ნევანაკი 0.1% 5მლ თვ.წვ(თურქ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნევანაკი 0.1% სტერილური სუსპენზიის თვალის წვეთი
განკუთვნილია თვალის შიგნით ჩაწვეთებისთვის.
სტერილური
- მოქმედი ნივთიერება: ნეპაფენაკი 1 მგ/მლ
- დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერ 974P, ტილოქსაპოლი, ედელატის დინატრიუმი, მანიტოლი (E421), ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და/ანდა ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულაციისთვის), სუფთა წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ნევანაკი?
- ნევანაკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ნევანაკი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ნევანაკის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ნევანაკი?
ნევანაკი თვალის წვეთია. ღია ყვითელი-ღია ნარინჯისფერი ფერის სუსპენზიაა.
ნევანაკი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლების(აას)სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.
ნევანაკი არის 5მლ-იანი, მრგვალი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი(ფლაკონი), აქვს საწვეთურის ნაწილი და თეთრი პოლიპროპილენის ხრახნიანი სახურავი. თითოეული კოლოფში 1 ფლაკონია მოთავსებული.
ნევანაკი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:
- თვალის კატარაქტის (თვალზე ფარდის ჩამოფარება) ოპერაციის შემდეგ თვალში განვითარებული ტკივილის და ანთებითი პროცესის(წვის) თავიდან აცილების და შემსუბუქებისთვის.
- შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში (დიაბეტიანი ავადმყოფები) კატარაქტის ოპერაციის შემდეგ თვალში მაკულარული შეშუპების (თვალის უკანა მონაკვეთში შეშუპება) რისკის შემცირებისთვის.
2. ნევანაკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნევანაკი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
- ნეპაფენაკის ანდა ნევანაკის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების ანდა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების(აას) მიმართ ალერგია გაქვთ. აას წამლების ნიმუშებია: აცეტილსალიცილის მჟავა, იბიპროფენი, კეტოპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი.
- სხვა აას წამლების გამოყენებისას ასთმა, კანის ალერგია ანდა ცხვირში ძლიერი ანთებითი პროცესი გაქვთ.
- 18 წალმდე ასაკის ხართ.
ნევანაკი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თუ;
- ადვილად ტრავმირდებით ანდა სისხლდენის პრობლემები გაქვთ ანდა სისხლდენის დროის გამახანგრძლივებელ რომელიმე წამალს ღებულობთ,
- თვალის რომელიმე დაავადება (მაგ. მშრალი თვალი, რქოვანას დაზიანება, (კორნეალური ულცერაცია-დაწყლულება) ანდა ქსოვილის(ეპითელური) დაზიანება გაქვთ,
- დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) და რევმატოიდული ართრიტის (სახსრების რევმატიული ანთების სახეობა) მსგავსი სისტემური დაავადება გაქვთ,
- განმეორებითი ანდა გართულებული თვალის ოპერაცია გადაიტანეთ,
- კონტაქტური ლინზების მომხმარებელი ხართ,
- სტეროიდებს ანდა ადგილობრივ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ-ამ წამლებმა თვალის დაზიანებების გამოჯანმრთელების, მოშუშების დრო შეიძლება გაახანგრძლივოს ანდა შეაფერხოს.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმს აცნოებთ. თქვენთვის ნევანაკის გამოყენება შეიძლება ჯერ კიდევ ეფექტური იყოს, მაგრამ ჯერ მაინც ექიმს მიმართეთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ნევანაკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნევანაკი თვალის შიგნით გამოყენებისთვის-ჩაწვეთებისთვისაა განკუთვნილი. თუ, პროდუქტს მითითებების შესაბამისად გამოიყენებთ, საკვებთან ანდა სასმელთან კავშირი არა აქვს.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულად ყოფნის ალბათობა არსებობს, ნევანაკი არ გამოიყენოთ.
ნევანაკის ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ძუძუთი კვებაზე ხართ, ნევანაკი შეიძლება დედის რძეში გადავიდეს. იმის მიუხედავად, რომ ნევანაკის მომხმარებელი დედის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში შეიძლება რაიმე ეფექტი არ გამოვლინდეს, მაინც ლაქტაციის პერიოდში ნევანაკის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ნებისმიერი წამლის მიღებამდე ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
მხედველობის გაწმენდამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ. ნევანაკის გამოყენებისთანავე მხედველობის შემღვევა შეიძლება გამოვლინდეს.
