ავამისი 27.5მკგ/დოზა სპრ(თურქ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ავამისი 27.5 მიკროგრამი, ცხვირის სპრეი
განკუთვნილია ცხვირის შიგნით (ინტრანაზალური) გამოყენებისთვის.
- მოქმედი ნივთიერება: ფლუტიკაზონის ფუროატია. თითოეული დოზა 27.5 მიკროგრამ ფლუტიკაზონის ფუროატს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა(უწყლო), სუსპენზირებული ცელულოზა, პოლისორბატ 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი და სუფთა წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ავამისი?
- ავამისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ავამისი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ავამისის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ავამისი?
ავამისი, გლუკოკორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილი ჯგუფის წამომადგენელი პრეპარატია, მოქმედი ნივთიერების სახით ფლუტიკაზონის ფუროატს შეიცავს.
ავამისის სპრეი თეთრი ფერის სუსპენზიის სახითაა წარმოდგენილი, აქვს საზომიანი, ატომიზატორული(შემფრქვევი) სპრეის ტუმბო(პოპმა), ქარვისფერი ფერისაა და მინის ფლაკონის შიგნითაა მოთავსებული. მინის ფლაკონი მოთვასებულია თეთრი ფერის პლასტიკური აპარატის შიგნით, რომელზეც გამოყოფილია შემდეგი მაჩვენებლები: დოზის მაჩვენებელი (გამჭვირვალე მინის ნაწილი), აქტივაციის ღილაკი და სახურავი.(იხილეთ ფოტო- ფორმა-1) (ფოტოზე მოცემულია ავამისის აპარატის ნაწილები: მარცხნივ წინა და მარჯვნივ უკანა-წინა ზედაპირი, სახურავი, შიგნითა ნაწილი, აქტივაციის ღილაკი, დოზის მაჩვენებელი).
ავამისის სპრეის საშუალებით შესაძლებელია 120-ჯერ შეფრქვევა.
ავამისი ალერგიის გამო ცხვირში განვითარებულ ანთებას(რინიტს) და თვალებზე განვითარებულ გაღიზიანებას ამცირებს.
ავამისის ცხვირის სპრეი გამოიყენება შემდეგი ალერგიული სიმპტომების სამკურნალოდ:
- ცხვირის გაჭედვა, გამონადენი ანდა ქავილი
- ცემინება
- თვალების ცრემლიანობა, ქავილი ანდა სიწითლე
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სეზონური იყოს, გამომწვევი მიზეზი ბალახების და ხეების მტვერი შეიძლება იყოს (თივის ცხელება). ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გამოვლინდეს, ამ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ცხოველებზე ალერგია, ოთახის მტვერი ანდა ბაღის მიწაც კი.
2. ავამისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ავამისი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
- თუ ფლუტიკაზონის ფუროატის ანდა ავამისის შემცველი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ავამისი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თუ;
- ღვიძლის მძიმე დაავადება გაქვთ, ექიმი შეიძლება დოზას შეამცირებს.
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, თირკმლების დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი თვალის შიგა წნევა, კატარაქტა, miastenia gravis დაავადება (საკუთარი იმუნური სისტემის მიერ ანტისხეულების გამომუშავება და კუნთების დაზიანება), ტუბერკულოზი ანდა კუწ-ნაწლავის დაავადება გაქვთ.
- ძვლის დაშლა(ოსტეოპოროზი) ანდა გულყრების რისკი გაქვთ.
- რიტონავირით ადამიანის იმუნოდეფიციტურ დაავადების მკურნალობას გადიხართ-აივ ინფექცია.
- ავამისის ძალიან მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებას აპირებთ. (კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება მეორადი ინფექციების განვითარების რისკი გაიზარდოს, მწვავე ინფექციების მასკირება მოახდინოს, ვირუსული ინფექციების მიმდინარეობა გაახანგრძლივოს ანდა გაამწვავოს ანდა აცრებზე მიღებული შედეგი შეზღუდოს).
- ახლო პერიოდში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ.
- ხანდაზმული ხართ.
- ჯერ კიდევ მოუშუშებელი ცხვირის ღრუს იარები გაქვთ.
