ევრისდი 60მგ/80მლ#1+12/6მლ შპ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პროდუქტის მახასიათებლები
აღნიშნული მედიკამენტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც შესაძლებობას იძლევა დროულად მოხდეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. ექიმებმა უნდა მოახდინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შეტყობინება. იხ. ქვეთავი 4.8 ინფორმაციისათვის თუ როგორ უნდა გადასცეთ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ევრისდი 0.75 მგ / მლ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის
2. რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა
თითოეული ბოთლი შეიცავს 60 მგ რისდიპლამინის 2 გ ფხვნილს პერორალური ხსნარისთვის.
მომზადებული ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 0,75 მგ რისდიპლამს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით
თითოეული მლ შეიცავს 0,38 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211) და 2,97 მგ იზომალტს (E953).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ თავი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის. ღია ყვითელი, ყვითელი, მონაცრისფრო ყვითელი, მომწვანო ყვითელი ან ღია მწვანე ფხვნილი.
4. კლინიკური მონაცემები
4.1 თერაპიული ჩვენებები
პრეპარატი EVRYSDI, ნაჩვენებია 5q სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA/სკა) სამკურნალოდ SMA ტიპის 1, ტიპი 2 ან ტიპი 3 კლინიკური დიაგნოზით ან ინიშნება ერთიდან ოთხამდე SMN2 (მოტონეირონის 2 გადარჩენის სფლაისინგის მოდიფიკატორი) ასლის მქონე პაციენტებში.
4.2 დოზირება და მიღების მეთოდი
ევრისდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მიერ, რომელსაც გამოცდილება აქვს SMA– ს მართვაში.
პოზოლოგია
პრეპარატი EVRYSDI მიიღება დღეში ერთხელ. რეკომენდებული დოზირება განისაზღვრება ასაკით და სხეულის წონით. (იხ. ცრილი 1). პრეპარატი EVRYSDI მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
ცხრილი 1. დოზირების რეჟიმი ასაკის და სხეულის წონის მიხედვით
|
ასაკი და სხეულის წონა |
რეკომენდებული დღიური დოზა |
|
< 2 თვემდე ასაკის |
0.15მგ/კგ |
|
2 თვიდან < 2 წელზე ნაკლებ ასაკამდე |
0.20მგ/კგ |
|
≥ 2 წლის და მეტი ასაკი(< 20 კგ) |
0.25 მგ/კგ |
|
≥ 2 წლის და მეტი ასაკი (≥20 კგ ) |
5 მგ |
* ჩვილების შესწორებული ასაკის მიხედვით
დღიური დოზით მკურნალობა 5 მგ-ზე მეტი დოზირებით, არ არის შესწავლილი.
დაგვიანებულიანგამოტოვებულიდოზები
თუ მოხდა პრეპარატის EVRYSDI დოზის გამოტოვება, საჭიროა მისი მიღება დაუყოვნებლივ, თუ გამოტოვებული დოზის მიღების დროიდან ჯერ არ არის გასული 6 საათი, ხოლო მომდევნო დღეს განახლდება მიღება დოზირების ჩვეულებრივი სქემით. სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსაცია და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.
თუ დოზა არ არის ბოლომდე გადაყლაპული, ან პრეპარატის EVRYSDI დოზის მიღების შემდეგ ვითარდება ღებინება, არ უნდა მოხდეს სხვა დოზის შეყვანა დაკარგული დოზის საკომპენსაციოდ. პაციენტმა უნდა მოიცადოს მეორე დღემდე და მიიღოს მომდევნო დოზა ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, 65 წლის და უფროსი ასაკის სუბიექტების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე (იხ. თავი 5.2).
თირკმლის უკმარისობა
რისდიპლამი არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. (ი. თავი 5.2).
ღვიძლისუკმარისობა
დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები არ არის შესწავლილი და შესაძლოა გაიზარდოს რისდიპლამის ზემოქმედება (იხ. თავები 5.1 და 5.2).
ბავშვები
ევრისდის გამოყენება SMA-სთვის 2 თვის და უმცროსი ასაკის პაციენტებში მხარდაჭერილია 16 დღის და უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტების ფარმაკოკინეტიკური და უსაფრთხოების მონაცემებით (იხ. განყოფილებები 4.8, 5.1 და 5.2). არ არსებობს მონაცემები რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკის შესახებ 16 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
მიღების მეთოდი
პერორალური გამოყენება
ევრისდი უნდა მომზადდეს ჯანდაცვის პროფესიონალის/სპეციალისტის (მაგალითად. ფარმაცევტი) მიერ, უშუალოდ პაციენტის მიერ მიღებამდე.
რეკომენდებულია ექიმმა (HCP) განიხილოს პაციენტთან ან მომვლელთან, თუ როგორ უნდა მოამზადოს დადგენილი დღიური დოზა პირველი დოზის მიღებამდე.
პრეპარატი EVRYSDI მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, პერორალური შპრიცის მეშვეობით. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში პრეპარატის EVRYSDI მიცემა აუცილებელია ძუძუთი კვების შემდეგ. დაუშვებელია პრეპარატის EVRYSDI შერევა დედის რძის შემცვლელ ხელოვნურ საკვებში ან დედის რძეში.
პრეპარატის EVRYSDI მიღება აუცილებელია მისი პერორალურ შპრიცში ამოღებისთანავე. თუ პრეპარატის EVRYSDI მიღება არ მოხდა 5 წუთის განმავლობაში, საჭიროა პრეპარატის EVRYSDI გადასხმა პერორალური შპრიციდან და ახალი დოზის მომზადება. თუ ევრისდის წვეთები მოხვდება კანზე, ის ადგილები აუცილებლად უნდა დაიბანოთ წყლით და საპნით.
მიეცით პაციენტებს ინსტრუქცია დალიონ წყალი პრეპარატის EVRYSDI მიღების შემდეგ წამლის ბოლომდე გადაყლაპვის უზრუნველსაყოფად. თუ პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა და ჩადგმული აქვს ნაზო-გასტრალური ზონდი ან გასტროსტომის მილი, შესაძლებელია პრეპარატის EVRYSDI შეყვანა ზონდის საშუალებით. პრეპარატის EVRYSDI მიცემის შემდეგ საჭიროა ზონდის/მილის ჩარეცხვა წყლით
ორალურიშპრიცისშერჩევადადგენილიდღიურიდოზისთვის:
|
შპრიცის ზომა |
დოზის სიდიდე |
შპრიცის დანაყოფები |
|
1 მლ |
0.3 მლ დან 1 მლ |
0.01 მლ |
|
6 მლ |
1 მლ დან 6 მლ |
0.1 მლ |
|
12 მლ |
6.2 მლ დან 6.6 მლ |
0.2 მლ |
დოზირების მოცულობის გამოსათვლელად, გასათვალისწინებელია შპრიცის დანაყოფები(ნამატები). დოზის მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს დანაყოფამდე, რომელიც აღნიშნულია შერჩეულ ორალურ შპრიცზე.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ჩამოთვლილი 6.1 ქვეთავში
4.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ემბრიონ-ნაყოფისპოტენციურიტოქსიკურობა
ემბრიო-ნაყოფის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3). რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რისკების შესახებ და ქლაებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 1 თვისა, ხოლო კაცებმა ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. რეპროდუქციული პოტენციალის ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდის თერაპიის დაწყებამდე (იხ. თავი 4.6).
პოტენციურიზემოქმედებამამაკაცისნაყოფიერებაზე
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მამრობითი სქესის პაციენტები ვერ იქნებიან სპერმის დონორი ევრისდით მკურნალობის დროს და ასევე ევრისდის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე ნაყოფიერების შენარჩუნების სტრატეგიები უნდა განიხილებოდეს რეპროდუქციული პოტენციალის მამაკაც პაციენტებთან (იხ. ქვეთავები 4.6 და 5.3). ევრისდის გავლენა მამაკაცთა ნაყოფიერებაზე არ არის გამოკვლეული ადამიანებში.
ბადურისტოქსიკურობა
ევრისდის გავლენა ბადურის სტრუქტურაზე, რაც დაფიქსირდა არაკლინიკური უსაფრთხოების კვლევებში, არ იყო დაფიქსირებული SMA პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში. ამასთან, გრძელვადიანი მონაცემები კვლავ შეზღუდულია. ამ არაკლინიკური დასკვნების კლინიკური მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში დადგენილი არ არის (იხ. ქვეთავი 5.3).
დამხმარენივთიერებები
იზომალტი
ევრისდი შეიცავს იზომალტს (2,97 მგ / მლ). პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
ნატრიუმი
ევრისდი შეიცავს 0.375 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითო მლ ევრისდიზე. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).
ევრისდი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 5 მგ დოზაზე, ანუ არსებითად "თავისუფალია ნატრიუმისაგან".
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
რისდიპლამი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ფერმენტებით, ფლავინ მონოოქსიგენაზა 1 და 3-ით (FMO1 და 3), აგრეთვე ციტოქრომ P450 ფერმენტებით (CYP) 1A1, 2J2, 3A4 და 3A7. რისდიპლამი არ არის ადამიანის მულტირეზისტენტული ცილა 1-ის (MDR1) სუბსტრატი.
სხვასამკურნალოსაშუალებებისგავლენარისდიპლამზე
200 მგ იტრაკონაზოლის მიღება დღეში ორჯერ, რომელიც არის ძლიერი CYP3A ინჰიბიტორი, ერთჯერად პერორალურ დოზა 6 მგ რისდიპლამთან ერთდ არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას რისდიპლამის PK პარამეტრებზე (AUC– ს 11% –ით გაზრდა, Cmax 9% –ით შემცირება). დოზის კორექცია არ არის საჭირო, როდესაც ევრისდი ერთდროულად მიიღება CYP3A ინჰიბიტორთან.
არ არის მოსალოდნელი წამალსა და წამალს შორის ურთიერთქმედება FMO1 და FMO3 გზის გავლით.
რისდიპლამისზემოქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებზე
რისდიპლამი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი. ჯანმრთელ მოზრდილებში რისდისპლამის დღეში ერთხელ მიღებამ 2 კვირის განმავლობაში ოდნავ გაზარდა მიდაზოლამის ექსპოზიცია, რომელიც წარმოადგენს მგრძნობიარე CYP3A სუბსტრატს (AUC 11%; Cmax 16%). ურთიერთზემოქმედების მასშტაბი არ განიხილება კლინიკურად მნიშვნელოვნად და ამიტომ CYP3A სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
In vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და მისი მთავარი მეტაბოლიტი M1 არ წარმოადგენს ადამიანის MDR10-ის, ორგანული ანიონის ტრანსპორტირების პოლიპეპტიდის (OATP) 1B1-ის, OATP1B3-ის, ორგანული ანიონის გადამტანების 1 და 3 -ის (OAT 1 და 3) მნიშვნელოვან ინჰიბიტორებს. ამასთან, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი არის ადამიანის ორგანული კათიონის ტრანსპორტიორი 2-ის (OCT2) და მულტი- პრეპარატული და ტოქსინის შემბოჭველი (MATE)-1 და MATE2-K გადამყვანების In vitro ინჰიბიტორები. პრეპარატების სამკურნალო კონცენტრაციის შემთხვევაში, OCT2 სუბსტრატებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. რისდიპლამის ერთდროული გამოყენების ეფექტი ადამიანებში MATE1 და MATE2-K სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. In vitro მონაცემების საფუძველზე, გამოვლინდა რომ, რისდიპლამმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტების პლაზმური კონცენტრაცია, რომლებიც ელიმინირდება MATE1 ან MATE2-K გზით, როგორიცაა მაგალითად მეტფორმინი. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა მედიკამენტებთან დაკავშირებული ტოქსიკურობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას დოზირების შემცირება..
რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთდროული გამოყენების დასადასტურებლად არ არსებობს ეფექტურობის ან უსაფრთხოების მონაცემები.
რეტინოტოქსიკურ პრეპარატებთან რისდიპლამის ერთდროული მიღების სინერგიული ეფექტი არ არის შესწავლილი. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე გამოვიჩინოთ ბადურის ცნობილი ან საეჭვო ტოქსიკურობის მქონე მედიკამენტების ერთდროული გამოყენების დროს.
4.6 ნაყოფიერება , ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები
კონტრაცეპცია ქალ და მამაკაც პაციენტებში
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა და მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი კონტრაცეფციის მოთხოვნები:
● რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტ ქალებმა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პრეპარატით EVRYSDI მკურნალობის დროს და მინიმუმ 1 თვის განმავლობაში მისი ბოლო დოზის მიღებიდან.
● მამრობითი სქესის პაციენტებმა და მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მდედრობითი სქესის პარტნიორებმა უნდა დაიცვან/უზრუნველყონ მაღალ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.
ორსულობის ტესტი
ორსულობის ტესტის ჩატარება რეკომენდებულია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში პრეპარატის EVRYSDI დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიოდ უნდა ეცნობოს ნაყოფის შესაძლო რისკის შესახებ.
ორსულობა
ორსულ ქალებში არ არსებობს მონაცემები ევრისდის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. თავი 5.3).