ნევანაკის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ნევანაკი კონსერვანტს შეიცავს (ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს მოერიდეთ. ნევანაკის წვეთის ჩაწვეთებამდე ლინზები მოიხსენით(ამოიღეთ) და სანამ ისევ ჩაისვამთ, 15 წუთი დაელოდეთ. აღნიშნულმა შეიძლება რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა გამოიწვიოს.
გარდა ამისა, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ კონტატური ლინზის ტარება არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ნევანაკის გამოყენების დროს ლინზები არ ატაროთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ადგილობრივა აას წამლების და ადგილობრივი სტეროიდების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოჯანმრთელების პროცესი შეანელოს. ნევანაკის, სისხლდენის დროის გაზრდის განმაპირობებელ წამლებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.
თუ, ადგილობრივ აას წამლებს იყენებთ, ექიმს აცნოებთ. ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი არასტეროიდების ერთად გამოყენებამ თვალის გამოჯანმრთელების პრობლემები შეიძლება გაზარდოს.
ნევანაკმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს გლაუკომის მკურნალობის დროს გამოყენებული წამლების (თვალის წვეთების ჩათვლით) ეფექტზე და ასევე სხვა წამლებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ნევანაკის ეფექტზე.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- 2. როგორგამოიყენება ნევანაკი?
ნევანაკის გამოყენების დროს ექიმის რეკომენდაციები ყოველთვის გაითვალისწინეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნევანაკი ორივე თვალში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ჩაიწვეთეთ.
ნევანაკი, მხოლოდ თვალის წვეთის სახით გამოიყენეთ.
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
ჩვეული დოზა: 1 წვეთი 3 -ჯერ დღეში ავადმყოფ თვალში/თვალებში, დილით, შუადღეზე და საღამოს. წვეთები ყოველდღე ერთსადაიმავე დროს ჩაიწვეთეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
კატარაქტის ოპერაციამდე 1 დღით ადრე დაიწყეთ, ოპერაციის დღეს გააგრძელეთ. შემდეგ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მითითებული დროის განმავლობაში გამოყენება გააგრძელეთ. ეს დრო ოპერაციის შემდეგ შეიძლება 21 დღემდე (თვალის ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობისთვის) ანდა 60 დღემდე (მაკულარული შეშუპების თავიდან აცილების მიზნით) გაგრძლდეს.
ნევანაკი, ორივე თვალში მხოლოდ ექიმის კონსულტაციით და მითითებით ჩაიწვეთეთ.
ნევანაკი, მხოლოდ თვალში/თვალებში ჩაწვეთებით გამოიყენეთ.
1. ნევანაკის ჩაწვეთებამდე ჯერ ხელები დაიბანეთ.
ფოტო-1- ფოტო -2
2.გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
3. ბოთლის(ფლაკონის ) სახურავი მოხსენით.
4.ფლაკონი დაიჭირეთ ისე, რომ საწვეთურის ნაწილი ქვემოთ იყოს მიმართული.
5.თავი უკან გადაწიეთ.
6.თითით თვალის ქვედა ქუთუთო მოქაჩეთ ქვემოთ ისე, რომ თვალსა და ქუთუთოს შორის მონაკვეთი გაფართოვდეს. წვეთი ამ მიდამოში უნდა იქნას ჩაწვეთებული (ფოტო-1).
7. ფლაკონის წვერი თვალთან ახლო მონაკვეთში, ერთ წერტილში დაიჭირეთ, თუ დაგემხარებათ, სარკის გამოყენებაც შეგიძლიათ.
8. ფლაკონის საწვეთური თვალსა და მის ირგვლივ ქსოვილებსა და კანზე არ შეახოთ. წვეთი შეიძლება დაბინძურდეს.
9. ერთი წვეთი ნევანაკის ჩაწვეთებისთვის ფლაკონის ბოლო ნაწილი, ფუძე თითებით მსუბუქად შეკუმშეთ, მოუჭირეთ.
