აზარგა 5მლ ფლ #1ფლ თვ.წვ(თურქ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აზარგა® 10 მგ/მლ + 5 მგ/მლ სტერილური სუსპენზია თვალის წვეთები
გამოიყენება თვალში ჩაწვეთების გზით
სტერილური
- აქტიური ნივთიერებები: 10 მგ/მლ ბრინზოლამიდი და 5 მგ/მლ თიმოლოლი (6,8 მგ თიმოლოლის მალეატის ეკვივალენტური)
- დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტოლი (E 421), კარბომერი 974P, თილოქსაპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH დონის რეგულატორი), გაწმენდილი წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის აზარგა® და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება აზარგას® გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება აზარგა®?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. აზარგას® შენახვა
1. რა არის აზარგა® და რისთვის გამოიყენება?
აზარგა® არის თეთრი ან მოთეთრო ფერის სუსპენზია, წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ერთ ცალ 5 მლ ტევადობის პლასტმასის ბოთლს ხრახნიანი თავსახურით.
აზარგა® გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მაღალი თვალშიგა წნევის სამკურნალოდ. ამ წნევამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადება, რომელსაც ეწოდება გლაუკომა ან თვალის ჰიპერტენზია.
აზარგა® გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული კომბინირებული პრეპარატია. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები (ბრინზოლამიდი და თიმოლოლი) აქვეითებენ თვალშიგა წნევას.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება აზარგას® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აზარგა® შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია აზარგას® შემადგენელ რომელიმე ნივთიერებაზე, შემადგენლობის სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ, აქტიური ნივთიერებები და დამხმარე ნივთიერებები.
- თუ წარსულში გქონდათ ან ამჟამად გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვების სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და/ან ხანგრძლივ ხველას) ან სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა დაავადება.
- თუ გაქვთ ძლიერი ალერგიული რინიტი, ბრონქების ჰიპერაქტივობა.
- თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის მკვეთრი უკმარისობა, გულის ბლოკადა, გულის რითმის დარღვევები ან კარდიოგენური შოკი.
- თუ სისხლში გაქვთ დიდი რაოდენობით მჟავა (დაავადება, სახელად ჰიპერქლორემიული აციდოზი)
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ. მაგალითად, მას შეიცავს დიაბეტის და ინფექციების სამკურნალო პრეპარატები და შარდმდენები. აზარგამ შესაძლებელია გამოიწვიოს მსგავსი ალერგია.
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში აზარგას® გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე
- თუ განვითარდება სერიოზული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ კორონარული არტერიების დაავადება (სიმპტომები მოიცავს მკერდში ტკივილს ან მოჭერას, სუნთქვის შეკავებას ან შოკს), გულის უკმარისობა, აზარგათი® მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ გულისცემის დარღვევები, როგორიცაა გულისცემის შენელება
- თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, დაკავშირებული სასუნთქი გზების შევიწროებასთან, როგორიცაა ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, აზარგათი®მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ მკერდში ტკივილი (სტენოკარდია), სისხლის მიმოქცევის დაავადება (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი) ან დაბალი არტერიული წნევა, აზარგამ® შესაძლებელია ეს მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმოს. თუ გაქვთ ეჭვი ამ სიმპტომების ცვლილებებზე, რამდენადაც შესაძლებელია, სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი. აზარგამ® შესაძლებელია დაფაროს სისხლში შაქრის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) სიმპტომები, როგორიცაა კანკალი და თავბრუსხვევა, რის გამოც საჭიროა მისი სიფრთხილით გამოყენება.
- აზარგამ® შესაძლებელია დაფაროს ორგანიზმში თირეოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეციის სიმპტომები. თუ გაქვთ ასეთი მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს.
- გრევის მიასთენია (კუნთების დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით)
- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან თვალის წინა ნაწილში არსებული გამჭვირვალე ქსოვილის პრობლემა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ აზარგას® გამოყენების პერიოდში, მიუხედავად მიზეზისა, გექნებათ სერიოზული ალერგიული რეაქცია, შესაძლებელია ეფექტური არ აღმოჩნდეს ადრენალინით მკურნალობა. შესაბამისად ნებისმიერი მკურნალობის ჩატარებისას ექიმს აცნობეთ, რომ თქვენ იყენებთ აზარგას®.
- აზარგამ® ასაკოვნებში შესაძლებელია დაასუსტოს ისეთი სამუშაოების შესრულების უნარი, რომელსაც ესაჭიროება ნათელი გონება და/ან კოორდინირებული ფიზიკური მოძრაობა, რის გამოც აზარგას® გამოყენების პერიოდში გამოიჩინეთ სიფრთხილე ასეთი სამუშაოების შესრულებისას.
- დაიცავით სიფრთხილე, თუ გაქვთ თირკმლების პრობლემა.
- ოპერაციამდე ანესთეზიოლოგს აცნობეთ, რომ თქვენ იყენებთ აზარგას®, თიმოლოლმა შესაძლებელია შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
აზარგას® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებული სახით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში მას არა აქვს კავშირი საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან არსებობს დაორსულების ალბათობა, არ გამოიყენოთ აზარგა®, სანამ მას საჭიროდ არ მიიჩნევს თქვენი ექიმი.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, არ გამოიყენოთ აზარგა®. თიმოლოლი შესაძლებელია გადავიდეს რძეში.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები, სანამ მხედველობა არ გახდება მკაფიო. აზარგას® გამოყენებისთანავე შესაძლებელია შენიშნოთ მხედველობის დაბინდვა.
ერთ-ერთ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია დაარღვიოს ისეთი სამუშაოს შესრულების უნარი, რომელსაც ესაჭიროება მენტალური სიფხიზლე და/ან ფიზიკური კოორდინაცია. თუ თქვენ გაქვთ ასეთი სიმპტომები ან დაბინდული მხედველობა, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზარგას® შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აზარგას® შემადგენლობაში არსებულმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებს. პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ლინზების გასაკეთებლად დაელოდეთ არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში. ცნობილია, რომ რბილ კონტაქტურ ლინზებს შეუძლია გამოიწვიოს ფერების დარღვევები. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას (თვალის წინა ნაწილში გამჭვირვალე ფენა) დაავადება. თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში იგრძნობთ დისკომფორტს, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აზარგამ® შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სხვა პრეპარატებზე, მათ შორის გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა თვალის წვეთებზე, ან ამ პრეპარატებმა ზემოქმედება მოახდინონ აზარგაზე®.
თუ იღებთ არტერიული წნევის დასაქვეითებელ პრეპარატებს, როგორიცაა პარასიმპათომიმეტური საშუალებები და გუანეტიდინი, გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ქინიდინს (გამოიყენება გულის დაავადებების და მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ), ამიოდარონს, და გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებულ გლიკოზიდებს, ან გეგმავთ ამ პრეპარატების მიღებას, აცნობეთ თქვენს ექიმს. გარდა ამისა, თუ იღებთ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო, კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატებს ან იღებთ ანტიფუნგალურ (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი), ანტივირუსულ პრეპარატებს (რიტონავირი) ან ანტიბიოტიკებს (ტროლეანდომიცინი) ან ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, ან გეგმავთ მათ მიღებას, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ იღებთ კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს (აცეტაზოლამიდი ან დორზოლამიდი), აცნობეთ თქვენს ექიმს.
აზარგას და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთდროულად გამოყენების დროს იშვიათად ცნობილია გუგების გადიდების შემთხვევა.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება აზარგა®?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
აზარგა® ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ უნდა შეწყვიტოთ გლაუკომის სამკურნალო სხვა პრეპარატის გამოყენება და გადახვიდეთ აზარგაზე®, ჯერ შეწყვიტეთ სხვა თვალის წვეთები და აზარგას® გამოყენება დაიწყეთ მომდევნო დღეს.
მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა თვალში ან თვალებში დღეში ორჯერ - დილით და საღამოს თითო წვეთი.
აზარგა® გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებულ დროს, მხოლოდ თვალებში.
განაგრძეთ მკურნალობა ექიმის მიერ რეკომენდებული ვადის განმავლობაში.
თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, ხელახლა სცადეთ.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს, აზარგას® გამოყენებამდე დაელოდეთ არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში. სულ ბოლოს უნდა გამოიყენოთ თვალის მალამო.
გამოყენების გზა და მეთოდი:
აზარგა® გამოიყენება თვალში ჩაწვეთების გზით. არ გამოიყენოთ პრეპარატი სხვა სახით.
- აიღეთ აზარგას® ბოთლი და სარკე.
- დაიბანეთ ხელი.
- გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
- მოხსენით ბოთლს თავსახური.
- ბოთლი დაიჭირეთ ცერა თითსა და სხვა თითებს შორის გადმობრულებული სახით ისე, რომ ბოთლის წვერი მიმართული იყოს ქვევით.
