ილ სალონე-თმის საღებავი სიყვითლის საწინააღმდეგო
გააზიარე:
ილ სალონეს საღებავები შექმნილია სტილისტ-კოლორისტებთან ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც უზრუნველყოფს ინტენსიურ და მდგრად ფერს.
გამდიდრებულია მკვებავი ზეთების კომპლექსით, რომელიც თმას მატებს ბუნებრივ ბზინვარებას, აქვს იასამნისფერი პიგმენტი, რომელიც მოქმედებს როგორც არასასურველი სიყვითლის გამანეიტრალებელი, შედეგად მიიღება პლატინისფერი, ნატურალური ქერა ფერი.
მომზადება:
შეღებვამდე 24 საათი არ დაიბანოთ თავი.
დაგჭირდებათ სავარცხელი, პირსახოცი და ტაიმერი (დროის მოსანიშნად).
გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით წესები.
ნაბიჯი1: თმის წინასწარი დამუშავება
პრაიმერი წინასწარ დაიტანეთ მშრალ თმაზე, შეიზილეთ მსუბუქად და გადაინაწილეთ მთლიან თმაზე სრულ შეწოვამდე.
ნაბიჯი2: თმის მომზადება
გამაღიავებელი და საღებავი შეურიეთ ერთმანეთს და კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 30 წთ.
სქელი ან ჭაღარა თმის შემთხვევაში გაიჩერეთ დამატებით 5 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნაბიჯი3: შეღებვის შემდგომი მოვლა
სპეციალური შრატი დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე და დაიტოვეთ 2 წუთით.
კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
არ გამოიყენოთ თმის საღებავი თუ:
- ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია თმის საღებავზე
- თუ თავის კანი დაზიანებული, გაღიზიანებული, ან მგრძნობიარეა
- გაიკეთეთ ალერგიული ტესტი შეღებვამდე 48 საათით ადრე, იმ შემთხვევაშიც თუ პირველად არ იყენებთ თმის საღებავს
- შეღებვის დროს თუ გაგიჩნდათ წვის შეგრძნება, სიწითლე ან რაიმე სახის სხვა გაღიზიანება სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საღებავი თბილი წყლით და აღარ გამოიყენოთ იგი
კოლოფის შიგთავსი:
ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი შეღებვის წინ 15მლ, საღებავის ტუბი 48ლ, გამხსნელი (გამამჟღავნებელი) 70მლ, მკვებავი ნიღაბი შეღებვის შემდეგ 20მლ.