ფლუკონაზოლი სლავია 50მგ#7კ(რუმ)

ფლუკონაზოლი სლავია 50მგ#7კ(რუმ)

5.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: სლავია ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 96571
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფლუკონაზოლი სლავია 50 მგ კაფსულა

ფლუკონაზოლი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ დაავადების იგივე ნიშნები, როგორც თქვენ.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

ამ ფურცელში:

1. რა არის ფლუკონაზოლი სლავია და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლი სლავიას გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ფლუკონაზოლი სლავია

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ფლუკონაზოლი სლავია

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ფლუკონაზოლი სლავია და რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლი სლავია მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები“. აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.

ფლუკონაზოლი სლავია გამოიყენება მოზრდილებში სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კანდიდას ინფექციის თავიდან ასაცილებლად. სოკოვანი ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის საფუარი სახელწოდებით Candida.

მოზრდილები

ეს პრეპარატი შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

-კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინში სოკოვანი ინფექცია

-კოკციდიოდომიკოზი- ბრონქოფილტვის სისტემის დაავადება

- Candida-ს მიერ გამოწვეული ინფექცია სისხლში, ორგანოებში (გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს და იწვევს პროთეზისგან გამოწვეულ ტკივილს.

- გენიტალური სოკო - საშოს ან პენისის ინფექცია

-კანის ინფექციები- მაგ. ათლეტის ტერფი, დერმატოფიტები, ფრჩხილის სოკო

თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ფლუკონაზოლის კაფსულები:

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის შესაჩერებლად

- ლორწოვანის გარსის სოკოს რეციდივის შესაჩერებლად

- ვაგინალური სოკოს რეციდივის შესამცირებლად

- Candida-ს მიერ გამოწვეული ინფექციის განვითარების შესაჩერებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს გამართულად)

ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე)

ეს პრეპარატი შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზის - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს

- Candida-ს მიერ გამოწვეული ინფექცია სისხლში, ორგანოებში (გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში

-კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინში სოკოვანი ინფექცია

თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ფლუკონაზოლის კაფსულები:

- Candida-ს მიერ გამოწვეული ინფექციის განვითარების შესაჩერებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს გამართულად)

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის შესაჩერებლად

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლი სლავიას მიღებამდე

არ გამოიყენოთ ფლუკონაზოლი სლავია, თუ:

- ალერგიული ხართ ფლუკონაზოლზე, სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც იღებდით სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება.

- იღებთ ასტემიზოლს ან ტერფენადინს (ანტიჰისტამინი ალერგიებისთვის)

- იღებთ ციზაპრიდს (გამოიყენება კუჭის გაღიზიანების დროს)

- იღებთ პიმოზიდს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)

- იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ)

- იღებთ ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი ინფექციების სამკურნალოდ)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფლუკონაზოლი სლავიის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

- გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები

- გაწუხებთ გულის დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები

- გაქვთ სისხლში კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონეების დარღვევა

- განვითარდება კანის მძიმე რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება)

- განვითარდება "თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის" ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები არ გამოიმუშავებენ გარკვეული სტეროიდული ჰორმონების ადექვატურ რაოდენობას, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, მუცლის ტკივილი).

სხვა მედიკამენტები და ფლუკონაზოლი სლავია

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ასტემიზოლს ან ტერფენადინს (ანტიჰისტამინი ალერგიებისთვის) ან ციზაპრიდს (გამოიყენება კუჭის გაღიზიანების დროს) ან პიმოზიდს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ) ან ქინიდინს (გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ) ან ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი ინფექციების სამკურნალოდ), რადგან ისინი არ უნდა იქნას მიღებული ფლუკონაზოლ სლავიასთან ერთად (იხილეთ ნაწილი „არ მიიღოთ ფლუკონაზოლი სლავია“).

არსებობს რამდენიმე სხვა მედიკამენტი, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება ფლუკონაზოლ სლავიასთან. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

-რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციისთვის)

-ალფეტანილი, ფენტანილი (გამოიყენება როგორც საანესთეზიო საშუალება)

-ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი)

-ამფოტერიცინი B ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო)

- მედიკამენტები, რომლებიც ათხელებენ სისხლს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები)

-ბენზოდიაზეპინი (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიკამენტები) გამოიყენება ძილისთვის შფოთვისას

-კარბამაზეპინი, ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)

-ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (მაღალი წნევის დროს)

-ოლაპარიბი (გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ)

-ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტატის უკუგდების თავიდან ასაცილებლად)

-ციკლოფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ

-ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ)

-სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

-მეტადონი (გამოიყენება ტკივილის დროს)

-ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

-ორალური კონტრაცეპტივები

- პრედნიზოლონი (სტეროიდი)