- თავი გადაწიეთ უკან. სუფთა თითით ჩამოწიეთ ქუთუთო ისე, რომ ქუთუთოს და თვალს შორის გაკეთდეს ჯიბე. პრეპარატი უნდა ჩაწვეთდეს აქ (სურათი 1).
- ბოთლის წვერი მიუახლოვეთ თვალს. თუ დაგეხმარებათ, გამოიყენეთ სარკე.
- წვეთი არ უნდა შეახოთ თვალს ან ქუთუთოს, თვალის ირგვლივ მიდამოს ან სხვა ზედაპირს. წვეთი შესაძლებელია დაბინძურდეს მიკრობით.
- ყოველ ჯერზე ერთი წვეთი აზარგას® ჩასაწვეთებლად მსუბუქად დააჭირეთ ბოთლის ძირს.
- ბოთლს არ მოუჭიროთ ხელი: საკმარისია ბოთლის ძირზე ხელის მსუბუქად დაჭერა (სურათი 2).
- აზარგას® გამოყენების შემდეგ ერთი თითი დააჭირეთ ცხვირის გვერდით თვალის კიდეს (სურათი 3). ამ სახით ხელს შეუშლით აზარგას® მოხვედრას სხეულის სხვა მიდამოში.
- თუ წვეთებს იყენებთ ორივე თვალში, მეორე თვალშიც გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
- გამოყენებისთანავე ბოთლს მჭირდოდ დაახურეთ თავსახური.
- ახალი ბოთლის გახსნამდე მთლიანად დაცალეთ ერთი ბოთლი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არ არის რეკომენდებული აზარგას® გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნები:
ასაკოვნებსა და მოზრდილთა სხვა პოპულაციას შორის უსაფრთხოების და ეფექტურობის თვალსაზრისით არ შეინიშნება მკვეთრი განსხვავება.
განსაკუთრებული შემთხვევები:
არ არსებობს გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შემთხვევები.
თუ თვლით, რომ აზარგას® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ აზარგა® საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თვალი ამოიბანეთ თბილი წყლით. ჭარბი რაოდენობით აზარგას® გამოყენების სიმპტომებია: გულისცემის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ნერვულ სისტემაზე.
თუ შემთხვევით მიიღეთ აზარგა® საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აზარგას® გამოყენება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
თუ დაგავიწყდებათ აზარგას® გამოყენება, მომდევნო დოზა გამოიყენეთ დაგეგმილის შესაბამისად. თვალში (თვალებში), რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა, არ ჩაიწვეთოთ დღეში ორჯერ თითო წვეთზე მეტი.
აზარგათი® მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია:
თუ აზარგათი® მკურნალობას შეწყვეტთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ვერ მოხდება თვალში წნევის გაკონტროლება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, აზარგას® შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, შეწყვიტეთ აზარგას® გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
მომატებული ალერგიული სიმპტომები, ნებისმიერი ზოგადი ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანქვეშ შეშუპება, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის, ხელების და ფეხების მიდამოში, შეაფერხოს სასუნთქი გზები და გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, ლოკალური ან გავრცელებული გამონაყარი, ქავილი. თუ განვითარდება უეცარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია, ზემოაღნიშნული შემთხვევები შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები (არ არის ცნობილი სიხშირე).
თუ გვერდითი მოვლენები არ არის სერიოზული, შეგიძლიათ განაგრძოთ აზარგას® გამოყენება. ეჭვის არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ აზარგა® ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
- თუ რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ აზარგაზე® სერიოზული ალერგია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
მაგრამ, გარდა ზოგიერთი ალერგიული რეაქციისა, თუ არსებობს გარემოება, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და გადაუდებელი დახმარება:
- თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებულო მონაცემებით.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: დაბინდული მხედველობა, თვალის ზედაპირზე ანთება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანების ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე)
ზოგადი გვერდითი მოვლენები: გემოს აღქმის დარღვევები, გულისცემის შენელება.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა ფენის დაზიანება), თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირულ დაზიანებასთან ერთად, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს სიწითლე, რქოვანაზე ლაქა, თვალში ანთება, თვალებში ანომალიური შეგრძნება, თვალებიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, თვალების დაღლილობა.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: დაბალი არტერიული წნევა, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, შარდში სისხლი, სისუსტე, ხველა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანას დარღვევები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, მომატებული ცრემლდენა, ქუთუთოზე ფუფხი.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: უძილობა (ინსომნია), ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: მხედველობის დარღვევები, მხედველობის ნერვის დაზიანება, თვალშიგა წნევის გაზრდა, თვალის ზედაპირზე გამონადენი, რქოვანას დარღვევები, თვალის მგრძნობელობის დაქვეითება, კონიუნქტივის ანთება ან ინფექცია, მხედველობის ანომალია, მხედველობის გაორება ან მხედველობის დაქვეითება, თვალში პიგმენტაციის მატება, თვალის ზედაპირის გადიდება, მომატებული ცრემლდენა, თვალის შეშუპება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, წამწამების რაოდენობის ან ზრდის შემცირება, ზედა ქუთუთოს დაწევა (ნახევრად დახურული თვალი), ქუთუთოს და ქუთუთოს ჯირკვლების ანთება, ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვების შემცველი ფენის რქოვანასგან ჩამოცლა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას ანთება და მხედველობის დარღვევები, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება.
გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემა: გულისცემის სიჩქარის ან გულის რითმის ცვლილებები, შენელებული გულისცემა, არითმია, გარკვეული სახის გულის რითმის დარღვევა, მკერდში ტკივილი, გულის ფუნქციის დაქვეითება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული წნევის მომატება, ტვინისკენ სისხლის ნაკადის შემცირება, ინსულტი, ედემა (სითხის დაგროვება), გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადების გამო სუნთქვის გაძნელება და სითხის შეკავების მიზეზით ტერფების და ფეხები შეშუპება), ხელებისა და ფეხების შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, ხელისა და ფეხის თითებზე და პერიოდულად სხეულის სხვა მიდამოებში ფერის შეცვლა (რეინოს დაავადება), ცივი ხელები და ფეხები.
სუნთქვის სისტემა: ფილტვებში საჰაერო გზების დახშულობა (უმეტესად პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ გარკვეული დაავადება), ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, ნაზოფარინგიტის სიმპტომები, სასუნთქი გზების დახშულობა, სინუსიტი, ცემინება, გაგუდულობა, ცხვირის სიმშრალე, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირიდან სისხლდენა, ასთმა, ყელის გაღიზიანება.
ნერვული სისტემა და ზოგადი დარღვევები: დეპრესია, კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, თავის ტკივილი, შფოთვა, გაღიზიანება, დაღლილობა, კანკალი, ანომალიური შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, დაბუჟება, ზოგადი ან ძლიერი სისუსტე, უჩვეულო შეგრძნება, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, აირების დაგროვება ან მუცლის ტკივილი, ყელის ანთება, პირის სიმშრალე ან ანომალიური შეგრძნება, მონელების პრობლემა, კუჭის ტკივილი.
სისხლი: ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დარღვევები, სისხლში ქლორის დონის მატება ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც ვლინდება სისხლის ანალიზით.
ყური: ტინიტუსი, თავბრუსხვევა ან გაბრუების შეგრძნება
კანი: გამონაყარი, კანის სიწითლე ან ანთება, კანზე უცნაური შეგრძნება ან მგრძნობელობის შემცირება, თმის ცვენა, მოთეთრო-ვერცხლისფერი შეფერილობა (ფსორიაზიფორმული გამონაყარი) ან ფსორიაზის დამძიმებით გამოწვეული გამონაყარი.
კუნთოვანი სისტემა: ზოგადად ზურგის, სახსრების ან კუნთების ტკივილი, რაც არ უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას, კუნთის სპაზმები, ხელებისა და ფეხების ტკივილი, კუნთების სისუსტე/დაღლილობა, გრევის მიასთენიის (კუნთების დაავადება) ნიშნებისა და სიმპტომების მატება.
თირკმელი: თირკმლის ტკივილი, რომელიც ჰგავს წელის ტკივილს, ხშირი შარდვა
რეპროდუქციული სისტემა: სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს შემცირება, მამაკაცებში ერექციის დარღვევები.
მეტაბოლიზმი: სისხლში შაქრის დაბალი დონე.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ მიუთითოთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენები“ და აცნობოთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. აზარგას®შენახვა
აზარგა® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
უნდა ინახებოდეს 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ სავალდებულოა არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე შენახვა და 4 კვირის განმავლობაში გამოყენება.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ აზარგა® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მიკრობებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ბოთლი გადააგდეთ გახსნიდან 4 კვირის შემდეგ და გამოიყენეთ ახალი ბოთლი. ბოთლის პირველად გახსნის თარიღი დაწერეთ ბოთლის ეტიკეტზე და გარეთა შეფუთვაზე ეტიკეტისთვის მითითებულ ადგილას.
შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური ინსტრუქცია.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ.
ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: ს.ა. ალკონ-კურვერ ნ.ვ.