ჰიალ ფორტე 20მგ/2მლ #3 შპრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
HYAL FORTE ინექცია
(ნატრიუმის ჰიალურონატი 20 მგ / 2,0 მლ)
გამოიყენება სახსრების დაავადებების დროს
შემადგენლობა: ყოველი წინასწარ შევსებული 2,0 მლ შპრიცი შეიცავს:
- მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიალურონატი ................... 20 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ორსაფუძვლიანი ნატრიუმის ფოსფატი, წყალი ინექციისთვის.
დოზირების ფორმა: ინექცია
მიწოდების ფორმა: 2,0 მლ /შპრიცი x 3
მაჩვენებლები
• მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მკურნალობა
დოზირება და მიღების წესი
- უფროსებში: უფროსები კვირაში ერთხელ. 1 წინასწარ შევსებული ინექცია, 3 კვირა უწყვეტლივ მუხლის სახსარში.
-შეყვანის სიხშირე უნდა დარეგულირდეს სიმპტომების შესაბამისად.
- შეყვანა უნდა მიმდინარეობდეს სახსარშიდა შეყვანისათვის სრულიად ასეპტიკურ პირობებში.
- არ შეიძლება გამეორება 6 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება
- ჰეპატოპათიის ავადმყოფობის ან ავადმყოფობის ისტორიის მქონე პაციენტები.
- ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლოკალური ანთების გამწვავება, როდესაც ოსტეოართრიტიდან გამომდინარე მუხლის სახსრის ანთება გართულებულია, სასურველია წინამდებარე პრეპარატის შეყვანა ანთების ჩაქრობის შემდეგ.
- ვინაიდან შესაძლებელია გაჩნდეს ადგილობრივი ტკივილები, რეკომენდირებულია ისეთი მკურნალობის დანიშვნა, რომელიც ამ პრეპარატის მიღების შემდეგ მოახდენს ადგილობრივ სტაბილიზაციას.
- ვინაიდან ამ პრეპარატის სახსრებს გარე ღრუში გაჟონვამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტკივილი, ამიტომაც ამ პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ სახსარშიდა ღრუში შეიყვანეთ.
- ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანა ხდება მუხლის სახსრის ღრუში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს სრულიად ასეპტიკურ პირობებში.
- პრეპარატის 3 ჯერადი შეყვანის შემდეგ თუ არ მოხდა სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.
- თუ მოხდა სახსარში სითხის ჩადგომა, აუცილებლობის შემთხვევაში სახსრის სითხე უნდა მოშორდეს გამოღებული ნემსის საშუალებით.
- არ შეიძლება სისხლძარღვში შეყვანა.
- არ შეიძლება მისი გამოყენება ოფთალმოლოგიური საშუალებებისთვის.
- ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი ბლანტია, რეკომენდირებულია შეყვანისათვის გამოყენებული იქნას 22~23G.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს ტერატოგენული აქტივობები არ იქნა მიღებული. მაგრამ დადგენილ იქნა ორსულთა უსაფრთხოება. ამგვარად, ამ პრეპარატის შეყვანა ორსულ ან ორსულობაზე ეჭვის მქონე ქალებში ფრთხილად უნდა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი გამართლებულია პოტენციური რისკის გადამეტების დროს.
- როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, ეს პრეპარატი გამოიყოფა რძეში, ამიტომ მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა იქნეს თავიდან აცილებული .
მანქანის ტარებასა და მისი გამოყენების უნარზე ზემოქმედება
წინამდებარე პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნას სიფრთხილით, რადგანაც მას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი ან დისკომფორტი.
გამოყენება ბავშვებში
ვინაიდან ბავშვებში უსაფრთხოება არ არის დადგენილი, პრეპარატი უნდა იქნეს ფრთხილად გამოყენებული აუცილებლობის შემთხვევებში.
პრეპარატების ურთიერთქმედება
- არ შეიძლება ამ პრეპარატის ერთდროულად ან/და სხვა სახსარშიდა ინექციასთან შერევით შეყვანა.
- ერიდეთ ქლორგექსიდინის ან მეოთხეული ამონიუმის მარილების შემცველი დეზინფიცირებულ საშუალებებთან ერთად ერთდროულ გამოყენებას, რადგანაც ჰიალურონის მჟავა შეიძლება დაილექოს .
