რინგერი 1000მლ #1პაკ(თურქ)
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელ - ჩანართი პაციენტებისათვის
ნეოფლექსი რინგერი ხსნარი 0.860% ნატრიუმის ქლორიდი - 0,030% კალიუმის
ქლორიდი - 0,033% კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი
ინტრავენური გამოყენებისათვის
სტერილური
- · აქტიური ნივთიერება(ები): თითოეული 100 მლ ხსნარი შეიცავს; 860 მილიგრამი ნატრიუმის ქლორიდი, 33 მილიგრამი კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, 30 მილიგრამი კალიუმის ქლორიდი (ნატრიუმი 147 მმოლ/ლ, ქლორიდი 155,5 მმოვლ, კალიუმი 4 მმოლ/ლ, კალციუმი 4.48მმოლ/ლ)
- · დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.
- · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
- · დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- · ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ პირადად და არ უნდა გადასცეთ იგი სხვებს გამოყენებისათვის.
- · ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.
- · ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ნეოფლექსი რინგერის ხსნარი და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენებამდე
3. ნეოფლექსი რინგერის ხსნარის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. ნეოფლექსი რინგერის ხსნარის შენახვის პირობები
1. რას წარმოადგენს ნეოფლექსი რინგერის ხსნარი და რისთვის გამოიყენება?
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი არის ხსნარი, რომელიც შეიცავს ელექტროლიტებს (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და ქლორიდი), რომლებიც წარმოადგენენ სხეულის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს და შეიყვანება ინტრავენურად.
ხსნარი მოთავსებულია პოლიეთილენის ტომარაში და შესაძლოა იყოს 1000 ან 2000 მილილიტრის მოცულობის (2000 მლ-იანი ტომარა გამოიყენება გასაზავებელი ხსნარის სახით).
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი გამოიყენება სხეულის მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა სხეულის დეჰიდრატაცია და ასევე ამ მდგომარეობის პრევენციისათვის. ის მოქმედებს ორგანიზმიდან დაკარგული სითხისა და ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების ჩანაცვლების გზით, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და ქლორიდი, რომელსაც ეწოდება ელექტროლიტები.
2. ინფორმაცია ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენებამდე
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი ახასიათებს უსაფრთხო გამოყენება პაციენტების უმრავლესობისათვის. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ გულთან, თირკმელებთან, ღვიძლთან ან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა შეიძლება უარი თქვას მის დანიშვნაზე.
არ გამოიყენოთ ნეოფლექსი რინგერის ხსნარი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში
- თუ აღინიშნება სხეულის უჯრედების ირგვლივ სივრცეში ძალიან ბევრი სითხე (უჯრედული ჰიპერჰიდრატაცია)
- თუ სისხლძარღვებში აღინიშნება საჭიროზე მეტი სისხლის მოცულობა (ჰიპერვოლემია)
- თუ აღინიშნება თირკმელების მძიმე უკმარისობა (თუ მკურნალობთ დიალიზზე, თირკმელების არასათანადო მუშაობის გამო)
- თუ გაქვთ არანამკურნალევი გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის ამ მდგომარეობას, რომლისთვისაც თქვენ არ მიგიღიათ შესაბამისი მკურნალობა, თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი და ტერფის შეშუპება.
- თუ აღინიშნება თქვენს სხეულში სითხის ჭარბი რაოდენობის დაგროვება სისხლში მარილის მაღალი დონის გამო (ჰიპერტონული დეჰიდრატაცია)
- თუ თქვენი მედიკამენტი შეიცავს მეტ ნივთიერებებს, ვიდრე უნდა იყოს ორგანიზმში (კალიუმის ჭარბი, ნატრიუმის ჭარბი, კალციუმის ჭარბი, ქლორიდის ჭარბი რაოდენობა)
- თუ აღინიშნება ძალიან მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
- თუ გაქვთ კანის ქვეშ სითხის დაგროვება მთელ სხეულზე (დიფუზური შეშუპება)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება (ციროზი ასციტით), რომელსაც თან ახლავს ინტრა-აბდომინალური სითხის დაგროვება.
- თუ გადიხართ გულის უკმარისობის მედიკამენტოზურ მკურნალობას (იხილეთ აგრეთვე პუნქტი "გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად").