-ზიდოვუდინი, ასევე ცნობილია როგორც AZT; საქვინავირი (გამოიყენება აივ ინფიცირებულ პაციენტებში)

- დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი

- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის საკონტროლოდ)

-ტოფაციტიბი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)

- ვიტამინი A (საკვები დანამატი)

-ივაკაფტორი (გამოიყენება კისტოზური ფიბროზის სამკურნალოდ)

-ამიოდარონი (გამოიყენება არათანაბარი გულისცემის „არითმიების“ სამკურნალოდ)

-ჰიდროქლორთიაზიდი (შარდმდენი)

-იბრუტინიბი (გამოიყენება სისხლის კიბოს სამკურნალოდ)

ფლუკონაზოლი სლავია საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან მის გარეშე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ფლუკონაზოლი სლავია ორსულობის დროს, თუ ექიმი არ გეტყვით.

შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება ფლუკონაზოლი სლავიას ერთჯერადი დოზის 150 მგ მიღების შემდეგ.

თქვენ არ უნდა კვებოთ ძუძუთი, თუ იღებთ ფლუკონაზოლი სლავიას განმეორებით დოზას.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ფლუკონაზოლი სლავია ზოგჯერ იწვევს თავბრუსხვევას ან შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფლუკონაზოლი სლავია შეიცავს მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატს (E216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია (თუნდაც დაგვიანებული).

ფლუკონაზოლი სლავია შეიცავს Ponceau 4R (E124) და Sunset Yellow (E110) , რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია.

3. როგორ გამოიყენება ფლუკონაზოლი სლავია

ყოველთვის გამოიყენეთ ფლუკონაზოლი სლავია ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. უმჯობესია კაფსულების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ამ მედიკამენტის რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ინფექციებისთვის მოცემულია ქვემოთ:

ჩვენებები

დოზა

კრიპტოკოკური მენინგიტი

400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში 6-დან 8 კვირამდე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში.

სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად

200 მგ დღეში, სანამ არ გეტყვიან შეწყვეტას.

კოქციდიოიდომიკოზი

200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ 11 თვიდან 24 თვემდე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში. ზოგჯერ დოზა იზრდება 800 მგ-მდე.

Candida-ით გამოწვეული შიდა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ ერთხელ დღეში, სანამ არ გეტყვიან შეწყვეტას.

ლორწოვანი გარსის ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს და იწვევს პროთეზისგნ გმოწვეულ ტკივილს

200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ-დან 200 მგ-მდე, სანამ არ გეტყვიან შეწყვეტას.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის სამკურნალოდ - დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკაციაზე

50 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ 7-დან 30 დღემდე, სანამ არ გეტყვიან შეწყვეტას.

ლორწოვანი გარსის ინფექციების რეციდივის შესაჩერებლად, რომლებიც აზიანებენ პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს

100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ, ვიდრე გაქვთ ინფექციის განვითარების რისკი.

გენიტალური სოკოს სამკურნალოდ

150 მგ ერთჯერადი დოზის სახით

ვაგინალური სოკოს რეციდივის შესამცირებლად

150 მგ ყოველ მესამე დღეს, სულ 3 დოზა (დღე 1,4 და 7) და შემდეგ კვირაში ერთხელ, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი გაქვთ

კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

ლოკალიზაციის მიხედვით, 50 მგ ერთხელ დღეში, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400 მგ ერთჯერადი დოზის სახით ან 300 მგ კვირაში ერთხელ, 2-დან 4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის შემთხვევაში შეიძლება იყოს 6 კვირამდე, ფრჩხილის ინფექციის სამკურნალოდ, სანამ ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლება არ მოხდება.

კანდიდას მიერ გამოწვეული ინფექციის განვითარების შესაჩერებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს გამართულად)

200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.

12-დან 17 წლამდე მოზარდები

დაიცავით თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა (მოზრდილების დოზა ან დოზა ბავშვებისთვის)

11 წლამდე ასაკის ბავშვები

მაქსიმალური დოზა არის 400 მგ დღეში ერთხელ.

დოზის შესახებ რეკომენდაცია გაიცემა ბავშვის წონის მიხედვით.

ჩვენებები

დოზა

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი და ყელის ინფექციები, გამოწვეული Candida-ს მიერ - დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და ლოკალიზაციაზე.