ევრიდისი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და მშობიარობის პერიოდში ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას (იხილეთ თავი 4.4).
ძუძუთი კვება
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა რისდიპლამი ადამიანის დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი გამოიყოფა რძეში (იხ. თავი5.3). მკურნალობის დროს რეკომენდებულია ბავშვი არ გვყავდეს ძუძუთი კვებაზე, რადგან უცნობია ძუძუთი კვების ახალშობილებისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი.
ნაყოფიერება
მამაკაცი პაციენტები
არაკლინიკური დასკვნების საფუძველზე, პრეპარატით EVRYSDI მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის განაყოფიერების უნარის დარღვევა. ვირთხების და მაიმუნების რეპროდუქციულ ორგანოებში დაფიქსირდა სპერმის გადაგვარება და სპერმის შემცირებული რაოდენობა (იხ. თავი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვების საფუძველზე, სპერმის უჯრედებზე გავლენა შეიძლება შეიცვალოს რისდიპლამის შეწყვეტისთანავე.
მამაკაცმა პაციენტებმა შეიძლება მიიღონ სპერმის შენახვის გადაწყვეტილება მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მამაკაცმა პაციენტებმა, რომელთაც სურთ იყოლიონ შვილი, უნდა შეაჩერონ მკურნალობა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება თავიდან დაიწყოს ბავშვის ჩასახვის შემდეგ.
ქალი პაციენტები
არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. თავი 5.3), რისდიპლამის გავლენა ქალის ნაყოფიერებაზე მოსალოდნელი არ არის.
4.7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე
ევრისდის არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
4.8 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოებისპროფილისშეჯამება
ახალშობილებში დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირი წამლის გვერდითი რეაქციები, რომელიც დაფიქსირდა ევრისდის კლინიკურ კვლევებში არის: პირექსია (54,8%), გამონაყარი (29,0%) და დიარეა (19,4%).
მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ევრიდის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებია: პირექსია/ცხელება (21,7%), თავის ტკივილი (20,0%), დიარეა (16,7%) და გამონაყარი (16,7%).
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა იდენტიფიცირებადი კლინიკური ნიშნების ან დროის მონაკვეთის გარეშე; მათი ალაგება ხდება ჩვილ ბავშვთა (ახალშობილებში დაწყებული ) და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად.
RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ
პაციენტებში შეესაბამება სიმპტომატური ჩვილ ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებისუსაფრთხოების პროფილს.
RAINBOWFISH კვლევაში ჩაერთო 26 პაციენტი პრესიმპტომური SMA-ით, რომელთა ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო 16 და 41 დღე (წონის დიაპაზონი 3,1-დან 5,7 კგ-მდე). ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20,4 თვე (დიაპაზონი: 10,6-დან 41,9 თვემდე). ახალშობილებში, 20 დღემდე ნაკლები ასაკით, შეზღუდული პოსტმარკეტინგული მონაცემებია ხელმისაწვდომი
ევრისდის არაკლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აგრეთვე ქვეთავში 5.3.
გვერდითი რეაქციების დაჯგუფება
ამ თავში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ჯგუფდება შემდეგი სიხშირის კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 to <1/10); არახშირი (≥1/1,000 to <1/100); იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000). კლინიკური კვლევებიდან მიღებული წამლის გვერდითი რეაქციები (ცხრილი 2) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასიფიკაციის მიხედვით.
ცხრილი 2 წამლის გვერდითი რეაქციები( Adr) , რომლებიც გვხვდება ჩვილობის (ბავშვებში) ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში, ევრისდის კლინიკური კვლევების საფუძველზე
|
ორგანოთა სისტემის კლასი |
ჩვილობის(ბავშვობის) ასაკში დაწყებული SMA (ტიპი 1) |
მოგვიანებით დაწყებული SMA (ტიპი 2 და 3) |
|
კუჭ - ნაწლავის დარღვევები |
||
|
დიარეა |
ძალიან ხშირი |
ძალიან ხშირი |
|
გულისრევა |
არაშესაბამისი (N/A) |
ხშირი |
|
პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება |
ხშირი |
ხშირი |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
||
|
გამონაყარი* |
ძალიან ხშირი |
ძალიან ხშირი |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
||
|
თავის ტკივილი |
არაშესაბამისი (N/A) |
ძალიან ხშირი |
|
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა |
||
|
ჰიპერთერმია (მათ შორის ჰიპერპირექსია ) |
ძალიან ხშირი |
ძალიან ხშირი |
|
ინფექციები და ინფესტაციები |
||
|
საშარდე გზების ინფექცია (მათ შორის ცისტიტი) |
ხშირი |
ხშირი |
|
დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
||
|
ართრალგია |
არაშესაბამისი (N/A) |
ხშირი |
*მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ფოლიკულიტს, გამონაყარი, გამონაყარი ერითემატოზული, გამონაყარი მაკულო-პაპულური, გამონაყარი პაპულური
უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა SMA-მოდიფიცირებული თერაპიებით
JEWELFISH კვლევის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების (SMA-ით დაავადებული) მკურნალობისას უკვე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ევრსიდის 59 თვემდე (მათ შორის, ვინც ადრე მკურნალობდა nusinersen [n=76] ან ონასემნოგენი abeparvovec [n=14 ]) შეესაბამება უსაფრთხოების პროფილს იმ პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ SMA-თვის განკუთვნილი თერაპიული კურსი, და რომლებიც მკურნალობდნენ Evrysdi-ით FIREFISH, SUNFISH და RAINBOWFISH კვლევებში (იხ. ქვეთავი 5.1).
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
კანის ვასკულიტი დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. სიმპტომები ალაგდა ევრისდის სამუდამოდ შეწყვეტის შემდეგ. სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
საეჭვოგვერდითირეაქციებისშეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება წამლის ნებართვის (ავტორიზაციის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გააკონტროლონ სამკურნალო საშუალების სარგებელი / რისკის შეფარდება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
4.9 დოზის გადაჭარბება
ცნობილი არ არის ევრისდის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში უმალ აღმოვუჩინოთ დახმარება.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა სამკურნალო საშუალებები ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებისთვის
ATC კოდი: M09AX10
მოქმედების მექანიზმი
რისდიპლამი არის მოტონეირონ 2-ის გადარჩენის (SMN2) pre-mRNA სფლაისინგის მოდიფიკატორი, შექმნილი იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ სპინალური კუნთოვანი ატროფია (SMA), გამოწვეული 5q ქრომოსომის SMN1გენის მუტაციით, რაც თავის მხრივ იწვევს მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის (SMN) დეფიციტს. ფუნქციური SMN ცილის უკმარისობა პირდაპირ კავშირშია SMA პათოფიზიოლოგიასთან, რომელიც მოიცავს მოტორული ნეირონების პროგრესულ დაკარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აწესრიგებს SMN2– ის შეკვრას რათა დაბალანსდეს mRNA– ს ტრანსკრიპტებში აქსონ 7-ის ჩართვაში (და პირიქით შემცირდეს აქსონ- 7–ის ამოვარდნა), რაც იწვევს ფუნქციური და სტაბილური SMN ცილის წარმოების(პროდუქციის) გაზრდას. ამრიგად, რისდიპლამი მკურნალობს SMA– ს ფუნქციური SMN ცილის დონის გაზრდისა და საჭირო დონის შენარჩუნების გზით.
ფარმაკოდინამიკა
კვლევებში FIREFISH (2-7 თვის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას), SUNFISH (2-25 წლის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) და JEWELFISH (1-60 წლის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-ს და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში. პრეპარატი EVRYSDI მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში იწვევდა მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის რაოდენობის მომატებას უფრო მეტი, ვიდრე 2‑ჯერადი მედიანური ცვლილებით საწყისი მაჩვენებლიდან- ყველა შესწავლილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის ტიპის მიხედვით. მომატება სტაბილური იყო მთელი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 24 თვე).
კლინიკურიეფექტურობადაუსაფრთხოება
ევრისდის ეფექტურობა SMA-ის მქონე პაციენტებში, კერძოდ 1)ჩვილობის ასაკიდან დაწყებული ფორმით (SMA ტიპი 1) და მოგვიანებით დაწყებული SMA-ის ფორმით (SMA ტიპი 2 და 3) შეფასებული იყო 2 ძირითად კლინიკურ კვლევაში, FIREFISH და SUNFISH. Evrysdi-ს ეფექტურობის მონაცემები პრესიმპტომური SMA პაციენტების სამკურნალოდ შეფასებული იყო RAINBOWFISH კლინიკურ კვლევაში. მე-4 ტიპის SMA-ის კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტები არ ყოფილან შესწავლილი კლინიკურ კვლევებში.
ჩვილობის ასაკში (ახალშობილებში) დაწყებული SMA
კვლევა BP39056 (FIREFISH) არის ღია, ორნაწილიანი კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK-ს და ფარმაკოდინამიკას (PD) სიმპტომური 1ტიპის SMA –ს მქონე პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). FIREFISH– ის პირველ ნაწილში დაგეგმილია დოზის განსაზღვრა. FIREFISH კვლევის მე-2 ნაწილში შეფასდა ევრისდის ეფექტურობა. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ კვლევის მე-2 ნაწილში.
ეფექტურობის სამიზნე (ძირითადი) წერტილი იყო, 12 თვის მკურნალობის შემდეგ, დამოუკიდებლად დაჯდომის შესაძლებლობა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში; მაჩვენებელი შეადგენს 22-ს, რომელიც იზომება ახალშობილების ,,Bayley-ის შკალით და Toddler -ის განვითარების სტანდარტით - რაც წარმოადგენს საერთო მოტორული შკალის მესამე გამოცემას (BSID-III) .
FIREFISH ნაწილი 2
FIREFISH– ის მეორე ნაწილში ჩაერთო, 1 SMA– ის ტიპით დაავადებული 41 პაციენტი. ტიპი 1 SMA– ს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების დაწყების საშუალო ასაკი იყო 1,5 თვე (დიაპაზონი: 1,0–3,0 თვე), 54% მდედრობითი ქსესის, 54% თეთრკანიანი და 34% აზიელი. პაციენტთა საშუალო ასაკი კვლევაში ჩართვის დროს იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.2-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებიდან პირველი დოზის მიღებამდე იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.0-6.0 თვე). საწყის ეტაპზე, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს საშუალო ნეირომუსკულარული დაავადების ტესტირების შედეგად მიღებული (CHOP-INTEND) ქულა(ნიშნული) შეადგენდა 22.0-ს (დიაპაზონი: 8.0-37.0), ხოლო ჰამერსმითის ჩვილ ბავშვთა ნევროლოგიური გამოკვლევის მოდული 2 (HINE-2) საშუალო ქულა იყო 1.0 (დიაპაზონი: 0,0-5,0).
პირველადი სამიზნე წერტილი იყო პაციენტების წილი, რომელთაც 12 თვის მკურნალობის შემდეგ შეეძლოთ მინიმუმ 5 წამის განმავლობაში დახმარების გარეშე/დამოუკიდებლად ჯდომა (BSID-III საერთო მოტორული შკალა, ნიშნული 22). ევრისდის მკურნალობის შედეგად მიღებული პაციენტების ძირითადი ეფექტურობის წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 3 .
ცხრილი 3 ეფექტიანობის ძირითადი შედეგების შეჯამება პაციენტებში მკურნალობის მე-12 და 24-ე თვეზე (FIREFISH, ნაწილი 2)
|
ეფექტურობის საბოლოო წერტილები |
პაციენტების პროპორცია N = 41 (90% CI) |
||
|
თვე 12 |
თვე 24 |
||
|
მოტორულიფუნქციადაგანვითარებისეტაპები |
|||
|
BSID-III: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში |
29.3% (17.8%, 43.1%) p <0.0001a |
61.0% (46.9%, 73.8%) |
|
|
CHOP-INTEND: ქულა 40 ან მეტი |
56.1% (42.1%, 69.4%) |
75.6% (62.2%, 86.1%) |
|
|
CHOP-INTEND: ზრდა ≥4 ქულით საწყისიდან |
90.2% (79.1%, 96.6%) |
90.2% (79.1%, 96.6%) |
|
|
HINE-2: მოტორული ეტაპების მოპასუხეები b |
78.0% (64.8%, 88.0%) |
85.4% (73.2%, 93.4%) |
|
|
HINE-2: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე C |
24.4% (13.9%, 37.9%) |
53.7% (39.8%, 67.1%) |
|
|
გადარჩენადამოვლენისგარეშეგადარჩენა |
|||
|
მოვლენის გარეშე გადარჩენაd |
85.4% (73.4%, 92.2%) |
82.9% (70.5%, 90.4%) |
|
|
ცოცხალი |
92.7% (82.2%, 97.1%) |
92.7% (82.2%, 97.1%) |
|
|
კვება |
|||
|
პერორალური კვების უნარიe |
82.9% (70.3%, 91.7%) |
85.4% (73.2%, 93.4%) |
|
აბრევიატურები: CHOP‑INTEND=Children’s Hospital of Philadelphia Infant Test of Neuromuscular Disorders; HINE-2=Module 2 of the Hammersmith Infant Neurological Examination.
