ელოკონი 0.1% 30 მლ ლოს(თურქ)

ელოკონი 0.1% 30 მლ ლოს(თურქ)

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მომეტაზონის ფუროატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97027
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია

ელოკონი 0,1% ლოსიონი

30 მლ

განკუთვნილია გარეგანი (კანი) გამოყენებისთვის

  • მოქმედი ნივთიერებები: მომეტაზონის ფუროატი.
  • დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის სპირტი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური დეჰიდრატი, პროპილენ გლიკოლი, ფოსფორმჟავა და სუფთა წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება ელოკონი?
  2. ელოკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება ელოკონი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. ელოკონის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ელოკონი?

ელოკონი არის ჰომოგენური, უფერო, ღია ყვითელი ფერის, 30 მლ ოდენობის ლოსიონი, რომელიც პლასტიკურ ბოთლშია მოთვსებული, უცხო ნივთიერებებს (მინარევებს)არ შეიცავს.

ელოკონი, კანზე დაწვეთებით გამოიყენება, კორტიზონის სახეობის ჰორმონალური წამალია. ელოკონი შედის ძლიერი კორტიკოსტეროიდების ჯგუფში.

ეს წამალი გამოიყენება კანის განსაზღვრული პრობლემებით გამოწვეული სიწითლის, ქავილის შესამცირებლად, კანის ზედაპირზე დაიტანება.

ელოკონი, გამოიყენება ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანის რეაქციების და /ანდა ალერგიული დერმატიტების მსგავსი კანის ზოგიერთი ანთებითი(ჩირქოვანი) დაავადებების დროს, როცა მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება.

ელოკონი, მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე კარგი შედეგის მქონე ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ქავილის და ჩირქოვანი ანთების ნიშნების ალაგებისთვის გამოიყენება.

ფსორიაზი ეს არის კანის დაავადება, რომელიც უფრო მეტად ვლინდება იდაყვის, მუხლის, თავის თმიან ნაწილსა და სხეულის დანარჩენ მიდამოებში და ხასიათდება ქავილით, კანზე ვარდისფერი ბალთების და ლაქების განვითარებით. დერმატიტი კანის გარე გამღიზიანებლების (მაგ.სარეცხი ფხვნილი)მიმართ რეაქციის გამოხატვით ვლინდება და იწვევს კანის სიწითლესა და ქავილს.

2. ელოკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელოკონი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

- მომეტაზონის ფუროატის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ და სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

- პირის ირგვლივ ჩირქოვანი იარები გაქვთ,

- აცრის შემდეგ ვლინდება კანის რეაქციები,

- ჩუტყვავილა გაქვთ,

- ტუჩის ჰერპესი გაქვთ,

- თვალის ირგვლივ კანის დაავადება გაქვთ,

- ზოგადად, კანის ჩირქოვანი დაავადებები გაქვთ.

ელოკონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

თუ;

- მკურნალობის პროცესში გაღიზიანება ანდა მგრძნობელბა განვითარდება, ელოკონის გამოყენება უნდა შეაჩეროთ და საჭირო მკურნალობაზე უნდა გადახვიდეთ.

- მკურნალობის პროცესში ინფექცია განვითარდება, ექიმი, თქვენთვის შესაბამის ანტიფუნგალურ (სოკოვანი დაავადების სამკურნალო წამალი) ანდა ანტიბაქტერიულ თერაპიას დაიწყებს,

- კანის დაზიანებულ ფართო უბანზე ანდა ერთმანეთთან შეხებაში მყოფ კანის მონაკვეთებში მკურნალობა გახანგრძლივდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა პარალელურად კეთდება შეხვევებიც, შეიძლება ლოკალური ანდა სისტემური ტოქსიკური ეფექტები გამოვლინდეს.

- ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვის გზით სისხლში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომის ნიშნები (ჰორმონალური ნიშნები), სისხლში შაქრის დონის მომატება და შარდში შაქრის გამოვლენა, აღნიშნული ნიშნები მკურნალობის შეწყვეტისას ალაგდება.

- ბავშვებში სასურველი ეფექტის მიღებისთვის ყველაზე დაბალი დოზა უნდა იქნას გამოყენებული. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ზრდის და განვითარების შეფერხება.

