
ფერეტაბი #30კაფს
გააზიარე:
ფერეტაბი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა.
1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
გამოყენება
ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურით საშუალებას იძლევა ორგანიზმში სწრაფად შეივსოს რკინის დეფიციტი.
ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რკინის ფუმარატს მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს,
უკუჩვენებები
ფერეტაბის მიღება არ შეიძლება
- რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ზემოთ) ალერგიის შემთხვევაში.
- ორგანიზმში რკინასთან დაკავშირებული დაავადებების (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი) დროს.
- რკინის უტილიზაციის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიის დროს (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).
- პერნიციოზული ანემიის დროს (ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემიის, აპლასტიკური ანემიის ან ანემიის სხვა ფორმებისას, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით.
- სისხლის პიგმენტში პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფერეტაბის კაფსულების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს პრეპარატის გამოყენება უმეტეს შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია გაირკვეს რკინის დეფიციტის მიზეზი.
კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მანამდე არსებული ანთების ან წყლულების შემთხვევაში, ექიმის მიერ მკურნალობის დადებითი მხარე შეფასდება კუჭ-ნაწლავის დაავადების გამწვავების რისკის გათვალისწინებით.
განავლის პერიოდულ სიშავეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რკინის მკურნალობა უნდა ჩატარდეს რამდენიმე (8-12) კვირის განმავლობაში, სანამ რკინის დეფიციტი სრულად არ აღმოიფხვრება და არ შეივსება რკინის დეფიციტი.
რკინის შესაძლო გადაჭარბების რისკის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ რკინა ასევე მიიღება საკვებით ან დიეტური დანამატებით.
ფერეტაბის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ფერეტაბმა და ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მოქმედებაზე. კერძოდ, შეიძლება მოხდეს შემდეგი ურთიერთქმედება:
ფერეტაბთან ერთდროული მიღება |
მოსალოდნელი შედეგები |
კუჭის ჰიპერმჟავიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტაციდები), კალციუმის და მაგნიუმის დანამატები, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო საშუალებები (ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი), ნატრიუმის ბიკარბონატი. |
რკინის შეწოვის დაქვეითება და შესაბამისად რკინის დონის შემცირება. |
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) |
რკინის შეწოვის გაზრდა |
ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები) |
ბისფოსფონატების შეწოვის დაქვეითება |
ქინოლონის ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებები: ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი |
ქინოლონის ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების შეწოვის დაქვეითება |
ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი) |
ქლორამფენიკოლის დაშლის გაზრდა, რკინის ეფექტის დაქვეითება |
ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება), მეთილდოპა (მაღალი წნევის სამკურნალო საშუალება) |
ლევოდოპასა და მეთილდოპას შეწოვის დაქვეითება |
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები |
რკინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს რკინის გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე |
პენიცილამინი
|
პენიცილამინის შეწოვის დაქვეითება |
ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი) |
შეწოვის ორმხრივი შეფერხება |
თიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც გამოიყენება არააქტიური ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ) |
თიროქსინის შეწოვის დაქვეითება |
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) |
ვიტამინი E-ს ეფექტურობის დაქვეითება |
თუთია |
თუთიის შეწოვის დაქვეითება |
ამიტომ მიზანშეწონილია ფერეტაბის კაფსულების და ზემოთ ხსენებულ პრეპარატების მიღებებს შორის დაცული იყოს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალი.
საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
საკვების ზოგიერთ კომპონენტი ამცირებს რკინის შეწოვას. ასეთი ინჰიბიტორებია მცენარეულ საკვებში არსებული კომპლექსური აგენტები: ფოსფატები, ფიტატები, ოქსალატები, აგრეთვე ჩაის, ყავის, რძის (რძის პროდუქტების) და კვერცხის კომპონენტები.
ამიტომ ფერეტაბის მიღება უნდა მოხდეს უზმოზე.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ეჭვობთ რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერეტაბის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, თუ დადასტურებულია რკინის დეფიციტი.
ორალური რკინის დანამატები ფართოდ გამოიყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში მავნე ზემოქმედების გარეშე.
რკინის მაღალი შემცველობის გამო ფერეტაბის კაფსულები არ არის შესაფერისი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. ამ მიზნით ხელმისაწვდომია რკინის პრეპარატების მიღება უფრო დაბალი დოზით.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მავნე ზემოქმედება ცნობილი არ არის.
ფერეტაბი შეიცავს ლაქტოზას
თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა, ფერეტაბი მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მიღების წესი
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.
ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არის, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში.
რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომელთა სხეულის წონა 50 კგ-ს აღემატება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.
გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:
ფერეტაბი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო.