- ახლო პერიოდში ცხვირის ოპერაცია გადაიტანეთ ანდა ცხვირის ტრავმა გადაიტანეთ.
ასევე;
- ავამისით მკურნალობის დროს წამლის ეფექტს მაშივნე ვერ შეამჩნევთ, ამიტომ უფრო ეფექტური მკურნალობისთვის წამალი რეგულარულად უნდა გამოიყენოთ.
- რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა გამოიწვიოს.
- ბავშვებში ცხვირის ღრუში გამოყენებული კორტიკოსტეროიდების რეკომენდირებული დოზით მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ზრდის შეფერხება. ამიტომ, ექიმმა, რომელიც ამ წამალს ხანგრძლივი დროით უნიშნავს ბავშვს, რეგულარულად უნდა გააკონტროლოს ბავშვის სიმაღლე.
- ავამისის მსგავსი კორტიკოსტეროიდების ჯგუფში შემავალი წამლებით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს: დეპრესია, ეიფორია(უაღრესი სიამოვნების შეგრძნება), უძილობა, სულიერი მდგომარეობის ცვლილებები, პიროვნული ცვლილებების მსგავსი ფსიქიატრიული დარღვევები.
- ავამისის გამოყენების პერიოდში მოერიდეთ იმ ავადმყოფებთან კონტაქტს, რომელთაც ჩუტყვავილა აქვთ.
- ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება კაპოშის სარკომის (განსაკუთრებით, აივ ინფექციის მქონე ავადმყოფებში გამოვლენილი სიმსივნის სახეობაა. ხშირად კანზე, ლორწოვანზე და შიგნითა ორგანოებზე ლურჯი-შავი ფერის დაზიანებები ვლინდება) განვითარება გამოიწვიოს. ასეთ შემთვევებში, ექიმმა შეიძლება მკურნალობა შეწყვიტოს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში გამოგივლინდათ, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავამისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
წამლის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.
ორსულობა
- წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ან ორსულობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ორსულობის პერიოდში ავამისის გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
- თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
- წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
- თუ ძუძუთი კვებაზე ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ავამისის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ავამისის გამოყენების საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ავამისის ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზემომედება არ არის მოსალოდნელი.
ავამისის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ავამისის ერთი შეფრქვევა 16.5 მიკროგრამ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს. ამიტომ, შეიძლება ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი რეაქციები (ლორწოვანის გამაღიზიანებელი მდგომარეობები)გამოიწვიოს.
ავამისი გლუკოზას შეიცავს, მაგრამ გამოყენების გზის(მეთოდის) გამო რაიმე სახის გაფრთხილებას არ საჭიროებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ რიტონავირის მსგავს პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილ ანტივირუსულ წამლებს, ასევე კეტოკონაზოლის მსგავს სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამლებს, სტეროიდულ ტაბლეტებს/ინექციებს ანდა კრემებს, ასევე, ასთმის სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებს იყენებთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი ავამისის ამ წამლებთან ერთად გამოყენების საკითხს გადაწყვეტს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებაავამისი?
ავამისი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზა არ გამოიყენოთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
ზრდასრულებსა და 12 წლის ზემოთ მოზარდებში : რეკომენდირებული საწყისი დოზაა: 2 შეფრქვევა დღეში 1-ჯერ ცხვირის თითოეულ ნესტოში.
როგორც კი დაავადების სიმპტომები კონტროლს დაექვემდებარება, ექიმი დოზას შეამცირებს: 1 შეფრქვევა დღეში 1-ჯერ ცხვირის თითოეულ ნესტოში.
მიცემის გზა და მეთოდი:
ავამისი, მხოლოდ ცხვირის შიგნით (ინტრანაზალური) სპრეის სახით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. აპარატზე არსებული წვერის (თავაკის) დახმარებით ავამისი ცხვირში ადვილად შეიფრქვევა. ავამისის წვეროს თავაკი პლასტიკური სახურავითაა დახურული. აპარატის გვერდით ზედაპირზე არსებული აქტივაციის ღილაკზე დაჭერისას აპარატის წვეროიდან წამალი ცხვირში შეიფრქვევა.
