კასანორმი #30ტ
გააზიარე:
კასანორმი 450მგ 30 ტაბლეტი
შემადგენლობა
კასკარა საგრადა 450 მგ (Rhamnus purshiana).
ფარმაკოლოგიურითვისებები
კასანორმი აღადგენს ნაწლავის ტონუსს, აღმოფხვრის ნაწლავში დუღილის და ლპობით პროცესს, ავლენს დეზინფექციურ, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველ, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. კასკარა საგრადას ქერქი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს – ანტრაგლიკოზიდებს (მათ შორის ფრანგულინს), ორგანულ მჟავებს, საპონინებს, მთრთვილავ ნივთიერებებს. ანტრაგლიკოზიდები საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებით იშლებიან და გამოიყოფიან ენტერალურად ემოდინისა და ქრიზაფანის მჟავას სახით, შედეგად კასანორმი არჩევითად აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, აძლიერებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფად დაცლას. კასანორმის თერაპიული ეფექტი დგება მიღებიდან 8–10 საათის შემდეგ. არ იწვევს წყლისა და მინერალების დეფიციტს, აბდომინალური მტკივნეული სპაზმების განვითარებას. კასანორმი უზრუნველყოფს რეგულარული დეფეკაციის აღდგენას, აუმჯობესებს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. აჩქარებს ლორწოვანი გარსის შეხორცებას. ჭიებითა და პარაზიტებით ინვაზიის დროს ხელს უწყობს მათ გამოდევნას
ჩვენებები
ყაბზობა, სპასტიური კოლიტი, ბუასილი, ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე
მიღებისწესებიდადოზები
1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ 1 ჭიქა წყალთან ერთად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ბავშვთა ასაკი
ორსულობადალაქტაცია
ინიშნება სიფრთხილით.
შეფუთვაშია: 30 ტაბლეტი