24 თვეში, პაციენტების 44%-მა მიაღწია ჯდომის უნარს მხარდაჭერის გარეშე 30 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 26). პაციენტები განაგრძობდნენ დამატებითი მოტოტული ეტაპების მიღწევას, როგორც შეფასებული/გაზომილი იყო HINE 2-ით: 80.5%-ს შეეძლო ტრიალი, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია ფეხზე დგომის საზომს (12% საყრდენი წონა და 15% მხარდაჭერით დგომა).
არანამკურნალევი პაციენტები ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-თი ვერასდროს შეძლებდნენ ჯდომას დახმარების გარეშე და მხოლოდ 25% -ში არის მოსალოდნელი სიცოცხლის შენარჩუნება (გადარჩენადოაბა) ფილტვის მუდმივი ვენტილაციის გარეშე 14 თვის ასაკში და ზემოთ.
სურათი 1. მოვლენებისგან თავისუფალი გადარჩენის ამსახველი კაპლან - მეიერის მრუდი (FIREFISH ნაწილი 1 და ნაწილი 2)
+ კვლევიდან გამოთიშვა: ერთი პაციენტი გამოეთიშა Part 2-ში რადგან პაციენტი მივიდა მე- 12 თვის ვიზიტზე ნაადრევად, ერთი პაციენტი Part 1-დან გამოეთიშა მკურნალობის შეწყვეტის და 3.5 თვის თავზე გარდაცვალების შემდეგt
|
Time (months) |
სურათი 2. საშუალო ცვლილება საწყისი წერტილიდან CHOP-INTEND მთლიან ქულაში (FIREFISH ნაწილი 2)
FIREFISH ნარილი 1
ევრისდის ეფექტურობა ტიპი 1 SMA პაციენტებში ასევე ფასდებოდა კვლევის FIREFISH 1-ლი ნაწილის შედეგების საფუძველზე. ნაწილი 1–ის 21 პაციენტისთვის, საწყისი მახასიათებლები ზუსტად შეესაბამებოდა 1-ლი ტიპის SMA– ს მქონე სიმპტომური პაციენტებისათვის დამახასიათებელ სურათს. კვლევაში ჩართვის მომენტისთვის პაციენტის საშუალო ასაკი იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებასა და პირველი დოზის მიღებას შორის იყო 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).
სულ 17 პაციენტმა მიიღო ევრისდის თერაპიული დოზა (დოზა შერჩეულია მე -2 ნაწილისთვის). 12 თვის მკურნალობის შემდეგ, ამ პაციენტთა 41% -მა (7/17) შეძლო დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22). 24 თვის მკურნალობის შემდეგ, კიდევ 3 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ თერაპიულ დოზას, შეეძლოთ დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, რაც ჯამში 10 პაციენტს (59%) შეადგენდა, რომელთაც დაუფიქსირდათ მოტორული სამიზნე წერტილის მიაღწევა.
12 თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 90% (19/21) იყო ცოცხალი და მოვლენებისგან თავისუფალი (მუდმივი ვენტილაციის გარეშე) და მიაღწიეს 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33 თვის მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 81% (17/21) იყო ცოცხალი და თავისუფალი მოვლენებისგან და მიაღწია 37 თვის ან უფროს ასაკს (საშუალო 41 თვე; დიაპაზონი 37-დან 53 თვემდე), იხილეთ სურათი 1. სამი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს და ერთი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.
SMA-ს გვიანი დასაწყისი
კვლევა BP39055 (SUNFISH) წარმოადგენს ორ ნაწილად ჩატარებულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK და PD– ს 2-25 წლის ასაკის SMA ტიპის 2 ან მე-3 ტიპის პაციენტებში. ნაწილი 1 იყო დოზის საძიებო/განმსაზღვრელი ნაწილი და ნაწილი 2 იყო რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი დადასტურების ნაწილი. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ მე -2 ნაწილში.
ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ცვლილება საბაზისო ქულიდან მკურნალობის მე-12 თვის ბოლოს მოტორული ქულის საზომ-32-მდე (MFM32). MFM32- ს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მოტორული ფუნქციის ფართო დიაპაზონი SMA პაციენტების ფართო სპექტრში. მთლიანი MFM32 ქულა გამოხატულია მაქსიმალური შესაძლო ქულის პროცენტული მაჩვენებლის სახით (დიაპაზონი: 0-100), აღსანიშნავია, რომ მაღალი ქულები მიუთითებს უფრო მეტ მოტორულ ფუნქციაზე.
SUNFISH ნაწილი 2
SUNFISH ნაწილი 2 არის SUNFISH კვლევის რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი ნაწილი, რომელშიც ჩართულია ტიპი 2 (71%) ან ტიპი 3 (29%) SMA– ით დაავადებული 180 არაამბულატორული პაციენტი. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 2: 1 თანაფარდობით, რომ მიეღოთ ევრისდი თერაპიული დოზით (იხ. ქვეთავი 4.2) ან პლაცებო. რანდომიზება მოხდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (2 – დან 5 – მდე, 6 – დან 11 – მდე, 12 – დან 17 – მდე, 18 – დან 25 წლამდე).
პაციენტთა საშუალო ასაკი მკურნალობის დასაწყისში იყო 9.0 წელი (2-25 წლის დიაპაზონი), საშუალო დრო თავდაპირველი SMA სიმპტომების გამოვლინებიდან პირველი სამკურნალო დოზის მიღებამდე იყო 102,6 (1-275) თვე. საერთო ჯამში, კვლევაში ჩართვამდე 30% იყო 2-დან 5 წლამდე ასაკის, 32% იყო 6-დან 11 წლამდე ასაკის, 26% იყო 12-17 წლის ასაკში და 12% იყო 18-დან 25 წლამდე . კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% იყო მდედრობითი, 67% თეთრკანიანი და 19% აზიელი. საწყის ეტაპზე პაციენტების 67% -ს ჰქონდა სქოლიოზი (32% -ს აღენიშნებოდა მძიმე სქოლიოზი). პაციენტებს ჰქონდათ საშუალო საბაზისო ქულა MFM32 - 46.1 და ზედა კიდურის განახლებული მოდულის ქულა (RULM- Revised Upper Limb Module) -20.1. საბაზისო დემოგრაფიული მახასიათებლები დაბალანსებული იყო ევრისდისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, გარდა სქოლიოზისა (ევრისდის ჯგუფში პაციენტების 63% აღენიშნებოდა და პლაცებო კონტროლის ჯგუფში პაციენტთა 73%-ს).
SUNFISH–ის მე –2 ნაწილის პირველადი ანალიზის შედეგად, მკურნალობის მე-12 თვეზე, გამოვლინდა MFM32–ის მთლიანი ქულის საწყისი დონიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად ძალზედ ღირებული განსხვავება ევრისდით და პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის შედეგები და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების მაჩვენებლები ნაჩვენებია ცხრილში 4, სურათი 3 და სურათი 4.
ცხრილი 4 ეფექტურობის შეჯამება მოგვიანებით დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიით (SMA) დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის მე-12 თვეზე (SUNFISH ნაწილი 2)
|
ენდპოინტი (სამიზნე წერტილი) |
Evrysdi (N = 120) |
პლაცებო (N = 60) |
|
პირველადი ენდპოინტი : |
||
|
ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 ჯამურ ქულაში მე-12 თვეზე LS mean (95%, CI) |
1.36 (0.61, 2.11) |
-0.19 (-1.22, 0.84) |
|
განსხვავება პლაცებოსგან, მაჩვენებელი(95% CI) p-მნიშვნელობა2 |
1.55 (0.30, 2.81) 0.0156 |
|
|
მეორადი ენდპოინტები : |
||
|
პაციენტების წილი, რომელთა კვლევის საწყისი ეტაპის MFM32 ჯამური ქულის ცვლილება1 არის 3 ან მეტი მე-12 თვეზე (95% CI)1 |
38.3% (28.9, 47.6) |
23.7% (12.0, 35.4) |
|
რისკების თანაფარდობა ზოგადი პასუხისთვის (95%CI) შესწორებული (შეუსწორებელი) p-მნიშვნელობა3,4 |
2.35 (1.01, 5.44) 0.0469 (0.0469) |
|
|
ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM ჯამურ ქულაში 5 მე-12 თვეზე LS mean (95% CI) |
1.61 (1.00, 2.22) |
0.02 (-0.83, 0.87) |
|
განსხვავება პლაცებოსგან, სავარაუდო მაჩვენებელი (95% CI) შესწორებული (შეუსწორებელი) p-მნიშვნელობა2,4 |
1.59 (0.55, 2.62) 0.0469 (0.0028) |
|
LS=least squares
2 თვის მკურნალობის დასრულების შემდეგ, 117 პაციენტმა განაგრძო ევრისდის მიღება. 24-თვიანი ანალიზის დროს, ამ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით 24 თვის განმავლობაში, აღენიშნათ მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების შენარჩუნება 12 თვიდან 24 თვის ჩათვლით. MFM32– სთვის ცვლილების სშუალო მაჩვენებელი იყო 1.83 (CI 95%: 0.74, 2.92 ) და RULM– სთვის იყო 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).
სურათი 3. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 -ის (მოტორული ფუნქციის მაჩვენებელი 32) ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21
1მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო სხვაობა MFM32 ქულაში საწყისიდან ცვლილებისთვის [95% CI]
სურათი 4. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM -ის ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21
1 მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო განსხვავება საწყისი მდგომარეობიდან RULM ქულაში ცვლილებისთვის [95% CI]
SUNFISH ნაწილი 1
მოგვიანებით დაწყებულ SMA პაციენტებში ეფექტურობის შესწავლისთვის ასევე გამოიყენეს SUNFISH– ის დოზის შემცველი 1-ლი ნაწილის შედეგები. კვლევის პირველ ნაწილში ჩაერთო, 2 – დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი 2 და 3 ტიპის SMA– თი (მათ შორის 7 ამბულატორიული პაციენტი). მკურნალობის 1 წლის შემდეგ გამოვლინდა მოტორული ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც იზომება MFM32– ით, ამასთან, საწყის მონაცემთან შედარებით საშუალო ცვლილება შეადგენდა 2,7 პუნქტს (95% CI: 1,5, 3,8). MFM32– ის გაუმჯობესება შენარჩუნდა 2 წლამდე მკურნალობის კურსზე (საშუალო ცვლილება 2.7 პუნქტით [95% CI: 1.2, 4.2]).
გამოყენებაპაციენტებში, რომლებიცადრემკურნალობდნენ SMA-სმამოდიფიცირებელისხვათერაპიული რეჟიმებით (JEWELFISH)
კვლევა BP39054 (JEWELFISH, n = 174) არის ერთჯგუფიანი, ღია ეტიკეტირების კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის უსაფრთხოებას, ტოლერანტობას, PK-ს და PD-ს ჩვილობაში დაწყებული და გვიან დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე პაციენტებში (საშუალო ასაკი 14 წელი [დიაპაზონი 1 - 60 წელი]), რომლებსაც უკვე( ადრე) ჩატარებული ქონდათ სხვა დამტკიცებული (nusinersen n = 76, onasemnogene abeparvovec n = 14) ან საკვლევი SMA-ს მამოდიფიცირებელი თერაპიების კურსები. საწყის ეტაპზე, 2 60 წლის ასაკის 168 პაციენტიდან, პაციენტების 83%-ს ჰქონდა სქოლიოზი, ხოლო 63%-ს ჰქონდა ჰამერსმიტის ფუნქციური მოტორული სასწორის მომატებული (HFMSE) ქულა < 10 ქულა
მკურნალობის 24 თვის ანალიზზე, 2 - 60 წლის პაციენტებმა აჩვენეს მოტორული ფუნქციის საერთო სტაბილიზაცია MFM-32 და RULM-ში (n = 137 და n = 133, შესაბამისად). 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებმა (n = 6) შეინარჩუნეს ან მიაღწიეს მოტორული განვითარების საკვანძო ეტაპებს, როგორიცაა თავის დაჭერის კონტროლი, გორვა(გადაკოტრიალება) და დამოუკიდებლად ჯდომა. ყველა ამბულატორიულმა პაციენტმა (5 46 წლის, n = 15) შეინარჩუნა სიარულის უნარი.
პრესიმპტომური SMA (RAINBOWFISH)
კვლევა BN40703 (RAINBOWFISH) არის ღია, ერთ ჯგუფიანი, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია გამოიკვლიოს ევრისდის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ახალშობილებში დაბადებიდან 6 კვირამდე ასაკის (პირველი დოზა),რომლებსაც გენეტიკურად დიაგნოზირებული აქვთ SMA-ი, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ.
ეფექტურობა პრესიმპტომურ SMA პაციენტებში შეფასებული იყო მე-12 თვეში 26 პაციენტში [კვლევაში ჩართულ პოპულაციაში(ITT) ], რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით: რვა პაციენტს, 13 პაციენტს და 5 პაციენტს ჰქონდათ SMN2 გენი-ის 2, 3 და ≥4 ასლი შესაბამისად. ამ პაციენტების საშუალო ასაკი პირველი დოზის მიღებისას იყო 25 დღე (დიაპაზონი: 16-დან 41 დღემდე), 62% იყო მდედრობითი სქესის და 85% თეთრკანიანი. საწყის ეტაპზე, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 51.5 (დიაპაზონი: 35.0-დან 62.0-მდე), HINE-2-ის მედიანური ქულა იყო 2.5 (დიაპაზონი: 0-დან 6.0-მდე), ხოლო იდაყვის ნერვის ნაერთის კუნთის მოქმედების პოტენციალის მედიანური (CMAP) ამპლიტუდა იყო 3.6. mV (დიაპაზონი: 0,5-დან 6,7 მვ-მდე).
პირველადი ეფექტურობის პოპულაცია (N=5) მოიცავდა პაციენტებს 2 SMN2 ასლით და საწყისი/საბაზისო CMAP
ამპლიტუდ-ით ≥ 1,5 mV. ამ პაციენტებში, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 48.0 (დიაპაზონი: 36.0-დან 52.0), მედიანური HINE-2 ქულა იყო 2.0 (დიაპაზონი 1.0-დან 3.0-მდე), ხოლო CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა იყო 2.6 mV (დიაპაზონი: 1.6-დან 3.8 mV -მდე) საწყის ეტაპზე.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა რაოდენობა (%) პირველადი ეფექტურობის პოპულაციაში, რომლებსაც შეეძლოთ დახმარების გარეშე ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III მთლიანი მოტორული შკალა, პუნქტი 22) მე-12 თვეზე; სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანმა პაციენტთა პროპორციამ მიაღწია ამ ეტაპს წინასწარ განსაზღვრულ შესრულების კრიტერიუმების მაჩვენებელთან შედარებთ, რაც შეადგენდა 5%-ს.
ევრისდიით ნამკურნალები პაციენტების ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 5 და 6 და სურათზე 5.
ცხრილი 5. ჯდომის უნარი, როგორც განსაზღვრულია BSID-III პუნქტით 22, პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე
|
საბოლოო წერტილი |
პოპულაცია |
||
|
პირველადი ეფექტურობა (N=5) |
პაციენტები 2 SMN2 ასლითa (N=8) |
ITT (N=26) |
|
|
პაციენტთა რაოდენობა(%), რომლებიც სხედან დახმარების გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში(BSID-III, Item 22); (90% CI) |
80% (34.3%, 99.0%) |
87.5% (52.9%, 99.4%) |
96.2% (83.0%, 99.8%) |
აბრევიატურები: BSID-III = ჩვილთა და პატარების განვითარების ბეილის შკალები – მესამე გამოცემა; CI=სარწმუნოობის ინტერვალი; ITTIntent to treat.
ა პაციენტებს 2 SMN2 ასლით ჰქონდათ CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა 2.0 (დიაპაზონი 0.5 - 3.8) საწყის ეტაპზე.
ბ p-მაჩვენებელი ეფუძნება ცალმხრივ ზუსტ ბინომიალურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5%-იან ზღურბლთან.
გარდა ამისა, პირველადი ეფექტურობის პოპულაციის 80%-მა (4/5), 2 SMN2 ასლის მქონე პაციენტთა 87.5%-მა (7/8) და 80.8%-მა (21/26) ITT პოპულაციაში მიაღწია ჯდომას დახმარების გარეშე 30 წამის განმავლობაში. (BSID-III, პუნქტი 26).
ITT პოპულაციის პაციენტებმა ასევე მიაღწიეს მოტორულ გაუმჯობესებას, რომლებიც გაზომილია HINE-2-ით 12 თვეზე (N=25). ამ პოპულაციაში პაციენტების 96.0%-ს შეეძლო ჯდომა [1 პაციენტმა (1/8 პაციენტმა 2 SMN2 ასლით) მიაღწია სტაბილურ ჯდომას და 23 პაციენტს შეეძლო (6/8, 13/13, 4/4 პაციენტთა 2, 3 და ≥4 SMN2 ასლები, შესაბამისად) ტრიალი/როტაცია]. გარდა ამისა, პაციენტების 84%-ს შეეძლო დგომა; 32% (N=8) პაციენტს შეეძლო დგომა მხარდაჭერით (3/8, 3/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 52% (N=13) პაციენტს შეეძლო დგომა დაუხმარებლად (პაციენტთა 1/8, 10/13 და 2/4 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). გარდა ამისა, პაციენტების 72%-ს შეეძლო გადახტომა, სეირნობა ან სიარული; 8%-ს (N=2) პაციენტს შეეძლო გადახტომა (2/8 პაციენტს 2 SMN2 ასლით), 16%-ს (N=4) შეეძლო სეირნობა (3/13 და 1/4 პაციენტს 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 48%-ს (N=12) შეეძლო დამოუკიდებლად სიარული (1/8, 9/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). შვიდ პაციენტს არ ჩაუტარდა ტესტირება სიარულის უნარის შესამოწმებლად მე-12 თვეზე.
|
ცხრილი 6. ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილების შეჯამება პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეში |
|
|
საბოლოო წერტილები |
ITT პოპულაცია (N=26) |
|
მოტორული ფუნქცია |
|
|
|
92%a (76.9%, 98.6%) |
|
პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს საერთო ქულას 60 ან უფრო მაღალ ქულას CHOP-INTEND (90 CI%)-ში |
80%a (62.5%, 91.8%) |
|
კვება |
|
|
პერორალური კვების უნარის მქონე პაციენტების პროპორცია (90 CI%) |
96.2%b (83.0%, 99.8%) |
|
ჯანდაცვისუტილიზაცია |
|
|
პაციენტების პროპორცია ჰოსპიტალიზაციის გარეშეc (90 CI%) |
92.3% (77.7%, 98.6%) |
|
|
|
|
მოვლენის გარეშე გადარჩენის მქონე პაციენტების პროპორცია (90 CI%) |
100% (100%, 100%) |
|
აბრევიატურები: CHOP INTEND= Children’s Hospital of Philadelphia Infant Test of Neuromuscular Disorders; CI = ნდობის ინტერვალი ა დაფუძნებულია N=25 ბ ერთი პაციენტი არ იყო შეფასებული. გ ჰოსპიტალიზაცია მოიცავს ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა, რომელიც გაგრძელდა სულ მცირე ორი დღის განმავლობაში და რომელიც არ არის განპირობებული კვლევის მოთხოვნებით. დ მოვლენა ეხება სიკვდილს ან მუდმივ ვენტილაციას; მუდმივი ვენტილაცია განისაზღვრება, როგორც ტრაქეოსტომია ან ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია დღეში ან ინტუბაცია > ზედიზედ 21 დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობის ან მოგვარების შემდეგ. |
|
სურათი 5. CHOP-INTEND ქულების მედიანა ვიზიტებისა და SMN2 ასლის რაოდენობის მიხედვით (ITT პოპულაცია )
აბრევიატურები: IQR = Interquartile range; SMN2 = Survival of Motor Neuron 2
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატის EVRYSDI ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იქნა ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში და პაციენტებში სპინალური კუნთოვანი ატროფიით.
პრეპარატის EVRYSDI შეყვანის შემდეგ პერორალური ხსნარის სახით, რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკა იყო დაახლოებით წრფივი 0.6 და 18 მგ-ს შორის. რისდიპლამის PK საუკეთესოდ აღწერილი იქნა პოპულაციური PK მოდელის მიერ სამი სატრანზიტო განყოფილების აბსორბციით, ორი განყოფილების განლაგებით და პირველი რიგის ელიმინაციით. აღმოჩნდა, რომ სხეულის წონასა და ასაკს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს PK- ზე.
სავარაუდო ექსპოზიცია (საშუალო AUC0-24 სთ) ჩვილ ბავშვთა ასაკში დაწყებული SMA პაციენტებისთვის (2-7 თვის ასაკის ჩართვის მომენტისთვის) თერაპიული დოზის- 0.2 მგ / კგ დღეში ერთხელ მიღებისას შეადგენდა 1930 ნგ.სთ / მლ. სავარაუდო საშუალო ექსპოზიცია პრესიმპტომურ ჩვილებში (16 დღიდან <2 თვემდე ასაკის) RAINBOWFISH კვლევაში იყო 2020 ნგ.სთ/მლ 0.15 მგ/კგ 2 კვირის შემდეგ, დღეში ერთხელ მიღების შემდეგ. მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებისთვის სავარაუდო ექსპოზიცია კვლევაში- SUNFISH (ნაწილი 2) თერაპიული დოზით მედიკამენტის მიღებისას (0,25 მგ / კგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით <20 კგ; 5 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით ≥20 კგ) იყო 2070 ნგ.სთ / მლ. სავარაუდო ექსპოზიცია (საშუალო AUC0-24 სთ) SMA-ს მკურნალობისთვის უკვე ნამკურნალები პაციენტებისთვის (1-60 წლის კლევაში ჩართვის მომენტში) იყო 1700 ნგ.სთ/მლ თერაპიული დოზით 0.25 მგ/კგ ან 5 მგ. დაფიქსირებული მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Cmax) იყო 194 მგ / მლ 0.2 მგ / კგ FIREFISH– ში, 120 ნგ / მლ SUNFISH– ის მე -2 ნაწილში და 129 ნგ/მლ JEWELFISH-ში და სავარაუდო მაქსიმალური კონცენტრაცია 0.15 მგ/კგ-ს შემთხვევაში RAINBOWFISH-ში არის 111 ნგ/მლ.
.
აბსორბცია
პერორალური შეყვანის შემდეგ, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) არის 1-დან 4 საათამდე. შეზღუდული მონაცემების საფუძველზე (n = 3), საკვები (ცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას რისდიპლამის ზემოქმედებაზე.
კლინიკური ეფექტურობის კვლევებში, რისდიპლამი შეჰყავდათ საუზმესთან ერთად ან ძუძუთი კვების შემდეგ.
განაწილება
რისდიპლამი თანაბრად ნაწილდება სხეულის ყველა ნაწილში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვით და ამით იწვევს SMN ცილის მატებას ცნს-სა და მთელ ორგანიზმში. რისდიპლამის კონცენტრაცია პლაზმაში და SMN ცილის კონცენტრაცია სისხლში ასახავს მის განაწილებას და ფარმაკოდინამიკურ მოქმედებას ისეთ ქსოვილებში, როგორიცაა ტვინი და კუნთები.
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის შეფასება იყო 98 ლ განაწილების ცენტრალური მოცულობისთვის, 93 ლ პერიფერიული მოცულობისთვის და 0,68 ლ / საათში შუალედური( inter-compartment) კლირენსისთვის.
რისდიპლამი უპირატესად უერთდება შრატის ალბუმინს, ალფა-1 მჟავა გლიკოპროიტეინთან რაიმე მიერთების გარეშე, 11% თავისუფალი ფრაქციით.
მეტაბოლიზმი
რისდიპლამი უპირატესად მეტაბოლიზდება ფლავინმონოოქსიგენაზა 1 და 3-ის (FMO1 და FMO3) და ასევე CYPs 1A1, 2J2, 3A4 და 3A7-ის მიერ.
200 მგ იტრაკონაზოლის, რომელიც არის ძლიერი CYP3A ინჰიბიტორი დღეში ორჯერ მიღება, რისდიპლამთან ერთად, ერთჯერადი პერორალური დოზით 6 მგ, კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს რისდიპლამის PK– ზე (11% –იანი ზრდა AUC– ში, 9% –იანი შემცირება Cmax).
ელიმინაცია
პოპულაციური PKაანალიზებს კლირენსს (CL / F) 2.6 ლ / სთ რისდიპლამისთვის.
რისდიპლამის ნახევარდაშლის ტერმინალური ელიმინაცია ჯანმრთელ მოზრდილებში იყო დაახლოებით 50 საათი.
რისდიპლამი არ არის ადამიანის მულტირეზისტენტული ცილა 1 -ის (MDR1) სუბსტრატი.
დოზის დაახლოებით 53% (14% უცვლელი რისდიპლამი) გამოიყოფა განავლით და 28% შარდით (8% უცვლელი რისდიპლამი). ,,ძირი“ პრეპარატი იყო პლაზმაში ნაპოვნი - ძირითადი კომპონენტი, რომელიც სისხლის მიმოქცევაში მყოფი მედიკამენტის 83% -ს შეადგენდა. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტი M1 გამოვლინდა, როგორც მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში
პედიატრიული პაციენტები
აღმოჩნდა, რომ სხეულის წონას და ასაკს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ასეთი მოდელის საფუძველზე, დოზა კორექტირდება ასაკის (თვემდე და 2 წლამდე და ზემოთ) და სხეულის წონის მიხედვით (20 კგ-მდე) მსგავსი ზემოქმედების მისაღებად ასაკისა და სხეულის წონის დიაპაზონში.
შეზღუდული PK მონაცემები ხელმისაწვდომია 20 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში მხოლოდ 16 დღის ახალშობილმა მიიღო რისდიპლამი უფრო დაბალი დოზით (0.04 მგ/კგ).
