რინერჯი 0.5მგ/მლ 10მლ ცხ.სპრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
Atral
რინერჯი® 0.5 მგ/მლ ნებულაიზერის ხსნარი
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, რინერჯი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ სათანადო შედეგების მისაღებად.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.
- მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან უარესად იგრძნობთ.
- იმ შეთხვევაში თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი განვითარდა, მათ შორის ისეთი, რომელიც ამ ფურცელში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ინსტრუქციის ფურცელში მოცემულია:
1. რა არის რინერჯი და რისთვის გამოიყენება
2. რინერჯის გამოყენების წინ
3. როგორ გამოიყენება რინერჯი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება რინერჯი
6. სხვა ინფორმაცია
1. რა არის რინერჯი და რისთვის გამოიყენება
რინერჯი ნაჩვენებია ცხვირის ლორწოს და პარანაზალური სინუსების შეგუბების სწრაფი და ხანგრძლივი მოხსნისთვის, რაც დაკავშირებულია გაციებასთან, რინიტთან, სინუსიტთან, თივის ცხელებასთან და სხვა ზემო სასუნთქი გზების ალერგიებთან.
რინერჯი ასევე ნაჩვენებია შეშუპების შესამცირებლად, ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების წინ ნაზალური და ფანინგული გარსების ვიზუალიზაციის ხელშესაწყობად, აგრეთვე ყურის ანთების მქონე პაციენტებში ევსტაქის მილის ობსტრუქციის გასახსნელად.
2. რინერჯის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ რინერჯი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინის ან რინერჯის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- თუ ანამნეზში გაქვთ მგრძნობელობა ადრენერგიული სუბსტანციების ფარმაკოლოგიური ეფექტების მიმართ.
- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთილე რინერჯის გამოყენებისას:
- ჭარბი დოზების ხანგრძლივად ან ძალიან ხშირად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოს გაღიზიანება და უარყოფითი სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით ბავშვებში.
- ჭარბმა დოზებმა ან მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ღრმა დეპრესია ბავშვებში და შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური დამხმარე თერაპია.
- ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, შოკის მაგვარი ჰიპოტენზია და კომა აღინიშნება ანალოგიური სუბსტანციების მიღებისას; გათვალისწინებული უნდა იყოს ოქსიმეტაზოლინის მიღებისას ამ ეფექტების განვითარების შესაძლებლობა.
- თუ იღებთ სიმპათომიმეტიკურ პრეპარატებს და გაქვთ ჰიპერთიროიდიზმი, გულის დაავადება (მათ შორის სტენოკარდია), ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) ან შაქრიანი დიაბეტი ან თუ იღებთ მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს უნდა უთხრათ, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
- არ გამოიყენოთ რინერჯი თვითმკურნალობისთვის 3 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები არ გადის, შეწყვიტეთ რინერჯით მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
- არ გამოიყენოთ რინერჯი 3-5 დღეზე მეტ ხანს.
- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელიც შედის რინერჯის შემადგენლობაში კონსერვანტის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანას შეშუპება ხანგრძლივი დროით გამოყენებისას. თუ შესაძლებელია, მიიღეთ ანალოგიური პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ამ კონსერვანტს, თუ გაქვთ ეჭვი ამგვარ რეაქციაზე (პერსისტენტული ნაზალური შეგუბება). თუ ხელმისაწვდომი არ არის კონსერვანტის გარეშე ნაზალური პრეპარატი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ალტერნატიული ფარმაცევტული ფორმის შესახებ.
- არ გაუზიაროთ ნებულაიზერი სხვებს, რათა შემცირდეს ინფექციების გავრცელების რისკი. არ შეიძლება ნებულაიზერი ერთზე მეტმა პირმა გამოიყენოს.
სხვა პრეპარატები და რინერჯი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ გამოიყენოთ რინერჯი, თუ იღებთ არასელექციურ მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (დეპრესიის მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატები). ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზი მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორების ხანგრძლივი მოქმედების გამო. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 15 დღეში.
რინერჯის გამოყენება საკვებთან და სასმელთან.
საკვები გავლენას არ ახდენს რინერჯის გამოყენებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს შესაფერისი და კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში რინერჯის გამოყენების შესახებ, ამგვარად, ის არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ ექიმი არ მიიჩნევს მის გამოყენებას აუცილებლად. რინერჯი არ გამოიყენება ძუძუთი კვებისას, გარდა მკაფიო აუცილებლობისა.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არსებობს მტკიცებულება, რომ რინერჯი ზემოქმედებას ახდენს ავტომობილების მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რინერჯის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
რინერჯი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწიოს ცხვირის ლორწოვანას გაღიზიანება.
