წყალი საინექციო 2მლ #10ა(ბიოფ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
საინექციო წყალი ამპულებში
(Aqua pro injectionibus)
გენერიული დასახელება: Water for injection (Aqua pro injectionibus)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.
ATC კოდი: V07AB
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა: საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები: წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.
ჩვენებები: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.
მიღების წესი და დოზირება: პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.
უკუჩვენებები: საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.
გვერდითი მოქმედება: არ გააჩნია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრაქტიკულად არ არსებობს.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა: შეზღუდული არ არის.
გამოშვების ფორმა: 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]