3 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთხელ დღეში (შეიძლება სხეულის წონაზე 6 მგ/კგ-ს მიღება პირველ დღეს)

კრიპტოკოკური მენინგიტი ან შინაგანი სოკოვანი ინფექციები გამოწვეული Candida-ს მიერ

6 მგ/კგ-დან 12 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე, დღეში ერთხელ

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად

6 მგ/კგ სხეულის მასაზე, დღეში ერთხელ

ბავშვებში Candida-ს მიერ გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად (თუ იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს გამართულად)

3 მგ/კგ-დან 12 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე, დღეში ერთხელ

გამოყენება 0-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში

გამოყენება 3-დან 4 კვირამდეასაკის ბავშვებში:

იგივე დოზა, რაც ზემოთ, მაგრამ ინიშნება 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 48 საათში.

გამოყენება 2 კვირაზე ნაკლები ასაკის ბავშვებში:

იგივე დოზა, რაც ზემოთ, მაგრამ ინიშნება 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 72 საათში.

ხანდაზმულები

გამოიყენება მოზრდილისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა, თუ არ აღინიშნება თირკმელების პრობლემები.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა, თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფლუკონაზოლ სლავიას

ძალიან ბევრი კაფსულის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუძლოდ ყოფნა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს არარეალური საგნების მოსმენას, ხედვას, გრძნობას და ფიქრს (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა. სიმპტომური მკურნალობა (დამხმარე ზომებით და კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში) შეიძლება იყოს ადეკვატური.

თუ დაგავიწყდათ ფლუკონაზოლი სლავიას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპნსირების მიზნით. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მაგრამ მალევე გაგახსენდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ გამოტოვებული დოზა. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ის დოზა, რომელიც გამოტოვეთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქცია შეიძლება იშვიათი იყოს. თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

- უეცარი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება მკერდში

- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

-ქავილი მთელ სხეულზე, კანის სიწითლე ან ქავილი წითელი ლაქები

- გამონაყარი

- კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (ამან შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა)

ფლუკონაზოლი სლავიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე. ღვიძლის პრობლემების ნიშნებია:

- დაღლილობა

- მადის დაკარგვა

- ღებინება

- კანის ან თვალების სკლერის გაყვითლება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები:

გარდა ამისა, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გამწვავდება ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ფარმაცევტს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

- თავის ტკივილი

- კუჭის არეში დისკომფორტი, დიარეა, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), ღებინება

- ღვიძლის ფუნქციის სისხლის ტესტებში მაჩვენებლების მომატება

- გამონაყარი

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სისუსტე ან ქოშინი

- მადის დაქვეითება

- ძილის უუნარობა, ძილიანობის შეგრძნება

- კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ჩხვლეტა ან დაბუჟება, გემოვნების შეგრძნების ცვლილება.

- ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე

- კუნთების ტკივილი

- ღვიძლის დაზიანება და კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

- ბებერები, ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, მომატებული ოფლიანობა

- დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):

- ნორმალურზე დაბალი სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ინფექციებისგან და სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას

- კანის წითელი ან იასამნისფერი შეფერილობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დაბალი რაოდენობით, სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებებით

- სისხლის ქიმიური ცვლილებები (სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების მაღალი დონე)

- სისხლში დაბალი კალიუმი

- კანკალი, პათოლოგიური ელექტროკარდიოგრამა, გულისცემის ან რითმის ცვლილება

- ღვიძლის უკმარისობა

- ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), მათ შორის ფართოდ გავრცელებული ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, კანის მძიმე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება.

- თმის ცვენა

გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით, სისხლის თეთრი უჯრედების მატებით (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმელები და მსხვილი ნაწლავი) ანთებით (წამლისმიერი რეაქცია ან გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS))

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის მონაცემები გამოქვეყნებულია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro

რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტო

Str. Aviator Sanatescu nr. 48, sector 1

ბუქარესტი 011478-RO

ტელ: +4 0757 117 259

ფაქსი: +4 0213 163 497

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება ფლუკონაზოლი სლავია

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუკონაზოლი სლავია

- აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. ერთი კაფსულა შეიცავს 50მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა კომპონენტებია:

კაფსულის შემცველობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი:

- თავი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ერითროზინი (E127), ბრილიანტის ლურჯი (E 133), მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), n-პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216)

- კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ერითროზინი (E127), მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), n-პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216)

ფლუკონაზოლი სლავიას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ფლუკონაზოლი სლავია 50 მგ კაფსულები ს კორპუსი არის ვარდისფერი გამჭირვალე და თავი- ლურჯი გაუმჭვირვალე.

ხელმისაწვდომია მუყაოს შეფუთვაში ერთი ალ/პვქ ბლისტერი 7 კაფსულით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

7. სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

S.C. Slavia Pharm S.R.L

B-dul Theodor Pallady nr. 44C, კოდი 032266,

ბუქარესტი, რუმინეთი

ეს ფურცელი შესწორდა 2021 წლის მარტში.

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro.