დიბაზოლი 10მგ/მლ 1მლ#10ა(დარნ)

დიბაზოლი 10მგ/მლ 1მლ#10ა(დარნ)

3.32 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დარნიცა კიევი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბენდაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9714
გააზიარე:

დიბაზოლი

საერთაშორისო დასახელება

ბენდაზოლი, BENDAZOL.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ვაზოდილატაციური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი 1%:  ამპულაში 1 მლ და 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ბენდაზოლი 10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ვაზოდილატაციური საშუალება; ხასიათდება ჰიპოტენზიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, ასტიმულირებს ზურგის ტვინს, გააჩნია ზომიერი იმუნომასტიმულირებელი აქტივობა. შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ახდენს უშუალო სპაზმოლიზურ მოქმედებას. აადვილებს სინაფსურ გადაცემებს ზურგის ტვინში. იმუნოსტიმულაციური აქტიობა დაკავშირებულია ცამფ–ისა და ცგმფ–ის თანაფარდობითი კონცენტრაციის რეგულაციასთან, რაც იწვევს მომწიფებული სენსიბილიზებული Tდა B ლიმფოციტების პროლიფერაციას, ურთიერთმარეგულირებელი ფაქტორის სეკრეციას მათ მიერ, კოოპერაციულ რეაქციას და უჯრედის საბოლოო ეფექტური ფუნქციის აქტივაციას.

ახასიათებს ხანმოკლე (2-3სთ) და ზომიერი ჰიპოტენზიური ეფექტი, კარგი ამტანობა. იწვევს ტვინის სისხლძარღვების ხანმოკლე გაფართოებას და ამიტომ უფრო მეტად ნაჩვენებია ტვინში ადგილობრივი სისხლისმიმოქცევის დარღვევით განპირობებული (ცერებრალური არტერიის სკლეროზი) ტვინის ჰიპოქსიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიისას.

 

ჩვენებები

  • პერიფერიული არტერიების სპაზმი: კორონაროსპაზმი, არტერიალური ჰიპერტენზია (მათ შორის ჰიპერტონული კრიზი);
  • შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავის კოლიკა, თირკმლის და ღვიძლის ჭვალი;
  • პოლიომოელიტის ნარჩენი მოვლენები, სახის ნერვის პერიფერიული დამბლა, პოლინევრიტი.

 

მიღების წესი და დოზირება

ჰიპერტონული კრიზი – ვენაში ან კუნთში – 3-4 მლ 1% ან 6-8 მლ 0.5% ხსნარი;

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას კრიზის გარეშე – 2-4 მლ 1% ან 4-8 მლ 0.5% ხსნარი 2-3-ჯერ დღეში.

 

განსაკუთრებული მითითებები

არტერიული ჰიპერტენზიისას არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობა, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა; სიფრთხილით გამოიყენება მოხუცებში.

 

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქცია. მაღალ დოზებში გამოყენებისას – სიცხის შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ხელს უშლის  არასელექტიური ბეტა- ადრენობლოკატორებით განპირობებულ საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის მომატებას;

აძლიერებს ჰიპოტენზიური და დიურეზული სამკურნალო საშუალებების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ფენტოლამინი აძლიერებს ბენდაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

 

მწარმოებელი

DARNITSA.