ავამისის სპრეის გატესტვა-შემოწმება
თუ, ავამისით პირველად სარგებლობთ, სპერის აპარატის უხარვეზოდ მუშაობა შეამოწმეთ.
1. როცა აპარატის წვერის(თავაკის) სახურავი დახურულია, ცხვირის სპრეი შეანჯღრიეთ, სახურავი ცერა და საჩვენებელი თითების გვერდით ზედაპირებზე მსუბუქი დაჭერით მოხადეთ, სახურავის მოხსნისას შეეცადეთ გევრდით ზედაპირზე არსებულ ღილაკს თითი არ დააჭიროთ. (იზილეთ ფოტო-ფორმა-2).
2. აპარატის თავაკის მონაკვეთი თქვენგან შორს მიატრიალეთ და გვერდი ზედაპირზე არსებულ ღილაკზე დაჭერით სულ ცოტა 6 -ჯერ სპრეი ჰაერში შეაფრქვიეთ. (იხილეთ ფოტო-ფორმა-3).
თუ სახურავს 5 დღის განმავლობაში არ დაახურავთ ანდა ავამისს 30 დღეზე მეტი დროის განმავლობაში არ გამოიყენებთ, ავამისის კვლავ გამოყენებისას, შემოწმება არ დაგავიწყდეთ.
ავამისის სპრეის გამოყენება:
- სპრეის განმოყენებამდე, ჯერ ცხვირის ღრუ გამოიწმინდეთ.
- სპრეი თვალებში არ შეიფრქვიოთ, თუ შემთხვევით სპრეის თვალებში შეიფრქვევთ, თვალები წყლით გამოიბანეთ.
- თავი წინ დახარეთ, სპრეი ვერტიკალურ პოზიციაში დაიჭირეთ და თავაკის ნაწილი ცხვირის ღრუში გარეთა კედლის მიმართულებით მოათავსეთ. (იხილეთ ფოტო- ფორმა-4).
- ცხვირით ჩასუნთქვისას, ღილაკზე ერთხელ დაჭერით წამალი ცხვირში შეიფრქვიეთ. (ფოტო 5).
- აპარატის წვერი-თავაკის ნაწილი ცხვირიდან გამოიტანეთ და პირით ამოისუნთქეთ. აღნიშნული მოქმედებები ცხირის მეორე ნესტოშიც გაიმეორეთ. თუ ექიმმა 2-2 შეფრქვევის გაკეთება გითხრათ, მე-4 და მე-5 ეტაპები გაიმეორეთ.
ავამისის სპრეის გაწმენდა:
1. ყოველდღე, ავამისით სარგებლობის შემდეგ აპარატის თავაკი, სახურავის შიგნითა ზედაპირი სუფთა, მშრალი ტილოთი გაწმინდეთ.(იხილეთ ფოტო-6 და 7).
2. აპარატის სისუფთავის შესანარჩუნებლად, სახურავი ყოველთვის დახურული გქონდეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
2-11 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში გამოყენება:
რეკომენდირებული საწყისი დოზაა: 1-1 შეფრქვევა დღეში 1-ჯერ ცხვირის თითოეულ ნესტოში.
თუ დაავადების სიმპტომები მკვეთრია, ექიმმა წამლის დოზა შეიძლება გაზარდოს: 2-2 შეფრქვევა დღეში 1-ჯერ თითოეულ ნესტოში. დაავადების ნიშნების კონტროლის ქვეშ აყვანის შემდეგ, ექიმი შეიძლება დოზას შეამცირებს: 1-1 შეფრქვევა დღეში 1-ჯერ თითოეულ ნესტოში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში ზრდასრულთა ნორმალური დოზა გამოიყენება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა: თირკმლების დაავადების მქონე ავადმყოფებში გამოიყენება ზრდასრულთა ნორმალური დოზა.
ღვიძლის უკმარისობა: თუ ღვიძლოის დაავადება გაქვთ, ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ავამისის გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
თუ ფიქრობთ, რომ ავამისის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ავამისის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ავამისის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,თქვენს ექიმს ანდა ფარმაცვტს მიმართეთ.