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
თუ შემდეგში ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გახასიათებთ ან ვლინდებოდა წარსულში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს:
- გულის უკმარისობა
- რესპირატორული უკმარისობა (ფილტვების დაავადება)
(ზემოხსენებულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მკურნალობის მონიტორინგი).
- გულის ნებისმიერი დაავადება ან პირობა, რომლის დროსაც ვლინდება გულის ფუნქციის შეზღუდვა
- თირკმლის შეზღუდული ფუნქცია
- სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერთენზია)
- სითხის დაგროვება კანქვეშ, განსაკუთრებით ტერფის ირგვლივ (პერიფერიული შეშუპება)
- ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება)
- არტერიული წნევის მომატება ორსულობის დროს (პრეეკლამფსია)
- დაავადება, რომელსაც თან ახლავს ალდოსტერონის აჰომიონის დონის მატება
(ალდოსტერონიზმი)
- ნებისმიერი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმში ნატრიუმის დაგროვება, როგორიცაა სტეროიდული თერაპია (სხეულში ნატრიუმის ჭარბი დაგროვებით) (იხილეთ აგრეთვე პუნქტი "გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად")
- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ჰორმონებზე, რომლებიც აკონტროლებენ ორგანიზმში მარილების სიმკვრივეს)
- მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმიდან სითხის დაკარგვა ხდება ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა ღებინება ან დიარეა (მწვავე დეჰიდრატაცია)
- ქსოვილის ფართო დაზიანების შემთხვევები (მაგალითად, რთული მუწუკები)
- დაავადებები, რომლებიც ზრდის D ვიტამინის დონეს ორგანიზმში (მაგალითად, სარკოიდოზი, რომელიც აზიანებს კანს და შინაგან ორგანოებს)
- ამ ხსნარის გამოყენების დროს თქვენი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს სისხლისა და შარდის ანალიზის გაკეთებას და ყურადღებით გააკონტროლებს:
- სითხის რაოდენობას თქვენს ორგანიზმში
- თქვენ სასიცოცხლო ნიშნებს
- ქიმიური შემადგენლობის დონეს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და ქლორიდი თქვენს სისხლში (თქვენი პლაზმის ელექტროლიტები)
მიუხედავად იმისა, რომ ნეოფლექსის რინგერის ხსნარი შეიცავს კალიუმს და კალციუმს, ეს რაოდენობა შეიძლება არ იყოს საკმარისი შემდეგ შემთხვევებში:
- სისხლში ამ ქიმიური შემადგენლობის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად
- კალიუმის (კალიუმის მძიმე დეფიციტისას) ან კალციუმის (კალციუმის მძიმე დეფიციტისას) დონის ნორმალიზებისთვის, რომლებიც აღინიშნება თქვენს სისხლში ძალიან დაბალი დონით.
მას შემდეგ, რაც დეჰიდრატაციის მდგომარეობა ნორმალიზირდება ნეოფლექსი რინგერის ხსნარის მეშვეობით, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სხვა ხსნარებს, რომლებიც შეიცავს საკმარის კალიუმს და კალციუმს. თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ამას, თუ თქვენ იღებთ პარენტერალური კვების თერაპიას. თუ იღებთ ნეოფლექსი რინგერის ხსნარს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თქვენ დაგენიშნებათ კვების სახით დამატებითი მედიკაცია ან ხსნარები.
კალციუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, თუ მისი შეყვანა მოხდება ქსოვილში. ამიტომ, ნეოფლექსი რინგერის ხსნარის შეყვანა არ უნდა მოხდეს კუნთებში (ინტრამუსკულური ინექცია), გარდა ამისა, თქვენი ექიმი გამოიჩენს სიფრთხილეს, რომ ხსნარი არ მოხვდეს ვენების გარეთ არსებულ ქსოვილში.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი არ უნდა დაინიშნოს შერეული სისხლთან ერთად იმავე ნემსით ან საინფუზიო სისტემით. მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების დაგროვება და მათი დაზიანება სისხლში, თუ იგი შეიყვანება იმავე ნემსით ან აპლიკაციის ნაკრებით. თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან ვლინდებოდა წარსულშიც კი ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის კვების და სასმელი პროდუქტის მიღების თაობაზე ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენების პერიოდში.
ორსულობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს რჩევისთვის, თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის პერიოდში.
კალციუმი, რომელიც შედის ნეოფლექსი რინგერის ხსნარის შემადგენლობაში, შესაძლოა გადავიდეს პლაცენტაში. ამიტომ ამ მედიკაციის გამოყენების პერიოდში ორსულ პაციენტებში ექიმი ჩაატარებს მონიტორინგს თქვენი სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე და სხეულში სითხის რაოდენობაზე.
თუ ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენების პერიოდში საჭიროა სხვა დამატებითი მედიკამენტის გამოყენება ორსულ პაციენტებში, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის და გაეცნოთ დამატებით დანიშნული მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციას.
თუ შენიშნავთ, რომ დაორსულდით მკურნალობის პერიოდში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს სასწრაფოდ.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს რჩევისთვის, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენება დედისათვის ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი გადადის დედის რძეში. ამ მიზეზით, თუ ეს წამალი დაგენიშნებათ ძუძუთი კვების დროს, თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში ქიმიური შემადგენლობის დონეს და სხეულის სითხეების რაოდენობას.
თუ ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენების პერიოდში საჭიროა სხვა დამატებითი მედიკამენტის გამოყენება მეძუძურ დედებში, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის და გაეცნოთ დამატებით დანიშნული მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციას.
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი არ ახდენს რაიმე სახის ეფექტს ავტომობილის მართისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექსი რინგერის ხსნარის ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის შესახებ
არ არის აღნიშნული სპეციალური მითითებები.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
თუ გეგმავთ სხვა მედიკამენტების გამოყენებას, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის წამლებს, ვაქცინებს და ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- საგულე მედიკამენტები (კარდიოტონიკები), როგორიცაა საგულე გლიკოზიდები ან დიგოქსინი, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ეს მედიკამენტები არ უნდა იქნას გამოყენებული ნეოფლექს რინგერის ხსნართან ერთად (იხ. პუნქტი „არ გამოიყენოთ ნეოფლექს რინგერის ხსნარი შემდეგ შემთხვევებში“). ამ პრეპარატების ეფექტები შეიძლება გაიზარდოს კალიუმის ზეგავლენის შედეგად და შეიძლება განვითარდეს სერიოზული გულის რითმის დარღვევა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს.
- კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ)
- კარბენოქსოლონი (კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტი)
ეს მედიკამენტები იწვევენ სხეულში ნატრიუმის ან წყლის დაგროვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანქვეშ სითხის დაგროვება (ოდემა) ან სისხლის წნევის გაზრდა (ჰიპერთენზია).
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ სისხლში კალიუმის დონე. ეს ზრდა შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისათვის. თირკმელების დარღვევის შემთხვევებში უფრო მაღალია კალიუმის დონის ზრდის რისკი.
- კალიუმის შემნახველი დიურეზულები (დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) (გასათვალისწინებელია ასევე, რომ ეს ნივთიერებები, შესაძლოა ასევე შედიოდეს სხვა მედიკამენტების შემადგენლობაშიც).
- ანგიოთენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ)
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (ისინი გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ)
- ტაკროლიმუსი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოს გადანერგვის დროს ორგანოს უკუგდების შესაჩერებლად და გარკვეული კანის დაავადებების სამკურნალოდ)
- ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოს გადანერგვის დროს ორგანოს უკუგდების შესაჩერებლად)
სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ნეოფლექს რინგერის ხსნარზე ან შეიძლება პირიქით ამ ხსნარმა იქონიოს მათზე ზეგავლენა:
- თიაზიდური ჯგუფის დიურეზულები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი ან ქლორტალიდონი
- D ვიტამინი
თუ იღებთ ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ , აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
3. ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენება?
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ნეოფლექსი რინგერის ხსნარის სწორი დოზირების შესახებ.
