პარაცეტამოლ ტაილ120მგ/5მლ100მლ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ტაილოლი 120 მგ/5 მლ პედიატრიული სუსპენზია
მიიღება პერორალურად
- · აქტიური ნივთიერება: ერთი კოვზი (5 მლ) შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს.
- · დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ალუმინის სილიკატი (Veegum H.V), ავიცელი rc 591, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, რაფინირებული შაქარი, გლიცერინი, სორბიტოლი 70% (E420), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ნიპაგინი (E219), ნატრიუმის ნიპაზოლი (E217), კარმოიზინი (კოდი №: FS-552) (E122), ჟოლოს ესენცია, დეიონიზირებული წყალი.
|
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ტაილოლი პედიატრიული და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია ტაილოლი პედიატრიულის გამოყენებამდე
3. ტაილოლი პედიატრიულის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. ტაილოლი პედიატრიულის შენახვის პირობები
შეიცავს დასათაურებებს.
1. რას წარმოადგენს ტაილოლი პედიატრიული და რისთვის გამოიყენება?
პედიატრიული ტაილოლი არის სუსპენზიის ფორმის მედიკამენტი (ხსნარი, მყარი-თხევადი მიქსტურა), რომელიც შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს ყოველ დანაყოფზე (ყოველ 5 მლ-ზე), რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
ტაილოლი პედიატრიულის შეფუთვა შეიცავს 100 მლ ფლაკონს.
ტაილოლი გამოიყენება ბავშვებში მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ტკივილების და ცხელების სიმპტომური მკურნალობისათვის (სიმპტომების აღმოსაფხვრელად და არა დაავადების სამკურნალოდ).
2. ინფორმაცია ტაილოლი პედიატრიულის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტაილოლი პედიატრიული შემდეგ შემთხვევებში
თუ:
- · აღინიშნება ჰიპერმგრძლობელია (ალერგია) პარაცეტამოლის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ,
- · თუ გახასიათებთ ღვიძლის ან თირკმელების რთული დარღვევები.
ტაილოლი პედიატრიული გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
თუ:
- · აღინიშნება ანემია
- · ფილტვების დაავადება
- · ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები,
- · თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს,
- · თუ თქვენი ბავშვის სხეულის წონა შეადგენს 4 კგ-ზე ნაკლებს ან არის ნაადრევად დაბადებული (37 კვირამდე),
- · თუ თქვენ ან თქვენს შვილს ახასიათებს ნებისმიერი შაქრის მიმართ აუტანლობა
- · თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლას, როგორიცაა პროპანთელინი და აჩქარებენ კუჭის დაცლას, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი, ქლორამფენიკოლი, ანტიბიოტიკი, აზიდოთიმიდინი, რომელიც გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ, ვარფარინი ან კუმარინის წარმოებულები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები),
- · თუ იღებთ ნებისმიერ მედიკამენტს, რომლებიც ანელებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას (ჰიპნოზურები) და მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან ეპილეფსიის სამკურნალოდ (ანტიეპილეფსიური საშუალებები) (გლუტეთიმიდი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარმაბაზეპინი და სხვ.) ან მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიოტიკი რიფამპიცინი,
- · თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum),
- · თუ იღებთ ქოლესტირამინის შემცველ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დონის სამკურნალოდ,
- · თუ იღებთ ტროპიზეტრონს და გრანიზეტრონის შემცველ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენებიან ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგოდ პაციენტებში, რომლებთაც უტარდებათ რადიოთერაპია და/ან ქიმიოთერაპია.
- · თუ აღინიშნება კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქციები,
- · თუ აღინიშნება გილბერტის სინდრომი, თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ფერმენტების მომატება და გარდამავალი სიყვითლე,
- · ჰემოლიზი (სისხლში წითელი უჯრედების დაშლა) შესაძლოა აღინიშნოს იშვიათად პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გლიკოზა 6 ფოსფატას დეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი, რომელიც ეფექტურ როლს თამაშობს სისხლში შაქრის მეტაბოლიზმში.
თუ გამოვლინდება ახალი სიმპტომები (ნიშნები) 3-5 დღის განმავლობაში ან არ გაქრება ტკივილი და/ან სიცხე, უნდა შეწყვიტოთ პარაცეტამოლის მიცემა ბავშვზე და მიმართოთ ექიმს.
პედიატრიული ტაილოლი იწვევს ღვიძლის რთულ ტოქსიურობას (ინტოქსიკაცია) მაღალი დოზებით მწვავე (ხანმოკლე დროში) გამოყენებისას. უფროსებში ქრონიკულად (ხანგრძლივად და განმეორებით) დღიური დოზის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
თუ ეს გაფრთხილებები შეგესაბამებათ თქვენ ან ასევე ვლინდებოდა წარსულშიც, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ იღებთ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტიდ გაცემულ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს ტკივილის, ცხელების, გაციების ან გრიპის სიმტომების სამკურნალოდ ან ძილის ხელშეწყობის მიზნით.
თუ შემდეგი პირობები აღინიშნება თქვენს შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე:
- თუ გახასიათებთ მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის ღვიძლის ან თირკმელების დარღვევები
- თუ გახასიათებთ სხეულის მცირე წონა ან კვების დეფიციტი
- თუ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს
შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პროდუქტის გამოყენების საერთოდ შეწყვეტა ან პარაცეტამოლის მისაღები რაოდენობის შეზღუდვა.
თუ შემდეგი პირობებიდან აღნიშნება რომელიმე, უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის:
- თუ გაქვთ რთული ინფექციები
- თუ ვლინდება ძლიერი კვების დეფიციტი
- თუ გახასიათებთ სხეულის ძალიან მცირე წონა
- თუ ქრონიკულად იყენებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (შესაძლოა გაიზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი)
მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები მოიცავენ შემდეგს:
- · ღრმა, აჩქარებული და გართულებული სუნთქვა
- · გულისრევა, ღებინება
- · მადის დაკარგვა
თუ შენიშნავთ ამ სიმპტომების კომბინაციას, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. თუ არ გაუმჯობესდება თქვენი სიმტომები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ტაილოლი პედიატრიულის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან
ალკოჰოლის ან ალკოჰოლის შემცველი საკვების, მედიკამენტების და ა.შ. პროდუქტის გამოყენებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი. ღვიძლის ინტოქსიკაციის (ჰეპატოტოქსიურობა) რისკის გამო ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებში არ შეიძლება პარაცეტამოლის დღიური დოზის 2000 მგ-ზე გადაჭარბება.
საკვებმა შესაძლოა გამოიწვიოს პარაცეტამოლის ნაწლავებიდან შეწოვის დაქვეითება.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
რეკომენდებულია დაბალი ეფექტური დოზირების ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა ტაილოლი პედიატრიულის მავნე ეფექტი ორსულობის პერიოდში, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
თუ თქვენი მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს დროულად.
ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
რეკომენდებულია უმდაბლესი ეფექტური დოზირების ხანმოკლე დროით გამოყენება. ტაილოლი პედიატრიულის გამოყენებისას თერაპიულ დოზირებებით მეძუძურ დედებში არ გამოვლენილა ჩვილებში რისკ-ფაქტორები. რადგანაც პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან ძილიანობა (სომნელია) პარაცეტამოლის გამოყენებისას. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე აქტივობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაილოლი პედიატრიულის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე.
შესაძლოა გამოიწვიოს (ასევე დაგვიანებული) ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები.
კარმოიზინის შემცველობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
სორბიტოლის შემცველობის გამო შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ფაღარათი მაქსიმალური დღიური დოზირების გამოყენებისას.
კალირიული ღირებულებაა 2.6 კკალ/გ სორბიტოლი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ტაილოლი პედიატრიულის ეფექტზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების გამოყენებამ. გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ თქვენი ბავშვი იღებს შემდეგ მედიკამენტებს
- · მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ კუჭის დაცლის შენელებას (მაგ., პროპანტელინი, და სხვ.)
- · მედიკამენტები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაშლას (მაგ., მეტოკლოპრამიდი, გლუტეთიმიდი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარმაბაზეპინი)
- · მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების სტიმულირებას (მაგ., ზოგიერთი საძილე ტაბლეტები, ეპილეფსიის ზოგიერთი მედიკამენტები და რიფამპიცინი).
- · ქლორამფენიკოლი, რომელიც გამოიყენება როგორც ანტიბიოტიკი
- · ვარფარინი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულურები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები)
- · ზიდოვუდინი (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და უფროსებში)
- · დომპერიდონი (გამოიყენება ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგოდ)
- · მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum)
- · ქოლესტირამინის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დონის სამკურნალოდ)
- · ტროპიზეტრონი და გრანიზეტრონის შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგოდ პაციენტებში, რომლებიც იღებენ რადიოთერაპიას ან ქიმიოთერაპიას)
- · სხვა ტკივილგამაყუჩებლებთან კომბინაციაში
თქვენ შეგიძლიათ ამ მედიკამენტის გამოყენება კონტრაცეპტულ საშუალებებთან ერთად (ჩასახვის საწინააღმდეგოები), თუმცა შესაძლოა აღინიშნოს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტის დასუსტება.
თუ იღებთ ნებისმიერი სახის მედიკამენტს ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. ტაილოლი პედიატრიულის მიღების წესი
მითითებები გამოყენების და დოზირების/სიხშირის შესახებ:
არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მაღალი დოზირება.
უნდა გამოიყენოთ უმცირესი დოზა და ხანმოკლე დროის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
ტაილოლი პედიატრიული მიიღება ყოველ 4 საათში ერთხელ და არ შეიძლება მეტი სიხშირით მიღება.
ყოველი 5 მლ შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს.
მიიღება ყოველ 6 საათში, ყოველი დოზა უნდა შეადგენდეს 10-15 მგ სხეულის კგ-ზე. თუ თქვენი ბავშვი იწონის 30 კგ-ზე მეტს, გამოიყენება მაქსიმუმ 500 მგ თითო დოზაზე.
არ გამოიყენოთ საერთო ჯამში 60 მგ სხეულის თითო კგ-ზე მაღალი დოზირება დღეში. თუ თქვენი ბავშვეი იწონის 30 მგ-ზე მეტს, არ შეიძლება დღეში ჯამში 2 გრამზე გადაჭარბება.
არ შეიძლება 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ ბავშვი არის 3 თვეზე მცირე ასაკის და ცხელება აღინიშნება 24 საათზე მეტ ხანს (4 დოზა), უნდა მიმართოთ ექიმს. თქვენმა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს ცხელების გამომწვევი მიზეზი, რაც შესაძლოა იყოს სავარაუდოდ სერიოზული ინფექციები.
ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში პარაცეტამოლის დღიური დოზირება არ უნდა აღემატებოდეს 2000 მილიგრამს ღვიძლის ინტოქსიკაციის (მოწამვლა) განვითარების რისკის გამო.
მიღების წესი და გამოყენების მეთოდი:
მიიღება პერორალურად. ტაილოლი პედიატრიულის სქელი კონსისტენციის წყალობით მედიკამენტი არ იღვება კოვზიდან და ეს აადვილებს მის გამოყენებას.
ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ ძლიერად ყოველი გამოყენების წინ.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები
2 თვის ასაკიდან ზემოთ ჩვილებში გამოიყენება 2.5 მლ (1/2 ხუფი) პოსტ-ვაქცინაციის ცხელებისას. თუ ბავშევი არის ორ თვეზე მცირე ასაკის არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება. იხილეთ ინფორმაცია გამოყენების წესის და დოზირების/სიხშირის შესახებ:
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება ტაილოლი 6 პლუს 250 მგ/5მლ სუსპენზია.
უფროსები:
ჩვეულებრივი გამოიყენება შესაბამისი დოზა ჯანმრთელ, მოძრავ ხანდაზმულებში, მაგრამ დოზის სიძლიერე და სიხშირე უნდა შემცირდეს სუსტ, უმოძრაო ხანდაზმულებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
საჭიროა სიფრთხილე ღვიძლის ან თირკმელების მსუბუქიდან ზომიერამდე უკმარისობისას.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ტაილოლი პედიატრიული მოქმედებს თქვენზე ძალიან ძლიერად ან სუსტად, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
თუ მიიღეთ ტაილოლი პედიატრიულის ჭარბი დოზირება
ძირითადად ზედოზირების სიმპტომებია სიფერმკრთალე, მადის დაკარგვა, ღებინება და გულისრევა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა არ გამოვლინდეს სიმპტომები რამოდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომ ზედოზირების მიღებისას ან შემთხვევით არასწორი მიღებისას უნდა მიმართოთ სასწრაფოდ ექიმს ან კლინიკას. ხანმოკლე დროში მაღალი დოზირების მიღებამ (მწვავე) შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ მიიღეთ ტაილოლი პედიატრიულის საჭიროზე მეტი დოზა უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს რჩევისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ არ ვლინდება რაიმე სახის სიმპტომი, რადგან არსელის უკმარისობის განვითარების რისკი.
ტაილოლი პედიატრიულის ზედოზირების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტაილოლი პედიატრიულის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ტაილოლი პედიატრიულის მიღების შეწყვეტის შემდეგ
მედიკამენტი უნდა მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. ექიმის დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტების გამოვლენა.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარტმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ტაილოლი პედიატრიულის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდით ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში
იშვიათი: ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია სიხშირე: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
თუ შენიშნავთ შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს, უნდა შეწყვიტოთ ტაილოლი პედიატრიულის მიღება და მიმართოთ სასწრაფოდ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
კანზე გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ალერგიული შეშუპება (ჰიპერმგრძნობელობა-დაგვიანებული), სახის, ენის და განსაკუთრებით ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას (ანაფილაქსიური შოკი), ფართო კატარალური გამონაყარი (მწვავე გენერალიზირებული, ეგზანთემული პუსტულოზი), კანზე დამწვრობის მსგავსი სიმპტომები (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), ჰიპერმგრძნობელობა, რაც იწვევს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე სარტყლისებურ გამონაყარს (მრავალფორმიანი ერითემა).
ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახასიათებთ ალერგიულობა ტაილოლი პედიატრიულის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ძალიან ხშირი
- · ღვიძლის ფერმენტების (ALT) ზრდა ზღვარზე მაღლა
ხშირი
- · ინფექციები (მიკრობული დაავადებები, რომლებიც იწვევენ ანთებებს)
- · თავის ტკივილი
- · თავბრუსხვევა
- · ძილიანობა
- · დაბუჟება (პარესთეზია)
- · ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები
- · ღებინება
- · დიარეა
- · საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- · კუჭ-ნაწლავის შებერილობა გაზების შედეგად (მეტეორიზმი)
- · მუცლის ტკივილი
- · ყაბზობა
- · გულისრევა
- · ღვიძლის ფერმენტების (ALT) 1.5 ჯერ გაზრდა ზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით
- · სახის შეშუპება
- · პოსტ-ოპერაციული სისხლდენა (სისხლდენა კბილის ამოღების შემდეგ)
არახშირი
- · ბალანსის დაკარგვა
- · კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (გასტროინტესტიციალური სისხლდენა)
- · პერიფერიული შეშუპება (შეშუპება ხელების და ხელის გულების ადგილებზე)
- · პოსტ-ტონზილექტომიური სისხდლენა (სისხლდენა ტონზილექტომიის შემდეგ)
იშვიათი
- · კანზე გამონაყარი
- · ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი
- · გენერალიზირებული პუსტულოზური გამონაყარი (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი)
- · კანზე დამწვრობის მსგავსი სიმპტომები (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- · ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც იწვევს სარტყელისებრ გამონაყარს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე (მრავალფორმიანი ერითემა)
- · ალერგიული შეშუპება
- · სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიოშეშუპება)
- · მტკივნეული წითელი ან იისფერი გამონაყარი და სველი ბლისტერული გამონაყარი კანზე, ხშირად იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სავარაუდოდ იწვევს კანის ზედა ფენის ნეკროზს და აქერცვლას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
- · კანზე ლაქების წარმოქმნა (სიწითლე) და დაზიანება ცხელებით ან მის გარეშე (გამონაყარი)
ძალიან იშვიათი
- · აგრანულოციტოზი (საშიში ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რაც შესაძლოა განვითარდეს უეცრად და ხშირად)
- · თრომბოციტოპენია, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის უჯრედების შედედების უნარის დარღვევა)
- · პურპურა (წითელი წერტილოვანი გამონაყარი)
- · ცხელება
- · ასთენია (ქრონიკული დაღლილობა)
- · ბრონქოსპაზმი (ასთმის მსგავსი სიმპტომები ფილტვებში, რომლებიც იწვევს სუნთქვის გახშირებას)
- · ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ფეხების, სახის და ტუჩების შეშუპება ან შეშუპებას, განსაკუთრებით ყელის, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას)
- · დადებითი ტესტი ალერგიაზე
- · ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის დისფუნქცია)
უცნობია სიხშირე
- · ტაილოლი პედიატრიულის აქტიური ნივთერების პარაცეტამოლის რეკომენდებული დოზირების გამოყენებისას არახშირად აღინშნება თირკმელების დაზიანების ეფექტები (ნეფროტოქსიურობა). თირკმელების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) აღინიშნა ხანგრძლივი გამოყენებისას.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს გვერდით ეფექტების გამოვლენის შესახებ. დამატებით თქვენ შეგიძლიათ ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TÜFAM) ბმულზე ,,გვერდით ეფექტების შეტყობინება‘‘ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr ან ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდით ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. ტაილოლი პედიატრიულის შენახვის პირობები
ტაილოლი პედიატრიული ინახება საწყის შეფუთვაში და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ ძლიერად.
ტაილოლი პედიატრიული გამოიყენება გაზავების გარეშე.
გამოიყენება მხოლოდ ვარგისიანობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ტაილოლი პედიატრიული შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ტაილოლი პედიატრიული თუ შენიშნავთ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე რაიმე სახის დაზიანებას.
არ გადააგდოთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტი კანალიზაციაში! ეს მედიკამენტი გადაეცით გარემოს დაცვის სამინისტოს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.
უმრანიე 34768 სტამბული
წარმოების ადგილი:
ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.
სანკაკლარ 81100 დუზცე
ინსტრუქციის დამოწმების თარიღი 31.12.2019.