10.ფლაკონი არ გაჭყლიტოთ.ფლაკონი ისეა მოწყობილი, რომ ბოლოში მსუბუქი ზეწოლით წვეთი ადვილად გადმოდის.(ფოტო-2)
თუ, წვეთის ჩაწვეთება მეორე თვალშიც გესაჭიროებათ, იგივე ეტაპები მეორე თვალზეც გაიმეორეთ. გამოყენებისთანავე ფლაკონის სახურავი მჭიდროდ მოარგეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ამ წამლის უსაფრთოება ბავშვებში არ არის ცნობილი. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში იგივე დოზით და ფორმით გამოიყენება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მოიპოვება.
თუ ფიქრობთ, რომ ნევანაკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თვალი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაგეგმილი მომდევნო დოზის ჩაწვეთების დრომდე ახალი დოზა არ მიიღოთ.
თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევთ გაესაუბრეთ.
თუ ნევანაკის მიღება დაგავიწყდებათ:
როგორც კი გაიხსენებთ, ერთი დოზა ჩაიწვეთეთ. თუ, გვიან გაგახსენდებათ და მომდევნო დოზის ჩაწვეთების დროსთან ახლოსაა, დავიწყებული(გამოტოვებული) დოზა არ ჩაიწვეთოთ და მომდევნო დოზები ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელდეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
დაავადებულ თვალში/თვალებში დღეში მხოლოდ 3 ჯერ 1 წვეთი ჩაიწვეთეთ, ზედმეტი დოზა არ გამოიყენოთ.
თუ, სხვა თავლის წვეთსაც იყენებთ, ნევანაკს და სხვა თვალის წვეთებს შორის სულ ცოტა 5 წუთი ინტერვალი გააკეთეთ.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ნევანაკში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, გვერდითი ეფექტები ძალიან სერიოზული არ არის, წამლის გამოყენების გაგრძელდება შეიძლება. თუ აღნიშნულთან დაკაშირებით შეშფოთდებით, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ექიმთან კასაუბრების გარეშე ნევანაკის გამოყენება არ შეწყვიტოთ.
თუ, ჩაწვეთების დროს თვალის სიწითლე უფრო მკვეთრი იქნება და ტკივილიც უფრო მეტი იქნება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან
ძალიან იშვიათი:10.000 ავადმყოფიდან
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.
ნაკლებად გავრცელებული:
- თვალის ზედაპირზე უჯრედების განლევის ანდა დაზიანების გამომწვევი ანდა არ გამომწვევი ჩირქოვანი ანთება
- თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება
- თვალი ქუთოთოების შეწებება ანდა ჩამობურცვა
იშვიათი:
- მშრალი თვალი
- თვალის შეშუპება
- თვალის ქავილი
- თვალიდან გამონადენი
- თვალში ჭარბი ცრემლი
- თვალის გაღიზიანება
- გაბრუება
- თავბრუსხვევა
- კანის ზედაპირზე ალერგია
- გულისრევა
- მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა)
- თვალის ტკივილი
- ალერგიული კონიუქტივიტი (თვალის ალერგია)
- თვალის ზედაპირის ანთება
- თვალის ქუთუთოს კუთხეებში ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება (ბლეფარიტი)
უცნობი:
- თავის ტკივილი
- მხედველობის შემღვრევა
- თვალის ზედაპირის დაზიანება (მაგ.გათხელება ანდა პერფორაცია)
- თვალის სრულად არ გამოჯანმრთელება
- თვალის ზედაპირზე იარა
- თვალის შემღვრევა
- მხედველობის სიმახვილის შემცირება
- თვალის შეშუპება
- სისხლის არტერიული წნევის მომატება
- თვალის სიწითლე
- ღებინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- 5. ნევანაკის შენახვა
ნევანაკი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ნევანაკი არ გამოიყენოთ.
როცა არ იყენებთ, ფლაკონის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
<300 C ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.
გახსნის შემდეგ <300 C ოთახის ტემპერატურაზე 4 კვირის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. კოლოფს წამლის გახსნის თარიღი დააწერეთ.
ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.
ლიცენზიის მფლობელი:ს.ს. ნოვარტის საღლიქ გიდა ვე თარიმ ურუნლერი
ქავაქჯიქი/ბეიქოზი/სტამბული
წარმოების ადგილი:
S.A.Alcon Couvreur n.v.
Rıjskweg 14.2870 Puurs/ბელგია