- მკურნალობის დაწყებამდე : ლიდოკაინის SC ინექცია კანქვეშ ან ადგილობრივი ანესთეზია ხსნის ტკივილს.
გვერდითი ეფექტები
- ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება, სახის გაწითლება, იშვიათად - გამონაყარი, ურტიკაცია, შესაძლოა წარმოიქმნას ქავილი. ნებისმიერი ანომალიის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
- სახსარში ინექცია: იშვიათად ტკივილები (ძირითადად , შეყვანის შემდეგ დროებითი ტკივილები), შეშუპება, იშვიათად წყალმანკი, სიწითლე, შესაძლოა წარმოიქმნას ციებ-ცხელებისა და ადგილობრივი ძლიერი წნევის შეგრძნება.
- შეიძლება წარმოიშვას - ღებინება, გულისრევა, სიმხურვალე და თავის ტკივილი.
აცნობეთ ექიმს მკურნალობის დროს წარმოშობილი გვერდითი ეფექტების შესახებ
ფარმაკოდინამიური თვისებები
- ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ორგანიზმის მატრიქსის მნიშველოვან კომპონენტს და მაღალი კონცენტრაციით იმყოფება ხრტილსა და სინოვიალურ სითხეში. ენდოგენური ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს სინოვიალური სითხის სიბლანტეს და ელასტიურობას, რაც საფუძველს უყრის მის საამორტიზაციო და გასაპოხ თვისებებს, და ეს მნიშნელოვანია ორგანიზმში სახსრის ხრტილის პროთეოგლიკანების სწორი სტრუქტურებისათვის.
- ოსტეოართრიტის დროს სინოვიალურ სითხესა და ხრტილში შეინიშნება ჰიალურონის მჟავის არასაკმარისი რაოდენობა და ხარისხის ცვლილება. დეგენერირებულ ზედაპირიანი ხრტილის ართრიტიან და პათოლოგიურად შეცვლილ სინოვიალურ სითხიან სახსრებში ჰიალურონის მჟავის სახსრების შიდა ინექცია აუმჯობესებდა სახსრების ფუნქციებს. ექზოგენური ჰიალურონის მჟავის გამოყენებისას წარმოქმნილი ეფექტები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სინოვიალური ღრუს (სინოვიოციტების და ქონდროციტების) სხვადასხვა კომპონენტებთან ურთიერთქმედებით.
- კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ოსტეოართრიტის სიმპტომები გაუმჯობესებულია ოპერაციის შემდგომ 6-12 თვის განმავლობაში მკურნალობის დასრულებამდე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
- ჰიალექტინი ( მაღალი დონის ჰიალურონის მჟავა) სახსარშიდა შეყვანით სწრაფად ნაწილდება სინოვიალურ გარსში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია იქნა აღმოჩენილი სინოვიალურ სითხესა და სახსრის კაფსულაში, და შემდგომ შემცირების გზით სინოვიალურ გარსში, ლიგამენტებსა და მომიჯნავე კუნთებში.
- ჰიალურინის მჟავა სინოვიალურ სითხეში მნიშვნელოვნად არ მეტაბოლიზდება. ზოგიერთი გართულება წარმოიქნება სახსრებზე გარსშემორტყმულ ქსოვილებში, მაგრამ მეტაბოლიზმის მთავარი ადგილი წარმოიქნება ღვიძლში, და გამოდევნა ძირითადად ხდება თირკმელების გავლით.
- ჰიალურონის მჟავა სინოვიალური სითხიდან გამოიდევნება 2-3 დღის განმავლობაში.
ზედოზირება და მკურნალობა
ზედოზირება ნაკლებად შესაძლებელია შეყვანის მარშრუტისა და პრეპარატის ერთჯერადი შეფუთვის გათვალისწინებით. ზედოზირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რეკომენდაციები
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუღწეველ ადგილებში.
- ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
- დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ და სინათლისაგან დაცულ კონტეინერში 2-8 ℃ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: გამოშვების თარიღიდან 36 თვის განმავლობაში.
მწარმოებელი
SHIN POONG PHARM. CO.,LTD.
7,Wonsi-o, Danwon-gu, Ansan-sl, Gyeonggi-do, Republic of Korea