ხანდაზმულები
არ ჩატარებულა სპეციალური გამოკვლევები PK- ს გამოსაკვლევად 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. 69 წლამდე ასაკის პაციენტები ჩაერთვნენ PK კლინიკურ კვლევებში, რაც მიუთითებს, რომ 69 წლამდე პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თირკმლის უკმარისობა
არ ჩატარებულა კვლევები რისდიპლამის PK- ს გამოსაკვლევად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რისდიპლამის, როგორც უცვლელი კომპონენტის, ელიმინაცია თირკმლისმიერი ექსკრეციით ძალზედ მცირეა (8%).
ღვიძლის უკმარისობა
მსუბუქი და ზომიერი სახით გამოხატულ ღვიძლის უკმარისობას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია რისდიპლამის PK- ზე. რისდიპლამის 5 მგ დოზის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, Cmax და AUC– ს საშუალო კოეფიციენტები იყო 0,95 და 0,80 მსუბუქი (n = 8) და 1,20 და 1,08 ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში (n = 8) ჯანმრთელ საკონტროლო პაციენტებთან შედარებით (n = 10). ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მედიკამენტის უსაფრთხოება და PK მაჩვენებელი არ არის შესწავლილი.
ეთნიკურობა
რისდიპლამის PK არ განსხვავდება იაპონელ და თეთრკანიან სუბიექტებში.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოება
ნაყოფიერებისდაქვეითება
რისდიპლამით მკურნალობას ახლდა მამრობითი სასქესო უჯრედების დათრგუნვა ვირთხებსა და მაიმუნებში უსაფრთხოების პროფილის ცვლილების გარეშე, სისტემური ზემოქმედების საფუძველზე, რომელიც არითვლებაგვერდითი ეფექტისშესატყვისად (NOAEL). ამ ეფექტებმა გამოიწვია სპერმატოციტების გადაგვარება, სპერმატოგენური (სათესლე) ეპითელიუმის გადაგვარება / ნეკროზი, და ოლიგო / ასპერმია ეპიდიდიმისში . რისდიპლამის სპერმის უჯრედებზე ზემოქმედება სავარაუდოდ უკავშირდება რისდიპლამის ჩარევას გამყოფი უჯრედების უჯრედულ ციკლში, რაც სპეციფიკური ეტაპისთვისაა დამახასიათებელი და მოსალოდნელია შექცევადი იყოს. რისდიპლამით მკურნალობის შემდეგ არანაირი გავლენა არ დაფიქსირდა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე ვირთხებსა და მაიმუნებში.
ფერტილობის და ემბრიონის ადრეულ ეტაპზე განვითარების კვლევები არ ჩატარებულა რისდიპლამის ერთდროული მიღებისას, რადგან სპერმის უჯრედების დათრგუნვა და ემბრიოტოქსიკური პოტენციალი რისდიპლამით მკურნალობის დროს უკვე გამოვლენილია ვირთხებსა და მაიმუნებზე ჩატარებულ სხვა ტოქსიკურობის კვლევებში. მამაკაცთა ნაყოფიერების ან ქალის ნაყოფიერების დარღვევა არ დაფიქსირებულა ორ კვლევაში, რომელშიც ვირთხები შეწყვილდნენ, ან მათი კვლევა ხდებოდა მშობიარობიდან 13 კვირიანი მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგ, ან 4 კვირიანი მკურნალობის პერიოდის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ, 4 წლის ასაკში.
გავლენაბადურისსტრუქტურაზე
რისდიპლამით მაიმუნების ქრონიკულმა მკურნალობამ აჩვენა, რომ ბადურაზე გავლენას ახდენს ბადურის პერიფერიაზე დაწყებული ფოტორეცეპტორების გადაგვარება. მკურნალობის შეწყვეტისთანავე, რეტინოგრამზე გამოვლენილი სურათი ნაწილობრივ შექცევადი იყო, მაგრამ ფოტორეცეპტორების გადაგვარება არ შეცვლილა. ცვლილების მონიტორინგი განხორციელდა ოპტიკური თანმიმდევრულობის ტომოგრაფიით (OCT) და ელექტრორეტინოგრაფიით (ERG). ცვლილება შეინიშნებოდა ადამიანებში მედიკამენტის 2 – ჯერ მეტი დოზთ გამოყენებისას თერაპიულ დოზასთან შედარებით უსაფრთხოების პროფილის ცვლილების გარეშე, NOAEL– თან შესაბამისი სისტემური ზემოქმედების საფუძველზე. ალბინოს ან პიგმენტურ ვირთაგვებში მსგავსი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, რისდიპლამის ქრონიკული მიღებისას მაიმუნების შემთხვევაში შედარებით მეტი დოზით წამლის მიღებისას.
გავლენა ეპითელურ ქსოვილზე
კანის, ხორხისა და ქუთუთოების ჰისტოლოგიასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე გავლენა აშკარა იყო ვირთხებსა და მაიმუნებში, რომლებიც მკურნალობდნენ რისდიპლამით. ცვლილებები შეინიშნებოდა მაღალი დოზებით 2 კვირის განმავლობაში მკურნალობისას და უფრო ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მაიმუნებში 39 კვირის განმავლობაში ქრონიკული მკურნალობის დროს NOAEL დაფიქსირდა ადამიანებში 2 – ჯერ მეტი დიზით მიღებისას, ადამიანებში საშუალო თერაპიულ დოზასთან შედარებით.
გავლენაჰემატოლოგიურპარამეტრებზე
ვირთხებზე ჩატარებულ ძვლის ტვინის მწვავე მიკრონუკლეოტიდურ ტესტში, დაფიქსირდა პოლიქრომატული და (ახალგაზრდა) ნორმოქრომატული (ზრდასრული) ერითროციტების თანაფარდობის 50%-ზე მეტით შემცირება, რაც ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის მაჩვენებელია; ეს ცვლილება განვითარდა რისდიპლამის მაღალი დოზით მიღებისას(თაგვებში), რაც 15-ჯერ აღემატებოდა ადამიანებში მიღებულ საშუალო თერაპიულ დოზას. ვირთხების ხანგრძლივი მკურნალობისას 26 კვირის განმავლობაში, NOAEL– ის შემთხვევაში ექსპოზიციის საზღვარი იყო დაახლოებით 4 – ჯერ მეტი ადამიანებში მიღებულ თერაპიულ დოზასთან შედარებით.
გენოტოქსიკურობა
ბაქტერიული საპირისპირო მუტაციის ანალიზით დგინდება, რომ რისდიპლამი არ არის მუტაგენური პროდუქტი. in vitro გარემოში, ძუძუმწოვრების უჯრედებსა და ვირთხების ძვლის ტვინში რისდიპლამი ზრდის მიკრონუკლეოტირებული უჯრედების სიხშირეს. მიკრო - ნუკლეოზიდური ინდუქცია ძვლის ტვინში დაფიქსირდა ვირთხებზე ჩატარებულ (მოზრდილ და არასრულწლოვან ცხოველებზე) ტოქსიკურობის რამდენიმე კვლევაში. კვლევებში NOAEL ასოცირდება ისეთი დოზის ექსპოზიციასთან რაც ადამიანებში მიღებულ თერაპიული დოზას დაახლოებით 1,5-ჯერ აღემატება. მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს ეფექტი არის ირიბი და მეორადი, და უკავშირდება რისდიპლამის ჩარევას გამყოფი უჯრედების უჯრედულ ციკლში. რისდიპლამს არ გააჩნია დნმ-ის დაზიანების პოტენციალი.
რეპროდუქციულიტოქსიკურობა
ორსულ ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც მკურნალობდნენ რისდიპლამით, გამოვლინდა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა ნაყოფის დაბალი წონით და განვითარების შეფერხებით. NOAEL ამ ეფექტისთვის დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიული დოზით მიღწეული ზემოქმედების დონეს. ორსულ კურდღლებზე ჩატარებული გამოკვლევების დროს დისმორფოგენული მოქმედება დაფიქსირდა დედისთვის ტოქსიკურ დოზაზე, რაც მოიცავდა ოთხ ნაყოფს (4%) 4 ლიტრიდან (22%) და ზემოთ ჰიდროცეფალიით. NOAEL დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიული დოზით მიღწეული ზემოქმედების დონეს.
რისდიპლამით ყოველდღიურად ნამკურნალებ ვირთაგვებზე წინა და მშობიარობის შემდგომი განვითარების კვლევისას, რისდიპლამმა გამოიწვია ორსულობის ხანგრძლივობის მცირე შეფერხება. ორსულ და მეძუძურ ვირთხებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი გადალახავს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა რძეში.
კანცეროგენულობა
მიმდინარეობს 2 წლიანი კანცეროგენული კვლევები ვირთხებზე. rasH2 ტრანსგენული თაგვების გამოყენებით მიმდინარე კვლევაში, რომელშიც მკურნალობა მიმდინარეობდა 6 თვის ხანგრძლივობით, არ გამოავლინა სიმსივნური(კანცეროგენული) პოტენციალის რაიმე მტკიცებულება.
არასრულწლოვანცხოველებზეჩატარებული კვლევები
არასრულწლოვან ცხოველთა მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მანიტოლი (E421), იზომალტი (E953), მარწყვის არომატის მიმცემი ღვინის მჟავა (E334),
ნატრიუმის ბენზოატი (E211), მაკროგოლი / პოლიეთილენგლიკოლი 6000, სუკრალოზა
ასკორბინის მჟავა (E300), ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი
6.2 შეუთავსებლობა
არ შეესაბამება.
6.3 შენახვის ვადა
ფხვნილიპერორალურიხსნარისთვის
2 წელი
პერორალურიხსნარი
64 დღე ინახება მაცივარში (2-დან8°C-მდე).
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა ან მისმა მომვლელმა შეიძლება შეინახოს პერორალური გზით მისაღები ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (40˚C-ზე ქვემოთ) არა უმეტეს 120 საათის (5 დღე) განმავლობაში. პერორალური ხსნარი უნდა დაბრუნდეს მაცივარში, როდესაც ბოთლის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საჭიროება აღარ იქნება. აკონტროლეთ მაცივრის გარეთ ბოთლის დაყოვნების მთლიანი დროის მონაკვეთი (40˚C-ზე ქვემოთ).
პერორალური ხსნარი უნდა განადგურდეს, თუ ის ინახება ოთახის ტემპერატურაზე (40°C-ზე ქვემოთ) ჯამში 120 საათზე მეტი (5 დღე) ან 40°C-ზე ზევით შენახული დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.
6.4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილე
ფხვნილიპერორალურიხსნარისთვის
შეინახეთ თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში სინათლისგან დასაცავად.
პერორალურიხსნარი
მომზადების შემდეგ მედიკამენტის შენახვის პირობები იხილეთ ქვეთავში 6.3. შეინახეთ პრეპარატის EVRYSDI მომზადებული პერორალური ხსნარი თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში, მის დასაცავად სინათლისგან.
6.5 ჭურჭლის ბუნება და აგებულება
ქარვისფერი III ტიპის შუშის ბოთლი ბავშვისთვის რეზისტენტული(რომ ვერ გახსნას) ხრახნიანი თავსახურით.
თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს: ერთ ბოთლს, 1 დამჭერის მქონე ბოთლის ადაპტერს, ორ მრავალჯერადი გამოყენების 1 მლ, ორ მრავალჯერადი გამოყენების 6 მლ და ერთი მრავალჯერადი გამოყენების 12 მლ გრადუირებულ ქარვის ორალურ შპრიცს.
6.6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილე
პრეპარატის EVRYSDI ფხვნილი უნდა გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა (HCP (მაგ.: ფარმაცევტი) პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაციენტისთვის გადაცემამდე.
მომზადება
პრეპარატის EVRYSDI პერორალური ხსნარის ფხვნილთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე. (იხ. თავი 4.4). თავი აარიდეთ მშრალი ფხვნილის და მომზადებული ხსნარის შესუნთქვას და უშუალო კონტაქტს კანთან ან ლორწოვან გარსებთან. თუ ამგვარი კონტაქტი მაინც მოხდა, საგულდაგულოდ დაიბანეთ საპნით და წყლით; გამოირეცხეთ თვალები წყლით. გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები მომზადების და გაწმენდის პროცედურების დროს.
ინსტრუქციები ხსნარის მოსამზადებლად:
1. მსუბუქად დააკაკუნეთ დახურული მინის ფლაკონის ძირით ფხვნილის გასაფხვიერებლად.
2. მოხადეთ ხუფი. ხუფი არ გადააგდოთ..
3. ფრთხილად ჩაასხით 79 მლ დისტილირებული წყალი პრეპარატის EVRYSDI ფლაკონში 0.75 მგ/მლ პერორალური ხსნარის მისაღებად.
4. ჩაარჭეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის ყელში ფლაკონის პირზე ზემოდან ქვემოთ დაწოლით. დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ არის მიკრული ფლაკონის პირზე.
