სტოპანგინი აეროზოლი 30მლ ფლ

სტოპანგინი აეროზოლი 30მლ ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9672
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სტოპანგინი
STOPANGIN
 
 
საერთაშორისო დასახელება - hexetidine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R02AA20

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; პრეპარატები მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებით და სხვა ეფექტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

30მლ სპრეი

1 მლ
ჰექსეტიდინი . . . . . . . . . . . 1.92 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ანისის ეთერზეთი, ევკალიპტის ეთერზეთი, სასაფრასის ეთერზეთი, ფორთოხლის ხის ყვავილების ეთერზეთი, მწარე პიტნის ეთერზეთი, მენთოლი, მეთილსალიცილი, საქარინის ნატრიუმის მონოჰიდრიტი, გლიცერინი 85%, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტოპანგინი არის ანტისეპტიკური საშუალება ზომიერად მაანესთეზირებელი მოქმედებით. პრეპარატის ძირითად აქტიურ ნივთიერებას - ჰექსეტიდინი – გააჩნია ბაქტეროციდული და ფუნგიციდური მოქმედება. ანტიმიკრობული მოქმედება მიმდინარეობს მიკრობების უჯრედების ჟანგვითი რეაქციის ჩახშობის გზით. ჰექსეტიდინი ეთერზეთებთან კომპლექსში ახდენს ანტისეპტიკურ ზომიერ ლოკალურ მაანესთეზირებელ მოქმედებას.

ჩვენებები
- პირის ღრუსა და საყლაპავის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, აფტი, გლოსიტი, პარადონტოზი, პაროდონტოპათია, ალვეოლის ინფიცირება);
- პირის ღრუსა და საყლაპავის სოკოვანი დაავადები (რძიანა);
- ოპერატიული ჩარევების წინ და შემდეგ;
- პირის ღრუსა და საყლაპავის ტრამვების დროს;
- ანგინების კომპლექსური მკურნალობის დროს, როგორც დამხმარე საშუალებები.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები და 8 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: სპრეი შეისხურება პირის ღრუში სუნთქვის შეკავებით 1-2 წამის განმავლობაში ინფიცირებულ ზედაპირზე. პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

- პირის ღრუს ლორწოვანას დროებითი წვის შეგრძნება;
- გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეს ალერგიული რეაქცია მათ შორის ლარინგისპაზმი;
- ღებინება (პრეპარატის შემთხვევითი ჩაყლაპვისას).

უკუჩვენება

- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
- ატროფიული ტიპის მშრალი ფარინგიტი;
- 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის საკმარისი ინფორმაცია პრეპარატის მიღების შესახებ ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ამიტომ მისი მიღება ხდება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი მისი მოხმარების შედეგად აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შესაძლებელია არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. პრეპარატის თვალებში შესხურება აკრძალულია.
არ შეიძლება პრეპარატის შესუნთქვა.
შეიცავს 64% ეთანოლს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე:
სტოპანგინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებით მართვის დროს და მოქმედებებისას, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

უცნობია.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
IVAX Pharmaceutocals s.r.o
ჩეხეთი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)