფლიანობა
- სისხლის განსაკუთრებული თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების)მომატება
- გაღიზიანება (შფოთვა)
- ცუდად ყოფნის შეგრძნება (ძირითადას სისუსტე და ან დაღლილობა)
- კანკალი
- სახსრების ტკივილი
- გულის ფრიალი (პალპიტაცია)
- არარეგულარული და სწრაფი გულისცემა
- ასთმის კომპონენეტების შემცველი სუნთქვის გაძნელება
- ამილაზის სახელით ცნობილი ფერმენტის მომატება სისხლში
- მოუსვენრობა, წუხილი
- დაბუჟების შეგრძნება (ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება) და/და ან ჩხველტის შეგრძნება
- კანზე ურტიკარია
- სისხლძარღვების გაგანიერება
- გონების არევა, ორიენტაციის დარღვევა (კონფუზია და დისორდინაცია)
- სისხლის შედედებისთვის საჭირო სპეციალური უჯრედების შემცირება
- მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება და ან შემღვრევა
- სისხლის შედედების შემცირება
- სისხლში ლიპიდების(ცხიმების) მომატება
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება
- კუნთების ტკივილი
- ალერგიული რეაქციები
- სისხლში ბილირუბინის მომატება
- ვენების ანთება
- კუჭის ანთება
- ოფლიანობა (დეჰიდრატაცია)
- გულის რითმის მძიმე დარღვევები
- კანის სიმშრალე
- ტკივილი მკერდში
იშვიათი:
- კუნთების დაჭიმვა
- კუნთების კრუნჩხვები
- არ არსებულის დანახვა, გაგონება და ან შეგრძნება (ჰალუცინაციები)
- მაღალი არტერიული წნევა
- შესივება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ხახის)
- დაბალი არტერიული წნევა
- თირკმლების უკმარისობა (შარდოვანას და კრეატინინის, თირკმლის ფუნქცხიის მაჩვენებელი ტესტების მომატება)
- ღვიძლის ანთება
- პირის ღრუს ანთება
- ყურებში ზარის ხმის გაგონება
- სიყვითლე (თვალის და ან კანის თეთრი ნაწილების გაყვითლება)
- კანის მგრძნობელობის დარღვევა
- ანორმალური სიზმრები
- კონცენტრაციის დარღვევა
- ყლაპვის გაძნელება
- სუნის შეგრძნების ცვლილება (სუნის შეგრძნების დაკარგვის ჩათვლით)
- წონასწორობის დარღვევა და კოორდინაციის დარღვევა (თავბრუსხვევის გამო)
- მეხსიერების ნაწილობრივი და ან სრული დაკარგვა
- სმენის დარღვევები სიყრუის ჩათვლით (ძირითდად შექცევადი)
- სისხლში შარდმჟვას მომატება
- ემოციური არასტაბილურობა
- მეტყველების დარღვევა
- გონების დაკარგვა (ბნედა)
- კუნთების სისუსტე
ძალიანიშვიათი:
- სახსრების ანთება
- გულის რითმის ანორმალობა
- კანის მგრძნობელობის მომატება
- თვითდაზიანების შეგძნება ( საკუთარი თავის ვერ შეცნობასავით)
- სისხლის შედედების მომატება
- კუნთების გაშეშება (რიგიდობა)
- სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი)
ქვემოთ მოცემული ნიშნები (სიმპტომები) ვენური გზით (ინტრავენური) მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში უფრო ხშირად ვლინდება.
გავრცეელბული:
- სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერენტების დონის მომატება (გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზა)
ნაკლებადგავრცელებული:
- იშვიათი, სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები (გართულებები) სისხლის და/ და ან ლორწოს შემცველი (ანტიბიოტიკთან დაკავშირებული კოლიტი) სერიოზული ფაღარათის მდგომარეობა
- გულის რითის ანორმალობა
- არ არსებულის დანახვა, გაგონება და ან შეგრძნება (ჰალუცინაციები)
- დაბალი არტერიული წნევა
- თირკმლის ფუნქციების დარღვევა (სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება, რაც ანალიზებით ვლინდება)
- თირკმლების უკმარისობა
- შესივება (ხელის, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ხახის)
- გულყრები (კონვულსიები)
ცნობილია, რომ ქინოლონებითმკურნალობისშემდეგ, თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინისჩათვლითშეიძლებაქვემოთმოცემულიძალიანიშვიათიგვერდითიეფექტებიგამოვლინდეს:
- სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა
- სისხლში კალციუმის დონის მომატება
- სისხლის სპეცილური წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
- კუნთოვანი უჯრედების დაზიანების მსგავსი კუნთოვანი რეაქციები
- კანის მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდიეფექტებისშესახებმოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. თურქთიფსანმოქსიფლოქსაცინის შენახვა
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი,ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ < 250 C ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.