5. ფლაკონს ისევ მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში. დაელოდეთ 10 წუთი. უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ხსნარი. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
6. გარეთა კოლოფს და ბოთლის იარლიყს დააწერეთ ,, გაანადგურეთ“’ მომზადებული ხსნარის ვადის გასვლის შემდეგ და დააწერეთ აღნიშნული თარიღი (ეს თარიღი გამოითვლება, როგორც 64 დღე ხსნარის მომზადებიდან, წამლის მომხადების დღე მიჩნეულია დღე 0-ად) . ბოთლი კვლავ ჩადეთ კარდონის თავდაპირველ კოლოფში შპრიცებთან და (შალითაში გახვეული), წამლის ინსტრუქციასა და გამოყენების ინსტრუქცია/ბუკლეტთან ერთად. შეინახეთ მუყაო მაცივარში (2-დან 8°C-მდე).
გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი კონსტიტუციიდან 64 დღის შემდეგ.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
7. მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Roche Pharma (Schweiz) AG
Gartenstrasse 9
4052 ბაზელი, შვეიცარია4052,
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4070
ბაზელი, შვეიცარია
8. მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი
EU/1/21/1531/001
9. ავტოირიზაციის პირველი თარიღი / ავტორიზაციის განახლება
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2021 წლის 26 მარტი
10. ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი
2024 წლის 01 თებერვალი
აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ევრისდი 0.75 მგ/მლ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის
რისდიპლამი
▼ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. აღნიშნული ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი გვერდითი მოვლენის მოხსენებით, რომელიც გექნებათ. იხილეთ ქვეთავის 4 ბოლო ნაწილი გვერდითი მოვლენების მოხსენების წესის შესახებ.
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ამ წამლის მიღებას დაიწყებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- · შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
- · თუ გაქვთ დამატებით შეკითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- · ეს წამალი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვებს. სხვებს მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების სიმპტომები შესაძლოა იგივე იყოს, როგორიც თქვენი დაავადების.
- · თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გექნებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ ბროშურაში არ არის ჩამოთვლილი. იხილეთ ქვეთავი 4.
რა შედის ამ ბროშურაში
1. რა არის ევრისდი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი მიიღებთ ევრისდის
3. როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ ევრისდი
6. პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ევრისდი და რისთვის გამოიყენება ის
რა არის ევრისდი
ევრისდი არის წამალი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს.
რისთვის გამოიყენება ევრისდი
ევრისდი გამოიყენება გენეტიკური დაავადების - სპინალური კუნთვანი ატროფიის (SMA) სამკურნალოდ.
რა არის სპინალური კუნთოვანი ატროფია
სპინალურ კუნთოვან ატროფიას იწვევს ორგანიზმში ცილის ნაკლებობა, რომელსაც მოტონეირონის გადარჩენის ცილა (SMN) ეწოდება. მოტონეირონის გადარჩენის ცილის ნაკლებობის გამო შესაძლებელია მოხდეს თქვენი ან თქვენი ბავშვის მოტონეირონების, ანუ იმ ნერვული უჯრედების განადგურება, რომლებიც კუნთების მოძრაობას აკონტროლებს. ამის შედეგად ვითარდება კუნთების სისუსტე და განლევა (ატროფია), რასაც შეუძლია იმოქმედოს ყოველდღიურ, ჩვეულ მოძრაობებზე, როგორიცაა მაგ. თავის და კისრის მოძრაობა, ჯდომა, ცოცვა და სიარული. შესაძლოა ასევე დასუსტდეს სუნთქვაში და ყლაპვაში მონაწილე კუნთები.
როგორ მოქმედებს ევრისდი
პრეპარატის ევრისდი აქტიური ნივთიერება რისდიპლამი ორგანიზმს მოტონეირონის გადარჩენის ცილის წარმოქმნაში ეხმარება. ამის შედეგად ხდება შედარებით ნაკლები რაოდენობის მოტონეირონების განადგურება, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს კუნთების მუშაობა სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ადამიანებში.
პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ბავშვებში, რომლებსაც კლინიკურ კვლევაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ, ევრისდის დახმარებით:
- · გაუმჯობესდა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა რესპირატორის (ხელოვნური სუნთქვის აპარატის) გამოყენების საჭიროება სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ არანამკურნალევ ბავშვებთან შედარებით (მოსალოდნელია, რომ არანამკურნალევი ბავშვების მხოლოდ 25% იქნება ცოცხალი რესპირატორის უწყვეტი გამოყენების გარეშე 14 თვის ასაკის შემდეგ, შედარებით პაციენტების 85%-თან ევრისდით 1-წლიანი მკურნალობის შემდეგ);
- · პაციენტების 83%-მა შეინარჩუნა საკვების პირის ღრუდან მიღების უნარი.
მე-2 და მე-3 ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ბავშვებში (ფეხის ადგმიდან მოზარდობის პერიოდამდე) და მოზრდილებში ევრისდის დახმარებით შესაძლებელია კუნთებზე კონტროლის შენარჩუნება ან გაუმჯობესება.
2. რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ევრისდის მიიღებთ
არ მიიღოთ ევრისდი:
- · თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ალერგიული ხართ რისდიპლამის ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ქვეთავში 6).
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ევრისდის მიღებას დაიწყებთ.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი ევრისდის მიღებას დაიწყებთ.
პრეპარატით ევრისდი მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს ან იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე (შვილის ყოლის უნარზე). დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. „ორსულობა, კონტრაცეფცია, ძუძუთი კვება ან მამაკაცის ფერტილობა“.
სხვა წამლები და ევრისდი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ღებულობთ, ახლახან მიიღეთ, ან შესაძლოა მომავალში მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ ან წარსულში მიღებული გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი წამლებიდან:
- · მეთფორმინი – II ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტი
- · სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო მედიკამენტები
ორსულობა, კონტრაცეფცია, ძუძუთი კვება ან მამაკაცის ფერტილობა
ორსულობა
- · არ მიიღოთ ევრისდი, თუ ხართ ორსულად, რადგან ამ წამლის მიღებამ ორსულობის დროს შესაძლოა თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს ზიანი მიაყენოს.
- · პრეპარატით ევრისდი მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა ორსულობის ტესტი უნდა ჩაგიტაროთ, რადგან პრეპარატმა ევრისდი შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს.
- · თუ დაორსულდებით პრეპარატით ევრისდი მკურნალობის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ, თუ რა არის უმჯობესი თქვენთვის და თქვენი მუცლად მყოფი ბავშვისთვის.
კონტრაცეფცია
ქალები
არ დაორსულდეთ:
- · პრეპარატით ევრისდი მკურნალობის დროს და
- · ერთი თვის განმავლობაში ევრისდის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო სარწმუნო მეთოდების შესახებ, რომლებიც უნდა გამოიყენოთ მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მამაკაცები
თუ თქვენს პარტნიორ ქალს აქვს შვილოსნობის ფუნქცია, მან თავი უნდა აარიდოს ორსულობას. გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები (მაგ. პრეზერვატივი):
• ევრისდიით მკურნალობის დროს და
• ევრისდის მიღების შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო სარწმუნო მეთოდების შესახებ, რომლებიც უნდა გამოიყენოთ
ძუძუთი კვება
არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი ამ წამლის მიღების პერიოდში, რადგან ევრისდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში და ამის შედეგად ბავშვს ზიანი მიაყენოს.
განიხილეთ თქვენს ექიმთან, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ, თუ ევრისდის მიღება.
მამაკაცის ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ პრეპარატმა ევრისდი შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის ფერტილობის (შვილის ყოლის) ფუნქცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან დაახლოებით 4 თვემდე პერიოდის განმავლობაში. თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება გახდეთ სპერმის დონორი მკურნალობის დროს და ევრისდის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ევრისდი სავარაუდოდ არ მოქმედებს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ევრისდი შეიცავს ნატრიუმს
ევრისდი შეიცავს ნატრიუმის (მარილის) მცირე რაოდენობას - 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყველაზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაშიც კი, რომელიც შეადგენს 5 მგ-ს (6.6 მლ - 0.75 მგ/მლ - პერორალური ხსნარი). ეს ნიშნავს რომ ის არსებითად „ნატრიუმს არ შეიცავს“ და შეიძლება გამოყენებული იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის ნაკლები შემცველობით.
ევრისდი შეიცავს 0.375 მგ ნატრიუმის ბენზოატს ერთ მლ-ზე. ნატრიუმის ბენზოატმა შესაძლოა გააძლიეროს სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირის ასაკამდე).
ევრისდი შეიცავს იზომალტს
ევრისდი შეიცავს 2.97 მგ იზომალტს ერთ მლ-ზე. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ წამლის მიღებამდე.
3. როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ევრისდი უნდა მიიღოთ სითხის სახით, რომელიც არის ფლაკონში. არ გამოიყენოთ წამალი, თუ ფლაკონში არის ფხვნილი, და დაუკავშირდით თქვენს ფარმაცევტს.
გარდა ამისა, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ თანდართული „გამოყენების ინსტრუქციების“ ბუკლეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ ან მისცეთ პაციენტს ევრისდი, და შეასრულოთ მასში მოცემული მითითებები.
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ევრისდი
- · მოზარდები და მოზრდილები: ევრისდის დღიური დოზაა 5 მგ (6.6 მლ პერორალური (დასალევი) ხსნარი).
- · ახალშობილები და ბავშვები: თქვენი ექიმი შეარჩევს პრეპარატის ევრისდი სათანადო დოზას თქვენი ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.
თქვენ ან თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოთ თქვენი დღიური დოზა ექიმის მითითების მიხედვით. არ შეცვალოთ დოზა ექიმთან გასაუბრების გარეშე.
როდის და როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი
- · ევრისდი არის სითხე, რომელიც მომზადებულია ფარმაცევტის მიერ, და ამ ბროშურაში ის მოხსენიებულია, როგორც „ხსნარი“ ან „პრეპარატი/წამალი“.
- · მიიღეთ ევრისდი დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე. ეს დაგეხმარებათ იმის დამახსოვრებაში, თუ როდის მიიღოთ წამალი.
- · წამლის მიღების შემდეგ დალიეთ წყალი. არ შეურიოთ წამალი რძეს ან ბავშვის ხელოვნური საკვებს.
- · მიიღეთ ან მიეცით პაციენტს ევრისდი პერორალური შპრიცით ფლაკონიდან მისი ამოღებისთანავე. თუ წამალს არ მიიღებთ 5 წუთის განმავლობაში, გადაასხით ის პერორალური შპრიციდან და ამოიღეთ ფლაკონიდან ახალი დოზა.
- · თუ თქვენ ან თქვენ ბავშვს ევრისდი მოგხვდათ კანზე, ჩამოიბანეთ ეს ადგილი საპნით და წყლით.
წაიკითხეთ ბუკლეტი „გამოყენების ინსტრუქციები“
ბუკლეტი „გამოყენების ინსტრუქციები“ შედის პაკეტში. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა ამოიღოთ დოზა მრავალჯერადი გამოყენების პერორალური შპრიცით, რომელიც გადმოგეცათ. თქვენ (ან თქვენ ბავშვს) შეგიძლიათ წამლის მიღება:
- · დალევით, ან
- · გასტროსტომის ზონდით, ან
- · ნაზო-გასტრალური ზონდით.
რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ევრისდი
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ევრისდი თქვენ ან თქვენმა ბავშვმა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა პრეპარატით ევრისდი, სანამ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ ევრისდი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ იმაზე მეტი ევრისდი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ წამლის პაკეტი და ეს ბროშურა.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დაგავიწყდათ ევრისდის მიღება ან გაქვთ ღებინება წამლის მიღების შემდეგ
- · თუ არ არის გასული 6 საათზე მეტი იმ დროიდან, როდესაც თქვენ ან თქვენი ბავშვი ჩვეულებრივ ღებულობთ ევრისდის, დალიეთ გამოტოვებული დოზა მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ.
- · თუ გასულია 6 საათზე მეტი იმ დროიდან, როდესაც თქვენ ან თქვენი ბავშვი ჩვეულებრივ ღებულობთ ევრისდის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა იმ დროს, როდესაც ის ჩვეულებრივ უნდა მიგეღოთ. არ დალიოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
- · თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გქონდათ ღებინება ევრისდის დოზის მიღების შემდეგ, არ მიიღოთ დამატებით დოზა. ამის ნაცვლად, მიიღეთ მომდევნო დოზა მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს.
თუ ევრისდი დაგექცათ
თუ ევრისდი დაგექცათ, გაამშრალეთ ეს ადგილი მშრალი ხელსახოცით და შემდეგ გაწმინდეთ საპნით და წყლით. გადააგდეთ ხელსახოცი ნაგავში და კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
4. შესაძლო გვერდით მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სხვა წამალი, ეს წამალიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ძალიან ხშირი: შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
- · ფაღარათი
- · გამონაყარი
- · თავის ტკივილი
- · ტემპერატურის მომატება
ხშირი: შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
- · გულისრევა
- · წყლულები პირის ღრუში
- · შარდის ბუშტის ინფექცია
- · სახსრების ტკივილი
შემდეგი გვერდითი ეფექტი დაფიქსირდა ევრისდის მარკეტინგის შემდეგ, მაგრამ მისი გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის:
- • წვრილი სისხლძარღვების ანთება ძირითადად კანზე (კანის ვასკულიტი).
