ანტიფლატი 42მგ #30ტ.საღ
გააზიარე:
ანტიფლატი (Antiflat) საღეჭი ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგინდეთ ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ თქვენ უკუჩვენებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.
- თუ თავს კარგად არ გრძნობთ ან თუ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რა წერია ამ ინსტრუქციაში?
1. რა არის ანტიფლატი და რისთვის გამოიყენება?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ანტიფლატის მიღებამდე?
3. როგორ მივიღოთ ანტიფლატი?
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. როგორ უნდა შეინახოთ ანტიფლატი?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის ანტიფლატი და რისთვის გამოიყენება?
საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევა, არასწორი კვება, შებერილობის თვისების მქონე საკვები და ასვე ჰაერის ჩაყლაპვა ხშირად იწვევს მუცლის შებერილობას. ეს ართულებს ან სრულიად შეუძლებელს ხდის ნაწლავის კედლის მეშვეობით გაზების ნორმალურ შეწოვას. გაზის დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვხვდება დუნე, პატარა ბუშტუკიანი ქაფის სახით. ანტიფლატში აქტიური ნივთიერება - სიმეტიკონი იწვევს ქაფის დაშლას. ეს ნაწლავის გაზებს საშუალებას აძლევს ბუნებრივად გამოვიდეს. თავად აქტიური ნივთიერება არ შეიწოვება სისხლში, მაგრამ გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. ანტიფლატის მიღება ჩვეულებრივ იწვევს დისკომფორტისგან სწრაფ გათავისუფლებას შვების შეგრძნებით და აქრობს დაძაბულობის შეგრძნებას შებერილ მუცელში. ასევე დიაფრაგმის გადაადგილებით გამოწვეული გულის შეტევები (ე.წ. რუმჰელდის სინდრომი), ქრება მცირე ხნის შემდეგ.
ანტიფლატი გამოიყენება მოზრდილებისთვის, მოზარდებისათვის და 2 წელს ზემოთ ბავშვებისთვის.
- კუჭ-ნაწლავის არეში გაზების ჭარბი წარმოქმნისა და გაზების დაგროვების (მეტეორიზმი) შეგრძნების დროს, როგორიცაა შებერილობა, სისავსის შეგრძნება და დაძაბულობის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ჰაერის ჩაყლაპვით, არასწორი კვებით ან დიეტით.
- ოპერაციის შემდეგ გაზების წარმოქმნის დროს და ასევე რუმჰელდის სინდრომის დროს.
- მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მომზადება გაზის ჩრდილების შესამცირებლად (ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენი).
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ანტიფლატის მიღებამდე?
ანტიფლატის მიღება არ შეიძლება, თუ თქვენ გაქვთ ალერგია სიმეთიკონზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ანტიფლატის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ანტიფლატის მიღებისას, თუ სიმპტომები გრძელდება ან თუ მოსალოდნელი შედეგი არ იქნა მიღწეული. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის რჩევა.
ბავშვები და მოზარდები
ანტიფლატი დაშვებულია 2 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.
2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია სუსპენზიის სახით მიღება. ამ მიზნით ხელმისაწვდომია ანტიფლატის წვეთები.
ანტიფლატის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არის ცნობილი ურთიერთქმედება, ანტიფლატის გავლენა სხვა წამლებზე არ არის გამორიცხული.
ანტიფლატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვების ან სასმელის გავლენა ანტიფლატის ეფექტზე ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ანტიფლატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ანტიფლატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ანტიფლატი შეიცავს გლუკოზას და საქაროზას
გთხოვთ მიიღოთ ანტიფლატი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრთან შეუგუებლობა.
ეს წამალი შეიცავს 300,03 მგ გლუკოზას და 247,61 მგ საქაროზას. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ეს პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის შაქრის შემცველობის გამო.
3. როგორ მივიღოთ ანტიფლატი?
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ზუსტად დაიცავით დოზა.
გაზების და შებერილობის შეგრძნების სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი:
- მიიღება 1 ან 2 საღეჭი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, 1 ან 2 საღეჭი ტაბლეტის მიღება ასევე შესაძლებელია ძილის წინ.
- მუცლის არეში სადიაგნოსტიკო გამოკვლევისთვის მოსამზადებლად მოზრდილებში იღებენ 2 ან 3 საღეჭ ტაბლეტს გამოკვლევის წინა დღეს, ყოველი ჭამის შემდეგ და გამოკვლევის დღეს დილით.
გამოყენების ტიპი:
მისაღებად.
აუცილებლად დაღეჭეთ ტაბლეტები სანამ გადაყლაპავთ.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და მიმდინარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ანტიფლატის მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია ან თუ გამოყენებიდან მოსალოდნელი შედეგი არ იქნება, ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის რჩევა.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ანტიფლატს, ვიდრე საჭიროა:
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით ანტიფლატი ან თუ ბავშვმა გადაყლაპა დიდი რაოდენობით ანტიფლატი.
თუ დაგავიწყდათ ანტიფლატის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი რაოდენობა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება, ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ შემდეგი დოზით.
თუ შეწყვეტთ ანტიფლატის მიღებას:
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ანტიფლატით მკურნალობას შეწყვეტთ.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დღემდე არ არის ცნობილი არანაირი გვერდითი მოვლენები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ რაიმე გვერდით მოვლენას შეამჩნევთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ გვერდითი მოვლენები (მონაცემები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
5. როგორ უნდა შეინახოთ ანტიფლატი?
არ შეინახოთ 25°C-ზე მეტ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტის კონტეინერი: შენახვის ვადა არის 1 წელი პირველი გახსნიდან.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ანტიფლატი
- აქტიური ნივთიერება არის: სიმეთიკონი. 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 42 მგ სიმეთიკონს.
- სხვა შემადგენელი ნაწილებია: გლიცეროლის მონოსტეარატი SE, ეფიროლეუმ ფენიკული, ეფიროლეუმ მენტა პიპერი, ეფიროლეუმ Carvi, გლუკოზა, საქაროზა.
როგორ გამოიყურება ანტიფლატი და შეფუთვის შიგთავსი
ანტიფლატი არის მრგვალი, თეთრი, ამოზნექილი საღეჭი ტაბლეტი ორივე მხრიდან, კვლიავის და კამის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.
ბლისტერული შეფუთვა: 30 და 50 ცალი
ტაბლეტის კონტეინერი: 300 ცალი
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი
ლიცენზიის #: 1-13124
ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2016 წლის აგვისტოში.
პრეპარატის დასახელება/სიძლიერე: ანტიფლატი (Antiflat)
წამლის ფორმა: საღეჭი ტაბლეტები
შეფუთვის ტიპი: ბლისტერი
Helvetika 8,0 – 8,3
დასახელების #: G/11150
კოდი: 01.2017/1199
ქვეყანა: ავსტრია
შეფუთვის ტიპი: გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქტი: შიდა
ფორმატი: 148 x 210 მმ
თარიღი: 5. 1. 2017
ვერსია: 1
წარწერა: შავი