3. როგორ გამოიყენება რინერჯი
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა არის 2-3 შესუნთქვა თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), თუ სხვა დანიშნულება არ არის. განმეორებით გამოყენება შეიძლება 10-15 წუთის შემდეგ სინუსიტის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ რინერჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ რინერჯი თვითმკურნალობისთვის 3 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები არ გადის, შეწყვიტეთ რინერჯითი მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი და გზა
ნესტოში შეიყვანეთ ნებულაიზერის წვერი ნესტოს სრულად ბლოკირების გარეშე.
დააჭირდეთ ნებულაიზერს რეკომენდებული რაოდენობით და სწრაფად შეისუნთქე.
გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ ნებულაზიერის წვერი.
არ გაუზიაროთ ნებულაზიერი სხვებს, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება. არ შეიძლება ნებულაიზერის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.
თუ გადააჭარბეთ დოზას
ოქსიმეტაზოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები ბავშვებში, როგორიცაა ჰიპოთერმია, სედაცია, გონების დაკარგვა, კომა ან სუნთქვის დათრგუნვა. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს დამხმარე მკურნალობისთვის.
თუ დაგავიწყდათ რინერჯის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება მითითებების შესაბამისად.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
სერიოზული გვერდითი ეფექტების რაოდენობა დაბალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ რინერჯის თერაპიულ დოზებს.
დადასტურებულია შემდეგი ეფექტების განვითარება:
- ლოკალური ეფექტები, როგორიცაა დროებითი წვის შეგრძნება, წვა, ცხვირიდან მომატებული გამონადენი ან ცხვირის ლორწოვანას სიმშრალე და ცემინება. მოერიდეთ რინერჯის ჭარბად და ხანგრძლივად გამოყენებას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს შეგუბების რეციდივი (ქრონიკული სიწითლით, შეშუპებით და რინიტით).
- სისტემური ეფექტები, იშვიათად, მოიცავს სისტემურ სიმპათომიმეტიკურ ეფექტებს, როგორიცაა ჰიპერტენზია, კანკალი, გულისრევა, ვერტიგო, თავის ტკივილი, უძილობა, პალპიტაციები და რეფლექსური ბრადიკარდია.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორინახებარინერჯი
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ რინერჯი შეფუთვაზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ მიიღოთ რინერჯი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ხილულ ნიშნებს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. სხვაინფორმაცია
რას შეიცავსრინერჯი
- აქტიური ნივთიერება არის ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ნებულაიზერის ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 0.5 მგ ოქსიმეტაზლინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი და გასუფთავებული წყალი.
რინერჯისაღწერადაშეფუთვისშიგთავსი
რინერჯი წარმოდგენილია გამჭვირვალე და უფერო ხსნარის სახით, რომელიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს, მოთავსებულია შეფუთვაში 10 მლ, თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ნებუალიზერის ბოთლით დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
Laboratórios Atral, S.A.
ეშტასაუს ქუჩა 42
ვალა დუ კაღეგადუ
2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ
პორტუგალია
ტელ: 263 856 800
ფაქსი: 263 855 020
Atral
რინერჯი® 0.5 მგ/მლ ნებულაიზერის ხსნარი
მუყაოს კოლოფზე ტექსტი ინგლისურ ენაზე
რეგისტრაციის ნომერი: 92643609 INFARMED, I.P.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Laboratórios Atral, S.A.
ეშტასაუს ქუჩა 42
ვალა დუ კაღეგადუ
2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია
რინერჯი®
0.5 მგ/მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
სწრაფი შემსუბუქება
ხანგრძლივი ეფექტი
ცხვირის შეგუბების საწინააღმდეგო საშუალება
ნებულაიზერის ხსნარი
10 მლ
ყოველი მილილიტრი შეიცავს 0.5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს
შემავსებლები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი და გასუფთავებული წყალი.
გამოიყენება ნაზალურად
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით შეფუთვის ფურცელ ჩანართს
შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე
თერაპიული ჩვენებები: ნაჩვენებია სინუსების შეგუბების სწრაფი და ხანგრძლივი მოხსნისთვის, რაც დაკავშირებულია გაციებასთან, რინიტთან, სინუსიტთან, თივის ცხელებასთან და სხვა ზემო სასუნთქი გზების ალერგიებთან.
არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში
ფოსოლოგია: დააჭირეთ 2-3 ჯერ ნებულაიზერს და შეისხით თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (დილით და საღამოს)
სამედიცინო პროდუქტი გაიცემა რეცეპტის გარეშე
რინერჯი®
0.5 მგ/მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
სწრაფი შემსუბუქება
ხანგრძლივი ეფექტი
ცხვირის შეგუბების საწინააღმდეგო საშუალება
ნებულაიზერის ხსნარი
Atral
რინერჯი® 0.5 მგ/მლ ნებულაიზერის ხსნარი
ბოთლზე მარკირების ტექსტი ინგლისურ ენაზე
რინერჯი®
0.5 მგ/მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
ნებულაიზერის ხსნარი
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით შეფუთვის ფურცელ ჩანართს
შემავსებლები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი და გასუფთავებული წყალი.
გამოიყენება ნაზალურად
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.