საინექციო წყლით, 0.9% ნატიუმის ქლორიდით, 1 მოლარის (მოლი) ნატრიუმის ქლორიდით, 5% გლუკოზით, 10% გლუკოზით, 40% გლუკოზით, რინგერის ხსნარით, რინგერის ლაქტატის ხსნარით განზავებისას ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შეიძლება შენახული იქნას.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთგამოყენებისბოლოვადისშესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი არ გამოიყენოთ.
,,გამოყენების ბოლო ვადის’’ წარწერის შემდეგ აღნიშნული რიცხვი- თვეს გულისხმობს და ამ თვის ბოლო დღე წარმოადგენს გამოყენების ბოლო თარიღს.
თუ, შეფუთვაზე/პროდუქტზე დაზიანებას შეამჩნევთ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიისმფლობელი:
ს.ს. თურქთიფსან ჯანმრთელობის ტურიზმის განათლება და ვაჭრობა
აქიურთ/ანკარა; ტელ: 0 312 844 15 08; ელ. ფოსტა: [email protected];
მწარმოებელი:
ს.ს. თურქთიფსან ჯანმრთელობის ტურიზმის განათლება და ვაჭრობა
აქიურთ/ანკარა; ტელ: 0 312 844 15 08; ელ. ფოსტა: [email protected];
აღნიშნულიგამოყენებისინსტრუქცია 26.09.2019-ში დამოწმებულია.
RU.SOP.18/F204 REV03
ქვემოთმოცემულიინფორმაციაგანკუთვნილიაიმსამედიცინოპერსონალისთვის,
რომელიცამწამლის ინფუზიასგანახოციელებს
დოზირებადაგამოყენებისფორმა
ზრდასრულები:
დოზირება:
ზემოთ აღნიშნული ჩვენებებისთვის თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი დღეში ერთხელ გამოიყენება (კეთდება) და მითითებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
გამოყენებისსიხშირე დახანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენების სიმძიმეზე და კლინიკური პასუხის შესაბამისად განისაზღვრება.
ზემოდაქვემოსასუნთქიგზებისინფექციებისსამკურნალოდსაჭიროაქვემოთმოცემულირეკომენდაციებისგათვალიწინება:
კლინიკური ჩვენების მქონე მდგომარეობის დროს: მკურნალობის დაწყება შეიძლება ინტრავენური ინფუზიით, შემდეგ კი შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება ორალური შემოგარსული ტაბლეტირებული ფორმით.
ქრონიკული ბროქნიტის გამწვავებისას მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 5 დღე.
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დროს: თანმიმდევრული (ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ორალურ -ტაბლეტირებულ ფორმაზე გადასვლა) მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 7-14 დღე.
გაურთულებელი კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 7 დღე
გართულებული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების თანმიმდევრული (ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ორალურ -ტაბლეტირებულ ფორმაზე გადასვლა) მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 7-21 დღე.
გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების სამკურნალოდ თანმიმდევრული (ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ორალურ -ტაბლეტირებულ ფორმაზე გადასვლა) მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 5-14 დღე.
შესაბამისი ჩვენების მკურნალობის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა გადააჭარბოთ.
მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა 21 დღის განმავლობაში (გართულებული კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები) კლინიკურად ჯერ გამოკვლეული არ არის.
ინტრავენური ინფუზიისთვის ინფუზიის ხანგრძლივობა 60 წუთია. 60 წუთზე უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ინფუზია არ უნდა გაკეთდეს.