გვერდითი მოვლენების მოხსენება
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გექნებათ გვერდითი მოვლენები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენები უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას წამლის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ უნდა შეინახოთ ევრისდი
- · შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
- · შეინახეთ პერორალურად მისაღები ხსნარი მაცივარში (2-დან 8°C-მდე). საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ან თქვენს მომვლელს შეგიძლიათ შეინახოთ პერორალურად მისღები ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (40˚C-ზე დაბლა) არა უმეტეს 120 საათისა (5 დღე). პერორალური ხსნარი დააბრუნეთ მაცივარში, როცა აღარ იქნება საჭირო ბოთლის ოთახის ტემპერატურაზე შენახვა.
- · აკონტროლეთ (ბოთლის დაყოვნების) მთლიანი დრო მაცივრის გარეთ (40˚C-ზე ქვემოთ). როგორც ზემოთ აღინიშნა, მაცივრის გარეთ დროის ინტერვალების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 120 საათს.
- · პერორალური ხსნარი მდგრადია ფარმაცევტის მიერ მისი მომზადებიდან 64 დღის განმავლობაში, როდესაც ინახება მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე. ფარმაცევტი დაწერს ვადის გასვლის თარიღს ფლაკონის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვების „Discard after“ შემდეგ. არ გამოიყენოთ ხსნარი სიტყვების “Discard after” შემდეგ მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ ან გადააგდეთ წამალი, თუ ბოთლი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (40°C-ზე ქვემოთ) მთლიანობაში 120 საათზე (5 დღე) მეტი ხნის განმავლობაში.
- · გადააგდეთ წამალი, თუ ბოთლი ინახება 40°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
- · წამლის სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ის ფლაკონში, რომლითაც გადმოგეცათ.
- · შეინახეთ წამლის ფლაკონი ფსკერით ქვემოთ მდგომარეობაში, მჭიდროდ დახურული ხუფით.
- · გამოიყენეთ ევრისდი პერორალურ შპრიცში მისი ამოღებისთანავე. არ შეინახოთ ევრისდის ხსნარი შპრიცში.
არ გადაყაროთ რაიმე სახის წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ევრისდი
- · პერორალური ხსნარის აქტიური ნივთიერებაა რისდიპლამი.
- · პერორალური ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.75 მგ რისდიპლამს.
- · დანარჩენი ინგრედიენტებია მანიტოლი (E421), იზომალტი (E 953), ხენდროს არომატი, ღვინომჟავა (E334), ნატრიუმის ბენზოატი (E211), მაკროგოლი/პოლიეთილენგლიკოლი 6000, სუკრალოზა, ასკორბინის მჟავა (E300), დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი. (იხილეთ ქვეთავი 2 „ევრისდი შეიცავს ნატრიუმს“ და „ევრისდი შეიცავს იზომალტს“).
როგორ გამოიყურება ევრისდი და პაკეტების შემადგენლობა
- · ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის, რომელსაც მიიღებთ პერორალური ხსნარის სახით მისი მომზადების შემდეგ ფარმაცევტის მიერ.
- · ხსნარი წარმოადგენს მომწვანო ყვითელ ან ყვითელ, ხენდროს არომატის მქონე პერორალურ (დასალევ) ხსნარს, რომლის მოცულობაა 80 მლ.
- · თითოეულ მუყაოს კოლოფში დევს 1 ფლაკონი, 1 ფლაკონის სპეციალური ადაპტერი, ორი 6 მლ და ორი 12 მლ-იანი მრავალჯერადი გამოყენების ქარვისფერი პერორალური შპრიცი ნიშნულებით, რომლებიც სათანადო დოზის ამოღებაში დაგეხმარებათ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Roche Registration GmbH
Roche Pharma (Schweiz) AG
Gartenstrasse 9
4052 ბაზელი, შვეიცარია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4070
ბაზელი, შვეიცარია
მწარმოებელი
დამზადებულია კომპანიისთვის F. Hoffmann - La Roche Ltd. შვეიცარია, by F. Hoffmann-La Roche Ltd. Kaiseraugst, შვეიცარია
ნებისმიერი ინფორმაციისთვის ამ წამალთან დაკავშირებით, დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
ამ ბროშურის ბოლო გადახედვა მოხდა 2023 წლის აგვისტოში
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ წამლის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე:
გამოყენების ინსტრუქციები - წამლის მიღება
ევრისდი 0.75 მგ/მლ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის
რისდიპლამი
პრეპარატის ევრისდი მიღების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ გამოყენების ინსტრუქციები . ეს ინსტრუქციები გიჩვენებთ, თუ როგორ მოამზადოთ და მისცეთ პაციენტს ევრისდი პერორალური შპრიცის, გასტროსტომის ზონდის (G-tube), ან ნაზო-გასტრალური ზონდის (NG-tube) საშუალებით.
თუ გაქვთ შეკითხვები ევრისდის გამოყენების წესებთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ევრისდი უნდა მიიღოთ ფლაკონში არსებული სითხის სახით. პრეპარატს ევრისდი ამზადებს ფარმაცევტი პერორალური ხსნარის სახით. არ გამოიყენოთ წამალი, თუ ფლაკონში არის ფხვნილი, და დაუკავშირდით თქვენს ფარმაცევტს.
|
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის EVRYSDI შესახებ
|
Important information about Evrysdi
|
|||||||||||||||||||
|
პრეპარატის EVRYSDI თითოეულ კოლოფში დევს ( იხ. ნახ. ა ):
|
ნახ. ა |
Each EVRYSDI carton contains (See figure A):
|
Figure A |
|||||||||||||||||
|
პრეპარატი EVRYSDI-ს შენახვის წესები სრული ინფორმაციისთვის იხილეთ წამლის ინსტრუქციის მე –5 თავი „როგორ შევინახოთ ევრისდი“. |
How to store Evrysdi Please see section 5 “How to store Evrysdi” of the Package Leaflet for full information. |
|||||||||||||||||||
|
A) თქვენი დოზის მოცულობის ამოღება როგორ შევარჩიოთ სწორი პერორალური შპრიცი ევრისდის დოზისთვის • თუ თქვენი ევრისდის დღიური დოზაა 0,3 მლ-დან 1 მლ-მდე, გამოიყენეთ 1 მლ პერორალური შპრიცი (ყვითელი ეტიკეტი).
ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი ან თქვენი ბავშვის დღიური დოზის დამრგვალების შესახებ შპრიცის უახლოეს მარკირებამდე. |
A) Withdrawing your dose volume How to select the correct oral syringe for your dose of Evrysdi
· If your daily dose of Evrysdi ismore than 6 mL, use a 12-mL oral syringe (brown label). Ask your doctor or pharmacist about rounding your or yourchild’s daily dose to the nearest 0.2 mL. |
|||||||||||||||||||
|
თქვენი დოზის მომზადება და ამოღება |
How to withdrawyour dose of Evrysdi |
|||||||||||||||||||
|
ნახ. B |
ნაბიჯი ა1 მოხადეთ ხუფი მასზე ზემოდან ქვემოთ ზეწოლით და შემდეგ მისი მარცხნივ მოტრიალებით (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით) (იხ. ნახ. B). ხუფი არ გადააგდოთ. |
Figure B |
Step A1 Remove the cap by pushing it down and then twisting it to the left (counter-clockwise) (See Figure B). Do not throw away the cap. |
|||||||||||||||||
|
ნახ. C |
ნაბიჯი ა2 ბოლომდე დააწექით პერორალური შპრიცის დგუშს ქვემოთ პერორალურ შპრიცში არსებული ჰაერის ბოლომდე გამოსატუმბად (იხილეთ ნახ. C). |
Figure C |
Step A2 Push the plunger of the oral syringe all the way down to remove any air in the oral syringe (See Figure C). |
|||||||||||||||||
|
ნახ. D |
ნაბიჯი ა 3 ფლაკონი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო შპრიცის წვერი მოათავსეთ ფლაკონის ადაპტერში(იხ. ნახ. D). |
Figure D |
Step A3 Keeping the bottle upright, insert the syringe tip into the bottle adapter (See Figure D). |
|||||||||||||||||
|
ნახ. E |
ნაბიჯი ა 4 ფრთხილად ამოატრიალეთ ფლაკონი ძირით ზემოთისე, რომ შპრიცის წვერი მჭიდროდ იყოს ჩარჭობილი ფლაკონის ადაპტერში (იხ. ნახ. E). |
Figure E |
Step A4 Carefully turn the bottle upside down with the syringe tip firmly inserted into the bottle adapter (See Figure E). |
|||||||||||||||||
|
ნახ. F |
ნაბიჯი ა 5 ნელა ჩამოწიეთ დგუში პრეპარატის Evrysdi თქვენთვის დანიშნული დოზის ამოსაღებად. დგუშის შავი შემაკავებლის ზედა ნაწილი უნდა გაუსწორდეს თქვენთვის დანიშნული დღიური დოზის შესაბამისაღნიშვნას „მლ“პერორალურ შპრიცზე (იხ. ნახ. F). სწორი დოზის ამოღების შემდეგ გააჩერეთ დგუში ადგილზე იმისათვის, რომ მან არ იმოძრაოს. |
Figure F |
Step A5 Slowly pull back on the plunger to withdraw your dose of Evrysdi. The top of the black plunger stopper must line up with the mL marking on the oral syringe for your daily dose (See Figure F). After you have drawn up the correct dose, hold the plunger in place to keep it from moving. |
|||||||||||||||||
|
ნახ. G |
ნაბიჯი ა 6 კვლავ გეჭიროთ დგუში ადგილზე. დატოვეთ პერორალური შპრიცი ფლაკონის ადაპტერში და გადააბრუნეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში ძირით ქვემოთ. მოათავსეთ ფლაკონი სწორ ზედაპირზე. ამოიღეთ პერორალური შპრიცი ფლაკონის ადაპტერიდან შპრიცის მსუბუქად ამოწევით სწორად ზედა მიმართულებით, ხოლო დგუში კვლავ ადგილზე გეჭიროთ.(იხ. ნახ. G) |
Figure G |
Step A6 Continue to hold the plunger in place to stop it moving. Leave the oral syringe in the bottle adapter and turn the bottle to an upright position. Place the bottle onto a flat surface. Remove the oral syringe from the bottle adapter by gently pulling straight up on the oral syringe (See Figure G). |
|||||||||||||||||
|
იხ. ნახ H |
ნაბიჯი ა 7 დაიჭირეთ პერორალური შპრიცი წვერით ზემოთ. შეამოწმეთ პრეპარატი EVRYSDI პერორალურ შპრიცში. თუ პერორალურ შპრიცში არის ჰაერის დიდი ბუშტები დალიეთ ან დაალევინეთ პრეპარატი EVRYSDI მაშინვე, როგორც კი მას ამოიღებთ პერორალურ შპრიცში. თუ მას არ დალევთ 5 წუთის განმავლობაში, გადაასხით პრეპარატის EVRYSDI ხსნარი თქვენი პერორალური შპრიციდან და აიღეთ ახალი დოზა. |
Figure H |
Step A7 Hold the oral syringe with the syringe tip pointing up. Check the medicine in the oral syringe. If there are large air bubbles in the oral syringe (See Figure H) orif you have drawn up the wrong dose of Evrysdi, insert the syringe tip firmly into the bottle adapter. Push the plunger all the way down so that the medicine flows back into the bottle and repeat Steps A4 to A7. Take or give Evrysdi immediately after it is drawn up into the oral syringe. If it is not takenwithin 5 minutes , discard the medicine from oral syringe and withdrawa new dose. |
|||||||||||||||||
|
ნახ. I |
ნაბიჯი ა 8 ისევ დაახურეთ ხუფი ფლაკონს. მიატრიალეთ ხუფი მარჯვნივ( საათის ისრის მიმართულებით) ფლაკონის ბოლომდე დასახურად. (იხ. ნახ. I). არ ამოიღოთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონიდან. |
Figure I |
Step A8 Put the cap back on the bottle. Turn the cap to the right (clockwise) to tightly close the bottle (See Figure I). Do not remove the bottle adapter from the bottle. |
|||||||||||||||||
|
თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის EVRYSDI თქვენს დოზას დალევით, მიჰყევით ინსტრუქციებს ნაწილში „ B ) როგორ მივიღოთ პრეპარატის EVRYSDI დოზა დალევით “. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის EVRYSDI თქვენს დოზას გასტროსტომის მილით, მიჰყევით ინსტრუქციებს ნაწილში „C როგორ მიცვეთ პრეპარატის EVRYSDI დოზა გასტროსტომის მილის საშუალებით“. (G-tube)”. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის EVRYSDI თქვენს დოზას ნაზო-გასტრალური ზონდით, მიჰყევით ინსტრუქციებს ნაწილში „D) როგორ მიცვეთ პრეპარატის EVRYSDI დოზა ნაზო-გასტრალური ზონდის საშუალებით“.“ (NG-tube)”. ევრისდის პერორალური შპრიცები სპეციალურად შექმნილია ENFit® სისტემასთან თავსებადობისთვის. თუ თქვენი კვების მილი არ არის თავსებადი ENFit®-თან, შეიძლება დაგჭირდეთ ENFit გარდამავალი/გადამყვანი კონექტორი Evrysdi შპრიცის დასაკავშირებლად თქვენს G-ტუბთან ან NG- მილთან. |
If you are taking your dose of Evrysdi by mouth, follow the instructions in “B) How to take a dose of Evrysdi by mouth”. If you are taking your dose of Evrysdi through a gastrostomy tube, follow the instructions in “C) How to give a dose of Evrysdi through a gastrostomy tube”. If you are taking your dose of Evrysdi through a nasogastric tube, follow the instructions in “D) How to give a dose of Evrysdi through a nasogastric tube”. |
|||||||||||||||||||
|
ბ ) როგორ მივიღოთ პრეპარატის EVRYSDI დოზა დალევით |
B) How to take a dose of Evrysdi by mouth |
|||||||||||||||||||
|
დაჯექით სწორად პრეპარატის EVRYSDI დოზის დალევით მიღებისას. |
Sit upright when taking a dose volume of Evrysdi by mouth. |
|||||||||||||||||||
|
ნახ. J |
ნაბიჯი ბ 1 მოათავსეთ პეროლარული შპრიცი ისე, რომ მისი წვერი იყოს რომელიმე ლოყის გასწვრივ ნელა დააწექით დგუშს ბოლომდე პრეპარატის EVRYSDI მთლიანი დოზის მისაცემად (იხ. ნახ. J). პრეპარატის Evrysdi მიცემამ ხახაში მოხვედრით, ან ძალიან სწრაფად, შეიძლება მოხრჩობა გამოიწვიოს. |
Figure J |
Step B1 Place the oral syringe into the mouth with the tip along either cheek. Slowly push the plunger all the way down to give the full dose of Evrysdi (See Figure J). Giving Evrysdi into the back of the throat or too fast may cause choking. |
|||||||||||||||||
|
ნახ. K |
ნაბიჯი ბ 2 შეამოწმეთ, დარჩა თუ არა პრეპარატი EVRYSDI პეროლალურ შპრიცში. (იხ. ნახ. K) |
Figure K |
Step B2 Check that there is no medicine left in the oral syringe (See Figure K). |
|||||||||||||||||
|
ნახ. L |
ნაბიჯი ბ 3 დალიეთ წყალი ევრისდის დოზის მიღების შემდეგ (იხ. ნახ L). გარეცხეთ პეროლალური შპრიცი ე ნაბიჯის მიხედვით |
Figure L |
Step B3 Drink some water right after taking the dose of Evrysdi (See Figure L). Go to Step E for cleaning of the syringe. |
|||||||||||||||||
|
გ) როგორ მიცვეთ პრეპარატის EVRYSDI დოზა გასტროსტომის მილის საშუალებით |
C) How to give a dose of Evrysdi through a gastrostomy tube |
|||||||||||||||||||
|
თუ აძლევთ პრეპარატს EVRYSDI გასტროსტომის მილის საშუალებით, სთხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს/ექთანს გიჩვენოთ, თუ როგორ შეამოწმოთ გასტროსტომის მილი პრეპარატის EVRYSDI მიცემამდე. |
If you are giving Evrysdi through a gastrostomy tube, ask your doctor or nurse to show you how to inspect the gastrostomy tube before giving Evrysdi. |
|||||||||||||||||||
|
ნახ. M |
ნაბიჯი გ 1 მოათავსეთ პეროლალური შპრიცის წვერი გასტროსტომის მილში. ნელა დააწექით დგუშს ბოლომდე პრეპარატის EVRYSDI მთლიანი დოზის მისაცემად (იხ. ნახ. M). |
Figure M |
Step C1 Place the oral syringe tip into the gastrostomy tube. Slowly push the plunger all the way down to give the full dose of Evrysdi (See Figure M). |
|||||||||||||||||
|
ნახ. N |
ნაბიჯი გ 2 შეამოწმეთ დარჩა თუ არა პრეპარატი EVRYSDI პერორალურ შპრიცში. (იხ. ნახ. N) |
Figure N |
Step C2 Check that there is no medicine left in the oral syringe (See Figure N). |
|||||||||||||||||
|
ნახ. O |
ნაბიჯი გ 3 ჩარეცხეთ გასტროსტომის მილი გარეცხეთ პეროლალური შპრიცი ე ნაბიჯის მიხედვით. |
Figure O |
Step C3 Flush the gastrostomy tube with 10-20 mL of water right after giving the dose of Evrysdi (See Figure O). Go to Step E for cleaning of the syringe. |
|||||||||||||||||
|
დ) როგორ მიცვეთ პრეპარატის EVRYSDI დოზა ნაზო-გასტრალური ზონდის საშუალებით |
D) How to give a dose of Evrysdi through a nasogastric tube |
|||||||||||||||||||
|
თუ აძლევთ პრეპარატს EVRYSDI ნაზო-გასტრალური ზონდის საშუალებით, სთხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს/ექთანს გიჩვენოთ, თუ როგორ შეამოწმოთ ნაზო-გასტრალური ზონდი პრეპარატის EVRYSDI მიცემამდე. |
If you are giving Evrysdi through a nasogastric tube, ask your doctor or nurse to show you how to inspect the nasogastric tube before giving Evrysdi. |
|||||||||||||||||||
|
ნახ. P |
ნაბიჯი დ 1 მოათავსეთ პერორალური შპრიცის წვერი ნაზო-გასტრალურ ზონდში. ნელა დააწექით დგუშს ბოლომდე პრეპარატის EVRYSDI მთლიანი დოზის მისაცემად (იხ. ნახ. P) |
Figure P |
Step D1 Place the oral syringe tip into the nasogastric tube. Slowly press the plunger all the way down to give the full dose of Evrysdi (See Figure P). |
|||||||||||||||||
|
ნახ. Q |
ნაბიჯი დ 2 შეამოწმეთ, დარჩა თუ არა პრეპარატი EVRYSDI პერორალურ შპრიცში (იხ. ნახ. Q ). |
Figure Q |
Step D2 Check that there is no medicine left in the oral syringe (See Figure Q). |
|||||||||||||||||
|
ნახ. R |
ნაბიჯი დ 3 ჩარეცხეთ ნაზო-გასტრალური ზონდი 10 - 20 მლ წყლითპრეპარატის EVRYSDI დანიშნული დოზის მიცემისთანავე (იხ. ნახ R). გარეცხეთ პეროლალური შპრიცი ე ნაბიჯის მიხედვით |
Figure R |
Step D3 Flush the nasogastric tube with 10-20 mL of water right after giving the dose of Evrysdi (See Figure R). Go to Step E for cleaning of the syringe. |
|||||||||||||||||
|
ე ) როგორ უნდა გაირეცხოს პერორალური შპრიცი გამოყენების შემდეგ |
E) How to clean the oral syringe after use |
|||||||||||||||||||
|
ნახ. S |
ნაბიჯი ე 1 ამოიღეთ დგუში პერორალური შპრიციდან მისი ამოწევით მანამდე, სანამ დგუში შპრიციდან ბოლომდე არ ამოვა. გამორეცხეთ პერორალური შპრიცის ცილინდრი სუფთა წყლის ჭავლით (იხ. ნახ S). |
Figure S |
Step E1 Remove the plunger from the oral syringe. Rinse the oral syringe barrel well under clean water (See Figure S). |
|||||||||||||||||
|
ნახ. T |
ნაბიჯი ე 2 კარგად გარეცხეთ დგუში სუფთა წყლის ჭავლით (იხ. ნახ T). |
Figure T |
Step E2 Rinse the plunger well under clean water (See Figure T). |
|||||||||||||||||
|
ნახ. U |
ნაბიჯი ე 3 შეამოწმეთ, სუფთაა თუ არა პეროლალური შპრიცის ცილინდრი და დგუში. დადეთ პერორალური შპრიცის ცილინდრი და დგუში გასაშრობად სუფთა ზედაპირზე უსაფრთხო ადგილზე (იხ. ნახ U). დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით. პერორალური შპრიცის ცილინდრის და დგუშის გაშრობის შემდეგ ჩადეთ დგუში პერორალური შპრიცის ცილინდრში და შეინახეთ შპრიცი თქვენს წამალთან ერთად. |
Figure U |
Step E3 Check that the oral syringe barrel and plunger are clean. Place the oral syringe barrel and plunger on a clean surface in a safe place to dry (See Figure U). Wash your hands. Once dry, reassemble the plunger into the oral syringe barrel and store the syringe with your medicine. |
|||||||||||||||||
ხსნარის მომზადების ინსტრუქციები
ევრისდი 0.75 მგ / მლ
ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის
ხსნარის მომზადების ინსტრუქციები
(სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის [ მაგ. პროვიზორებისთვის)
|
პრეპარატის EVRYSDI თითოეული კოლოფში დევს (იხ. ნახ. A): 1. ❶ 1 ცალი ხუფი 2. 1ცალი ფლაკონი პრეპარატი EVRYSDI 3. 1ცალი 12 მლ -იანი პერ-ორალური შპრიცი (შალითით) 4. 2 ცალი პერ-ორალური შპრიცი 6 მლ (შალითით) 5. 2 ცალი პერ-ორალური შპრიცი 1 მლ (შალითით) 6. 1ცალი ჩასარჭობი ფლაკონის ადაპტერი 7. 1 ცალი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (არ არის ნაჩვენები) 8. 1 ხსნარის ინსტრუქციები(არ არის ნაჩვენები) 9. 1 გამოყენების ინსტრუქცია (არ არის ნაჩვენები) |
სურათი A |
|||||||||
|
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ევრისდის შესახებ
● არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შეფუთვაში არსებული კომპონენტებიდან რომელიმე დაზიანებულია ან არ არის კომპლექტში. ● გამოიყენეთ გამოხდილი წყალი მედიკამენტის ხსნარის მისაღებად.(განზავებისთვის) ● არ დაამატოთ პერორალური შპრიცები იმ შპრიცების გარდა, რომლებიც მუყაოს კოლოფით არის მოწოდებული. |
||||||||||
|
პრეპარატ ევრისდის შენახვის წესები ● შეინახეთ მშრალი ფხვნილი (განუზავებელი მედიკამენტი) ოთახის ტემპერატურაზე, გადახრები ნებადართულია 15°C - 30°C (59°F - 86°F) ფარგლებში [იხ. აშშ-ს ფარმაკოპეით (USP)
|
||||||||||
|
ხსნარის მომზადება |
||||||||||
|
ნახ. B |
ნაბიჯი 1 მსუბუქად დააკაკუნეთ ფლაკონის ძირით ფხვნილის გასაფხვიერებლად (იხ. ნახ. B) |
|||||||||
|
იხ. ნახ. C |
ნაბიჯი 2 მოხადეთ ხუფი მასზე ზემოდან ქვემოთ დაწოლით და შემდეგ მარცხნივ მოტრიალებით (საათს ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით)(იხ. ნახ. C) ხუფი არ გადააგდოთ. |
|||||||||
|
ნახ D |
ნაბიჯი 3 ფრთხილად ჩაასხით 79 მლ გამოხდილი წყალი წამლის ფლაკონში (იხ. ნახ. D) |
|||||||||
|
ნახ. E |
ნაბიჯი 4 დაიჭირეთ წამლის ფლაკონი მაგიდაზე ერთი ხელით. მოათავსეთ ჩასარჭობი ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის ყელში ზემოდან ქვემოთ ზეწოლით მეორე ხელით. დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ არის მიკრულიფლაკონის პირზე (იხ. ნახ. E). |
|||||||||
|
ნახ. F |
ნაბიჯი 5 ისევ დაახურეთ ხუფი ფლაკონს. მოატრიალეთ ხუფი მარჯვნივ (საათის ისრის მიმართულებით) ფლაკონის დასახურად. დარწმუნდით, რომ ფლაკონი ბოლომდე დახურულია, მერე კი კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში (იხ ნახ. F ). დაელოდეთ 10 წუთი. უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ხსნარი . თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში. |
|||||||||
|
ნახ G |
ნაბიჯი 6 გამოითვალეთ პერორალური ხსნარის გამოყენების ვადის გასვლის თარიღი, რომელიც არის 64 დღე ხსნარის მომზადების შემდეგ (შენიშვნა: ხსნარის მომზადების დღე ითვლება, როგორც დღე 0. მაგალითად, თუ ხსნარი მომზადდა 1 აპრილს, მისი გამოყენების ვადის გასვლის თარიღი იქნება 4 ივნისი). დააწერეთ ხსნარის გამოყენების ვადის გასვლის თარიღი და ლოტის ნომერი ფლაკონის იარლიყზე (იხ. ნახ. G ). განათავსეთ ბოთლი თავდაპირველ კოლოფში, შპრიცებით (ჩანთებში), ასევე ჩადეთ წამლის ინსტრუქცია და მოხმარების ინსტრუქციები. მუყაოს კოლოფი შეინახეთ მაცივარში. (2-დან 8°C-მდე). |
|||||||||