რკინის დეფიციტის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (8-12) კვირის განმავლობაში რკინის დეფიციტის შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატში რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალურ მომატებამდე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას სისხლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.
დოზის გადაჭარბება
რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:
მიღებიდან 1-6 საათის განმავლობაში:
კუჭის ტკივილი, ღებინება, მოშავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.
მიღებიდან 6-24 საათის განმავლობაში:
ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.
სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისას ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!
ინფორმაცია ჯანდაცვის პერსონალისათვის
მისაღები ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
დიდი რაოდენობით რკინის შეწოვის თავიდან ასაცილებლად თერაპია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს:
- თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, კუჭის შიგთავსის დაცლა უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევით და/ან კუჭის ამორეცხვით (1% ნატრიუმის ბიკარბონატით - უხსნადი რკინის კარბონატი წარმოიქმნება). გარდა ამისა, უმი კვერცხისა და რძის მოხმარებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს რკინის იონების კომპლექსის წარმოქმნას, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
- სპეციფიკური მოწამვლის თერაპია:
დეფეროქსამინი (დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის, იხილეთ შესაბამისი დანიშნულების ინფორმაცია).
- შემდგომი სიმპტომური შოკის თერაპია.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი რაოდენობა, გააგრძელეთ მისი მიღება ჩვეულ რეჟიმში.
მკურნალობის შეწყვეტა
ფერეტაბის მიღების შეწყვეტამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს,
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)
- რკინის მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ალერგიული დერმატიტი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს)
რკინის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებით გამოწვეული სიმპტომები (პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია, ერითროპოეტური პორფირია, კანქვეშა პორფირია).
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)
- შებერილობა, გულძმარვა, კუჭის სპაზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
შენიშვნა: განავლის მუქიდან შავამდე შეფერილობა, რომელიც მკურნალობის დროს შეიმჩნევა, დაკავშირებულია რკინის შემცველობასთან და უვნებელია.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეატყობინოთ:
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის წესი
პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ, რჩევისათვის ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
შეფუთვა
ფერეტაბის კაფსულები შეფუთულია PVC/ალუმინის ბლისტერებში 30 და 100 ცალი.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი, ავსტრია
თბილისი (128 აფთიაქი)
225-02-32
291-27-97
223-09-55
223-20-51
222-05-62
222-00-41
2-506-506 (3163)
2-506-506 (3164)
2 506-506 (3167)
2-506-506 (3173)
2 506-506 (3179)
237 30 11
237-07-80
231-61-46
231-18-34
236-57-55
237-54-09
238-14-17
236-21-78
237-54-08
231-94-61
236-34-51
259-67-04
2-506-506 (3089)
210-47-03
218-18-23
238-09-98
238-36-75
2-51-96-35
2-506-506 (3153)
2-506-506 (3154)
2 506-506 (3157)
2-506-506 (3158)
2-506-506 (3160)
2-506-506 (3165)
2 506-506 (3166)
2-506-506 (3172)
2 506-506 (3177)
2 506-506 (3178)
2-506-506 (3180)
2-506-506 (3181)
2-506-506 (3182)
2-506-506 (3187)
0322 506 506(3190)
277-14-30
274-74-06
274-63-87
274-63-85
278-30-33
227-40-24
274-63-78
271-77-52
277-84-47
2-506-506 (3115)
214-00-48
278-13-98
2-506-506 (3156)
276-07-50
271-20-52
273-80-83
273-69-51
279-65-05
274-17-95
279 76 76
240-22-65
2 506-506 (3170)