განხორციელების( გამოყენების) ფორმა
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ხსნარის ინფუზია შესაძლებელია პირდაპირ და ან შეთავსებადი საინფუზიო ხსნარებით T- ფორმის მილის საშუალებით.
ქვემოთ მოცემულია ხსნარების ჩამონათვალი, რომლებთანაც თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი შეთავსებადია, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის ამ ხსნარებთან ერთად ინფუზიის დროს, ხსნარის ნარევი ოთახის ტემპერატურაზე 24 სათის განმავლობაში სტაბილურია.
- საინექციო წყალი
- ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი
- ნატრიუმის ქლორიდის 1 მოლარი (მოლი)
- გლუკოზის 5% ხსნარი
- გლუკოზის 10% ხსნარი
- გლუკოზის 40% ხსნარი
- რინგერის ხსნარი
- რინგერ ლაქტატის ხსნარი
თუ, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი სხვა წამალთან ერთად უნდა იქნას გამოყენებული, ეს ორი წამალი ცალ-ცალკე უნდა იქნას ინფუზირებული.
მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები უნდა იქნას გამოყენებული.
განსაკუთრებულპოპულაციებთანდაკავშირებულიდამატებითიინფორმაციები
თირკმლების/ღვიძლისუკმარისობა:
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი ≤30მლ/წთ/1.73 მ2 ჩათვლით), ჰემოდიალიზზე და მუდმივად პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ ქრონიკულ ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებში საკმარისი მონაცემი არ არსებობს (იხილეთ ნაწილი 4,3).
პედიატრიულიპოპულაცია:
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მოქსიფლოქსაცინის ეფქტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. (იხილეთ ნაწილი 4,3).
გერიატრიული (ხანდაზმულთა) პოპულაცია:
ხანდაზმულთათვის დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
სხვა:
ეფექტურ ჯგუფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ინტრაარტერიულად არ უნდა იქნას გამოყენებული.
დოზისგადაჭარბებადამკურნალობა:
დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. ჯანმრთელ მოხალისეებთან, ყოველგვარი არასასურველი ეფექტების გამოვლინების გარეშე გაკეთებულია პრეპარატის 1200 მგ-მდე ერთჯერადი დოზები 10 დღის განმავლობაში და ასევე მოქსიფლოქსაცინის 600 მგ-იანი განმეორებითი დოზები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ეკგ მაჩვენებლებთან ერთად ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მხარდამჭერი მკურნალობის განხორციელება.
შეუთავსებლობა:
ქვემოთ მოცემულია საინფუზიო ხსნარების ჩამონათვალი, რომლებთანაც თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინის შეუთავსებლობა დაფიქსირებულია.
შესაბამისად, თურქთიფსან მოქსიფლოქსაცინი ქვემოთ მოცემულ ხსნარებთან ერთად არ უნდა გაკეთდეს.
- ნატრიუმის ქლორიდის 10% ხსნარი
- ნატრიუმის ქლორიდის 20% ხსნარი
- ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 4.2%
- ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 8.4%
ადამიანურიგამოყენებისსამკურნალოპროდუქტებისნარჩენინივთიერებებისგანადგურებადასხვასპეციალურიზომები
გამოუყენებელი პროქდუქტები და ან ნარჩენი მასალა, „სამედიცინო ნარჩენების კონტროლირებადი რეგულაციის“ და „შეფუთვების და შეფუთვების ნარჩენების კონტროლირებადი რეგულაციის’’ მოთხოვნების შესაბამისად უნდა განადგურდეს.
თუ, პრეპარატი თვალით ხილულ რაიმე სახის ნაწილაკს შეიცავს და ან შემღვრეულია, არ უნდა იქნას გამოყენებული,
RU.SOP.18/F204 REV03
ბეჭედი: თურქთიფსან სს საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯ
შტამპი: სს თურქტიპსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ
ბუღდუზის დასახლ. გუბერნატორ ალი გალიფის ქ. N:28. აქიურთი/ანკარა
იაჰია გალიფის საგადასახადო ინსპეკქია:271 041 6809
უმით ქარაოღლუ
გენერალური დირექტორის მოადგილე /ხელმოწერილია
თარჯიმანი ნაილა იდნოევი