ინსტრუქცია გამოყენების და დოზირების/ გამოყენების სიხშირის შესახებ:
- ნეოფლექსი რინგერი ხსნარის ოდენობა, რომელიც უნდა გაკეთდეს, განსხვავდება პიროვნებისა და სიტუაციის მიხედვით. თქვენი ექიმი განსაზღვრავს ნეოფლექსი რინგერის ხსნარის თქვენთვის საჭირო დოზირებას თქვენი წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
- ზოგადად, იგი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და ხანდაზმულებში 500 - 3000 მლ 24 საათში დოზით, ხოლო ახალშობილებში და ბავშვებში 20-100 მლ ჩვილის/ბავშვის სხეულის მასაზე 24 საათში დოზით.
- ექიმი განსაზღვრავს ნეოფლექსი რინგერის ხსნარით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.
თუ ხსნარში შეინიშნება ნაწილაკები ან საინფუზიო ტომარა დაზიანებულია, არ უნდა გამოიყენოთ ნეოფლექსი რინგერის ხსნარი.
გამოყენების წესი და მეთოდი:
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი გამოიყენება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარი ჩვეულებრივ შეიყვანება ინტრავენური (ვენაში) გადასხმის გზით პოლიეთილენის საინფუზიო სისტემის მეშვეობით, რომელის ბოლოზეც მიმაგრებულია ნემსი (ინტრავენური ინფუზიის გზით). ჩვეულებრივ გამოიყენება მკლავის ვენა შეყვანისათვის, თუმცა ექიმა შესაძლოა გამოიყენოს სხვა გზით შეყვანის მეთოდი.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენების პერიოდში ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს სხეულში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და ქლორიდის დონის განსაზღვრის მიზნით.
გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნარჩენი ნეოფლექსი რინგერის ხსნარის გამოყენება ან ასევე არ უნდა გამოიყენოთ თუ შეფუთვა უკვე გახსნილია.
განსხვავებული ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს ბავშვისათვის ნეოფლექსი რინგერის ხსნარის საჭირო ოდენობას ბავშვის წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში ექიმი განსაზღვრავს ნეოფლექსი რინგერის ხსნარის საჭირო ოდენობას თქვენი სხეულის წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
სპეციალური შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებთაც აღნიშნებათ თირკმელების რთული უკმარისობა, რომლებთაც აღენიშნებათ შარდის ძალიან მცირე რაოდენობა ან საერთოდ ვერ შარდავენ.
არ არის საკმარისი ინფორმაცია ღვიძლის დარღვევის დროს გამოყენების შესახებ.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ნეოფლექსი რინგერის ხსნარი თქვენზე ახდენს ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ზეგავენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარამცევტს.
თუ მიიღეთ ნეოფლექს რინგერის ხსნარის ზედოზირება
თუ მიიღეთ ნეოფლექს რინგერის ხსნარის საჭიროზე ზედმეტი დოზირება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნეოფლექსი რინგერის ხსნარის ჭარბი დოზირების გამოყენების შემთხვევაში ან თუ შეყვანა მოხდა ძალიან სწრაფად, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- წყლის და/ან ნატრიუმის (მარილის) დაგროვება, რაც იწვევს სითხის დაგროვებას (ოდემას) და შეშუპებას ქსოვილში
- სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელ-ფეხზე (პარესთეზია)
- კუნთების სისუსტე
- მოძრაობის შეზღუდვა/დამბლა
- არარეგულარული გულისცემა (გულის არითმია)
- გულის ბლოკადა (ძალიან შენელებული გულისცემა)
- გულის გაჩერება (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩერდება გული)
- ცნობიერების დაბინდვა
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- გულისრევა ღებინება
- ყაბზობა
- მუცლის ტკივილი
- ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევები, როგორიცაა მარტივი აგზნებადობა ან დეპრესია
- ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია)
- ჩვეულებრივზე მეტი შარდვა (პოლიურია)
- თირკმელების დაავადება თირკმელებში კალციუმის დაგროვების გამო (ნეფროკალცინოზი)
- თირკმლის ქვები
- კომა (გონების დაკარგვის მდგომარეობა)
- ცარცის გემო პირში - სახის და კისრის სიწითლე
- კანში სისხლძარღვების გაფართოება (პერიფერიული ვაზოდილაცია)
- თქვენი სისხლის მჟავიანობის სიმპტომები (აციდოზი), როგორიცაა დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა და ხშირი სუნთქვა
თუ თქვენ გახასიათებთ ამ სიმპტომიდან რომელიმე, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს. ექიმი შეწყვეტს მედიკამენტის გამოყენებას და ჩაატარებს შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას.