2-506-506 (3175)
2 506-506 (3176)
0322 506506 (3188)
234-22-32
234-48-99
250-88-30
234-69-13
291-02-93
295-55-72
295-22-68
294-17-42
234-26-84
235-45-92
2 506-506 (3168)
0322900800
253-06-18
235-66-27
235-67-64
251-50-82
218-17-64
235-74-00
247-96-35
235-99-87
2-506-506 (3141)
2-506-506 (3145)
2-506-506 (3169)
266-20-03
218-17-62
260-98-16
295-17-53
269-35-37
264-15-35
266-24-03
230-98-66
261-14-72
210-29-62
2-506-506 (3161)
2-506-506 (3183)
0322 506-506 (3185)
2-506-506 ( 3186)
262-85-84
263-32-26
2-506-506 (3044)
264-13-02
257-35-37
264-13-03
268-64-88
262-18-29
218-09-22
257-45-00
236-85-73
2-506-506 (3162)
2-506-506 (3171)
2-506-506 (3174)
რეგიონი (164 აფთიაქი)
(+995 353) 22-12-18
(+995 353) 22-21-62
2-506-506 (3373)
2-506-506 (3480)
(+995 350) 27-34-93
(+995 350) 27-00-47
2-506-506 (3204)
2-506-506 (3205)
2-506-506 (3458)
(+995 354) 22-11-21
(+995 354) 22-39-00
(+995 351) 24-34-78
2-506-506 (3392)
577 006 790
(+995 352) 22-14-53
0322 900 800 (3243)
(+995 355) 24-39-03
2-506-506 (3488)
2-506-506 (3485)
(+995 346) 22-23-81
2-506-506 (3209)
0322 900 800 (3486)
2-506-506 (3487)
2-506-506 (3801)
(+995 358) 22-30-50
2-506-506 (3516)
(+995 372) 22-34-36
(+995 360) 22 23 15
2-506-506(3524)
2-506-506 (3481)
2-506-506 (3207)
(+995 357) 22-10-84
(+995 357) 22-15-60
(+995 341) 22-12-03
(+995 341) 24-16-90
(+995 341) 22-03-64
(+995 341) 22-76-00
2-506-506 (3256)
(+995 341) 22-76-10
(+995 370) 27-96-47
(+995 370) 27-96-46
(+995 370) 27-99-65
(+995 370) 27-09-33
0322 506 506 (3225)
2 506-506 (3226)
(+995 371) 22-46-66
(+995 371) 22-24-55
(+995 369) 23-16-94
(+995 368) 24-61-92
2-506-506 (3362)
2-506-506 (3468)
(+995 362) 22-37-00
(+995 362) 22-28-30
2-30-86-13
(+995 365) 22-13-32
(+995 365) 22-12-02
2-506-506 (3463)
(+995 322) 36-84-37
(+995 367) 22-33-31
2-506-506 (3342)
(+995 361) 22–00–51
(+995 434) 22-24-82
2-506-506 (3455)
(+995 492) 25-16-28
(+995 492) 25-71-70
(+995 492) 25-28-61
(+995 492) 24-22-39
2-506-506 (3215)
2-506-506 (3216)
0322 506 506 (3217)
(+995 491) 22-15-90
(+995 411) 22-12-85
(+995 411) 22-10-26
(+995 435) 22-23-73
(+995 577) 00–67–79
(+995 435) 22-50-15
(+995 497) 22-20-41
(+995 431) 24-80-69
(+995 431) 26-60-14
(+995 431) 24-31-77
(+995 431) 27-29-48
(+995 431) 26-47-06
(+995 431) 27-12-88
(+995 431) 29-72-22
(+995 431) 27-09-91
(+995 431) 26-22-01
(+995 431) 27-47-91
(+995 431) 23-44-84
(+995 431) 25-04-03
(+995 431) 26-45-87
(+995 431) 25-08-07
0322 506 506 (3715)
(+995 431) 22-16-22
(+995 431) 24-24-92
(+995 431) 25-21-41
(+995 32) 214-73-81
2-506-506 (3720)
(+995 431) 24-15-62
577 38-60-52
2-506-506 (3723)
2-506-506 (3724)
(+995 436) 22-24-61
(+995 479) 25-52-02
(+995 479) 25-42-02
(+995 479) 25-42-20
(+995 479) 25–28–51
(+995 495) 22-14-34
(+995 494) 22-30-34
(+995 496) 27-52-42
2-506-506 (3422)
(+995 496) 27-68-67
2506506 (3520)
(0322) 506-506 (3425)
(+995 419) 22-22-97
0322 506506 (3420)
2-506-506 (3427)
0322506506 (3441)
(+995 422) 22-01-82
(+995 422) 22-20-36
(+995 422) 22-29-37
(+995 422) 24-08-05
(+995 422) 24-80-28
2-506-506 (3406)
(+995 422) 22-62-44
(+995 422) 25-59-99
2-506-506 (3409)
(+995 32) 218-09-21
2-506-506 (3411)
(+995 422) 22–36–22
(+995 422) 22–61–13
577 420-562
2-506-506 (3415)
2-506-506 (3416)
2-506-506 (3417)
2-506-506 (3418)
(+995 426) 26-72-28
2-506-506 (3442)
(+995 412) 29-11-19
2-506-506 (3467)
(+995 415) 22-11-42
(+995 415) 22-10-25
(+995 415) 22-24-66
(+995 415) 22-23-77
214-73-82
2-506-506 (3306)
2506506 (3307)
2-506-506 (3311)
2-506-506 (3312)
0322 506-506 (3313)
2-506-506 (3206)
(+995 413) 27-75-05
(+995 413) 27-65-32
(+995 413) 27-74-22
(+995 493) 22-81-17
(+995 493) 27-55-38
(+995 417) 22-01-05
2-506-506 (3356)
2-506-506 (3521)
2-506-506 (3522)
(+995 414) 22-21-64
2-506-506 (3359)