თუ ავამისის მიღება დაგავიწყდათ
თუ ავამისის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი გამოიყენეთ და ანდა თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა, დაელოდეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ავამისით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ავადმყოფთა უმრავლესობა, ავამისის ეფექტს 8 საათის განმავლობაში იგრძნობს, ავადმყოფთა ზოგიერთი ჯგუფი კი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის გასვლამდე ეფექტს ვერ გრძნობს.
ავამისი, ექიმის მიერ რეკომენდირებული ვადით გამოიყენეთ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ავამისში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ავამისის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
- ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე ანდა გამონაყარი, კანზე ბუშტუკების ანდა ქავილის შედეგად სიმრგვალეების(ჭინჭრის ციება) გამოვლენა. კანზე გამონაყარი, სახის, ხახის და ენის შეშუპება.
- უჩვეულო ხრიწინი, სუნთქვის ანდა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება.
- უეცარი სისუსტე ანდა თავბრუსხვევის შეგრძნება(დაცემის ანდა გონების დაკარგვის განმაპირობებელი).
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ავამისის მიმართ ალერგია გაქვთ. სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ეს აღნიშნული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები გამოვლინების სიშირის მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან
ძალიან იშვიათი:10.000 ავადმყოფიდან
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
- თავის ტკივილი
- ცხვირიდან სისხლდენა (ავამისის 6 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით რეგულარული გამოყენებისას, ცხირიდან უმნიშვნელო სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს. ცხირიდან სისხლდენა ძალიან ხშირად გამოვლენილი გვედრითი ეფექტია.)
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
- გაბრუება
- ცხელება
- ცხვირის ღრუს იარები(ცხვირის შიგნითა ნაწილში გაღიზიანების მსგავსი დისკომფორტი შეიძლება იგრძნოთ და ცხვირის გამოწმენდისას ამას შეიგრძნიბთ და დაინახავთ, იყოს. ცხვირის ღრუს იარები ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია.)
- გულისრევა/ღებინება
- მუცლის ტკივილი
- დიარეა
- ზურგის ტკივილი
- ტკივილი, წვა
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
ნაკლებად გავერცლებული გვერდითი ეფექტები:
- ფსიქიკურ მოვლენებთან დაკავშირებული უნებლიე და ზედმეტი მოძრაობები
- თვალების სიმშრალე და გაღიზიანება
- კატარაქტა
- თვალის ჩირქოვანი ანთება
- მხედველობის შემღვრევა
- თვალის შიგა წნევის მომატება
- გულის ფრიალი
- ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის(მე-2 ხარისხის) სახელით ცნობილი გულის დაავადება
- ხმის ცვლილება, ხმის ჩახლეჩა
- სინუსების ლორწოვანში სისხლდენა(შეშუპება)
- ყელის სიმშრალე
- ბრონქების შევიწროება
- ცხირის ღრუს სოკოვანი ინფექცია
- ცხვირის ღრუს კედლის გახვრეტა
- ღვიძლის ფერმენტის -ასტ-ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება
- ქავილი
- კანკალი
- სასქესო მიდამოში სოკოვანი ინფექცია
- გემოს და/ანდა სუნის შეგრძნების ცვლილება ანდა დაკარგვა
უცნობი
- ფარინგიტი
- ასთმის სიმპტომები
- ხველა
- ბრონქიტი
- ყელის ტკივილი
- ცხირიდან გამონადენი
- ბავშვებში ზრდის შეფერხება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ავამისის შენახვა
ავამისი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
მაცივარში არ შეინახოთ ანდა არ გაყინოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ავამისი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:ს.ს.GlaxoSmithKline ილაჩლარი საბ ვე თიჯ
ბუიუქდერეს ქ. N:173. 1. ლევენთი პლაზა, ბ ბლოკი, 34394 1 ლევენთი/სტამბული
წარმოების ადგილი: Glaxo Operations UK Limited,Barnard Castle, County Durham, ინგლისი