თუ ნეოფლექს რინგერის ხსნარი ჩამატებული იქნა დოზირების გადაჭარბებამდე სხვა მედიკამენტი, შესაძლოა ასევე ამ მედიკამენტმაც გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. შესაძლო სიმპტომების გამოვლენის შესახებ იხილეთ ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქია.
თუ დაგავიწყდათ ნეოფლექს რინგერის ხსნარის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ნეოფლექს რინგერის ხსნარის მკურნალობის შეწყვეტისას:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება.
დამატებით კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფეტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები სუბიექტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ნეოფლექსი რინგერის ხსნარში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შემდგომში ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში.
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
უცნობია: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
შემდეგი გვერდითი ფექტები აღწერილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი:
- სისხლში ქიმიური შემცველობის ცვლილებები (ელექტროლიტური დარღვევები)
- გულის დაავადება ან ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება),
- სხეულში წყლის დაგროვება
- გულის უკმარისობა
სხვა გვერდითი ეფექტები
რეაქციები გამოყენების ადგილას
უცნობია:
- ცხელება
- ანთება შეყვანის ადგილზე
- ადგილობრივი ტკივილი ან რეაქცია (სიწითლე ან შეშუპება ხსნარის გამოყენების ადგილზე)
- გაღიზიანება ან ანთება (ფლებიტი), რომელიც ვრცელდება ვენების გასწვრივ, რომელიც იწყება შეყვანის ადგილიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე, ტკივილი ან წვა და შეშუპება, რომელიც ვრცელდება მთელ ვენებში დაწყებული შეყვანის ადგილიდან.
- საინფუზიო ვენაში სისხლის შედედების წარმოქმნა (ვენური თრომბოზი) და ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე თრომბის წარმოქმნის ადგილას.
- ხსნარის გაჟონვა ვენის გარეთ ქსოვილში, რომელშიც ხსნარი შეიყვანება (ექსტრავაზაცია). ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ვენის გარშემო ქსოვილის დაზიანება და შეშუპება.
თუ მედიკამენტი დაემატა ხსნარს მის მიღებამდე, ამ მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს განსხვავებული სიმძიმისა და სიხშირის, დამატებული მედიკამენტის ხასიათიდან გამომდინარე. ინფორმაციისთვის ამ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, იხილეთ დამატებული მედიკამეტის პაციენტის ფურცელჩანართი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ პაციენტის ფურცელჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. ნეოფლქსი რინგერის ხსნარის შენახვის პირობები
შეინახეთ ნეოფლექსი რინგერის ხსნარი ყოველთვის ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ეს მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
გამოიყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების და შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების შესაბამისად.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
არ გამოიყენოთ ნეოფლექსი რინგერის ხსნარი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე ტიკარეტ ა.ს.
აკიურტ/ანკარა
ტელ: + 0 312 8441508
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე ტიკარეტ ა.ს.
აკიურტ/ანკარა
ტელ: + 0 312 8441508
ელ.ფოსტა: [email protected]
გამოყენების ინსტრუქციის დამოწმების თარიღი 23.05.2019.
შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის, რომელმაც უნდა შეიყვანოს ეს მედიკამენტი
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არ შეიძლება ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების პროცედურების შესაბამისად, სადაც ხდება ინტრავენური შეყვანა.
შეყვანა ხდება ინტრავენურად სტერილური აპიროგენის სისტემით.
გამოიყენება მხოლოდ სუფთა, ნაწილაკებისაგან თავისუფალი პროდქტი და მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვის შემთხვევაში.
საინფუზიო სისტემაზე პროდუქტის განთავსების შემდეგ, გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე.
პროდუქტი არ უნდა ამოიღოთ შეფუთვიდან გამოსაყენებლად გამზადებამდე. შიდა ტომარა ინარჩუნებს პროდუქტის სტერილურობას.