,,თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ’’.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონის ლოსიონი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონის ლოსიონი ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ელოკონი ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს.

ელოკონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელოკონი, შეიცავს სტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები(მაგ.კონტაქტური დერმატიტი) და პროპილენ გლიკოლის სტეარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ელოკონის, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ელოკონი?

სწორი გამოყენება და დოზები / გამოყენების სიხშირე და მითითებები :

ელოკონი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კანის ფართო მონაკვეთში ანდა კანის ერთმანეთთან კონტაქტის მქონე მიდამოებში (საზარდული, იღლიის მიდამო) ხანგრძლივად არ გამოიყენოთ, მკურნალობის მიდამო შეხვევით ანდა სხვა ნებისმიერი საფენით არ დაფაროთ. მკურნალობა უეცრად არ შეწყვიტოთ.ლოსიონი თვალებში არ მოახვედროთ.

ბავშვებში 5 დღეზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.

სხეულის დიდ ფართზე დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებას თავი აარიდეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ბოთლის პირის მონაკვეთი დაავადებული კანის მიდამოს დაუახლოვეთ. ელოკონის ლოსიონის რამდენიმე წვეთი დაავადებულ კანზე დააწვეთეთ და შემდეგ წამლის შეწოვამდე მსუბუქად დაიზილეთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

ბავშვებში გამოყენება : თუ ექიმის რეკომენდაცია არ გაქვთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ბავშვების კანზე ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის, რეკომენდირებულია წამლის ყველაზე მცირე რაოდენობის გამოყენება. ქრონიკულმა კორტიკოსტეროიდულმა მკურნალობამ შეიძლება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინოს.

თუ ფიქრობთ, რომ ელოკონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ელოკონის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:

ელოკონი გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ელოკონის, საჭიროზე უფრო მეტი რაოდენობის გამოყენების შემთვევაში, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ელოკონის ლოსიონის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, ელოკონის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოიყენეთ, შემდეგ კი მკურნალობა ჩვეული ფორმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ელოკონს დიდი ხანია იყენებთ და კანის პრობლემები უკეთესადაა, ლოსიონის გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყვიტოთ. თუ, უეცრად შეწყვეტთ, შეიძლება კანის სიწითლე შეამჩნიოთ, ასევე შეიძლება იგრძნოთ წვის ანდა ჩხვლეტის შეგრძნება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, ექიმს გაესაუბრეთ, მკურნალობის შეწყვეტა ეტაპობრივად ხდება, გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირებით.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ელოკონში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები. ელოკონმა განსაკუთრებით შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება და გაღიზიანება.თუ ლოსიონის გამოყენების პროცესში გაღიზიანება გამოვლინდება, ელოკონის გამოყენება უნდა შეწყდეს.

იშვიათი:

- კანზე ამობურცული დაზიანება

- კანზე ამობურცული ჩირქოვანი დაზიანება

- კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

ძალიან იშვიათი:

- წვა

- ბეწვის ფესვის ჩირქოვანი ანთება

- აკნესმაგვარი რეაქცია

- ქავილი

- კანის გათხელება

სხვა ადგილობრივი სტეროიდებით მკურნალობის დროს იშვითად დაფიქსირებული ლოკალური არასასურველი გვერდითი ეფექტებია: გაღიზიანება, თმიანობის მომატება(ჰიპერტრიქოზი), კანის ფერის გაღიავება (ჰიპოპიგმენტაცია), პირის ირგვლივ კანის ფერის გამუქება (პერიორალური პიგმენტაცია), ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის დარბილება, მეორადი ინფექცია, კანზე ნახეთქები(სტრიები) და ოფლიანობასთან დაკაშირებით გამოვლენილი გამონაყარი.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

5.ელოკონის შენახვა

ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

ელოკონი <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელოკონი არ გამოიყენოთ.

თუ ლოსიონის დათვალიერებისას რაიმე სახის ცვლილებას შეამჩნევთ, ელოკონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. მერკ-შარპ დოჰმე ილაჩლარ

ლევენთი-სტამბული

წარმოების ადგილი: ს.ს სანოფი ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქქარიშთირან. 39780 ლულებურგაზი-ქირქლარელი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.06.2016-ში დამოწმებულია.