ლორატადინი სლავია10მგ#10ტ(რუმ)
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ლორატადინა სლავია 10 მგ ტაბლეტები
ლორატადინი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია მთლიანად, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ამ ინსტრუქციის მიხედვით ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
- თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 5 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ამ ფურცელში:
1. რა არის ლორატადინა სლავიადა რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ლორატადინა სლავიასგამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ლორატადინა სლავია
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ლორატადინა სლავია
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ლორატადინა სლავია და რისთვის გამოიყენება
ლორატადინა სლავიამიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს. ანტიჰისტამინები ხელს უწყობენ ალერგიის სიმპტომების შემცირებას იმ ნივთიერების ზემოქმედების პრევენციით, რომელსაც ეწოდება ჰისტამინი, რომელიც წარმოიქმნება ჩვენი ორგანიზმის მიერ.
ლორატადინა სლავიააუმჯობესებს ალერგიულ რინიტთან დაკავშირებულ სიმპტომებს (მაგ. თივის ცხელება), როგორიცაა: ცემინება, სურდო ან ცხვირის ქავილი, წვა ან თვალების ქავილი.
ლორატადინა სლავია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად (ქავილი, სიწითლე, აგრეთვე კანზე გამონაყარის რაოდენობა და ზომა).
ლორატადინა სლავიას ეფექტი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში და დაგეხმარებათ ნორმალური ყოველდღიური საქმიანობის შესრულებასა და ძილში.
2. რა უნდა იცოდეთ ლორატადინა სლავიას მიღებამდე
არ მიიღოთ ლორატადინა სლავია:
- თუ გაქვთ ალერგია ლორატადინზე ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (იხილეთ ნაწილი 6)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლორატადინა სლავიას გამოყენებამდე, თუ:
- გაწუხებთ ღვიძლის დაავადება
ლაბორატორიული ტესტები
თუ დაგეგმილი გაქვთ კანის ტესტების ჩატარება ალერგიაზე, არ მიიღოთ ლორატადინა სლავია ამ ტესტების ჩატარებამდე ორი დღით ადრე. ეს იმიტომ ხდება, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
ბავშვები
არ მისცეთ ლორატადინა სლავია 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ან 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 30 კგ-ზე ნაკლები წონით, არსებობს უფრო შესაფერისი ფარმაცევტული ფორმები.
სხვა მედიკამენტები და ლორატადინა სლავია
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ლორატადინა სლავია საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
ნაჩვენები არ არის, რომ ლორატადინა სლავია ახდენს დამატებით მოქმედებას ალკოჰოლური სასმელის ეფექტებზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული არ არის ლორატადინა სლავიას მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. ლორატადინი გამოიყოფა დედის რძეში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზით ლორატადინა სლავია არ იწვევს ძილიანობას ან ნაკლებ სიფხიზლეს. თუმცა, ძალიან იშვიათად ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ლორატადინა სლავია შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორ გამოიყენება ლორატადინა სლავია
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების დროის მიუხედავად.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
მიიღეთ ლორატადინა სლავიასერთი ტაბლეტი დღეში.
ბავშვები 2-დან 12 წლამდე: დოზა განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით
- სხეულის წონა 30 კგ-ზე მეტი: ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ
- სხეულის წონა 30 კგ-ზე ნაკლები: ლორატადინა სლავია10 მგ არ არის რეკომენდებული.
ტაბლეტის ფარმაცევტული ფორმა არ არის რეკომენდებული 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, დახრჩობის საშიშროების გამო. გამოყენებული უნდა იყოს უფრო შესაფერისი დოზირების ფორმა.
2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ლორატადინი - ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არ არის რეკომენდებული.
ღვიძლის სერიოზული პრობლემების მქონე პაციენტები:
მოზრდილები და ბავშვები 30 კგ-ზე მეტი სხეულის წონით:
მიიღეთ ერთი ტაბლეტი ყოველ ორ (2) დღეში, ჭიქა წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში ღვიძლის მძიმე პრობლემებით საჭირო არ არის დოზის შემცირება.
თუ იღებთ იმაზე მეტ ლორატადინა სლავიას, ვიდრე საჭიროა
მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ამ ინსტრუქციის ან სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ლორატადინა სლავია, ვიდრე საჭიროა, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა და სწრაფი გულისცემა.
თუ დაგავიწყდათ ლორატადინა სლავიის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ მისი მიღება ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
- ძილიანობა
- თავის ტკივილი
- მადის მომატება
- ძილის გაძნელება
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტებბი 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არის:
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- ნერვოზულობა
ლორატადინის ბაზარზე განთავსების დროს გამოვლენილი შემდეგი ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
- მძიმე ალერგიული რეაქცია (შეშუპების ჩათვლით)
- თავბრუსხვევა
- კრუნჩხვა
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება)
- მშრალი პირი
- კუჭის აშლილობა
- ღვიძლის პრობლემები
- თმის ცვენა
- გამონაყარი
- დაღლილობა
გაურკვეველი სიხშირით დაფიქსირდა წონის მომატება ბავშვებში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის მონაცემები გამოქვეყნებულია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ლორატადინა სლავია
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლორატადინა სლავია
- აქტიური ნივთიერება არის ლორატადინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლორატადინს.
- სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ლორატადინა სლავიას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ლორატადინა სლავია 2 მგ კაფსულები არის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, 7 მმ დიამეტრის, თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის.
ხელმისაწვდომია კოლოფში 1 პვქ/ალ ბლისტერით 10 ტაბლეტით.
ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ ორგანოს.
7. სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.
B-dul Theodor Pallady nr. 44C
კოდი 032266, ბუქარესტი,
რუმინეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ეს ფურცელი შესწორდა 2020 წლის აგვისტოში.
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro.