პოლიეთილენის კონტეინერები არ უნდა იქნას გამოყენებული სერიულ ნაერთებთან ერთად. ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია სისტემის პირველი ნაწილიდან ნარჩენი ჰაერის გადასვლის გამო, სანამ სისტემის მეორე ნაწილში მოხდება სითხის გადასვლა.
თუ შეყვანამდე არ მოხდება კონტეინერში ნარჩენი ჰაერის სრულად გამოდევნა, დრეკად პლასტმასის კონტეინერებში შენახული ინტრავენური ხსნარების წნევამ შესაძლოა წარმოქმნას, ნაკადის სიჩქარის გაზრდის მიზნით, ჰაერის ემბოლია.
არ შეიძლება ნახვრეტებიანი ინტრავენური გადასხმის სისტემის დრეკად პლასტმასის კონტეინერებთან ერთად ღია სივრცეში გამოყენება.
ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ასეპტიურ პირობებში სტერილური სისტემის გამოყენებით. სისტემაში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით, ხსნარი უნდა შეუშვათ საინფუზიო სისტემაში წინასწარ.
დამატებითი წამლების გამოყენება შესაძლებელია ინექციის დაწყებამდე ან ინფუზიის განმავლობაში.
საბოლოო პროდუქტის იზოტონურობა უნდა განისაზღვროს პარენტერალური მიღების წინ.
შეყვანის დაწყებამდე აუცილებელია, რომ დამატებული მედიკამენტი მთლიანად შერეული იყოს ხსნარში. დამატებითი მედიკამენტის შემცველი ხსნარები უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის დამატებისთანავე; ისინი არ უნდა ინახებოდეს შემდგომი გამოყენებისთვის.
სხვა წამლების დამატებამ ხსნარში ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცხის რეაქცია პროდუქტის პიროგენული დაბინძურების გამო. არასასურველი რეაქციის შემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს.
გახსნა
ა. გამოყენებამდე ტომარა ამოღებულია გარე ჩანთიდან.
ბ. გაჟონვის კონტროლი ხორციელდება შიდა ჩანთის შეკუმშვით. თუ აღმოჩენილია გაჟონვა, ხსნარი უვარგისია, რადგან მისი სტერილობა დარღვეულია.
გ. ხსნარი უნდა შემოწმდეს ნალექის არსებობაზე და მის გამჭვირვალობაზე. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს ნალექს, ხსნარი უვარგისია.
მომზადება გამოყენებისათვის
ა. ჩამოკიდეთ კონტეინერი.
ბ. პლასტმასის დამცავი მოხსენით კონტეინერის ქვედა ნაწილზე ბოლოში:
- მცირე ზომის ასახსნელი დაიკავეთ ერთი ხელით,
- მეორე ხელით უნდა გეკავოთ გრძელი კონტეინერის ასახსნელი და ამოაბრუნეთ ის.
გ. ინფუზიის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ასეპტიური ტექნიკა.
დ. დაყენეთ საინფუზიო სისტემა. საინფუზიო სისტემის შეერთებისათვის, მისი გამოყენების და ხსნარის გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სისტემაზე თანდართულ ინსტრუქციაში.
წამლის დამატება:
გაფრთხილება: ისევე როგორც ნებისმიერი პარენტერალური ხსნარების შემთხვევაში, ყველა დასამატებელი ნივთიერება უნდა იყოს ამ პროდუქტან შეთავსებადი. დამატების შედეგად მიღებული პროდუქტისას უნდა შემოწმდეს საბოლოო ნაზავის შეთავსებადობა გამოყენების წინ.
მედიკამენტის დამატება გამოყენებამდე
ა. უნდა მოახდინოთ დეზინფიცირება.
ბ. დასამატებელი მედიკამენტი უნდა შეიყვანოთ სისტემაში ინჟექტორით ინექციის სახით, რომელსაც გააჩნია 19 დიამეტის (1.10მმ) - 22 დიამეტრის (0.70მმ) ნემსი, რომლითაც უნდა ჩაჩხვლიტოთ კვლავ ჩაკეტვადი მედიკამენტის ტომარის შესასვლელი მილი.
გ. დამატებული ხსნარი და მედიკამენტი კარგად უნდა შეურიოთ ერთმანეთში.
ფრთხილად! არ შეიძლება დამატებითი მედიკამენტების ნაზავის ფლაკონში შენახვა.
მედიკამენტის დამატება ინფუზიის პერიოდში
ა. სისტემის ჩამკეტი უნდა იყოს ჩაკეტილი.
ბ. უნდა მოახდინოთ მედიკამენტის შესაშვები მილის დეზინფიცირება.
გ. დასამატებელი მედიკამენტი უნდა შეიყვანოთ სისტემაში ინჟექტორით ინექციის სახით, რომელსაც გააჩნია 19 დიამეტის (1.10მმ) - 22 დიამეტრის (0.70მმ) ნემსი, რომლითაც უნდა ჩაჩხვლიტოთ კვლავ ჩაკეტვადი მედიკამენტის ტომარის შესასვლელი მილი.
დ. კონტეინერი უნდა მოხსნათ IV- სისტემას და/ან მოათავსოთ ვერტიკალურ პოზიციაში.
ე. როდესაც კონტეინერი იმყოფება ამ პოზიციაშია, გამოდევნეთ ჰაერი მასზე ფრთხილად დაკაკუნებით.
ვ. დამატებული მედიკამენტი და ხსნარი კარგად უნდა შეურიოთ ერთმანეთში.
ზ. კონტეინერი უნდა ამოაბრუნოთ წინა მდგომარეობაში, სარქველი უნდა გახსნათ და განაგრძოთ შეყვანა.
ვარგისიანობის ვადა:
ნეოფლექ რინგერის ხსნარის pH-ზე დამატებული ნებისმიერი წამლის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა უნდა დადგინდეს გამოყენებამდე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ის უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. პასუხისმგებლობა მედიკამენტის შენახვის პირობების და ხანგრძლივობის და მისი დაუყონებლივ გამოყენების შესახებ, ასევე დანამატის/განზავების ვალიდირებული ასეპტიურ პირობებში განხორციელების შესახებ ეკისრება მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ გაზავება ხორციელდება ასეპტიურ პირობებში, რომლის დროსაც სტაბოლურობა ნარჩუნდება 2-8°C პირობებში 24 საათის განმავლობაში.
დასამატებელი წამლის შეუთავსებლობა
ისევე როგორც ნებისმიერი პარენტერალური ხსნარების გამოყენებისას, საჭიროა შეფასდეს ნეოფლექს რინგერის ხსნარში დასამატებელი მედიკამენტების შეთავსებადობა მათ დამატებამდე. თქვენს ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა მიიღოს გადაწყვეტილება ნეოფლექს რინგერის ხსნარზე დასამატებელი მედიკამენტის შეთავსებადობის შესახებ, რომელსაც ის დაადგენს ხსნარის ფერის ცვლილების დაკვირვების შედეგად და/ან ხსნარში ნაწილაკების წარმოქმნის შედეგად, რომლის დროსაც აღინიშნება ხსნარში გაუხსნელი ნაწილაკები ან კრისტალები. წამლის მახასიათებლების შეჯამების მიხედვით უნდა დადგინდეს დასამატებელი მედიკამენტების ეფექტურობა ნეოფლექს რინგერის ხსნარზე დამატების შემთხვევაში.
წამლის ხსნარში დამატებამდე დადასტურებული უნდა იქნას მისი ხსნადობა და სტაბილურობა ნეოფლექსი რინგერის ხსნარის pH -თან მიმართებაში (იხ. პუნქტი 3).
დაფიქსირდა, რომ კალციუმის მარილები არაშეთავსებადია მთელ რიგ მედიკამენტებთან. კომპლექსები წარმოიქმნებიან ნალექის წარმოქმნის შედეგად.
შემდეგში მოცემულია ნეოფლექს რინგერის ხსნართან არაშეთავსებადი მედიკამენტების სია:
(ამ სიაში არ არის ნაჩვენები ყველა შეუთავსებელი პრეპარატი):
- ამფოტერიცინი B
- კორტიზონი
- ერითრომიცინის ლაქტობიონატი
- ეტამივანი
- ეთილის სპირტი
- თიოპენტალი ნატრიუმი
- დინატრიუმედეტატი
მედიკამენტები ცნობილი შეუთავსებლობით არ უნდა იქნენ შერეული ხსნარში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე










